From : Natia Khmaladze <natkhmaladze@moh.gov.ge>
To : Giorgi Tsotskolauri <gtsotskolauri@moh.gov.ge>; tikhardziani@gmail.com
Subject : ელ.მთავრობის საკითხები_13.02.20
Received On : 13.02.2020 07:19

           მოგესალმებით ბატონო გიორგი,

შესათანხმებლად გიგზავნით ელ. მთავრობის პროგრამის საკითხებს:

  1. მთავრობა 5356 - ცვლილება შედის „ელექტრონული პეტიციების წარსადგენად ელექტრონული პორტალის (ichange.gov.ge) შექმნისა და ამ პორტალით სარგებლობის წესებსა და პირობებში, პროექტი ითვალისწინებს ელექტრონული პეტიციის ექსპერტთა კომისიაში ცვლილებებს, აგრეთვე, საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის სტრუქტურული ერთეულების დასახელებები შესაბამისობაში მოვა მოქმედ კანონმდებლობასთან.
  2. განათლება 5336 -  პროექტის მიხედვით, სსიპ - შეფასებისა და გამოცდების ეროვნულ ცენტრს მიეცემა თანხმობა, პირებისთვის, რომელთა შრომის ანაზღაურების გაანგარიშება დაკავშირებულია შესრულებული სამუშაოს მოცულობასთან/ღირებულებასთან (ნამუშევარი საათების, მომსახურების საფასურის წილის ან/და სხვა მაჩვენებლის მიხედვით) დაადგინოს ,,საჯარო დაწესებულებაში შრომის ანაზღაურების შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრულისაგან განსხვავებული წესი.
  3. განათლება 5326 - ცვლილება შედის საქართველოს სპორტსმენთა ხელშეწყობის სახელმწიფო მიზნობრივ პროგრამაში, ცვლილების მიხედვით  დაწესდება ახალი შესაბამისი რეგულაციები სპორტის სფეროში ფულადი პრიზების გაცემის კუთხით.
  4. გარემო 5370 - ა(ა)იპ - სოფლისა და სოფლის მეურნეობის განვითარების სააგენტო არა უმეტეს 36 050 ლარს მიმართავს რკ „ნენსკრა 2019-ის“  და არა უმეტეს 29 330 ლარს რკ „ნაკრა 1-ის“ ანგარიშზე, შემდგომში კოოპერატივების მიერ საპროექტო სამუშაოებისა და ბიზნესგეგმის მომზადების ღირებულების დასაფინანსებლად.
  5. რეგიონული 5236 - მარტვილის მუნიციპალიტეტი მისთვის საბიუჯეტო სახსრებიდან გამოყოფილი რესურსიდან დარჩენილ ეკონომიას, ჯამში 104 630 ლარს მიმართავს 2020 წელს მარტვილის მუნიციპალიტეტის სხვადასხვა ადმინისტრაციულ ერთეულებში ინფრასტრუქტურული პროექტების დასაფინანსებლად.
  6. საგარეო 5229 -  საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო აანაზღაურებს  საქართველოს ორი მოქალაქის საფრანგეთის რესპუბლიკიდან და საქართველოს სამი მოქალაქის თურქეთის რესპუბლიკიდან საქართველოში მგზავრობასთან დაკავშირებულ ხარჯებს.


