From : Natia Khmaladze <natkhmaladze@moh.gov.ge>
To : Giorgi Tsotskolauri <gtsotskolauri@moh.gov.ge>; tikhardziani@gmail.com
Subject : ელ.მთავრობის საკითხები_12.11.2019
Received On : 12.11.2019 07:43

           მოგესალმებით ბატონო გიორგი,

შესათანხმებლად გიგზავნით ელ. მთავრობის პროგრამის საკითხებს:

  1. მთავრობა 45152 - პროექტის მიხედვით, საქართველოს მთავრობის საკანონმდებლო ინიციატივის წესით საქართველოს პარლამენტში წარდგენილ საქართველოს ორგანული კანონის პროექტზე - „საქართველოს ეროვნული ბანკის შესახებ“ საქართველოს ორგანულ კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ და საქართველოს კანონის პროექტებზე საქართველოს პარლამენტის საკომიტეტო და პლენარულ სხდომებზე ცვლილების შედეგად მომხსენებლად დაინიშნება საქართველოს მთავრობის საპარლამენტო მდივანი ბექა დოჭვირი.
  2. განათლება 45150 - სსიპ აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტი, სააგენტოების / ორგანიზაციების მომსახურების (სტუდენტების მოზიდვასთან დაკავშირებული მომსახურება) სახელმწიფო შესყიდვას, 2019 წლის განმავლობაში განახორციელებს გამარტივებული შესყიდვის საშუალებით.
  3. ეკონომიკა 45147 - სსიპ აკრედიტაციის ერთიანი ეროვნული ორგანო - აკრედიტაციის ცენტრი განახორციელებს სხვადასხვა სახის პროგრამული პაკეტების და კომპიუტერული სისტემების (პროგრამული უზრუნველყოფა) სახელმწიფო შესყიდვებს.
  4. რეგიონული 45146 - სსიპ - საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდი უზრუნველყოფს მესტიის მუნიციპალიტეტის მულახის ადმინისტრაციულ ერთეულში ადრეული და სკოლამდელი აღზრდისა და განათლების დაწესებულების მშენებლობისათვის საჭირო მომსახურების და შესაბამისი სამშენებლო სამუშაოების შესყიდვას, ერთი სახელმწიფო შესყიდვის ფარგლებში.
  5. განათლება 45106 - სსიპ შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრი, კვლევასა და განვითარებასთან დაკავშირებული საკონსულტაციო მომსახურების (ახალი მოდელის საგამოცდო ტესტების შემოწმება და შესაბამისი დასკვნის მომზადება) სახელმწიფო შესყიდვას განახორციელებს გამარტივებული შესყიდვის საშუალებით.
  6. რეგიონული 45074 - საჩხერის მუნიციპალიტეტში განხორციელდება სოფელ კორბოულში ძლევის წმინდა გიორგის ეკლესიიდან გორაძირის მიმართულებით საავტომობილო გზაზე ასფალტ-ბეტონის საფარის მოწყობისა და ქ. საჩხერეში 25 ჩიხში საავტომობილო გზების რეაბილიტაციის სამუშაოები.
  7. ეკონომიკა 45059 - თბილისის აბრეშუმის გზის ფორუმის ორგანიზებისას, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სისტემის, საგარეო საქმეთა სამინისტროს, მთავრობის ადმინისტრაციის თანამშრომლებზე დაკისრებული ფუნქციების ზედმიწევნით და სანიმუშოდ შესრულებისთვის გაიცემა ფულადი ჯილდო.
  8. გარემო 45054 - ცვლილება შედის ტყითსარგებლობის წესში, რომლის მიხედვით, დაზუსტდება/გაფართოვდება ტყის მართვის სფეროში სსიპ აჭარის სატყეო სააგენტოს უფლებამოსილებები; მოწესრიგდება მერქნული რესურსის აუქციონის წესით განკარგვის პროცესი; ტყის ფონდის მართვის ორგანოებს მიეცემათ ხე-ტყის ნარჩენების მოპოვება/განკარგვის უფლება; მოწესრიგდება სატყეო პლანტაციური მეურნეობის წარმოების და მიღებული მერქნული რესურსის დამზადება/გაცემა; მოწესრიგდება ტყის ფონდის საკურორტო, რეკრეაციული, სპორტული და სხვა კულტურულ-გამაჯანსაღებელი მიზნით სარგებლობაში გაცემასთან დაკავშირებით ტყის ფონდის მართვის ორგანოების მიერ გასატარებელი ღონისძიებები; დაზუსტდება ტყის ფონდის მართვის ორგანოების მიერ, მიღებული ტყითსარგებლობის საკომპენსაციო თანხების გამოყენების საკითხი; დაზუსტდება ტყის ფონდის მართვის ორგანოების მიერ გაწეული მომსახურების (მერქნული რესურსის აღრიცხვა) საფასური .

