მოგესალმებით ბატონო გიორგი,
შესათანხმებლად გიგზავნით ელ. მთავრობის პროგრამის საკითხებს:
- ფინანსები 21022 - სსიპ - საქართველოს ფინანსთა სამინისტროს მომსახურების სააგენტო, სსიპ - სოფლის მეურნეობის სახელმწიფო ლაბორატორიას უსასყიდლოდ გადაცემს სახელმწიფო საკუთრებაში მიქცეულ ქონებას.
- ფინანსები 21012 - ცვლილება შედის საბაჟო საწყობისა და თავისუფალი ვაჭრობის პუნქტის საქმიანობის ნებართვების გაცემის წესებში და პირობებში, იმ ავტოსატრანსპორტო საშუალებების მფლობელებს, რომლებიც ტოვებენ საქართველოს საბაჟო ტერიტორიას, შესაძლებლობა
ექნებათ თავისუფალი ვაჭრობის პუნქტის მეშვეობით მოახდინონ ავტოსატრანსპორტო საშუალების გამართვა ნავთობპროდუქტებით (როგორც უცხოური საქონლის (იმპორტის გადასახდელის გადახდისა და ვაჭრობაში დამცავი ღონისძიებების განხორციელების გარეშე), ასევე საქართველოს საქონლის).
- ეკონომიკა 20964 - სსიპ - სახმელეთო ტრანსპორტის სააგენტოში შრომითი ხელშეკრულებით დასაქმებულ პირთა რაოდენობა განისაზღვრება არა უმეტეს 80 ერთეულით.
- გარემო 20956 - მთავრობასთან თანხმდება, საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს, საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს სსიპ - დაცული ტერიტორიების სააგენტოსა და კავკასიის ბუნების ფონდს (CNF) შორის
გასაფორმებელი „COVID-19-თან დაკავშირებული გადაუდებელი საგრანტო ხელშეკრულება".
- ეკონომიკა 20901 - ფოთის მუნიციპალიტეტს საკუთრებაში, ძირითადი (განუსხვისებელი) ქონების სახით გადაეცემა უძრავი ქონება, რომელიც გამოყენებული იქნება მუნიციპალიტეტის ინფრასტრუქტურის განვითარების მიზნით.
- ეკონომიკა 20890 - „საქართველოს მთავრობას, სს „ელექტროენერგეტიკული სისტემის კომერციულ ოპერატორსა“ და სს „საქართველოს ენერგეტიკის განვითარების ფონდს“ შორის დაიდება შეთანხმება, რომელიც ითვალისწინებს მემორანდუმის შემდეგი შინაარსის ცვლილებას:
(1) მემორანდუმის მხარის ცვლილებას, რის შედეგადაც მემორანდუმში სს „საქართველოს ენერგეტიკის განვითარების ფონდს“ ჩაანაცვლებს შპს „ბორჯომჰესი“; (2) მემორანდუმის დანართი N2-ით გათვალისწინებული
ვადების 18 თვით გაგრძელებას, რის შედეგადაც წინასამშენებლო ეტაპის ვალდებულებების/სამუშაოების შესასრულებლად განსაზღვრული საბოლოო ვადა 12 თვის ნაცვლად განისაზღვრება მემორანდუმის ხელმოწერიდან 30 თვით.
- ფინანსები 21034 - „2020−2022 წლების საპილოტე რეგიონების ინტეგრირებული განვითარების პროგრამით“ 2020 წელს დაგეგმილი ღონისძიებები განხორციელდება „საქართველოს 2020 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“ საქართველოს კანონით „საერთაშორისო პარტნიორებთან
თანამშრომლობით მუნიციპალიტეტებში დაგეგმილი რეფორმების ფინანსური მხარდაჭერა“ პროგრამის ასიგნებით გათვალისწინებული 5 000 000 ლარის ფარგლებში.
- განათლება 20774 - ცვლილება შედის მასწავლებლის პროფესიული განვითარებისა და კარიერული წინსვლის სქემაში, რომლის შედეგად დარეგულირდება სქემით გათვალისწინებული საგნობრივი და პროფესიული კომპეტენციების დადასტურებისას კრედიტქულების დაგროვების საკითხი.
- ეკონომიკა 20758 - სახელმწიფო ქონების ტოლფასი ქონების სახელმწიფო საკუთრებაში გადაცემის სანაცვლოდ, სსიპ - სახელმწიფო ქონების ეროვნულ სააგენტოსა და ფიზიკურ პირს შორის გაფორმდება ხელშეკრულება.
- განათლება 20730 - სსიპ - კოლეჯ „ინფორმაციული ტექნოლოგიების აკადემიას“ მიეცემა თანხმობა, განახორციელოს სხვადასხვა ზოგადი და სპეციალური დანიშნულების მანქანა-დანადგარების სახელმწიფო შესყიდვა.
- განათლება 20725 - სსიპ - კოლეჯ „აისის“ მიეცემა თანხმობა, განახორციელოს
სამედიცინო მოწყობილობების სახელმწიფო შესყიდვა.
- ფინანსები 20790 - საქართველოს ფინანსთა სამინისტროს მიეცემა თანხმობა, განახორციელოს ,,Xerox”-ის ბრენდის პრინტერებთან თავსებადი ტონერიანი კარტრიჯების და პრინტერის ქსეროგრაფიული მოდულების (ე.წ. ,,დრამ-კარტრიჯი“) სახელმწიფო შესყიდვა.
