From : Natia Khmaladze <natkhmaladze@moh.gov.ge>
To : Giorgi Tsotskolauri <gtsotskolauri@moh.gov.ge>; tikhardziani@gmail.com
Subject : ელ.მთავრობის საკითხები_11.12.19
Received On : 11.12.2019 07:20

           მოგესალმებით ბატონო გიორგი,

შესათანხმებლად გიგზავნით ელ. მთავრობის პროგრამის საკითხებს:

  1. რეგიონული 50399 - ევროპის საინვესტიციო ბანკსა და რეგიონული სამინისტროსა და დეპარტამენტს შორის გაფორმდება საგრანტო ხელშეკრულება („საქართველოს სატრანსპორტო კომუნიკაციის პროექტის (GTC) ტექნიკური დახმარება - ფაზა 1“; „საქართველოს სატრანსპორტო კომუნიკაციის პროექტის (GTC) კვლევები - ფაზა 1“; „საგზაო უსაფრთხოების ტექნიკური დახმარება პრიორიტეტული შავი წერტილების მართვის კუთხით“), რომლის შესაბამისადაც ევროპის საინვესტიციო ბანკი საქართველოს გამოუყოფს 5 750 000 ევროს ტექნიკური დახმარების გრანტის სახით.
  2. მერია 50264 - ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერია, 2020 წლის შობა-ახალი წლის დღესასწაულის აღსანიშნავად დაგეგმილი ღონისძიებებისათვის საჭირო საქონლისა და მომსახურების სახელმწიფო შესყიდვას განახორციელებს გამარტივებული შესყიდვის საშუალებით,  1,996,000 ლარის ფარგლებში.
  3. ეკონომიკა 50263 - სსიპ აკრედიტაციის ერთიანი ეროვნული ორგანო - აკრედიტაციის ცენტრისათვის სამორიგეო ავტომობილების რაოდენობა განისაზღვრება 3 ავტომობილით.
  4. შსს 50257 - შინაგან საქმეთა სამინისტრო კაპიტალური პროექტებისთვის გათვალისწინებული გადასახდელებიდან არაუმეტეს 7 260 000 ლარს მიმართავს მიმდინარე დანიშნულების გადასახდელების დასაფინანსებლად.
  5. ეკონომიკა 50235 - პროექტის მიხედვით, გაფორმდება შესაბამისი უძრავი ქონების გაცვლის ხელშეკრულება, რის შედეგადაც, შპს „პიმ ჯორჯიას“ საკუთრებაში გადაეცემა სახელმწიფო საკუთრებაში არსებული, თელავის მუნიციპალიტეტში, მდებარე არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი შპს „პიმ ჯორჯიას“ საკუთრებაში არსებული, თელავის მუნიციპალიტეტში, მდებარე არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთის  და  161 კვ.მ. სასოფლო-სამეურნეო (სახნავი) დანიშნულების მიწის ნაკვეთის  უფლებრივი ტვირთისაგან, მათ შორის, მესამე პირ(ებ)ის იპოთეკის უფლებისაგან თავისუფალ მდგომარეობაში სახელმწიფო საკუთრებაში გადაცემის სანაცვლოდ.
  6. ეკონომიკა 50234 - ჭიათურის  მუნიციპალიტეტს საკუთრებაში ძირითადი (განუსხვისებელი) ქონების სახით გადაეცემა უძრავი ქონება, რომელიც გამოყენებული იქნება მოსახლეობის დასვენების ადგილად.
  7. ეკონომიკა 50233 - პროექტის მიხედვით, გაფორმდება უძრავი ქონების ურთიერთგადაცემის ხელშეკრულება სსიპ - სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოსა და 4 ფიზიკურ პირს შორის ჩოხატაურის მუნიციპალიტეტში, კურორტ ბახმაროში მდებარე არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთების უფლებრივი ტვირთისაგან, მათ შორის, მესამე პირის იპოთეკის უფლებისაგან თავისუფალ მდგომარეობაში სახელმწიფო საკუთრებაში გადაცემის სანაცვლოდ.
  8. მერია 50083 - ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის ა(ა)იპ “საზოგადოებასთან კომუნიკაციის სააგენტო”-ს მიეცემა უფლება, განახორციელოს 2020 წლის შესახვედრად მოქალაქეების მისალოცი ვიდეო რგოლის გადაღება-დამზადების მომსახურების სახელმწიფო შესყიდვა გამარტივებული შესყიდვის საშუალებით.
  9. ეკონომიკა 50031 - მტკიცდება „შპს „მარაბდა-კარწახის რკინიგზისათვის“ მომსახურებისა და საქონლის შესყიდვების სპეციალური წესი“, რაც ხელს შეუწყობს „ბაქო-თბილისი-ყარსის ახალი შემაერთებელი სარკინიგზო ხაზის“ პროექტის შეუფერხებელი რეალიზაციის  უზრუნველყოფას. 
  10. შსს 49963 - საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტო განახორციელებს კომპიუტერული მოწყობილობებისა და აქსესუარების სახელმწიფო შესყიდვას.
  11. შსს 49961 - საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური განახორციელებს საოჯახო ტექნიკის  ტელე და რადიოსიგნალის მიმღებებისა და აუდიო ან ვიდეოგამოსახულების ჩამწერი ან აღწარმოების აპარატურის სახელმწიფო შესყიდვას.
  12. ეკონომიკა 49920 - ბორჯომის მუნიციპალიტეტს საკუთრებაში ძირითადი (განუსხვისებელი) ქონების სახით გადაეცემა უძრავი ქონება, რომელიც გამოყენებული იქნება ბორჯომის მუნიციპალიტეტის ინფრასტრუქტურის განვითარების მიზნით.
  13. ეკონომიკა  49891 - მთავრობასთან თანხმდება, საქართველოს მთავრობასა და „მტ გრიინ ენერჯის“ შორის „ახალდაბაჰესი 1“, „ახალდაბაჰესი 2“, „ახალდაბაჰესი 3“, „ახალდაბაჰესი 4“, „ახალდაბაჰესი 5“, ელექტროსადგურების მშენებლობის ტექნიკურ-ეკონომიკური განხორციელებადობის საკითხების შესწავლის, ელექტროსადგურის მშენებლობის, ფლობისა და ოპერირების შესახებ დასადები ხელშეკრულების პროექტი.
  14. მთავრობა 50401 - სსიპ - ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიურო განახორციელებს კომპიუტერული ტექნიკის სახელმწიფო შესყიდვას არაუმეტეს 175000 ლარის ღირებულების ფარგლებში.