    ცვლილება შედის ,,სახელმწიფო ტყის ფონდის საზღვრის დადგენის წესში, რომლის მიხედვით ზუსტდება სახელმწიფო ტყის ფონდის კორექტირებისათვის (ამორიცხვისათვის) გათვალისწინებულ ფართობზე მერქნული რესურსის წინასწარი აღრიცხვის განხორციელების წესი.
  9. გარემო 45052 - მტკიცდება „ტექნიკური რეგლამენტი - კოლხეთის ეროვნული პარკისა და კაცობურის აღკვეთილის  მენეჯმენტის გეგმა“, რომლის საფუძველზეც, განხორციელდება კოლხეთის ეროვნული პარკისა და კაცობურის აღკვეთილის მართვა, მონიტორინგი და ბუნებრივი რესურსებით სარგებლობა.
  10. პროექტის მიხედვით, „ტექნიკური რეგლამენტის - კოლხეთის ეროვნული პარკისა და კაცობურის აღკვეთილის მენეჯმენტის გეგმის“ დამტკიცების გათვალისწინებით, ძალადაკარგულად გამოცხადდება დადგენილებით დამტკიცებული „ტექნიკური რეგლამენტი - კოლხეთის ეროვნული პარკის ფუნქციონირების დროებითი რეგულირების წესი“), ხოლო დადგენილების სათაურიდან ამოღებული იქნება სიტყვები „კოლხეთის ეროვნული პარკის ფუნქციონირების დროებითი რეგულირების წესის“
  11. ეკონომიკა 45043 - საქართველოს მთავრობის საპარლამენტო მდივანს ბექა დოჭვირს, მიეცემა თანხმობა, საქართველოს პარლამენტიდან გამოითხოვოს საქართველოს მთავრობის საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარდგენილი  ,,ელექტროენერგეტიკისა და ბუნებრივი გაზის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის პროექტები.
  12. განათლება 45024 – ცვლილება შედის „საკანონმდებლო, აღმასრულებელი და სასამართლო ხელისუფლების ორგანოების, საჯარო სამართლის იურიდიული პირების, სახელმწიფო ბიუჯეტის დაფინანსებაზე მყოფი სხვა ორგანიზაციების, აგრეთვე საზღვარგარეთ საქართველოს დიპლომატიური წარმომადგენლობებისა და საკონსულო დაწესებულებების ბალანსზე რიცხული ამორტიზებული ან გამოუყენებელი ძირითადი აქტივების ჩამოწერისა და მის შედეგად მიღებული ქონების განკარგვის წესში.

