From : Natia Khmaladze <natkhmaladze@moh.gov.ge>
To : Giorgi Tsotskolauri <gtsotskolauri@moh.gov.ge>; tikhardziani@gmail.com
Subject : ელ.მთავრობის საკითხები_10.02.20
Received On : 10.02.2020 12:35

           მოგესალმებით ბატონო გიორგი,

შესათანხმებლად გიგზავნით ელ. მთავრობის პროგრამის საკითხებს:

  1. განათლება 4751 - სსიპ საგანმანათლებლო და სამეცნიერო ინფრასტრუქტურის განვითარების სააგენტო განახორციელებს ავეჯის  სახელმწიფო შესყიდვას.
  2. განათლება 4735 - მტკიცდება ავტომობილის სპორტული დანიშნულების ავტომობილად მიჩნევის წესი და კრიტერიუმები.
  3. თავდაცვა 4695 - მთავრობასთან თანხმდება სსიპ გიორგი აბრამიშვილის სახელობის საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სამხედრო ჰოსპიტალის 2020 წლის ბიუჯეტი, საშტატო ნუსხა და სახელფასო ფონდი.
  4. განათლება 4760 - არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის ძეგლს - „ქართული მრავალხმიანობა“  განესაზღვრება ეროვნული მნიშვნელობის კატეგორია.
  5. განათლება 4761 - არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის ძეგლს - „ქართული ტრადიციული სუფრის/პურობის კულტურა (ქართული სუფრა)“  განესაზღვრება ეროვნული მნიშვნელობის კატეგორია.
  6. განათლება  4754 - ცვლილება შედის მასწავლებლის პროფესიული განვითარებისა და კარიერული წინსვლის სქემაში, პროექტი ითვალისწინებს სქემით გათვალისწინებული საგნობრივი და პროფესიული კომპეტენციების დადასტურებისას კრედიტქულების დაგროვების საკითხის დარეგულირებას.
  7. ეკონომიკა 4692 - პროექტის მიხედვით, გაფორმდება შესაბამისი უძრავი ქონების გაცვლის ხელშეკრულება, რის შედეგადაც, ფიზიკური პირის გიორგი მჭედლიშვილის საკუთრებაში არსებული, სიღნაღის მუნიციპალიტეტში, სოფელ ბოდბეში მდებარე 50 357.00 კვ.მ. მიწის ნაკვეთი გადაეცემა სახელმწიფოს, შემდგომში მისი, დანიშნულებისამებრ, კერძოდ პირუტყვის გადასარეკის ტრასის შეუფერხებლად გამოყენების მიზნით.
  8. თავდაცვა 4691 - მთავრობასთან თანხმდება, GG-B-OAM ამერიკის შეერთებული შტატების მთავრობის მიერ საქართველოს მთავრობისათვის გამოყოფილი გრანტის ხელშეკრულების დამატება 3.
    გრანტის სავარაუდო ღირებულებად განისაზღვრება 3 185 592 აშშ დოლარი. გრანტით გათვალისწინებული თანხა მოხმარდება საქართველოს თავდაცვის სამინისტროს საფრენოსნო და ტექნიკური შემადგენლობის მომზადებას და შესაბამის კვალიფიცირებას ამერიკის შეერთებული შტატების შეიარაღებული ძალების სპეციალიზირებულ სასწავლებლებში საერთაშორისო განათლების პროგრამის (IMET) ფარგლებში. 
  9. გარემო 4688 - მთავრობასთან თანხმდება, „აზოტმჟავას კლიმატის სამოქმედო ჯგუფში (NACAG)“ გაწევრიანების თაობაზე“.
    საქართველო შეურთდება „აზოტმჟავის კლიმატის სამოქმედო ჯგუფს“, რის შემდეგაც გერმანიის გარემოს დაცვის, ბუნების კონსერვაციისა და ბირთვული უსაფრთხოების ფედერალური სამინისტრო დაეხმარება საქართველოში ერთერთ მსხვილ აზოტმჟავას მწარმოებელ სუბიექტს - სს „რუსთავის აზოტს“, კლიმატის ცვლილების გამომწვევი აზოტის ოქსიდის მშთანთქმელი ტექნოლოგიით აღჭურვაში, რაც მნიშვნელოვნად შეამცირებს ზემოაღნიშნულ ემისიებს და შესაბამისად, ქვეყანას შეუწყობს ხელს გაეროს კლიმატის ცვლილების ჩარჩო კონვენციის პარიზის შეთანხმებით ნაკისრი ვალდებულების  შესრულებაში.
  10. თავდაცვა 4687- მთავრობასთან თანხმდება, GG-B-BCB ამერიკის შეერთებული შტატების მთავრობის მიერ საქართველოს მთავრობისათვის გამოყოფილი გრანტის ხელშეკრულების დამატება 2.
    გრანტის სავარაუდო ღირებულებად განისაზღვრება 1 834 058 აშშ დოლარი. გრანტით გათვალისწინებული თანხა მოხმარდება საქართველოს თავდაცვის ძალებში არსებული UH-1H ტიპის ვერტმფრენების სათადარიგო ნაწილების შეძენას.
  11. რეგიონული 4643 - მტკიცდება გუდაურის სარეკრეაციო ტერიტორიაზე მდებარე 2032.00 კვ.მ გეგმარებითი არეალის განაშენიანების რეგულირების გეგმა.
  12. რეგიონული 4633 - ვანის მუნიციპალიტეტი მისთვის საბიუჯეტო სახსრებიდან გამოყოფილ თანხას ჯამში - 127 488  ლარს, მიმართავს ქალაქ ვანის ცენტრალური სტადიონის გარე პერიმეტრის სარეაბილიტაციო სამუშაოების დასაფინანსებლად.
  13. გარემო 4625 - სიღნაღის მუნიციპალიტეტს გადაეცემა სიღნაღის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მგლის 5 ინდივიდის რაოდენობის რეგულირების უფლება, მათი გარემოდან ამოღებით.