    ხელმოსაწერი:
  1. 50217 - „სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონში განხორციელებული ცვლილების  საფუძველზე სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის დასაცავ პირთა და დაცვის ობიექტთა ნუსხები, დაცვის დანიშვნა-გამოყოფის წესი და დაცვის განხორციელების პირობები განისაზღვრება საქართველოს მთავრობის დადგენილებით.
  2. 50215 - ძალადაკარგულად ცხადდება „სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის დასაცავ პირთა და დაცვის ობიექტთა ნუსხების დამტკიცების შესახებ” საქართველოს მთავრობის 2013 წლის 17 მაისის N427 განკარგულება.
  3. 50185 - ცვლილება შედის სსიპ - საქართველოს ინტელექტუალური საკუთრების ეროვნული ცენტრის - "საქპატენტის" დებულებაში, რომლიც ითვალისწინებს, საქპატენტის თავმჯდომარის მოადგილის ერთი საშტატო ერთეულის დამატებას. პირველ ეტაპზე დავიზებულია.
  4. 50071 - საქართველოს პარლამენტს რატიფიცირებისათვის წარედგინება „საქართველოსა და ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკს შორის სასესხო შეთანხმება (საქართველოს ურბანული ტრანსპორტის გაუმჯობესების პროგრამა)“.
  5. 50061 - საქართველოს პარლამენტს რატიფიცირებისათვის წარედგინება „საქართველოსა და ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკს შორის სასესხო შეთანხმება (თბილისის ავტობუსების პროექტის გაგრძელება)“.

    კანონპროექტი:
  1. განათლება 50021 - ,,ზოგადი განათლების შესახებ"

    პროექტის მიხედვით, 2014 წლის 1 იანვრამდე საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მიერ დაფუძნებულ/რეორგანიზებულ საჯარო სამართლის იურიდიულ პირებს − ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებებს უფლება მიეცემათ, 2026–2027 სასწავლო წლის დაწყებამდე განახორციელონ ზოგადსაგანმანათლებლო საქმიანობა, როგორც ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებებმა/სკოლებმა, და მიიღონ ამ კანონით გათვალისწინებული დაფინანსება. ამასთან, 2026–2027 სასწავლო წლის დაწყებამდე საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრომ უნდა უზრუნველყოს ამ ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებათა ეტაპობრივი ავტორიზაცია.

 

პატივისცემით,  

ნათია




Sincerely,

Natia Khmaladze

Ministry of Internally Displaced Persons, Labour, Health and Social Affairs of Georgia
Head of the Legal department
144, Tsereteli Ave., Tbilisi, Georgia, 0119
Tel: 577 288800
E_mail:natkhmaladze@moh.gov.ge