მოგესალმებით ბატონო გიორგი,
შესათანხმებლად გიგზავნით ელ. მთავრობის პროგრამის საკითხებს:
- რეგიონული 44933 - საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრო კომპიუტერული მოწყობილობებისა და აქსესუარების შესყიდვის პროცედურებს განახორციელებს საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესის შესაბამისად.
- მთავრობა 44928 - მთავრობასთან თანხმდება, „სსიპ - ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის მიერ შესაძენი საწვავისა და გასაწევი საკომუნიკაციო ხარჯების ლიმიტები.
- მთავრობა 44927 - სსიპ – ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურში შრომითი ხელშეკრულებით დასაქმებულთა რიცხვი განისაზღვრა 83 ერთეულით.
- მთავრობა 44921 - მთავრობასთან თანხმდება, სსიპ-ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის 2019 წლის ბიუჯეტი.
- ეკონომიკა 44852 - ცვლილება შედის, საქართველოს მთავრობას, სს „ელექტროენერგეტიკული სისტემის კომერციულ ოპერატორს“, სს „საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემასა“ და „შპს „ქართლის ქარის ელექტროსადგური შორის 2015 წლის შეთანხმებაში, რომლის მიხედვით, სს „საქართველოს ენერგეტიკის განვითარების ფონდი“ და სს „საქართველოს ნავთობისა და გაზის კორპორაცია“, უზრუნველყოფენ შპს „ქართლის ქარის ელექტროსადგურში‘‘ მათი კუთვნილი 100%-იანი „წილის“ გასხვისების მიზნით საჯარო აუქციონის ჩატარებას.
- მთავრობა 44845 - მთავრობასთან თანხმდება, საქართველოს მთავრობის 2019 წლის 4 ივნისის N1280 განკარგულების ცვლილების პროექტი: „საქართველოს მთავრობასა და კვიპროსის რესპუბლიკის მთავრობას შორის საიდუმლო ინფორმაციის გაცვლისა და ორმხრივად დაცვის შესახებ“ შეთანხმების საქართველოს პარლამენტში რატიფიცირებისათვის წარდგენისა და მომხსენებლებად ბ. დოჭვირისა და ნ. ბერიძის დანიშვნის თაობაზე‘‘, რაც გამოწვეულია საქართველოს მთავრობის საპარლამენტო მდივნის ცვლილებით.
- ეკონომიკა 44791 - მთავრობასთან თანხმდება, „შპს „დელტა ინტერნეიშენალისთვის“ საქონლისა და მომსახურების შესყიდვების სპეციალური წესი“.
შპს „დელტა ინტერნეიშენალი“, ეწევა მრავალფუნქციურ და განსაკუთრებულად ძვირადღირებულ სამეწარმეო საქმიანობას, რომელიც მოითხოვს განსაკუთრებულ ოპერატიულობასა და მოქნილობას. მაგალითად, საავიაციო ან/და სამხედრო საწარმოო საქმიანობაში ნებისმიერი მიღებული შეკვეთა მოითხოვს სხვადასხვა სპეციფიკაციის (ხშირად ძვირადღირებულ) მრავალი ნივთისა და მომსახურების შესყიდვას. - ეკონომიკა 44758 - სსიპ ,,საქართველოს სახელმწიფო ჰიდროგრაფიულ სამსახური“, განახორციელებს შიდა კომპიუტერული ქსელის გაყვანის სახელმწიფო შესყიდვას.
- მთავრობა 44752 - საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის სსიპ - საქართველოს ოპერატიულ-ტექნიკური სააგენტო 3 ცალი მსუბუქი ავტომანქანის შესყიდვის პროცედურებს განახორციელებს კანონმდებლობით დადგენილი წესის შესაბამისად.
- მთავრობა 44737 - სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს მიერ უსასყიდლოდ, ერთჯერადად განხორციელდება სსიპ ,,საზოგადოებრივი მაუწყებლისთვის" საექსპორტო მომსახურება.