- ფინანსები 20709 - სსიპ - საფინანსო-ანალიტიკური სამსახური განახორციელებს 2 წლიანი, 1 ცალი ქსელური სისტემის მართვის მონიტორინგის/ადმინისტრირების პროგრამის ელექტრონული ტენდერის საშუალებით სახელმწიფო შესყიდვას.
- მთავრობა 20706 - სსიპ − ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახური განახორციელოს საფოსტო და საკურიერო მომსახურების სახელმწიფო შესყიდვა.
- ფინანსები 20699 - სსიპ - საფინანსო-ანალიტიკური სამსახური განახორციელებს 2 წლიანი, 1 ცალი კრიპტოგრაფიული უსაფრთხოების SSL - სერტიფიკატის ელექტრონული ტენდერის საშუალებით სახელმწიფო შესყიდვას.
- გარემო 20690 - სსიპ - გარემოს ეროვნულ სააგენტოს მიეცემა თანხმობა, განახორციელოს განცხადებების ბეჭდურ პრესაში გამოქვენების მომსახურების სახელმწიფო შესყიდვა.
- გარემო 20680 - წალკის მუნიციპალიტეტს გადაეცემა წალკის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მგლის 5, მელას 2 და ტურის 7 ინდივიდის რაოდენობის რეგულირების უფლება, მათი გარემოდან ამოღებით.
- ეკონომიკა 20662 - ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში ძირითადი (განუსხვისებელი) ქონების სახით გადაეცემა უძრავი ქონება (ტროტუარები), რომელიც გამოყენებული იქნება მუნიციპალიტეტის საკუთარი უფლებამოსილების განხორციელების მიზნით.
- ეკონომიკა 20812 - მთავრობის ცნობად ინფორმაცია გარდაბნის მუნიციპალიტეტში ბუნებრივ გაზზე მომუშავე კომბინირებული ციკლის თბოსადგურების პროექტებთან დაკავშირებით სს „საქართველოს ნავთობისა და გაზის კორპორაციის“ მიერ: ა) მესამე და მეოთხე თბოსადგურების
პროექტების განხორციელებისათვის საჭირო მიწის ნაკვეთების შესყიდვის; ბ) მეოთხე თბოსადგურის ტექნიკურ-ეკონომიკური კვლევის საკუთარი საკადრო რესურსებით ჩატარების და გ) მესამე თბოსადგურის პროექტის სს „საქართველოს ნავთობისა და გაზის კორპორაციის“ მიერ მომზადებული ტექნიკურ-ეკონომიკური
კვლევის მიხედვით განხორციელების თაობაზე.
- შსს 20811 - შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ გამარტივებული შესყიდვის საშუალებით განხორციელდება შარვლებისა და ქვედაბოლოების სახელმწიფო შესყიდვა.
- შსს 20809 - საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო გამარტივებული შესყიდვის საშუალებით განახორციელებს შინაგან საქმეთა სამინისტროს სხვადასხვა დანაყოფის მოსამსახურეებისთვის შარვლებისა და ქვედაბოლოების შესყიდვას.
- შსს 20808 - საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სამცხე-ჯავახეთის პოლიციის დეპარტამენტს მიეცემა თანხმობა, სამინისტროსთვის გამოყოფილი ასიგნებებიდან მისთვის დამტკიცებული ბიუჯეტის ფარგლებში განახორციელოს პირადი ჰიგიენის პროდუქტების სახელმწიფო
შესყიდვა.
- შსს 20807 - საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურს მიეცემა თანხმობა, საქართველოს კანონით მისთვის გამოყოფილი ასიგნებების ფარგლებში, განახორციელოს ტუმბოების, სარქველების, ონკანებისა და ლითონის კონტეინერების, ასევე, მანქანა-დანადგარების შეკეთება
და ტექნიკური მომსახურების სახელმწიფო შესყიდვა.
- შსს 20806 - საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სამცხე-ჯავახეთის პოლიციის დეპარტამენტს მიეცემა თანხმობა, განახორციელოს საკანცელარიო მომსახურებებისა და საოფისე მანქანები, კომპიუტერების, პრინტერებისა და ავეჯის გარდა სახელმწიფო შესყიდვა.
- შსს 20804 - საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მიეცემა თანხმობა განახორციელოს პირადი ჰიგიენის პროდუქტების სახელმწიფო შესყიდვა.
- რეგიონული 20864 - დელეგირებული უფლებამოსილებების განმახორციელებელ მუნიციპალიტეტებს მიეცემათ უფლება, ერთობლივი შესყიდვის ფარგლებში, საჯარო სკოლების ინფრასტრუქტურის გაუმჯობესების მიზნით ჩასატარებელი სამუშაოებისათვის საჭირო საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო
დოკუმენტაციის მომზადების მიზნით შესაბამისი მომსახურების სახელმწიფო შესყიდვა, ჯამში, არაუმეტეს 895 000 ლარის ფარგლებში, განახორციელონ გამარტივებული შესყიდვის საშუალებით.
პატივისცემით,
ნათია