| From : | Natia Khmaladze <natkhmaladze@moh.gov.ge> |
| To : | Giorgi Tsotskolauri <gtsotskolauri@moh.gov.ge> |
| Subject : | ელ.მთავრობის საკითხები_12.07.19 |
| Received On : | 12.07.2019 07:15 |
მოგესალმებით ბატონო გიორგი,
შესათანხმებლად გიგზავნით ელ. მთავრობის პროგრამის საკითხებს:
1. სახელმწიფო მინისტრის აპარატი შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში 28035 - შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის აპარატს ენიჭება უფლებამოსილება, განახორციელოს ა(ა)იპ – ,,მშვიდობის ფონდის“ დაფუძნებასა
და რეგისტრაციასთან დაკავშირებული ყველა ღონისძიება.
ფონდის საქმიანობა ხელს შეუწყობს გაყოფილ საზოგადოებებს შორის შერიგებისა და ნდობის აღდგენის პროცესს, საერთო ინტერესებზე დაფუძნებულ თანამშრომლობას, ხალხთა შორისი კონტაქტების გაღრმავებას, გამყოფ ხაზებზე თავისუფალ მიმოსვლას, ადგილობრივი მოსახლეობის მიერ სოციალურ-ეკონომიკური
პროექტების წარმატებით განხორციელებას და გამყოფი ხაზების გასწვრივ ვაჭრობისა და ეკონომიკური კავშირების გაძლიერებას.
2. რეგიონული 27980 - მტკიცდება ბაკურიანის სარეკრეაციო ტერიტორიაზე განსაზღვრული N9 გეგმარებითი არეალის თემატური გეგმა.
ტერიტორიების განვითარების სამომავლო ხედვა შემდეგნაირია: თემატური გეგმის ფარგლებში რელიეფის და ტერიტორიაზე არსებული რეკრეაციის გათვალისწინებით და დაცვით ხდება ახალი საგზაო სისტემის შემუშავება და დარჩენილი ტერიტორიის თავიდან დაგეგმარება, მიწის ნაკვეთების კონფიგურაციის
ცვლილება ფართობის უცვლელად.
3. რეგიონული 27978 - მტკიცდება ბაკურიანის სარეკრეაციო ტერიტორიაზე მიწათსარგებლობის გენერალური გეგმით განსაზღვრული N8 გეგმარებითი არეალის თემატური გეგმა.
თემატური გეგმის საპროექტო გადაწყვეტით პირველ რიგში ხდება სათხილამურო ტრასისა და საბაგიროს შეზღუდვების-გასხვისების ზონებისა და მდინარის დაცვის ზოლების დადგენა. ასევე არსებული გზის (საბაგიროსკენ მიმავალი) შენარჩუნება-გაუმჯობესება, შემდგომ კი დარჩენილი ტერიტორიის
თავიდან დაგეგმარება, საპროექტო გრგ-ს და სავარაუდო გრგ-ს არეალებად დაყოფა, ახალი გზების დამატება და რეკრეაციული ზონების გაჩენა.
4. მთავრობა 27963 - სსიპ საპენსიო სააგენტოს მიეცემა თანხმობა, 2019 წლის განმავლობაში, დამხმარე ამოცანების შესასრულებლად შრომითი ხელშეკრულებით დასაქმებულ პირთა რაოდენობა განსაზღვროს არაუმეტეს 26 ერთეულით.
5. მთავრობა 27961 - საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური ტელე-რადიო აპარატურის, ელექტროძრავების, გენერატორების და სხვა სახელმწიფო შესყიდვების ობიექტების შესყიდვას განახორციელებს კანონმდებლობით დადგენილი წესით.
6. განათლება 27889 - შეფასებისა და გამოცდების ეროვნულ ცენტრს მიეცემა თანხმობა, პირებისთვის, რომელთა შრომის ანაზღაურების გაანგარიშება დაკავშირებულია შესრულებული სამუშაოს მოცულობასთან / ღირებულებასთან (ნამუშევარი საათების, მომსახურების საფასურის წილის ან/და სხვა მაჩვენებლის მიხედვით) დაადგინოს ,,საჯარო დაწესებულებაში შრომის ანაზღაურების შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრულისაგან განსხვავებული წესი.