- ეკონომიკა 44733 - შპს „ენკა რინიუებლზს“ საკუთრებაში გადაეცემა წყალტუბოს, ტყიბულისა და ცაგერის მუნიციპალიტეტებში მდებარე, 121 ერთეული, ჯამში 1 524 170 კვ.მ. არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი და 99 წლის ვადით, აღნაგობის უფლებით - 16 ერთეული, ჯამში 2 372 409 კვ.მ. არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი, რაც, სავარაუდოდ, უზრუნველყოფს კომპანიის მიერ ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულების შესრულებას, მდინარე ენგურზე განახორციელოს „ნამახვანის“ ჰიდროელექტროსადგურების კასკადის მშენებლობას, ფლობას და ოპერირებას.
- მთავრობა 44732 - ცვლილება შედის, ელექტრონული პეტიციების წარსადგენად ელექტრონული პორტალის (ichange.gov.ge) შექმნისა და ამ პორტალით სარგებლობის წესსა და პირობებში, ცვლილების თანახმად, ელექტრონული პეტიციის საქართველოს მთავრობის მიერ განსახილველად და მასზე ოფიციალური პასუხის მისაღებად საჭიროა, ელექტრონულ პეტიციას მხარი დაუჭიროს არანაკლებ 5 000-მა (ნაცვლად 10 000)მომხმარებელმა.
ხელმოსაწერი:
- 44833 - მტკიცდება მდგრადი განვითარების მიზნების ეროვნული დოკუმენტი.
დოკუმენტი შეთანხმებული იყო სფეროს მიკუთვნებულ სამინისტროს კომპეტენტურ სამსახურებთან, მათგან ჯანდაცვის და მიგრაციის სამმართველოების მიერ გამოთქმული შენიშვნები გათვალისწინებულია. - 44905 - მთავრობასთან თანხმდება, „საქართველოს მთავრობასა და კვიპროსის რესპუბლიკის მთავრობას შორის საიდუმლო ინფორმაციის გაცვლისა და ორმხრივად დაცვის შესახებ“ შეთანხმების საქართველოს პარლამენტში რატიფიცირებისათვის წარდგენისა და მომხსენებლებად ბ. დოჭვირისა და ნ. ბერიძის დანიშვნის თაობაზე” განკარგულების ცვლილების პროექტი. რაც გამოწვეულია საქართველოს მთავრობის საპარლამენტო მდივნის ცვლილებით.
- 44734 - მთავრობასთან თანხმდება, სსიპ დაცული ტერიტორიების სააგენტოს, 2019 წლის ბიუჯეტი, საშტატო ნუსხა და სახელფასო ფონდი.
- 44708 - ცვლილება შედის, 2019 წლის კონსოლიდირებული ტენდერების სატენდერო კომისიების შემადგენლობაში, „2019-2020 წლების განმავლობაში საბურავების სახელმწიფო შესყიდვის კონსოლიდირებული ტენდერ(ებ)ის საშუალებით განხორციელების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2019 წლის 19 აგვისტოს №1862 განკარგულებაში. პირველ ეტაპზე დავიზებულია.
- 44706 - პროექტი ითვალისწინებს, 2020 წლის კონსოლიდირებული ტენდერების ჩატარებას რათა უზრუნველყოფილ იქნეს შემსყიდველი ორგანიზაციების მიერ 2020 წლის განმავლობაში A4 ფორმატის საბეჭდი ქაღალდის სახელმწიფო შესყიდვის კონსოლიდირებული ტენდერ(ებ)ის საშუალებით განხორციელება პირველ ეტაპზე დავიზებულია.
- 44686 - „სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონში განხორციელებული ცვლილებებიდან გამომდინარე, რომლის მიხედვით ტერმინოლოგიურ დონეზე პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორი და მისი მოადგილე შეიცვლება სახელმწიფო ინსპექტორით, სახელმწიფო ინსპექტორის პირველი მოადგილითა და მოადგილეებით.
აღნიშნულიდან გამომდინარე ცვლილება შედის „პროფესიული საჯარო მოხელის სამსახურებრივი მივლინებით გაგზავნის წესის, მისი სამსახურებრივი მივლინების ხარჯების ანაზღაურებისა და კომპენსაციის ოდენობისა და პირობების განსაზღვრის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2017 წლის 25 აპრილის №211 დადგენილებაში. პირველ ეტაპზე დავიზებულია. - 44651 - „სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონში განხორციელებული ცვლილებებიდან გამომდინარე, რომლის მიხედვით ტერმინოლოგიურ დონეზე პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორი და მისი მოადგილე შეიცვლება სახელმწიფო ინსპექტორით, სახელმწიფო ინსპექტორის პირველი მოადგილითა და მოადგილეებით. აღნიშნულიდან გამომდინარე ცვლილება შედის „სამსახურებრივი სარგებლობის პასპორტის გაცემის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2015 წლის 20 აპრილის №176 დადგენილებაში. პირველ ეტაპზე დავიზებულია.
