From : Natia Khmaladze <natkhmaladze@moh.gov.ge>
To : Tamar Barkalaia <tbarkalaia@moh.gov.ge>; Giorgi Tsotskolauri <gtsotskolauri@moh.gov.ge>; gtsotskolauri@gmail.com
Subject : ელ.მთავრობის საკითხები_11.04.19
Received On : 11.04.2019 07:06

მოგელსამებით,


მინისტრის არყოფნის გამო, შესათანხმებლად გიგზავნით ელექტრონული მთავრობის პროგრამაში ატვირთულ საკითხებს:

  1. ფინანსები 14463 - სტიქიის შედეგად დაზიანებული ამფითეატრის რეაბილიტაციის მიზნით, რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან ზუგდიდის მუნიციპალიტეტს, გამოეყოფა არაუმეტეს 1 203 900 ლარი.
  2. ფინანსები 14457 - ქედის მუნიციპალიტეტის მიერ, 2019 წლის ბიუჯეტით გათვალისწინებული მიმდინარე ვალდებულების დაფინანსების მიზნით, მუნიციპალიტეტებისათვის გადასაცემი ტრანსფერიდან, დროებით ფინანსური დახმარების სახით ქედის მუნიციპალიტეტს, გამოეყოფა 800 000 ლარი.
  3. ფინანსები 14433 - სსიპ - საფინანსო-ანალიტიკური სამსახური განახორციელებს 2 წლიანი, 3 ცალი, კრიპტოგრაფიული უსაფრთხოების SSL-სერტიფიკატის ელექტრონული ტენდერის საშუალებით სახელმწიფო შესყიდვას.
  4. რეგიონული 14421 - ყაზბეგის მუნიციპალიტეტისა და მასში შემავალი თემების სივრცით-ტერიტორიული დაგეგმვის დოკუმენტაციის ძალაში შესვლამდე განკარგულების პროექტით განსაზღვრული რუკის შესაბამისად დაწესდება დროებითი შეზღუდვები, რაც დაიცავს კობის თემის თრუსოს ხეობაში მოქცეულ ტერიტორიას ქაოტური განვითარებისაგან.
  5. ეკონომიკა 14404 - საქართველოს მთავრობასა და შპს „ტაბას“ შორის 2015 წლის 16 ნოემბერს დადებულ ურთიერთგაგების მემორანდუმში ცვლილების შეტანის შესახებ ამავე მხარეთა შორის დასადები შეთანხმების პროექტი.
  6. ეკონომიკა 14373 - საქართველოს მთავრობასა და შპს „ჰიდროენერგიას“ შორის დაიდება ხელშეკრულება „ახატანი ჰესი“ ელექტროსადგურის მშენებლობის, ფლობისა და ოპერირების შესახებ.
  7. განათლება 14368 - მთავრობასთან თანხმდება, განათლების, აუდიოვიზუალური და კულტურის აღმასრულებელ სააგენტოსა და სსიპ - მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნულ ცენტრს შორის გასაფორმებელი საგრანტო ხელშეკრულების პროექტი.
  8. საგარეო 14344 - მთავრობასთან თანხმდება, ,,ევროპის საბჭოსთან საქართველოს მუდმივი წარმომადგენლობისათვის უძრავი ქონების შეძენის ხელშეკრულება’’.
  9. განათლება 14316 - საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის მიერ პროექტი „Check in Georgia“-ს ფარგლებში ზოგიერთი ღონისძიების განხორციელების მიზნით, ადმინისტრაცია განახორციელებს თანხის გადარიცხვას შპს - „ბლექ სი არენა ჯორჯიასთვის“, სსიპ - შემოქმედებით საქართველოსათვის და ა(ა)იპ - წინანდლის ფესტივალისთვის.
  10. განათლება 14293 - სსიპ – სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის სარგებლობაში არსებული მოძრავი ქონება (გათბობისა და ვენტილაციის სისტემის ჩილერი), გადაეცემა გალის რაიონის სოფელ თაგილონში მდებარე საშუალო სკოლას.
