From : Natia Khmaladze <natkhmaladze@moh.gov.ge>
To : Giorgi Tsotskolauri <gtsotskolauri@moh.gov.ge>
Subject : ელ.მთავრობის საკითხები_11.05.20
Cc : Tea Kankia <tkankia@moh.gov.ge>; Marika Ghadua <mghadua@moh.gov.ge>; tikhardziani@gmail.com
Received On : 11.05.2020 08:02

მოგესლამებით ბატონო გიორგი, შესათანხმებლად გიგზავნით ელ.მთავრობის საკითხებს:


16650 - მთავრობა - ცვლილებები 181 დადგენილებაში (კარანტინის ღონისძიებები) რუსთავის გახსნაა.

16633 - ეკონომიკა - შპს „აღობილის“ მიმართ რიგ ღონისძიებათა განხორციელების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2020 წლის 13 მარტის №536 განკარგულებაში ცვლილების შეტანის შესახებ" (საპრივატიზაციო პირობების ცვლილებები).

16632 - ეკონომიკა - „საქართველოში ახალი კორონავირუსის შესაძლო გავრცელების აღკვეთის ღონისძიებებისა და ახალი კორონავირუსით გამოწვეული დაავადების შემთხვევებზე ოპერატიული რეაგირების გეგმის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2020 წლის 28 იანვრის №164 განკარგულებაში ცვ. - (ფრენების სუბდისია)

16616 - ეკონომიკა - "სახელმწიფო საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების მესტიის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში ძირითადი (განუსხვისებელი) ქონების სახით გადაცემის შესახებ"  (მესტიის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში ძირითადი (განუსხვისებელი) ქონების სახით გადაეცემა უძრავი ქონება)

16590 - ფინანსები - საქართველოს მთავრობის განკარგულების პროექტს „სკანდინავიურ გარემოს საფინანსო კორპორაციის (NEFCO) მიერ დაფინანსებული (საქართველოში საჯარო შენობების ენერგო ეფექტურობის გაუმჯობესება  და განახლებადი და ალტერნატიული ენერგიის გამოყენება) ფარგლებში განსახორციელებელი ღონისძიების შესახებ“ - პროექტი ითვალისწინებს დავალებას, რომ საქართველოს ფინანსთა სამინისტრომ მიმართოს სკანდინავიურ გარემოს საფინანსო კორპორაციას (NEFCO):

ა) (საქართველოში საჯარო შენობების ენერგო ეფექტურობის გაუმჯობესება  და განახლებადი და ალტერნატიული ენერგიის გამოყენება) ფარგლებში დაგეგმილი გარემოს ეროვნული სააგენტოს შენობის რეაბილიტაციის სამუშაოების გაუქმების თაობაზე და მის ნაცვლად, ქ. თბილისში მდებარე ორი საჯარო სკოლის (#82 და #107) რეაბილიტაციის შესახებ;

ბ) 2018 წლის 4 ივლისს ხელმოწერილი საქართველოსა და სკანდინავიურ გარემოს საფინანსო კორპორაციას (NEFCO) შორის  (საქართველოში საჯარო შენობების ენერგო ეფექტურობის გაუმჯობესება  და განახლებადი და ალტერნატიული ენერგიის გამოყენება) სასესხო შეთანხმების და საქართველოსა (მიმღები) და სკანდინავიურ გარემოს საფინანსო კორპორაციას (NEFCO) შორის (როგორც E5P დაფინანსებული პროექტის განმახორციელებელი სააგენტო) (საქართველოში საჯარო შენობების ენერგო ეფექტურობის გაუმჯობესება  და განახლებადი და ალტერნატიული ენერგიის გამოყენება) საგრანტო შეთანხმების ფარგლებში სესხისა და გრანტის თანხების ხელმისაწვდომობის ვადის 2022 წლის 31 აგვისტომდე გადაწევის თაობაზე.

 

16585 - „სს ,,ზოტი ჰიდროს’’ სასარგებლო წიაღისეულის მოპოვების ლიცენზიისაგან გათავისუფლების თაობაზე“ სს ,,ზოტი ჰიდრო’’ ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის სოფელ ზოტში გეგმავს 46 მგვტ დადგმული სიმძლავრის ჰიდროელექტროსადგურების კასკადის, ,,ზოტი-1’’ და ,,ზოტი-2’’ ჰესების მშენებლობას, 2015 წლის 25 დეკემბერს, საქართველოს მთავრობასა და შპს ,,ზოტი ჰიდროს’’ შორის დადებული ურთიერთგაგების მემორანდუმის საფუძველზე. ზოტი ჰესების კასკადის პროექტი ითვალისწინებს გვირაბების მშენებლობას ჰესების სადერივაციო-სადაწნეო სისტემის მოწყობის მიზნით.

16539 - რეგიონალური - „ოზურგეთის მუნიციპალიტეტში დაბა გომისმთის დასახლების შექმნის შესახებ“ საქართველოს მთავრობის განკარგულების პროექტი .

16533 - სოფელი - „მერძევეობის დარგის მოდერნიზაციის და ბაზარზე წვდომის სახელმწიფო პროგრამის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2020 წლის 10 აპრილის N235 დადგენილებაში ცვლილება :

- ცვლილება შევიდა  მე-3 მუხლის „პ“ და მე - 5 მუხლის „დ“ ქვეპუნქტებში და პროექტით, ცხოველის საკვების პირველადი წარმოების ნაცვლად განისაზღვრა ცხოველის საკვების წარმოება, ცვლილების განხორციელებით   მიზნობრიობა კიდევ უფრო მოქნილი და განსახორციელებლად უფრო მარტივი იქნება პოტენციური ბენეფიციარებისათვის, რადგანაც ცხოველის საკვების წარმოება მოიცავს, როგორც პირველად, ასევე მეორად წარმოებასაც და ყველა იმ გასატარებელ ღონისძიებას, რაც საჭიროა ცხოველის საკვების საწარმოებლად;

-პროგრამის გავრცელების გეოგრაფიულ არეალს დაემატა ქვემო ქართლის, კახეთისა და  რაჭა - ლეჩხუმი და ქვემო სვანეთის რეგიონები.

16521 - ფინანსები -  „სსიპ - საქართველოს ფინანსთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს მიერ ქონების განაწილებასთან დაკავშირებით განსახორციელებელი ღონისძიებების შესახებ“ საქართველოს მთავრობის განკარგულების პროექტი - ფინანსთა სამინისტროს მომსახურების სააგენტო შესაბამის ქონებას უსასყიდლოდ გადასცემს სსიპ - დანაშაულის პრევენციის, არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულებისა და პრობაციის ეროვნულ სააგენტოს.



პატივისცემით,

ნათია