- 44648 - „სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონში განხორციელებული ცვლილებებიდან გამომდინარე, რომლის მიხედვით ტერმინოლოგიურ დონეზე პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორი და მისი მოადგილე შეიცვლება სახელმწიფო ინსპექტორით, სახელმწიფო ინსპექტორის პირველი მოადგილითა და მოადგილეებით. აღნიშნულიდან გამომდინარე ცვლილება შედის „ადამიანის უფლებების უწყებათაშორისი საბჭოს შექმნისა და მისი დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2016 წლის 13 დეკემბრის №551 დადგენილებაში.პირველ ეტაპზე დავიზებულია.
- 44647 - „სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონში განხორციელებული ცვლილებებიდან გამომდინარე, რომლის მიხედვით ტერმინოლოგიურ დონეზე პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორი და მისი მოადგილე შეიცვლება სახელმწიფო ინსპექტორით, სახელმწიფო ინსპექტორის პირველი მოადგილითა და მოადგილეებით. აღნიშნულიდან გამომდინარე ცვლილება შედის „პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორის საქმიანობისა და მის მიერ უფლებამოსილების განხორციელების წესის შესახებ დებულების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2013 წლის 19 ივლისის №180 დადგენილების ძალადაკარგულად გამოცხადების შესახებ ''საქართველოს მთავრობის დადგენილების პროექტი პირველ ეტაპზე დავიზებულია.
- 44646 - პროექტი ითვალისწინებს, 2020 წლის კონსოლიდირებული ტენდერების ჩატარებას რათა უზრუნველყოფილ იქნეს შემსყიდველი ორგანიზაციების მიერ 2020-2021 წლების განმავლობაში სხვადასხვა სახის პრინტერისა და კარტრიჯის სახელმწიფო შესყიდვის კონსოლიდირებული ტენდერ(ებ)ის საშუალებით განხორციელება პირველ ეტაპზე დავიზებულია.
- 44644 - „სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონში განხორციელებული ცვლილებებიდან გამომდინარე, რომლის მიხედვით ტერმინოლოგიურ დონეზე პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორი და მისი მოადგილე შეიცვლება სახელმწიფო ინსპექტორით, სახელმწიფო ინსპექტორის პირველი მოადგილითა და მოადგილეებით. აღნიშნულიდან გამომდინარე ცვლილება შედის „ავიაგადამზიდველის მიერ უფლებამოსილი ორგანოსთვის მგზავრის წინასწარი მონაცემებისა და მგზავრის სახელის ჩანაწერის მონაცემების მიწოდების წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2018 წლის 10 აპრილის №174 დადგენილებაში პირველ ეტაპზე დავიზებულია.
- 44643 - პროექტი ითვალისწინებს, 2020 წლის კონსოლიდირებული ტენდერების ჩატარებას რათა უზრუნველყოფილ იქნეს შემსყიდველი ორგანიზაციების მიერ 2020 წლის განმავლობაში სატრანსპორტო საშუალებების აკუმულატორების სახელმწიფო შესყიდვის კონსოლიდირებული ტენდერ(ებ)ის საშუალებით განხორციელება პირველ ეტაპზე დავიზებულია.
- 44639 - პროექტი ითვალისწინებს, 2020 წლის კონსოლიდირებული ტენდერების ჩატარებას რათა უზრუნველყოფილ იქნეს შემსყიდველი ორგანიზაციების მიერ 2020 წლის განმავლობაში სამედიცინო მოწყობილობების სახელმწიფო შესყიდვის კონსოლიდირებული ტენდერ(ებ)ის საშუალებით განხორციელება პირველ ეტაპზე დავიზებულია.