  11. ეკონომიკა 14276 - ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტს, საკუთრებაში ძირითადი (განუსხვისებელი) ქონების სახით გადაეცემა უძრავი ქონება (სკვერი), რომელიც  გამოყენებული იქნება დასვენების ადგილად.
  12. ეკონომიკა 14202 - პროექტი ითვალისწინებს, 2018 წლის 11 მაისის მემორანდუმის ფარგლებში (რომელიც ითვალისწინებს საქართველოში, ონის მუნიციპალიტეტში, მდ. ბოყოზე, ბოყო ჰესი ჰიდროელექტროსადგურის (სავარაუდო დადგმული სიმძლავრე - 1,00 მგვტ, სავარაუდო წლიური გამომუშავება - 4,57 მლნ.კვტ.სთ.) მშენებლობის ტექნიკურ-ეკონომიკური განხორციელებადობის კვლევის ჩატარებას, შემდგომში მისი მშენებლობის მიზნით), შპს „ელექტროვატის“ მიერ წარმოდგენილი 5,000.00 აშშ დოლარის ოდენობის წინასამშენებლო საბანკო გარანტია დაუბრუნდება მის გამცემ ბანკს.
  13. ეკონომიკა 14201 - შპს „მტკვარი ჰესს“ საკუთრებაში გადაეცემა ბოლნისის მუნიციპალიტეტში, ახალციხის მუნიციპალიტეტში, სოფელ ზიკილიაში არსებული 378 კვ.მ. არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი, რაც სავარაუდოდ, უზრუნველყოფს კომპანიის მიერ მემორანდუმით ნაკისრი ვალდებულების შესრულებას, ახალციხის მუნიციპალიტეტში, მდინარე მტკვარზე ჰიდროელექტროსადგური „მტკვარის“ მშენებლობასთან დაკავშირებით.
  14. ეკონომიკა 14200 - სსიპ წიაღის ეროვნულ სააგენტოს მიეცეს თანხმობა, შპს „ჰაიდელბერგცემენტ ჯორჯია“-ზე მარნეულის მუნიციპალიტეტში, სოფელ ხანჯი-გაზლოს მიმდებარე ტერიტორიაზე, ქვიშა-ხრეშის მოპოვებაზე გაცემული სასარგებლო წიაღისეულის მოპოვების ლიცენზიის მოქმედების ვადა გააგრძელოს 2025 წლის 24 ოქტომბრამდე და განსაზღვროს დამატებითი სალიცენზიო პირობები.
  15. ეკონომიკა 14199 - მთავრობასთან თანხმდება, დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე შპს „თერჯოლა კარიერზე“  გაცემული სასარგებლო წიაღისეულის მოპოვების და შპს „ჰაიდელბერგცემენტ ჯორჯიაზე“ გაცემული სასარგებლო წიაღისეულის მოპოვების ლიცენზიებით გათვალისწინებული სასარგებლო წიაღისეულის ათვისების გეგმების ცვლილებების შესახებ სსიპ - წიაღის ეროვნული სააგენტოს თანდართული ინფორმაცია.
  16. რეგიონული 14172 -  სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნულ სააგენტოსა და საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს შორის 2010 წლის 5 ნოემბერს გაფორმებული შპს „სახელმწიფო სამშენებლო კომპანიის“ სახელმწიფო საკუთრებაში არსებული 100%-იანი წილის მართვის უფლებით გადაცემის თაობაზე ხელშეკრულება, მხარეთა ურთიერთშეთანხმებით, შეწყდება 2019 წლის 1 მაისიდან და კომპანია გათავისუფლდება სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ ფულის დაბრუნების ვალდებულებისაგან და გამოეყოფა სახსრები კრედიტორული დავალიანებების დასაფარად.
    ამასთან, ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ რუხში მრავალპროფილიანი საუნივერსიტეტო კლინიკის სამშენებლო სამუშაოებს ახორციელებს კომპანია. ამ ეტაპზე დასრულებულია სამშენებლო-სამონტაჟო სამუშაოები და დამამთავრებელ ფაზაშია შენობის შიდა მოპირკეთება-რემონტი. ამასთან, შენობის ექსპლუატაციაში მიღების პროცედურები დაგეგმილია 2019 წლის აპრილ-მაისში ეკონომიკისა და მდგარი განვითარების სამინისტროს, საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროსა და ა(ა)იპ „რუხის მრავალპროფილიანი საუნივერსიტეტო კლინიკას“ ეთხოვათ შემჭიდროვებულ ვადებში უზრუნველყონ ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ რუხში მშენებარე მრავალპროფილიანი საუნივერსიტეტო კლინიკის შენობის მიღება.
