From : Natia Khmaladze <natkhmaladze@moh.gov.ge>
To : Giorgi Tsotskolauri <gtsotskolauri@moh.gov.ge>; tikhardziani@gmail.com
Subject : ელ.მთავრობის საკითხები_11.02.20
Received On : 11.02.2020 06:56

           მოგესალმებით ბატონო გიორგი,

შესათანხმებლად გიგზავნით ელ. მთავრობის პროგრამის საკითხებს:

  1. მთავრობა 3023 - მტკიცდება პატენტით დაცული გამოგონებისა და სასარგებლო მოდელის გამოყენებისათვის სავალდებულო ლიცენზიების გაცემის წესი და სავალდებულო ლიცენზიის გაცემასთან დაკავშირებით გადაწყვეტილების მიმღები მუდმივმოქმედი საბჭოს უნივერსალური შემადგენლობა, სადაც წევრის სტატუსით შედის საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის პირველი მოადგილე.
  2. ფინანსები 4228 - შპს „ნეოფარმს“ მიენიჭება ფარმაცევტული საწარმოს სტატუსი, რის საფუძველზეც იგი გათავისუფლდება დღგ-ის გადასახადისაგან საქართველოს საგადასახადო კოდექსის შესაბამისად.
  3. ფინანსები 4225 - შპს „ჯი-ემ-პის“ მიენიჭება ფარმაცევტული საწარმოს სტატუსი, რის საფუძველზეც იგი გათავისუფლდება დღგ-ის გადასახადისაგან საქართველოს საგადასახადო კოდექსის შესაბამისად.
  4. მთავრობა 4944 - ცვლილება შედის სხვადასხვა სახის საქონლისა და მომსახურების სახელმწიფო შესყიდვების კონსოლიდირებული ტენდერების სატენდერო კომისიის შემადგენლობაში.
  5. მთავრობა 4939 - საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოში შრომითი ხელშეკრულებით დასაქმებულთა რაოდენობა განისაზღვრება 35 ერთეულით.
  6. იუსტიცია 4917 - საქართველოს იუსტიციის სამინისტრო და მისი მმართველობის სფეროში მოქმედი საჯარო სამართლის იურიდიული პირები ავეჯისა და შესყიდვის ობიექტების სახელმწიფო შესყიდვებს განახორციელებენ სახელმწიფო შესყიდვების მეშვეობით.
  7. ეკონომიკა 4910 - საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო განახორციელებს პორტაბელური კომპიუტერების (ლეპტოპების) სახელმწიფო შესყიდვას ელექტრონული ტენდერის საშუალებით.
  8. გარემო 4896 - მთავრობასთან თანხმდება, სსიპ − სურსათის ეროვნული სააგენტოს 2020 წლის ბიუჯეტი, საშტატო ნუსხა და სახელფასო ფონდი.
  9.  გარემო 4893 - მთავრობასთან თანხმდება, ღვინის ეროვნული სააგენტოს 2020 წლის ბიუჯეტი, საშტატო ნუსხა და სახელფასო ფონდი.
  10. განათლება 4874 - ცვლილება შედის საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს დებულებაში, საიდანაც ხდება  საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს სისტემიდან შპს „ბლექსი არენა ჯორჯიას“ ამოღება.
  11. გარემო 4856 - სსიპ  სოფლის მეურნეობის სახელმწიფო ლაბორატორიაში შრომითი ხელშეკრულებით დასაქმებულთა რიცხოვნობა განისაზღვრება 30 ერთეულით.
  12. გარემო 4800 - შუახევის და ხულოს მუნიციპალიტეტში განხორციელდება 95 520 კვ.მ ტყის აღდგენა. მოხდება აღსადგენი ტერიტორიის შეღობვა და დაირგვება „საქართველოს წითელ ნუსხაში“ შეტანილი 8480 ნერგი, ხოლო გაშენებული ტყის მოვლა განხორციელდება 5 წლის განმავლობაში.
  13. განათლება 4786 - უმნიშვნელოვანეს ისტორიულ-კულტურულ ფასეულობათა სამართლებრივი დაცვის უზრუნველყოფის მიზნით, კულტურული მემკვიდრეობის უძრავი ძეგლის სტატუსი მიენიჭება კულტურული მემკვიდრეობის თვალსაზრისით ღირებულ არქიტექტურულ ობიექტს - ქ. თბილისში, ასკანის ქ. N 5-ში მდებარე საერო ნაგებობას