    ხელმოსაწერი:
  1. 5355 - ცვლილება შედის სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივის სტატუსის მოპოვებისა და შეწყვეტის წესში, რომლის მიხედვით, განისაზღვრა მონიტორინგთან და  სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივისათვის სტატუსის შეწყვეტასთან დაკავშირებული მოთხოვნები.
  2. 5354 - ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში ძირითადი (განუსხვისებელი) ქონების სახით გადაეცემა ადგილობრივი მნიშვნელობის უძრავი ქონება, რომელიც წარმოადგენს ადგილობრივი მნიშვნელობის შიდა სარგებლობის გზას.
  3. 5352 - 3 მეწარმე სუბიექტს მიენიჭება მაღალმთიანი დასახლების საწარმოს სტატუსი, რის საფუძველზეც ისინი გათავისუფლდებიან გადასახადებისაგან, საქართველოს საგადასახადო კოდექსით განსაზღვრული ვადითა და წესით.           
  4.  5351 - საქართველოს მთავრობის ადმინისტრაცია 2020 წლის განმავლობაში დაფარავს საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის შენობაში განთავსებული ა(ა)იპ − საქართველოს სოლიდარობის ფონდის, სსიპ - რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტოს, საქართველოს ბიზნესომბუდსმენის აპარატისა და  სსიპ − სახელმწიფო ენის დეპარტამენტის ფართების მომსახურებისათვის გაწეულ დანახარჯებს, კერძოდ: ელექტროენერგიის, წყლის, დასუფთავებისა და  უძრავი ქონების მომსახურებისათვის სხვა საჭირო ხარჯებს.
  5. 5350 - სსიპ - საფინანსო-ანალიტიკური სამსახური განახორციელებს 2 წლიანი, 9 ცალი (2  ცალი Wildcard ტიპის და 7  ცალი სტანდარტული ტიპის), კრიპტოგრაფიული უსაფრთხოების SSL-სერტიფიკატების ელექტრონული ტენდერის საშუალებით სახელმწიფო შესყიდვას.
  6. 5347 - პროექტის მიხედვით, საქართველოს თავდაცვის ძალების გენერალური შტაბის ადმინისტრაციული დეპარტამენტის თავდაცვის ძალების ადმინისტრაციული ჯგუფის სამედიცინო საკითხთა და პრევენციული მედიცინის უფროსი ოფიცრის პოლკოვნიკ მედეა ბეთაშვილისათვის სამხედრო სამსახურის ვადის გაგრძელება ერთი წლის ვადით, 2020 წლის 16 მარტიდან 2021 წლის 15 მარტის ჩათვლით.
  7. 5346 - მთავრობასთან თანხმდება, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალი სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება - საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურსა და ამერიკის შეერთებული შტატების  საელჩოს თავდაცვის თანამშრომლობის ოფისს შორის გასაფორმებელი გრანტის ხელშეკრულება. რაც ხელს შეუწყობს სამსახურის მატერიალურ-ტექნიკური ბაზის გაუმჯობესებას, ხანძრის ჩაქრობის ღონისძიებების დროულ და ეფექტიან განხორციელებას. 
  8. 5343 - ვინაიდან ძალადაკარგულად არის გამოცხადებული „ლტოლვილისა და ჰუმანიტარული სტატუსების  შესახებ“ საქართველოს კანონი, რომლის საფუძველზეც იქნა მიღებული „საქართველოში თავშესაფრის მაძიებელთა და ლტოლვილის ან ჰუმანიტარული სტატუსის მქონე პირთათვის ზოგადი განათლების მიღების ხელშეწყობის მიზნით განსახორციელებელი ღონისძიებების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2015 წლის 29 იანვრის №15 დადგენილება, იურიდიული ძალა არა აქვს და ძალადაკარგულია აღნიშნული კანონქვემდებარე ნორმატიული აქტიც. ამასთან, „ლტოლვილისა და ჰუმანიტარული სტატუსების  შესახებ“ საქართველოს კანონი ძალადაკარგულია 2017 წლის 01 თებერვლიდან, შესაბამისად, ზემოაღნიშნული დადგენილების ძალის დაკარგვის თარიღად მიეთითება 2017 წლის 01 თებერვალი.
  9. 5313 - საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო განახორციელებს საოჯახო ტექნიკის სახელმწიფო შესყიდვას.
  10. 5304 - სიღნაღის მუნიციპალიტეტს გადაეცემა სიღნაღის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მგლის 5 ინდივიდის რაოდენობის რეგულირების უფლება, მათი გარემოდან ამოღებით.
  11. 5302 - საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტი განახორციელებს კომპიუტერული მოწყობილობებისა და აქსესუარების სახელმწიფო შესყიდვას.
  12. 5300 - სსიპ ,,საქართველოს სახელმწიფო ჰიდროგრაფიულ სამსახური“ განახორციელებს შიდა კომპიუტერული ქსელის გაყვანის სახელმწიფო შესყიდვას.
  13. 5291 - სსიპ - საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტო განახორციელებს ავეჯის სახელმწიფო შესყიდვას.
  14. 5290 - საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო განახორციელებს ავეჯის სახელმწიფო შესყიდვას.
  15. 5289 - მთავრობის ცნობად, საქართველოს ფინანსთა სამინისტრო მიმართავს ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკს (EBRD) „ქვემო ქართლის მყარი ნარჩენების პროექტი“-ს განსახორციელებლად საქართველოსა და ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკს (EBRD) შორის 2015 წლის 12 მაისს გაფორმებულ სასესხო ხელშეკრულებებით გათვალისწინებული სესხის ჩამორიცხვის ბოლო ვადის და პროექტის მოსალოდნელი დასრულების ვადის 2023 წლის 12 მაისამდე გახანგრძლივების მიზნით.
  16. 5283 - ა(ა)იპ სარკინიგზო ტრანსპორტის კოლეჯი განახორციელებს ავეჯის   სახელმწიფო   შესყიდვას.

 

პატივისცემით,  

ნათია

 




Sincerely,

Natia Khmaladze

Ministry of Internally Displaced Persons, Labour, Health and Social Affairs of Georgia
Head of the Legal department
144, Tsereteli Ave., Tbilisi, Georgia, 0119
Tel: 577 288800
E_mail:natkhmaladze@moh.gov.ge