    პროექტი შესათანხმებლად გაიგზავნა ადმინისტრაციულ და ჯანდაცვის დეპარტამენტებში.
  17. ეკონომიკა 14147 - საქართველოს მთავრობას, სს „საქართველოს ენერგეტიკის განვითარების ფონდს“, სს „ნამახვანს“, სს „ელექტროენერგეტიკული სისტემის კომერციულ ოპერატორს“, სს „საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემასა“ და შპს „ქლინ ენერჯი გრუფ ჯორჯიას“ შორის გაფორმდება ხელშეკრულება ნამახვანის ჰიდროელექტროსადგურების კასკადის მშენებლობის, ფლობისა და ოპერირების თაობაზე.
  18. ფინანსები 14119 - სსიპ - საქართველოს ფინანსთა სამინისტროს მომსახურების სააგენტო  პროექტით გათვალისწინებული ქონების (პორტლანდცემენტი, რომელიც მოთავსებულია მოთავსებულია ბრენდირებულ ტომრებში, რომლებზეც იკითხება URMIA CEMENT,  TYPE M500, 50KG) საქართველოს საპატრიარქოსათვის უსასყიდლოდ გადაცემის თაობაზე.
  19. განათლება 14112 - პროექტის მიხედვით, განათლების სამინისტროს მიერ მოხდება  სასულიერო აკადემიისათვის ფინანსური დახმარების გაწევა.
  20. განათლება 14019 - სსიპ - საქართველოს ეროვნული მუზეუმს, მიეცემა თანხმობა,  განახორციელოს ავეჯის სახელმწიფო შესყიდვა.
  21. ეკონომიკა 14010 - მთავრობასთან თანხმდება, წინადადება სს „საქართველოს ნავთობისა და გაზის კორპორაციის“ მიერ შპს „გაზპრომ ექსპორტისაგან“ შესასყიდი ბუნებრივი გაზის მოცულობების კომერციულ სექტორში პირდაპირი მიყიდვის და/ან აუქციონის წესით რეალიზების თაობაზე და  1000 მ3 ბუნებრივი გაზის საორიენტაციო სარეალიზაციო ღირებულება განისაზღვროს 230 აშშ დოლარის (დღგ-ს, ტრანსპორტირების და განაწილების ხარჯების გარეშე) ექვივალენტური კურსით ეროვნულ ვალუტაში.
  22. ეკონომიკა 13949 - ქალაქ საჩხერეში, ივანე გომართელის ქუჩა N17ა-ში (სოფელ სხვიტორის ტერიტორია) მდებარე 6414 კვ.მ. არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი  და მასზე განთავსებული N1-N3 შენობა-ნაგებობები საკუთრებაში გადაეცემა ა(ა)იპ „დოსტაქარის“, რაც, ხელს შეუწყობს უძრავ ქონებაზე ან მის ნაწილზე საგანმანათლებლო დაწესებულების ფუნქციონირებას.
  23. ეკონომიკა 13948 - პროექტის მიხედვით, შპს „აჭარისწყალი ჯორჯიას” იჯარის უფლების ვადა სახელმწიფო საკუთრებაში არსებულ, ხულოს მუნიციპალიტეტში, სოფელ ღურტაში მდებარე 8493 კვ.მ. არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთსა და სოფელ დიაკონიძეებში მდებარე 200 კვ.მ. არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთზე განისაზღვრება 2020 წლის 1 ივნისის ჩათვლით, რაც ხელს შეუწყობს შპს „აჭარისწყალი ჯორჯიას“ მიერ BOO შეთანხმებით განსაზღვრული ვალდებულების შესრულებას, აჭარაში, მდინარე აჭარისწყალზე, ჰიდროელექტროსადგურის კასკადის მშენებლობასთან და ექსპლუატაციასთან დაკავშირებით.