7. რეგიონული 27864 - საჩხერის მუნიციპალიტეტი საბიუჯეტო სახსრებიდან მისთვის გამოყოფილი ასიგნებებიდან დარჩენილ ეკონომიებს - ჯამში - 113 199 ლარი, მიმართვას ქალაქ საჩხერეში მ. მაჭავარიანის ქუჩაზე საყრდენი კედლებისა და დეკორატიული ღობეების სარეაბილიტაციო სამუშაოების განსახორციელებლად.
8. ეკონომიკა 27689 - ცვლილება შედის სასარგებლო წიაღისეულის მოპოვების ლიცენზიის გაცემის წესში, რომლის მიხედვით, დასაშვები გახდება სასარგებლო წიაღისეულის მოპოვება კლდოვან/ნახევარკლდოვან ქანებით აგებულ ფართობებზე.
9. რეგიონული 27708 - თიანეთის მუნიციპალიტეტს მიეცემა თანხმობა, მიიღოს გრანტი არაუმეტეს 132 000 ლარის ოდენობით, სოფელ გორანის სათანადო ხარისხის სუფთა წყლის მიწოდების მიზნით.
10. მერია 27686 - ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის ა(ა)იპ „თბილისის განვითარების ფონდს“ მიეცემა თანხმობა, „ა(ა)იპ -თბილისის განვითარების ფონდის მიერ ქალაქ თბილისში გრიგოლ ორბელიანის სახელობის მოედნისა და მშრალი ხიდის მიმდებარე არეალის სრული რეაბილიტაციის სამუშაოების შეუფერხებლად დასრულების მიზნით, ხელშეკრულების შესრულების ვადა გადაიწიოს და განისაზღვროს 2019 წლის 13 სექტემბრის ჩათვლით (ნაცვლად 2019 წლის 1 ივლისისა).
11. ეკონომიკა 27679 - პროექტით გათვალისწინებულია, დავით აღმაშენებლის სახელობის ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტისა და “კოპიტნარის” რკინიგზის სადგურის დაკავშირებისა და აეროპორტთან სატრანსპორტო მიმოსვლის ხელშეწყობის უზრუნველყოფის მიზნით გასატარებელი ღონისძიებები, რაც უზრუნველყოფს სს „საქართველოს რკინიგზის“-ა და შპს „საქართველოს აეროპორტების გაერთიანების“ მიერ ქუთაისის აეროპორტით მოსარგებლეთათვის კომფორტული სერვისის შეთავაზებასა და რკინიგზის მგზავრთნაკადის ზრდას.
12. ფინანსები 27663 - ცვლილება შედის თავისუფალი ინდუსტრიული ზონის საწარმოს მიერ დაქირავებულისათვის გადახდილი ხელფასის დაბეგვრის წესში, რომლის მიხედვით, მოხდება საგადასახადო დეკლარირების წახალისება თავისუფალი ინდუსტრიული ზონის საწარმოებისათვის და დაქირავებული ფიზიკური პირების საგადასახადო პასუხისმგებლობისაგან გათავისუფლება იმ შემთხვევებში, თუ საგადასახადო კანონმდებლობის შესაბამისად ფაქტობრივად შესრულებულია გადასახადის გამოანგარიშების, დაკავებისა და ბიუჯეტში გადახდის ვალდებულებები (მათ შორის, ამ დადგენილების ამოქმედებამდე პერიოდში) და ამ ვალდებულებებთან დაკავშირებით საგადასახადო დეკლარაციის წარდგენა განხორციელდა დაგვიანებით.
13. რეგიონული 27641 - ხაშურის მუნიციპალიტეტს მიეცემა უფლება, მისთვის გამოყოფილი საბიუჯეტო სახსრებიდან დარჩენილი ეკონომია - 48 000 ლარი მიმართოს ხაშურის მუნიციპალიტეტის სოფელ ნაბახტევში მინი სტადიონის მოწყობის სამუშაოების განსახორციელებლად.
14. რეგიონული 27640 - პროექტის თანახმად, მაღალმთიანი დასახლებების განვითარების ფონდიდან 9 470 000 ლარი განიკარგება საქართველოს მთავრობის 2013 წლის 7 თებერვლის №23 დადგენილებით დამტკიცებული „საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტით გათვალისწინებული საქართველოს რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან დასაფინანსებელი ადგილობრივი თვითმმართველობის და რეგიონული პროექტების შერჩევის პროცედურების და კრიტერიუმების დამტკიცების შესახებ“ შესაბამისად.
