| From : | Natia Khmaladze <natkhmaladze@moh.gov.ge> |
| To : | Giorgi Tsotskolauri <gtsotskolauri@moh.gov.ge>; tikhardziani@gmail.com |
| Subject : | ელ.მთავრობის საკითხები_12.20.20 |
| Received On : | 12.02.2020 06:58 |
მოგესალმებით ბატონო გიორგი,
შესათანხმებლად გიგზავნით ელ. მთავრობის პროგრამის საკითხებს:
1. ეკონომიკა 5147 - ი/მ ეკატერინე აბრამიას (უფლებამონაცვლე: შპს „გრინპაკი“) 2014 წელს, კომპანიას ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების შესრულების პირობით, 1 ლარად, საკუთრებაში გადაეცა: ქ. თბილისში, დავით აღმაშენებლის ხეივანში მე-13 კილომეტრზე (ნაკვ. 14/579) არსებული 2587 კვ.მ არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი და მასზე განთავსებული №1-2 შენობა-ნაგებობები საერთო ფართით 385.09 კვ.მ. ხელშეკრულების თანახმად, კომპანიამ იკისრა რიგი ვალდებულებები, მათ შორის ხელშეკრულებით გადაცემულ ქონებაზე ქაღალდისა და არამოქსოვილი მასალისაგან შესაფუთი და ერთჯერადი მოხმარების პროდუქციის საწარმოს შექმნა და წარმოების დაწყება, ამ მიზნით, არანაკლებ 1 416 000 ლარის ინვესტიციის განხორციელება.
იცვლება სახელშეკრულებო პირობები, კომპანია უზრუნველყოფს საწარმოს წარმოების დაწყებიდან არანაკლებ 5 წლის განმავლობაში წარმოების პროფილის შენარჩუნებას, ზემოხსენებული ვალდებულებების შესრულების პირობით კომპანია გათავისუფლდება ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების შეუსრულებლობისათვის დასაკისრებელი/დაკისრებული პირგასამტეხლოსგან.
2. ეკონომიკა 5144 - საქართველოს მთავრობასა და შპს „დუმან-მაშავერას“ შორის დაიდება „დუმან მაშავერა“ ჰესის მშენებლობის, ფლობისა და ოპერირების შესახებ ხელშეკრულება.
3. ეკონომიკა 5142 - შპს „RMG GOLD“-ს სარგებლობაში გადაეცემა უძრავი ქონება. კომპანიის მიერ აღნიშნული ქონება, სავარაუდოდ, გამოყენებული იქნება სასარგებლო წიაღისეულის მოპოვება-გადამუშავებასთან დაკავშირებული საქმიანობის ფარგლებში, ფუჭი ქანების სანაყაროებიდან ჩამდინარე წყლების გამწმენდი მოწყობილობის/ნაგებობის მოწყობისა და შესაბამისად, სანიაღვრე წყლების გარემოში მოხვედრის აღკვეთის მიზნით.
4. ეკონომიკა 5141 - შპს „RMG Copper“-ს სარგებლობაში გადაეცემა უძრავი ქონება. კომპანიის მიერ აღნიშნული ქონება, სავარაუდოდ, გამოყენებული იქნება სასარგებლო წიაღისეულის მოპოვება-გადამუშავებასთან დაკავშირებული საქმიანობის ფარგლებში, ფუჭი ქანების სანაყარო(ებ)იდან ჩამდინარე წყლების გამწმენდი მოწყობილობის/ნაგებობის მოწყობისა და შესაბამისად, სანაყაროებიდან დრენირებული წყლების გარემოში მოხვედრის აღკვეთის მიზნით.
5. ეკონომიკა 5137 - მტკიცდება შპს ,,შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა სოციალური რეაბილიტაციის ცენტრი‘‘-ს მიერ სხვადასხვა საპროთეზო-ორთოპედიული მომსახურების გაწევისათვის საჭირო მარაგ-ნაწილებისა და ტექნიკა-დანადგარების შესყიდვების სპეციალური წესი‘‘.