    პროექტის თანახმად აქტივების ჩამოწერის განსაკუთრებული წესი ნაცვლად ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებებისა, გავრცელდება ყველა საგანმანათლებლო დაწესებულებაზე, რომელთა მშენებლობა/რეაბილიტაცია ხორციელდება საერთაშორისო დონორი ორგანიზაციების, სსიპ - საგანმანათლებლო და სამეცნიერო ინფრასტრუქტურის განვითარების სააგენტოს ან საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა სპორტის სამინისტროსთან შეთანხმებით სსიპ - საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდის მიერ.
  13. ეკონომიკა 45015 - მტკიცდება საქართველოს ეროვნული ენერგოეფექტურობის სამოქმედო გეგმა, რომელიც ითვალისწინებს ენერგოეფექტური ღონისძიებების გატარებას, ენერგიის დაზოგვის მიზნით, ენერგეტიკის, ტრანსპორტის, მრეწველობისა და შენობების სექტორებში.
  14. განათლება 45001 - პროექტის მიხედვით, სსიპ საგანმანათლებლო დაწესებულების მანდატურის სამსახურისთვის გათვალისწინებული შეზღუდვიდან დაშვებული იქნება გამონაკლისი და სამორიგეო ავტომობილთა რაოდენობა განისაზღვრება 18 ავტომობილით.
  15. განათლება 44997 - სსიპ მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნულ ცენტრში, შრომითი ხელშეკრულებით დასაქმებულ პირთა რაოდენობა განისაზღვრება არა უმეტეს 1843 ერთეულით, მათ შორის, არამუდმივი ამოცანების შესასრულებლად - 40 ერთეულით.
  16. განათლება 44958 - სსიპ – უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების ინფრასტრუქტურის განვითარების ხელშეწყობის მიზნით დაფინანსების გამოყოფის საკითხების შემსწავლელი უწყებათაშორისი კომისია ჩამოყალიბდება განახლებული შემადგენლობით.
    კომისიაში წევრის სტატუსით შედის ზაზა ბოხუა − საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის  მოადგილე.
  17. გარემო 44956 - ცვლილება შედის ლაგოდეხის დაცული ტერიტორიების მენეჯმენტის გეგმაში, რომლის მიხედვით, განისაზღვრება ლაგოდეხის დაცულ ტერიტორიებზე ასაშენებელი ინფრასტრუქტურის საბაზისო არქიტექტურულ-სამშენებლო და ტექნიკური პარამეტრები.
  18. განათლება 44955 - მტკიცდება „ადრეული აღზრდისა და განათლების მომსახურების ან/და სკოლამდელი აღზრდისა და განათლების მომსახურების მიმწოდებელი ან/და მხოლოდ სასკოლო მზაობის პროგრამის განმახორციელებელი იურიდიული პირის ავტორიზაციის წესი“.
    პროექტი შეთანხმდა სოციალურ და ჯანდაცვის სამმართველოებთან, შენიშვნები არ გააჩნიათ.
    შეთანხმების პროცედურის რამდენჯერმე გაუვლელობის გამო ინიციატორი უწყების მიერ პროექტი იტვირთება განმეორებით.
  19. გარემო 44954 - მესტიის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მდინარე ნენსკრას ხეობაში ნენსკრა  ჰესის მშენებლობისა და ექსპლუატაციის მიზნით,  სს „ნენსკრა ჰიდრო“-ს მიეცემა თანხმობა, ბუნებრივი გარემოდან ამოიღოს საქართველოს წითელ ნუსხაში შეტანილი მცენარეები  და შესაბამისად, შეუფერხებლად განაგრძოს ჰიდროელექტროსადგურების  მშენებლობა.
  20. გარემო 44953 - სსიპ - ველური ბუნების ეროვნულ სააგენტოში, დამხმარე და არამუდმივი ამოცანების შესასრულებლად შრომითი ხელშეკრულებით დასაქმებულ პირთა რაოდენობა განსაზღვრება არაუმეტეს 103 ერთეულით.
  21. გარემო 44952 - ცალკეული საშიში ქიმიური ნივთიერებების და პესტიციდების ექსპორტ-იმპორტის წესსა და წინასწარ დასაბუთებული თანხმობის პროცედურებს დაემატება ქიმიური ნივთიერებები: კარბოფურანი, ტრიქლორფონი, ფორატი, მოკლეჯაჭვიანი ქლორირებული პარაფინები; ტრიბუთილკალის ნაერთები და ჰექსაბრომოციკლოდოდეკანი. რის შედეგადაც, ქიმიური ნივთიერებების და პესტიციდების ნუსხა შესაბამისობაში მოვა როტერდამის კონვენციის მესამე დანართით განსაზღვრულ ნუსხასთან.
  22. განათლება 44948 - პროექტის მიხედვით, სსიპ -  განათლების ხარისხის განვითარების ეროვნულ ცენტრს მიეცემა თანხმობა ცენტრში დასაქმებული პირებისთვის, რომელთა შრომის ანაზღაურების გაანგარიშება დაკავშირებულია შესრულებული სამუშაოს მოცულობასთან / ღირებულებასთან (ნამუშევარი საათების, მომსახურების საფასურის წილის ან/და სხვა მაჩვენებლის მიხედვით) დაადგინოს „საჯარო დაწესებულებაში შრომის ანაზღაურების შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრულისაგან განსხვავებული წესი.
  23. განათლება 44946 - მტკიცდება მუნიციპალიტეტის მიერ ადრეული და სკოლამდელი აღზრდისა და განათლების დაწესებულებათა რეესტრის წარმოების წესი და ამ რეესტრში შესატანი მონაცემებისა და ინდიკატორების ჩამონათვალი.
    პროექტი შეთანხმდა სოციალურ სფეროს მიკუთვნებულ პოლიტიკის განმსაზღვრელ კომპეტენტურ სამსახურთან, შენიშვნები არ გააჩნია.

