From : Natia Khmaladze <natkhmaladze@moh.gov.ge>
To : Giorgi Tsotskolauri <gtsotskolauri@moh.gov.ge>; tikhardziani@gmail.com
Subject : ელ.მთავრობის საკითხები_13.12.19
Received On : 13.12.2019 10:21

           მოგესალმებით ბატონო გიორგი,

შესათანხმებლად გიგზავნით ელ. მთავრობის პროგრამის საკითხებს:

1.    რეგიონული 50962 - სამთავრობო ცვლილებებიდან გამომდინარე, პროექტი ითვალისწინებს სსიპ − საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდის სამეთვალყურეო საბჭოს შემადგენლობის განახლებას, კერძოდ, სამეთვალყურეო საბჭოს წევრად მიხეილ ბატიაშვილის ნაცვლად განისაზღვრება მიხეილ ჩხენკელი.

მოქმედ შემადგენლობაში წევრის სტატუსით შედის, ეკატერინე ტიკარაძე – საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი.

2.      მთავრობა 51100 - კონსოლიდირებული ტენდერების ჩატარებასთან დაკავშირებული საქმიანობის განხორციელებისას კონსოლიდირებული ტენდერების სატენდერო კომისიები, აგრეთვე მათი საქმიანობის უზრუნველყოფის ფარგლებში – სსიპ – სახელმწიფო შესყიდვების სააგენტო გათავისუფლდებიან კვალიფიციური ელექტრონული ხელმოწერის გამოყენების ვალდებულებისგან, 2020 წლის 1 იანვრიდან 2021 წლის 1 იანვრამდე პერიოდში.

3.     მთავრობა 51099 - 2020 წლის 1 იანვრიდან 2021 წლის 1 იანვრამდე სახელმწიფო შესყიდვების ერთიან ელექტრონულ სისტემაში „მიმწოდებლად“ რეგისტრირებული არარეზიდენტი მომხმარებლები  გათავისუფლდებიან ამავე სისტემაში ელექტრონული დოკუმენტების ატვირთვისას დოკუმენტზე კვალიფიციური ელექტრონული ხელმოწერის ან/და კვალიფიციური ელექტრონული შტამპის გამოყენების ვალდებულებისგან.

4.    მთავრობა 51097 - სსიპ - საერთო სასამართლოების დეპარტამენტს მიეცემა თანხმობა, საერთო სასამართლოების ხარჯების ეკონომიკური კლასიფიკაციის „შრომის ანაზღაურების“ მუხლით დამტკიცებული ასიგნებები გაზარდოს 810 000 ლარით.

5.    რეგიონული 50954 - პროექტის მიხედვით, საჩხერის მუნიციპალიტეტი ქ. საჩხერეში დარჩენილი უბნებისა და ჩიხების საავტომობილო გზების სარეაბილიტაციო სამუშაოებს განახორციელებს შეუფერხებლად.

6.    ფინანსები 50945 - ადგილობრივ თვითმმართველ ერთეულებში  ინფრასტრუქტურული ობიექტების რეაბილიტაციის მიზნით, 2020 წლის განმავლობაში, საქართველოს რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან გამოიყოფა არა უმეტეს 250 000 000 ლარი.

7.    ფინანსები 50905 - 5 მეწარმე სუბიექტს მიენიჭება მაღალმთიანი დასახლების საწარმოს სტატუსი, რის საფუძველზეც ისინი გათავისუფლდებიან გადასახადებისაგან, საქართველოს საგადასახადო კოდექსით განსაზღვრული ვადითა და წესით.   

8.    ეკონომიკა 50901 - მტკიცდება საქართველოსა და კორეის რესპუბლიკას შორის ორმხრივი ეკონომიკური თანამშრომლობის ერთობლივი კომისიის საქართველოს მხარის  შემადგენლობა.

9.    ეკონომიკა 50899 - „შპს „City M“-ს 2006 წელს 1000  აშშ დოლარის ეკვივალენტ ლარად, ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვალდებულებების შესრულების პირობით, საკუთრებაში გადაეცა სახელმწიფო საკუთრებაში არსებული უძრავი ქონება: ქ. თბილისი, გუდიაშვილის ქ. №3-ში მდებარე შენობა-ნაგებობები. მყიდველმა იკისრა შემდეგი ვალდებულებები ქონებაზე მრავალფუნქციური კომპლექსის აშენება არაუგვიანეს, 2018 წლის 31 ოქტომბრისა, მრავალფუნქციური კომპლექსის ექპლუატაციაში მიღებამდე, აშენებული შენობის სასარგებლო ფართობის 30%-ის, საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალ სსიპ - საქართველოს ეროვნულ მუზეუმთან შეთანხმებული პირობების შესაბამისად და ფუნქციონირებისათვის მზადმყოფ მდგომარეობაში, სამუზეუმო - საექსპოზიციო მიზნებისათვის, სახელმწიფოსათვის საკუთრებაში უსასყიდლოდ გადაცემა.