15. მთავრობა 27635 - სსიპ - საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის თანამშრომელს, მისი ღვაწლმოსილი თანამშრომლობისათვის გადაეცემა ჯილდო (2100 ლარი).
16. ფინანსები 27624 - მუნიციპალიტეტებში სტიქიის პრევენციის მიზნით სხვადასხვა პროექტების განსახორციელებლად, საქართველოს რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან მუნიციპალიტეტებს გამოეყოფად 12 508 946 ლარი.
17. ფინანსები 27623 - ჯანმრთელობისათვის უსაფრთხო გარემოს უზრუნველყოფის ხელშეწყობის სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში, რეგიონული განვითარების სამთავრობო კომისიამ მიმდინარე წლის 8 ივლისს მიიღო გადაწყვეტილება 4 მუნიციპალიტეტის დამატებაზე და არსებული ზოგიერთი მუნიციპალიტეტისათვის გამოყოფილი თანხების დაზუსტებაზე, რაც ჯამში გამოიწვევს დამატებით 3 000 038 ლარის გამოყოფას (სულ 54 მუნიციპალიტეტზე გამოყოფილი თანხა იქნება 22 999 966 ლარი).
განკარგულებაში ემატება:
ბაღდათის მუნიციპალიტეტი თანხით - 221 197 ლარი;
ვანის მუნიციპალიტეტი თანხით - 129 841 ლარი;
ჭიათურის მუნიციპალიტეტი თანხით - 87 578 ლარი;
ხარაგაულის მუნიციპალიტეტი თანხით - 53 600 ლარი.
18. ფინანსები 27622 - ინფრასტრუქტურული ობიექტების რეაბილიტაციის მიზნით, რეგიონული განვითარების სამთავრობო კომისიამ მიმდინარე წლის 8 ივლისს მიიღო გადაწყვეტილება არსებული ზოგიერთი მუნიციპალიტეტისათვის გამოყოფილი თანხების დაზუსტებაზე. მუნიციპალიტეტებისათვის გამოყოფილი თანხის ოდენობა უცვლელი რჩება (57 მუნიციპალიტეტს, სამშენებლო სამუშაოების განსახორციელებლად, გამოეყო სულ 270 000 000 ლარი).
19. ეკონომიკა 27850 - პროექტის მიხედვით, კობი-გუდაურის სასრიალო ტრასებისა და მათი ზვავსაწინააღმდეგო სისტემით მოწყობის მიზნით განსახორციელებელი ღონისძიებების ვადად განისაზღვრება 2019-2021 წლები, საიდანაც ზვავსაწინააღმდეგო მუდმივი სისტემის მოწყობის ვადაა 2019 წლის 31 დეკემბრამდე, ხოლო სისტემის მართვისა და თანამშრომელთა სწავლების მომსახურების ვადა 2021 წლის ბოლომდე. ამასთან, პროექტის განსახორციელებლად შპს „მთის კურორტების განვითარების კომპანიას დამატებით გამოეყოფა 6 226 282 ლარი, რაც უზრუნველყოფს კობი-გუდაურის სასრიალო ტრასების ზვავსაწინააღმდეგო მუდმივი სისტემის მოწყობას 2019 წლის ბოლომდე და ამ სისტემის მიმწოდებლის მიერ 2 წლის განმავლობაში მართვას/ოპერირებას და კომპანიის თანამშრომელთა შესაბამის სწავლება/გადამზადებას.
20. ეკონომიკა 27846 - მთავრობასთან თანხმდება, შპს „საქართველოს აეროპორტების გაერთიანებას“ და კომპანია “Alfyma – Jean Mirmont“ -ს შორის გასაფორმებელი ხელშეკრულების თანდართული პროექტი.
რაც ხელს შეუწყობს აეროპორტის საავიაციო უშიშროების პროცედურების შეუფერხებელ და ეფექტიან განხორციელებას, რომელთა მიმართ საერთაშორისო სტანდარტებითა და საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი აუცილებელი მოთხოვნაა სკანირების პროცესში მგზავრთა თანმქონი ნივთების ყუთით გატარება (პირდაპირ ლენტზე დალაგება აკრძალულია).