    ხელმოსაწერი:
  1. 4914 - ქვეყნის ფარგლებს გარეთ გამგზავრებასთან დაკავშირებით, საქართველოს პრემიერ-მინისტრს 10 სამუშაო დღით ადრე მომართავენ საქართველოს მთავრობის უშუალო დაქვემდებარებაში არსებული აღმასრულებელი ხელისუფლების სპეციალური დანიშნულების გასამხედროებული დაწესებულების, აგრეთვე სპეციალური დანიშნულების სხვა სახელმწიფო დაწესებულების ხელმძღვანელები და მათი მოადგილეები, ასევე სახელმწიფო რწმუნებული/მისი პირველი მოადგილე/მოადგილე.
  2. 4895 - ა(ა)იპ – ასოციაცია ატუს მიეცემა თანხმობა, ბუნებრივი გარემოდან ამოიღოს საქართველოს წითელ ნუსხაში შეტანილი მცენარეები და შესაბამისად, შეუფერხებლად განაგრძოს ა(ა)იპ - ქუთაისის საუნივერსიტეტო კომპლექსის სამშენებლო სამუშაოები.
  3. 4877 - სსიპ - შემოსავლების სამსახური განახორციელებს კომპიუტერული მოწყობილობებისა და აქსესუარების სახელმწიფო შესყიდვას.

     

    კანონპროექტი:
  1. ეკონომიკა 4909 – ,,სატელეკომუნიკაციო  ინფრასტრუქტურისა და სატელეკომუნიკაციო მიზნებისთვის გამოყენებადი ფიზიკური ინფრასტრუქტურის გაზიარების თაობაზე" საქართველოს კანონის პროექტსა და მისგან გამომდინარე: „კონკურენციის შესახებ“ ცვ პროექტი
    პროექტის მიზანია საქართველოს ტერიტორიაზე მაღალსიჩქარიიანი, ფართოზოლოვანი ინფრასტრუქტურის განვითარების ხელშეწყობა სატელეკომუნიკაციო ინფრასტრუქტურაზე და სატელეკომუნიკაციო მიზნებისთვის გამოყენებად ფიზიკურ ინფრასტრუქტურაზე  დაშვების  გზით. ელექტრონული საკომუნიკაციო ქსელის ოპერატორებს საშუალება მიეცემათ ფართოზოლოვანი ქსელის განსავითარებლად ისარგებლონ უკვე არსებული, სატელეკომუნიკაციო და სატელეკომუნიკაციო მიზნებისთვის გამოყენებადი ფიზიკური ინფრასტრუქტურით, არადისკრიმინაციული და კონკურენტული პირობებით და ფასით, რაც ხელს შეუწყობს კონკურენტული გარემოს განვითარებას, შეამცირებს ქსელის განვითარების საფასურს, წაახალისებს სატელეკომუნიკაციო ოპერატორებს შესთავაზონ ბოლო მომხმარებელს უფრო მაღალი ხარისხის მომსახურება შედარებით დაბალ ფასად, რაც საბოლოო ჯამში ხელს შეუწყობს „საქართველოში ფართოზოლოვანი ქსელების განვითარების 2020-2025 წლების ეროვნული სტრატეგიისა და მისი განხორციელების სამოქმედო გეგმით“ გათვალისწინებული სტრატეგიული მიზნების მიღწევას და ქვეყანაში ციფრული ეკონომიკის განვითარებას.

 

პატივისცემით,  

ნათია




Sincerely,

Natia Khmaladze

Ministry of Internally Displaced Persons, Labour, Health and Social Affairs of Georgia
Head of the Legal department
144, Tsereteli Ave., Tbilisi, Georgia, 0119
Tel: 577 288800
E_mail:natkhmaladze@moh.gov.ge