6. ფინანსები 5115 - სსიპ - საფინანსო-ანალიტიკური სამსახური განახორციელებს 1 ცალი ქსელის მონიტორინგის პროგრამული უზრუნველყოფის (Solarwinds) მხარდაჭერის ლიცენზიის ელექტრონული ტენდერის საშუალებით სახელმწიფო შესყიდვას.
7. განათლება 5105 - გაფორმდება საგრანტო ხელშეკრულება, რომლის ფარგლებშიც სსიპ შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდი მიიღებს დაფინანსებას ევროკომისიის კვლევისა და ინოვაციის ჩარჩო პროგრამის „ჰორიზონტი 2020“-დან და განახორციელებს პროექტით გათვალისწინებულ მიზნებს და ამოცანებს, კერძოდ, გენდერული თანასწორობის გეგმების განმახორციელებელი კვლევითი ორგანიზაციებისა და უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების რაოდენობის გაზრდა, ქალების მონაწილეობის გაზრდა კვლევაში და ინოვაციებში და მათი კარიერული პერსპექტივების გაუმჯობესება, გენდერული წონასწორობის (gender balance) გაუმჯობესება კვლევის ორგანიზაციებში გადაწყვეტილების მიმღებ ორგანოებში, გენდერული მიმართულების (gender dimension) დამატება კვლევის შინაარსში და წარმოებული ცოდნის, ტექნოლოგიებისა და ინოვაციების ხარისხის გაზრდა.
8. განათლება 5097 - სსიპ შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრი განახორციელებს კომპიუტერული მოწყობილობებისა და აქსესუარების სახელმწიფო შესყიდვას.
9. გარემო 5092 - მთავრობასთან თანხმდება, სსიპ - გარემოს ეროვნულ სააგენტოსა და „თევზის რესურსების ინსტიტუტს“ (ვარნა, ბულგარეთი) შორის გასაფორმებელი საგრანტო დოკუმენტი - „შეთანხმება პარტნიორობის შესახებ“.
10. ეკონომიკა 5085 - პროექტი ითვალისწინებს „სს „საპარტნიორო ფონდის“ საკუთრებაში არსებული სს „ელექტროენერგეტიკული სისტემის კომერციული ოპერატორის“ აქციების 100%-ის, სს „საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემის“ აქციების 100%-ის, სს „გაერთიანებული ენერგეტიკული სისტემა საქრუსენერგოს“ აქციების 50%-ის სახელმწიფოს საკუთრებად რეგისტრაციასა და შემდგომში მათი მართვის უფლებით საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროსათვის გადაცემას.
11. ეკონომიკა 5081 - მთავრობასთან თანხმდება, სსიპ - წიაღის ეროვნული სააგენტოს 2020 წლის ბიუჯეტი, საშტატო ნუსხა და სახელფასო ფონდი.
12. რეგიონული 5068 - მთავრობასთან თანხმდება „საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტს და TODINI COSTRUZIONI GENERALI S.p.A.-ს შორის გაფორმებული ხელშეკრულების მოშლის მიზანშეწონილობის შესახებ“ საქართველოს მთავრობის განკარგულებების პროექტები.
13. გარემო 5029 -
მთავრობასთან თანხმდება ნარჩენების მართვის კოდექსის“ თანახმად (მწარმოებლის გაფართოებული ვალდებულები) მომზადებული საქართველოს მთავრობის დადგენილების პროექტები:
„ბატარეებისა და აკუმულატორების ნარჩენების მართვის შესახებ ტექნიკური რეგლამენტის დამტკიცების შესახებ“;
„ელექტრო და ელექტრონული მოწყობილობების ნარჩენების მართვის შესახებ ტექნიკური რეგლამენტის დამტკიცების თაობაზე“;
„ნარჩენი ზეთების მართვის ტექნიკური რეგლამენტის დამტკიცების შესახებ“;
,,ხმარებიდან ამოღებული ავტოსატრანსპორტო საშუალებების ნარჩენების მართვის შესახებ ტექნიკური რეგლამენტის დამტკიცების თაობაზე“;
„საბურავების ნარჩენების მართვის შესახებ ტექნიკური რეგლამენტის დამტკიცების თაობაზე“.