პროექტის მიხედვით, ხელი შეეწყობა შპს „სიტი ემ”-ის საქმიანობას, სსიპ - საქართველოს ეროვნული მუზეუმისთვის საჭირო ფართის დროულად გადაცემას.

10. მთავრობა 51107 - სსიპ - საქართველოს სტატისტიკის ეროვნულ სამსახურში შრომითი ხელშეკრულებით დასაქმებულ პირთა რაოდენობა განისაზღვრება 720 ერთეულით.

11. მთავრობა 51105 -   ახალი შემადგენლობით ყალიბდება, 2020 წლის განმავლობაში სამედიცინო მოწყობილობების სახელმწიფო შესყიდვის კონსოლიდირებული ტენდერ(ებ)ის სატენდერო კომისიის შემადგენლობა.

12. რეგიონული 50884 - მთავრობასთან თანხმდება, საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტსა და „SINOHYDRO CORPORATION LIMITED“-ს შორის გასაფორმებელი ხელშეკრულება (საგანი: E-60 ჩქაროსნული ავტომაგისტრალის ზემო ოსიაური-ჩუმათელეთის მონაკვეთის მშენებლობა, ლოტი 2 (კმ5+800-კმ7+700)).

13. გარემო 50831 - ფიზიკური ან იურიდიული პირი, რომლის საქმიანობის შედეგად წლის განმავლობაში 200 ტონაზე მეტი არასახიფათო ნარჩენი ან 1000 ტონაზე მეტი ინერტული ნარჩენი ან ნებისმიერი ოდენობის სახიფათო ნარჩენი წარმოიქმნება, ვალდებულია, კანონმდებლობით დადგენილი წესით, შეიმუშაოს კომპანიის ნარჩენების მართვის გეგმა.

პროექტის მიხედვით, ნარჩენების მართვის კოდექსით გათვალისწინებული (კერძოდ, კომპანიის ნარჩენების მართვის გეგმის შემუშავების, გარემოსდაცვითი მმართველის განსაზღვრის და ნარჩენების აღრიცხვა-ანგარიშგების ვალდებულებები) ვალდებულებების ამოქმედების ვადა ნაცვლად 2020 წლის პირველი იანვრისა, ამოქმედდება 2025 წლის პირველი იანვრიდან.

14. მთავრობა 51111 - ახალი შემადგენლობით ყალიბდება, 2019 წლის განმავლობაში სამედიცინო მოწყობილობების სახელმწიფო შესყიდვის კონსოლიდირებული ტენდერების  სატენდერო კომისიის შემადგენლობა.

15. გარემო 50829 – ცვლილება შედის ცხოველური წარმოშობის არასასურსათო დანიშნულების პროდუქტისა (მათ შორის, ცხოველური ნარჩენების) და მეორეული პროდუქტის, რომლებიც არ არის გამიზნული ადამიანის მიერ მოხმარებისათვის, ჯანმრთელობისა და ამ საქმიანობასთან დაკავშირებული ბიზნესოპერატორის აღიარების წესში.

შინაური ბინადარი ცხოველის ნედლი საკვების, შინაური ბინადარი ცხოველის დაკონსერვებული საკვების, ძაღლის საღრღნელი ძვლის მატყლის, ტყავის და კანის, მეფუტკრეობის არასასურსათო დანიშნულების პროდუქტების იმპორტთან დაკავშირებული მოთხოვნები ამოქმედდება 2020 წლის პირველი იანვრიდან.

16.  გარემო 50816 – მტკიცდება:

საფურაჟე კულტურების  თესლის ბაზარზე განთავსების  პირობები;

მარცვლეული კულტურების თესლის ბაზარზე განთავსების პირობები;

საფურაჟე კულტურების  თესლის ბაზარზე განთავსების  პირობები;

ხეხილოვანი კულტურების გასამრავლებელი მასალისა და ხილის წარმოებისთვის გამიზნული  ნერგების   ბაზარზე განთავსების პირობები.

სავალდებულო სერტიფიცირებისადმი დაქვემდებარებული სასოფლო-სამეურნეო კულტურათა ნუსხას ემატება ბოსტნეული და ბაღჩეული მცენარეების სახეობები, რაც ხელს შეუწყობს ბოსტნეული და ბაღჩეული მცენარეების სახეობების სამართლებრივი რეგულირების პროცესს.

საველე ინსპექტირებას დაექვემდებარება ბოსტნეული და ბაღჩეული კულტურები და განისაზღვრება, რომ  ბოსტნეული და ბაღჩეული კულტურების სათესლე მცენარეები უნდა იქნეს მიღებული თესლიდან, რომელსაც გავლილი აქვს საკონტროლო გამოცდა.

