| From : | Natia Khmaladze <natkhmaladze@moh.gov.ge> |
| To : | Giorgi Tsotskolauri <gtsotskolauri@moh.gov.ge> |
| Subject : | ელ.მთავრობის საკითხები_11.06.20 |
| Cc : | Tea Kankia <tkankia@moh.gov.ge>; Marika Ghadua <mghadua@moh.gov.ge>; tikhardziani@gmail.com |
| Received On : | 11.06.2020 06:03 |
მოგესალმებით ბატონო გიორგი,
შესათანხმებლად გიგზავნით ელ. მთავრობის პროგრამის საკითხებს:
1. თავდაცვა 21202 - მთავრობასთან თანმხდება, GG-B-UDO ამერიკის შეერთებული შტატების მთავრობის მიერ საქართველოს მთავრობისათვის გამოყოფილი გრანტის ხელშეკრულება.
თავდაცვის სამინისტრო განახორციელებს GG-B-UDO ამერიკის შეერთებული შტატების მთავრობის მიერ საქართველოს მთავრობისათვის გამოყოფილი გრანტის ხელშეკრულებით გათვალისწინებული საბრძოლო მასალის მიღება. გრანტის ხელშეკრულების ღირებულებაა 7 500 000 აშშ დოლარი. აღნიშნული თანხით დაიფარება, როგორც საბრძოლო მასალის ღირებულება, ასევე ტრანსპორტირების ხარჯები.
2. თავდაცვა 21198 - მთავრობასთან თანმხდება, „GG-B-UCF ამერიკის შეერთებული შტატების მთავრობის მიერ საქართველოს მთავრობისათვის გამოყოფილი გრანტის „თავდაცვის მრჩეველთა ჯგუფის შესახებ“ ხელშეკრულების დამატება
8“.
გრანტის საერთო მოცულობა განისაზღვრა 15 469 014 აშშ დოლარით. დღეის მდგომარეობით, ხელშეკრულებით გათვალისწინებული ღონისძიებები/პროგრამები შესრულებულია, ხოლო ხელშეკრულების საერთო ღირებულებიდან (15 469 014 აშშ დოლარი) აუთვისებელია გარკვეული ოდენობის თანხა (აშშ-ს
მხარის მიერ ელექტრონული ფოსტის საშუალებით მოწოდებული ინფორმაციის თანახმად დარჩენილი თანხა შეადგენს 100 000 აშშ დოლარს). წარმოდგენილი პროექტის თანახმად, განხორციელდება ხელშეკრულების მიზნობრიობის კორექტირება, რაც გულისხმობს აუთვისებელი თანხის ფარგლებში (გრანტის
ღირებულება რჩება უცვლელი) მრჩეველთა ჯგუფის მიერ ხელშეკრულებით განსაზღვრული ღონისძიებების/პროგრამების მიმდინარეობისა და შესრულების/მონიტორინგის განხორციელებას.
3. გარემო 21143 - ხონის მუნიციპალიტეტს გადაეცემა ხონის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მგლის 5 ინდივიდის რაოდენობის რეგულირების უფლება, მათი გარემოდან ამოღებით.
4. გარემო 21119 - ცვლილება შედის „დანერგე მომავალი“ სახელმწიფო პროგრამაში, იზრდება მაღალი სტანდარტებით გაშენებული ბაღების რაოდენობა, რაც თავის მხრივ ხელს შეუწყობს სოფლის მეურნეობის განვითარებას და სოფლად სოციალურ - ეკონომიკური ფონის ზრდას რეგიონებში.
5. გარემო 21118 - ცვლილება შედის „შეღავათიანი აგროკრედიტის პროექტისა და გადამამუშავებელი და შემნახველი საწარმოების თანადაფინანსების წესში, ემატება ხორბლის იმპორტის დაფინანსების, ჩაის გადამამუშავებელი საწარმოების ქვეკომპონენტები. შეღავათიანი აგროკრედიტის ძირითადი საშუალებებისათვის კომპონენტის ქვეკომპონენტში - „სასურსათო მრეწველობის დაფინანსებისთვის“ იზრდება ბენეფიციარზე გასაცემი შეღავათიანი აგროკრედიტის ლიმიტი და ნაცვლად 5 000 000 მილიონი ლარისა განისაზღვრება 10 000 000 მილიონი ლარით.
6. გარემო 21117 - ვანის მუნიციპალიტეტს გადაეცემა ვანის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მგლის 5 ინდივიდის რაოდენობის რეგულირების უფლება, მათი გარემოდან ამოღებით.
7. ეკონომიკა 21104 - მთავრობასთან თანხმდება, საქართველოს მთავრობასა და შპს „პარვუს ჯგუფს“ შორის „ურაველი 1“, „ურაველი 2“, „ურაველი 3“ და „ურაველი 4“ ჰესების მშენებლობის ტექნიკურ-ეკონომიკური განხორციელებადობის საკითხების შესწავლის, ელექტროსადგურის მშენებლობის, ფლობისა და ოპერირების შესახებ დასადები ხელშეკრულებების პროექტები.
8. ეკონომიკა 21100 - საქართველოს მთავრობას და შპს „TOPGEO”-ს შორის გაფორმდება შეთანხმება, რომლის საფუძველზეც „ხევი ჰესის“ თაობაზე დადებული ურთიერთგაგების მემორანდუმებით გათვალისწინებული წინასამშენებლო ეტაპის ვალდებულებების ნაწილის შესრულებისთვის დადგენილი ვადა გაგრძელდება 2020 წლის 31 დეკემბრამდე.
პატივისცემით,
ნათია