- 44634 - პროექტი ითვალისწინებს, 2020 წლის კონსოლიდირებული ტენდერების ჩატარებას რათა უზრუნველყოფილ იქნეს შემსყიდველი ორგანიზაციების მიერ ,2019-2020 წლების განმავლობაში სხვადასხვა სახის კვების პროდუქტის სახელმწიფო შესყიდვის კონსოლიდირებული ტენდერ(ებ)ის საშუალებით განხორციელება პირველ ეტაპზე დავიზებულია.
- პროექტი ითვალისწინებს, 2020 წლის კონსოლიდირებული ტენდერების ჩატარებას რათა უზრუნველყოფილ იქნეს შემსყიდველი ორგანიზაციების მიერ 2020-2021 წლების განმავლობაში სატელევიზიო საეთერო დროის (wGRP) სახელმწიფო შესყიდვის კონსოლიდირებული ტენდერ(ებ)ის საშუალებით განხორციელება პირველ ეტაპზე დავიზებულია.
- პროექტი ითვალისწინებს, 2020 წლის კონსოლიდირებული ტენდერების ჩატარებას რათა უზრუნველყოფილ იქნეს შემსყიდველი ორგანიზაციების მიერ 2020 წლის განმავლობაში სატრანსპორტო საშუალებების ძრავის ზეთებისა და ზეთის ფილტრების სახელმწიფო შესყიდვის კონსოლიდირებული ტენდერ(ებ)ის საშუალებით განხორციელება პირველ ეტაპზე დავიზებულია.
- 44630 - პროექტი ითვალისწინებს, 2020 წლის კონსოლიდირებული ტენდერების ჩატარებას რათა უზრუნველყოფილ იქნეს შემსყიდველი ორგანიზაციების მიერ ,2020-2021 წლების განმავლობაში უწყვეტი კვების წყაროების სახელმწიფო შესყიდვის კონსოლიდირებული ტენდერ(ებ)ის საშუალებით განხორციელება პირველ ეტაპზე დავიზებულია.
- 44625 - პროექტი ითვალისწინებს, 2020 წლის კონსოლიდირებული ტენდერების ჩატარებას რათა უზრუნველყოფილ იქნეს შემსყიდველი ორგანიზაციების მიერ2020-2021 წლების განმავლობაში ფიჭური სატელეფონო მომსახურების სახელმწიფო შესყიდვის კონსოლიდირებული ტენდერ(ებ)ის საშუალებით განხორციელება პირველ ეტაპზე დავიზებულია.
კანონპროექტები:
1. 44887 - საკანონმდებლო წინადადება - „საერთო სასამართლოების შესახებ“, „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“, „საქართველოს პარლამენტის რეგლამენტი ცვ. პროექტები
პროექტის მიხედვით, ხდება საქართველოს პრეზიდენტისათვის იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრის გათავისუფლების უფლებამოსილების შეზღუდვა.
2. გარემო 44801 - „გარემოსდაცვითი პასუხისმგებლობის შესახებ“ პროექტი და მისგან გამომდინარე „გარემოს დაცვის შესახებ“, „საქართველოს საბიუჯეტო კოდექსი“, „საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსი, „საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსი ცვ პროექტები
კანონპროექტით განისაზღვრება კონკრეტული ვალდებულებები საქმიანობის განმახორციელებელი პირისათვის, რომ მან უზრუნველყოს ზიანის პრევენცია/შერბილება, ამისათვის გაატაროს კონკრეტული ღონისძიებები, შეატყობინოს სამინისტროს სისტემაში შემავალ სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტს და გაატაროს ქმედითი ღონისძიებები იმისათვის, რომ ზიანი არ დადგეს და თავიდან იქნეს აცილებული. თუმცა, თუკი საქმიანობის შედეგად, გარემოზე ზიანის მიმყენებელი პირის უკანონო ქმედებით, გარემოს მაინც მიადგება მნიშვნელოვანი ზიანი, პირი ვალდებული იქნება შეასრულოს დამდგარი ზიანის სარემედიაციო ღონისძიებები.
იქმნება გარემოსდაცვითი ზიანის ფონდი, რომლის მიზანია ზიანის პრევენცია, გარემოს მდგომარეობის აღდგენა ასევე ისტორიულად დაზიანებული გარემოს მდგომარეობის გაუმჯობესება.
განისაზღვრება ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის საკითხები და ჯარიმების ოდენობები.
პატივისცემით,
ნათია