From : Natia Khmaladze <natkhmaladze@moh.gov.ge>
To : Giorgi Tsotskolauri <gtsotskolauri@moh.gov.ge>; tikhardziani@gmail.com
Subject : ელ.მთავრობის საკითხები_10.12.19
Received On : 10.12.2019 06:33

           მოგესალმებით ბატონო გიორგი,

შესათანხმებლად გიგზავნით ელ. მთავრობის პროგრამის საკითხებს:

  1. განათლება 49673 - სსიპ კოლეჯ „ბლექსისათვის“ გათვალისწინებული შეზღუდვიდან დაშვებულ იქნება გამონაკლისი და სამორიგეო ავტომობილთა რაოდენობა განისაზღვრება 2 ავტომობილით.
  2. ფინანსები 49628 - საქართველოს სახელმწიფო საშინაო ვალის პრობლემათა შემსწავლელი კომისიის უფლებამოსილების ვადა იზრდება 2021 წლის პირველ იანვრამდე.
  3. ეკონომიკა 49528 - პროექტის მიხედვით, განხორციელდება ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფლების: რუხის, რიყისა და ნაწულუკუს იმ ოჯახების ბუნებრივი გაზის გამანაწილებელ ქსელზე მიერთება, რომლებიც არ არიან დარეგისტრირებული ბუნებრივი გაზის აბონენტებად და რომლებმაც აბონენტად დარეგისტრირების მიზნით განცხადებით მიმართეს სადისტრიბუციო კომპანიას 2020 წლის 1 აპრილამდე.


    ხელმოსაწერი:
  1. 49742 - ცვლილება შედის საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის დებულებაში, რომლის მიხედვით, საქართველოს პრემიერ-მინისტრი უფლებამოსილი იქნება მის მიერვე განსაზღვრული წესის შესაბამისად, მიიღოს გადაწყვეტილება საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის საჯარო მოსამსახურისათვის/ოჯახისათვის ერთჯერადი დახმარების გაწევის თაობაზე მოსამსახურის დაქორწინების შემთხვევაში, შვილის შეძენისას, გარდაცვალების ან/და საჯარო მოსამსახურის ოჯახის წევრის (მეუღლე, მშობელი, შვილი) გარდაცვალებისას. პირველ ეტაპზე დავიზებულია
  2. 49731 - საქართველოს პარლამენტის საქმიანობის სრულფასოვანი განხორციელებისა და საპარლამენტთაშორისო ურთიერთობების განვითარებისათვის ხელის შეწყობის, პარლამენტში ოფიციალური, სამუშაო, გაცვლითი თუ არაოფიციალური ვიზიტით ჩამოსულ დელეგაციათა და ცალკეულ პირთა, სახელმწიფო პროტოკოლის მოთხოვნების შესაბამისად, მიღებისა და გამგზავრების (ტრანსპორტირების) უზრუნველყოფის მიზნით, შესაბამისი ავტოსატრანსპორტო საშუალებების სახელმწიფო შესყიდვებს საქართველოს პარლამენტის აპარატი განახორციელებს გამარტივებული შესყიდვის საშუალებით. 
  3. 49620 - სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტო, განახორციელებს საქართველოს პრეზიდენტის მიერ განსაზღვრულ სარეკრეაციო ტერიტორიაზე არსებული, ყაზბეგის მუნიციპალიტეტში, დაბა გუდაურში მდებარე 1020.00 კვ.მ. არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთის პრივატიზებას ელექტრონული აუქციონის ფორმით.

     

    კანონპროექტი:
  1. 49104 - „საქართველოს საარჩევნო კოდექსი“, „დაგროვებითი პენსიის შესახებ“
    პროექტი ითვალისწინებს, საარჩევნო კოდექსის ნორმების დახვეწას, მასში არსებული ხარვეზების აღმოფხვრასა და ზოგიერთი საარჩევნო პროცედურის გამარტივებას.
    საარჩევნო პერიოდში ამავე პერიოდისათვის დაქირავებულ, საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიისა და აფხაზეთისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკების უმაღლესი საარჩევნო კომისიების აპარატების, საჯარო სსიპ საარჩევნო სისტემების განვითარების, რეფორმებისა და სწავლების ცენტრის თანამშრომლების, საოლქო საარჩევნო კომისიების დამხმარე და ტექნიკური პერსონალის, საოლქო საარჩევნო კომისიების დროებითი და საუბნო საარჩევნო კომისიების წევრთა და საარჩევნო სუბიექტთა წარმომადგენლების ანაზღაურება აღარ დაექვემდებარება ,,დაგროვებითი პენსიის შესახებ” საქართველოს კანონით გათვალისწინებული საპენსიო შენატანების გადახდას.

     
  2. 49025 - "ფასიანი ქაღალდების ბაზრის შესახებ", "საქართველოს ეროვნული ბანკის შესახებ"
    განსახორციელებელი ცვლილებები შეეხება საჯარო ფასიანი ქაღალდების ემიტენტების გამჭვირვალობისა და ანგარიშგების სტანდარტებს, ქმედებების ინსაიდერულ ვაჭრობად და ბაზრის მანიპულაციად კვალიფიცირების კრიტერიუმებსა და შესაბამის აკრძალვებს, აგრეთვე საჯარო ფასიანი ქაღალდების ემიტენტების ნაწილს, რომლებიც მასობრივი პრივატიზაციის შედეგად გახდნენ ანგარიშვალდებული საწარმოები და რომელთა ზომა და შემოსავლიანობა არ შეესაბამება არც ადგილობრივი და არც საერთაშორისო სტანდარტებით განსაზღვრულ მოთხოვნებს.

 

პატივისცემით,  

ნათია




Sincerely,

Natia Khmaladze

Ministry of Internally Displaced Persons, Labour, Health and Social Affairs of Georgia
Head of the Legal department
144, Tsereteli Ave., Tbilisi, Georgia, 0119
Tel: 577 288800
E_mail:natkhmaladze@moh.gov.ge