განისაზღვრება თესლისა და სარგავი მასალის ეტიკეტირების და ინფორმაციის დატანის პროცედურები, „სერტიფიცირებული“, „საბაზისო“ და „სტანდარტული“ კატეგორიის თესლის მიმართ. რაც ხელს შეუწყობს ხარისხიანი თესლის და სარგავი მასალის ბაზარზე განთავსებას.

17.  გარემო 50814 - მტკიცდება „მცენარეთა დაცვის საშუალებების მოქმედი ნივთიერებების ხელახალი რეგისტრაციის პროცედურა“, რომელიც ადგენს აუცილებელ პროცედურებს მცენარეთა დაცვის საშუალებების მოქმედი  ნივთიერებებისათვის ხელახალი რეგისტრაციის განსახორციელებლად. გათვალისწინებულია, რომ განაცხადი მოქმედი ნივთიერების ხელახალი რეგისტრაციის შესახებ, წარდგენილი უნდა იყოს სარეგისტრაციო ორგანოში მოქმედი ნივთიერების რეგისტრანტის/მწარმოებლის მიერ 10 წლიანი აღიარების ვადის გასვლამდე არა უგვიანეს სამი წლისა. პროექტით განისაზღვრა რეგისტრანტის მიერ წარმოსადგენი განაცხადის  ფორმატი და შინაარსი.

 

ხელმოსაწერი:

 

1.    50939 - ა(ა)იპ „მოსწავლე-ახალგაზრდობის ეროვნული სასახლე“ 2019 წლის ქ.თბილისის მუნიციპალიტეტის დაფინანსებით ბიუჯეტის 185000 ლარისა და საკუთარი შემოსავლების 31825 ლარის, სულ 21 6825 ლარის ფარგლებში, მუსიკალური ინსტრუმენტებისა და ნაწილების შესყიდვას განახორციელებს გამარტივებული შესყიდვის საშუალებით.

2.      50933 - პროექტი ითვალისწინებს, საქართველოს სტანდარტის სსტ 85:2019 „წყლები ნატურალური მინერალური. საერთო ტექნიკური პირობები“ საქართველოს ტერიტორიაზე სამოქმედოდ დაშვებას.

3.    50927 - მთავრობასთან თანხმდება შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის აპარატსა  და ა(ა)იპ  ,,მშვიდობის ფონდი უკეთესი მომავლისთვის“  შორის  დასადები საგრანტო ხელშეკრულება.

4.    50893 - სსიპ - სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოსათვის ქონების გაცვლაზე თანხმობის მიცემის თაობაზე საქართველოს მთავრობის განკარგულების გამოცემის შემთხვევაში, გაფორმდება უძრავი ქონების ურთიერთგადაცემის ხელშეკრულება 3 ფიზიკურ პირთან.

ფიზიკური პირების სარგებლობაში არსებული მიწის ნაკვეთი მდებარეობს ლანდშაფტურ-სარეკრეაციო ზონაში. ხოლო სანაცვლოდ გადასაცემი ნაკვეთი ბახმაროს სარეკრეაციო ტერიტორიის მიწათსარგებლობის გენერალური გეგმის შესაბამისად ხვდება საკურორტო-სარეკრეაციო ზონა (სრზ 1)-ში, სადაც შესაძლებელია ერთი ან ორერთეულიანი საცხოვრებელი სახლების, სამთოსათხილამურო მომსახურების საშუალებების, საოჯახო სასტუმროების, სასტუმროების, სასტუმროს ტიპის საცხოვრებლების, დასასვენებელი შენობა-ნაგებობების, კვებისათვის და გართობისათვის განკუთვნილი მომსახურების, მცირე კომერციული-სავაჭრო მომსახურებების, ავტოფარეხების, ასევე, დროებითი შენობა-ნაგებობების განთავსება.

5.    50875 - ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის ა(ა)იპ “საზოგადოებასთან კომუნიკაციის სააგენტო”-ს მიეცემა უფლება, განახორციელოს 2020 წლის შესახვედრად მოქალაქეების მისალოცი ვიდეო რგოლის გადაღება-დამზადების მომსახურების სახელმწიფო შესყიდვა გამარტივებული შესყიდვის საშუალებით.

6.    50872 - მტკიცდება ა(ა)იპ - ქართული ფეხბურთის განვითარების ფონდის გამგეობის განახლებული  შემადგენლობა.

7.    50815 - ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერია, 2020 წლის შობა-ახალი წლის დღესასწაულის აღსანიშნავად დაგეგმილი ღონისძიებებისათვის საჭირო საქონლისა და მომსახურების სახელმწიფო შესყიდვას განახორციელებს გამარტივებული შესყიდვის საშუალებით,  1,996,000 ლარის ფარგლებში.

 

პატივისცემით,  

ნათია




Sincerely,

Natia Khmaladze

Ministry of Internally Displaced Persons, Labour, Health and Social Affairs of Georgia
Head of the Legal department
144, Tsereteli Ave., Tbilisi, Georgia, 0119
Tel: 577 288800
E_mail:natkhmaladze@moh.gov.ge