კანონპროექტი:

 

  1. ეკონომიკა 4710 - "საინვესტიციო ფონდების შესახებ" საქართველოს კანონის პროექტი და მისგან გამომდინარე: „ფასიანი ქაღალდების ბაზრის შესახებ“, „საქართველოს ეროვნული ბანკის შესახებ“, „საქართველოს სამოქალაქო კოდექსში ცვლილების შეტანის თაობაზე“,  „გადახდისუუნარობის საქმის წარმოების შესახებ“, „მეწარმეთა შესახებ“, „საქართველოს საგადასახადო კოდექსში ცვლილების შეტანის თაობაზე“, „სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“,  „არასახელმწიფო საპენსიო დაზღვევისა და უზრუნველყოფის შესახებ“, „ფულის გათეთრებისა და ტერორიზმის დაფინანსების აღკვეთის ხელშეწყობის შესახებ“,  „მოსაკრებლების სისტემის საფუძვლების შესახებ“,  „სარეგისტრაციო მოსაკრებლების შესახებ“

     

    მიზანია საქართველოში საინვესტიციო ფონდების ბაზრის განვითარება, შესაბამისი წესების დადგენა და თავისუფალი კონკურენციის უზრუნველყოფა, აგრეთვე, საინვესტიციო ფონდების შექმნისა და მათ მიერ საქმიანობის განხორციელების მარეგულირებელი წესებისა და ინვესტორთა ინტერესების დაცვის სამართლებრივი საფუძვლების დადგენა.

 

პატივისცემით,  

ნათია




Sincerely,

Natia Khmaladze

Ministry of Internally Displaced Persons, Labour, Health and Social Affairs of Georgia
Head of the Legal department
144, Tsereteli Ave., Tbilisi, Georgia, 0119
Tel: 577 288800
E_mail:natkhmaladze@moh.gov.ge