    შეთანხმების პროცედურის რამდენჯერმე გაუვლელობის გამო ინიციატორი უწყების მიერ პროექტი იტვირთება განმეორებით.
  24. განათლება 44945 - პროექტი ითვალისწინებს, სსიპ გიორგი ელიავას სახელობის ბაქტერიოფაგიის, მიკრობიოლოგიისა და ვირუსოლოგიის ინსტიტუტის ბალანსზე რიცხული შემდეგი მოძრავი ქონების: ფაგური პრეპარატების ჩამოსასხმელი ხაზი (Adinath International ALVF-120, Adinath International ACS-60 და Adinath International AVSL-100) და ავტოკლავი (Tuttnauer 4472EP-1R) აუქციონის გარეშე, იჯარის ფორმით,  შესაბამისი ხელშეკრულების გაფორმებიდან 3 წლის ვადით, ყოველთვიური საიჯარო ქირის – 600 ლარის ღირებულებით შპს - ბაქტერიოფაგის ბიოპრეპარატებისთვის გადაცემას.
  25. რეგიონული 44939 - მტკიცდება ბაკურიანის სარეკრეაციო ტერიტორიაზე N18 თემატური გეგმა.

ხელმოსაწერი:

  1. 45177 - ცვლილების მიხედვით, გარდაბნის თბოელექტროსადგურის N9 ენერგობლოკის გარანტირებული სიმძლავრით უზრუნველყოფის პერიოდი განისაზღვრება  2010 წლის 1 სექტემბრიდან 2021 წლის 1 იანვრამდე. პირველ ეტაპზე დავიზებულია
  2. 45170 - სსიპ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს, შრომითი ხელშეკრულებით დასაქმებულ პირთა რაოდენობა განისაზღვრება არა უმეტეს 139 ერთეულით. პირველ ეტაპზე დავიზებულია
  3. 45168 - შპს „თბილისის სატრანსპორტო კომპანია“, ტაქსის აღმნიშვნელი მანათობელი ნიშნების სახელმწიფო შესყიდვას განახორციელებს გამარტივებული შესყიდვის საშუალებით, 220 000 ლარის ფარგლებში.

 

პატივისცემით,  

ნათია




Sincerely,

Natia Khmaladze

Ministry of Internally Displaced Persons, Labour, Health and Social Affairs of Georgia
Head of the Legal department
144, Tsereteli Ave., Tbilisi, Georgia, 0119
Tel: 577 288800
E_mail:natkhmaladze@moh.gov.ge