     
  24. ეკონომიკა 13946 - სს „ზოტი ჰიდროს“ აღნაგობის უფლების ვადა სახელმწიფო საკუთრებაში არსებულ ქონებაზე განისაზღვრება 99  წლით, ნაცვლად 49-ისა, რაც უზრუნველყოფს კომპანიის მიერ მემორანდუმით ნაკისრი ვალდებულების  შესრულებას, ჩოხატაურის მუნიციპალიტეტში, ჰიდროელექტროსადგური „ზოტი1“-ს და „ზოტი2“-ს მშენებლობასთან დაკავშირებით.   
  25. ეკონომიკა 13944 - შპს „ფერს“ საკუთრებაში გადაეცემა, ახმეტის მუნიციპალიტეტში მდებარე 12 ერთეული, ჯამში 947 კვ.მ. არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი, რაც, სავარაუდოდ, უზრუნველყოფს კომპანიის მიერ მემორანდუმით ნაკისრი ვალდებულების შესრულებას, ახმეტის რეგიონში, მდინარე სამყურისწყალზე, ჰიდროელექტროსადგური „სამყურისწყალი 2 ჰესის“ მშენებლობასთან დაკავშირებით.
  26. ეკონომიკა 13943 - ცვლილება შედის ,ტექნიკური რეგლამენტების - წიაღით სარგებლობასთან დაკავშირებული სალიცენზიო პირობების დაცვის შესახებ ანგარიშგების (საინფორმაციო ანგარიში) წესის, წიაღით სარგებლობის პროექტების, საბადოთა დამუშავების ტექნოლოგიური სქემებისა და სამთო სამუშაოთა განვითარების გეგმების შედგენის წესსა და სტატისტიკური დაკვირვების ფორმებში.
    პროექტი ითვალისწინებს დადგენილების სათაურის ცვლილებას, სასარგებლო წიაღისეულის საბადო გულისხმობს მხოლოდ ისეთ შემთხვევას, როდესაც კონკრეტულ ტერიტორიაზე შესწავლილია სასარგებლო წიაღისეულის მოსაპოვებელი ოდენობა და დამტკიცებულია სასარგებლო წიაღისეულის მარაგები შესაბამის სამრეწველო კატეგორიებში. შესაბამისად, მიზანშეწონილია სათაურში და სრული ნორმატიული დოკუმენტის შინაარსში გამოყენებული იქნას იმგვარი ფორმულირებები, რომლის შემთხვევაშიც დაფარული იქნება წიაღით სარგებლობის ყველა ობიექტის შემთხვევა, მათ შორის პროგნოზული კატეგორიის სასარგებლო წიაღისეულის ობიექტებთან მიმართებაში.
  27. ფინანსები 14090 - სსიპ - შემოსავლების სამსახურსა და 8 მეწარმე სუბიექტს შორის გაფორმდება საგადასახადო შეთანხმების აქტი, რომლითაც მეწარმე სუბიექტებს, შეუმცირდება საგადასახადო დავალიანების ოდენობა.

             1. შპს „ბენი“ (ს/ნ 204412634)

          2. შპს „ბინრემმშენი“ (ს/ნ 220414790)

          3. ი/მ „ევგენია მოსაშვილი“ (ს/ნ 01025012147, ძველი ს/ნ 105126961)

          4. ი/მ „ვალერი მამარდაშვილი“ (ს/ნ 10001045815)

          5. ი/მ „ვახტანგ გორდულაძე“ (ს/ნ 53001047892)

          6. შპს „ნეოგაზი“ (ს/ნ 405037213)

          7. შპს „საქნახშირი“ (ს/ნ 230868120)

          8. შპს „ქარავანი“ (ს/ნ 430026820)

 

 

პატივისცემით,  

ნათია ხმალაძე