21. გარემო 27731 - სსიპ სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივების განვითარების სააგენტო, განახორციელებს 1 ერთეული ავტომანქანის ცისტერნით (2 ხიდიანი, 2 სექციით, თითო სექცია 1 ტონა) და 2 ერთეული უჟანგავი ფოლადის მაგიდის სახელმწიფო შესყიდვას.
22. ეკონომიკა 27725 - ცვლილება შედის საქართველოს დროშის ქვეშ მცურავი გემებისა და საქართველოს ნავსადგურების უშიშროების წესში, რომლის მიხედვით, ნავსადგურის ტერიტორიაზე შემავალი ყველა ავტოსატრანსპორტო საშუალება, გარდა აღმასრულებელი ხელისუფლების შესაბამისი უწყებების კუთვნილი სამსახურებრივი ავტოსატრანსპორტო საშუალებებისა, ექვემდებარება შემოწმებას სააგენტოს მიერ დამტკიცებულ უშიშროების გეგმაში მითითებული პროცედურების შესაბამისად. ნავსადგურის ტერიტორიაზე შესვლაზე პასუხისმგებელი პირის მიერ დასაბუთებული ეჭვის ან სხვა სახის ისეთი ინფორმაციის არსებობისას, რომლის საფუძველზე შესაძლებელია საფრთხე შეექმნას ნავსადგურის უშიშროებას, უნდა განხორციელდეს ავტოსატრანსპორტო საშუალების გადაყვანა სპეციალურად გამოყოფილ ადგილას და დამატებითი შემოწმება.
23. ფინანსები 27808 - მთავრობის ცნობად საქართველოს ფინანსთა სამინისტროს ინფორმაცია სსიპ - საქართველოს ფინანსთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს მიერ, განსაკარგავად გადაცემული ქონების (სამი ერთეული ავტომობილი) საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროსთვის უსასყიდლოდ გადაცემის თაობაზე.
პროექტს თან ახლავს, 5 ივლისის სამინისტროს მიმართვა (ხელმომწერი ეკატერინე ტიკარაძე).
პროექტი შესათანხმებლად გაიგზავნა ადმინისტრაციულ დეპარტამენტში.
24. ფინანსები 27809 - სსიპ - შემოსავლების სამსახურსა და 13 მეწარმე სუბიექტს შორის გაფორმდება საგადასახადო შეთანხმების აქტი, რომლითაც მეწარმე სუბიექტებს შეუმცირდებათ საგადასახადო დავალიანების ოდენობა.
1. შპს „ბი აი სი-ბათუმი“ (ს/ნ 445452206)
2. შპს „დაგი“ (ს/ნ 205022134)
3. ი/მ „დავით აბულაძე“ (ს/ნ 61002008359)
4. ი/მ „ვასილი შპეტიშვილი“ (ს/ნ 12001035175)
5. ი/მ „თამარ ბაგათელია“ (ს/ნ 42001005136, ძველი ს/ნ 115129903)
6. შპს „კაპალე“ (ს/ნ 400022765)
7. ი/მ „მაია გოგოლაძე“ (ს/ნ 56001003946)
8. ი/მ „ნათელა ტაბლიაშვილი“ (ს/ნ 12001065322)
9. ფ/პ ნანა მარტიაშვილი (პ/ნ 36001004147)
10. შპს „ნიავი“ (ს/ნ 230040808)
11. ფ/პ ნუგზარი გვეხიძე (პ/ნ 01027067804)
12. ი/მ „პოღოს ჩივჩიან“ (ს/ნ 07001034110)
13. ი/მ „ფაზილ კადიროვი“ (ს/ნ 12001001873, ძველი ს/ნ 106270570)
ხელმოსაწერი:
ცვლილების მიხედვით, ფინანსთა სამინისტროს აუდიტის სამსახური უფლებამოსილი იქნება რეესტრში ასახული ინფორმაციის სისწორის გადამოწმების მიზნით პირისგან /აუდიტორისგან /აუდიტორული ფირმისგან გამოითხოვოს ნებისმიერი სახის ინფორმაცია დოკუმენტაცია. პირი/აუდიტორი/აუდიტორული ფირმა, თავის მხრივ, ვალდებული იქნება მიაწოდოს ინფორმაცია/დოკუმენტაცია სამსახურს და ასევე, ზუსტდება სამსახურის დოკუმენტბრუნვის პროცედურები.
პატივისცემით,
ნათია ხმალაძე