14. ფინანსები 5023 - განახლებული, უნივერსალური შემადგენლობით მტკიცდება საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან შექმნილი სახელმწიფოს წილობრივი მონაწილეობით მოქმედი საწარმოების წმინდა მოგების განაწილებისა და გამოყენების შესახებ წინადადებების განხილვისა და გადაწყვეტილების მიმღები კომისია, სადაც წევრის სტატუსით შედის საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის მოადგილე.
15. რეგიონული 4984 - პროექტი ითვალისწინებს ქ. გორში არსებული ქუჩების მწვანე ზოლების და პარკების მოწესრიგება და წყლის შადრევნების ტექნიკური წყლით მომარაგების სისტემის მოწყობის სამუშაოების დაფინანსებას.
16. რეგიონული 4973 - შპს „საქართველოს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიასა“ და ერთობლივ საწარმოს - Pfeiffer-EMIT-ს შორის 2017 წლის 11 დეკემბერს გაფორმებული №UWSCG-USIIP-ICB-REG-03a ხელშეკრულების №1 ცვლილება.
ხელშეკრულებით გათვალისწინებული სამუშაოები დაიწყო 2018 წლის 15 იანვარს და მოიცავს წყალარინების გამწმენდი ნაგებობის (პირველადი და საბოლოო სალექარი, აერაციის ავზი, ლამის გამამკვრივებელი, სატუმბო სადგურები, გაზსაცავი) პროექტირებას, ასევე, სამშენებლო, მექანიკური და ელექტრო სამუშაოების წარმოებას, მათ შორის, სკადა სისტემის დამონტაჟებას. პროექტის მიხედვით სამუშაოების დასრულების ვადა 730 დღის ნაცვლად განისაზღვრება - 850 დღით (14.05.2020) - იზრდება 120 დღით.
17. ფინანსები 4971 - სსიპ - საქართველოს ფინანსთა სამინისტროს მომსახურების სააგენტო მოქმედი კანონმდებლობით დადგენილი წესით ქონებას (ავეჯი-საერთო ღირებულებით 6890 ლარი) გადასცემს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს.
18. რეგიონული 4961 - პროექტი ითვალისწინებს წალენჯიხის მუნიციპალიტეტში ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელებას.
19. რეგიონული 4959 - პროექტის მიხედვით, განხორციელდება სოფ. ციხისძირში 2019 წელს სტიქიის შედეგად დაზიანებული ადგილობრივი მნიშვნელობის საავტომობილო გზის სარეაბილიტაციო სამუშაოები.
20. რეგიონული 4958 - პროექტის მიხედვით, განხორციელდება სენაკის მუნიციპალიტეტის ლეძაძამეს ადმინისტრაციულ ერთეულის სოფელ კვაუთში განხორციელდება მთავარანგელოზის სახელობის ეკლესიასთან მისასვლელი გზის რკინა-ბეტონის საფარის მოწყობა.
21. რეგიონული 4957 - პროექტის მიხედვით, განხორციელდება სოფელ ქორეთის საბავშვო ბაღის ეზოს კეთილმოწყობის სამუშაოები.
22. რეგიონული 4956 -
პროექტის მიხედვით, განხორციელდება ხობის მუნიციპალიტეტის პირველი მაისის ადმინისტრაციულ ერთეულში საბავშვო ბაღის სახურავის სარეაბილიტაციო სამუშაოები.
ხელმოსაწერი:
პატივისცემით,
ნათია