From : Natia Khmaladze <natkhmaladze@moh.gov.ge>
To : Giorgi Tsotskolauri <gtsotskolauri@moh.gov.ge>
Subject : ელ.მთავრობის საკითხები_14.04.20
Cc : tikhardziani@gmail.com; Marika Ghadua <mghadua@moh.gov.ge>; Tea Kankia <tkankia@moh.gov.ge>
Received On : 14.04.2020 10:29

მოგესალმებით ბნ გიორგი,

გიგზავნით ელექტრონული მთავრობის პროგრამის მასალებს შესათანხმებლად:



ა) 13764 - ეკონომიკა - „რკ „ხავერდოვანი ჩაის“ საქმიანობის ხელშესაწყობად რიგ ღონისძიებათა განხორციელების შესახებ“ - საკითხი ითვალისიწნებს რკ „ხავერდოვანი ჩაის“ სახელმწიფოსთან ნაკისრი ვალდებულებების დარღვევისთვის დაკისრებული პირგასამტეხლოსგან გათავისუფლებას.

ბ) 13716 - ეკონომიკა - „საქართველოს მთავრობის მიერ დასადები ზოგიერთი ხელშეკრულების პროექტის თაობაზე“ - წინამდებარე განკარგულებით წარმოდგენილია საქართველოს მთავრობას,  სს „ელექტროენერგეტიკული სისტემის კომერციულ ოპერატორს“, სს „საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემას“ და სს „ნენსკრა ჰიდროს“ შორის „ნენსკრა ჰესის“ პროექტის შესახებ 2015 წლის 31 აგვისტოს დადებულ და 2017 წლის ივნისში შეცვლილი საიმპლემენტაციო ხელშეკრულებაში და მის შემადგენელ ხელშეკრულებებში ცვლილების შეტანის შესახებ (Restated and Amended) ხელშეკრულებების პროექტები.

გ) 13714 - ეკონომიკა -  „საქართველოს ელექტრონული საკომუნიკაციო ქსელების ნუმერაციის ეროვნული სისტემის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2010 წლის 18 ნოემბრის №355 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე“ -ბავშვთა უფლებების დაცვისა და კეთილდღეობის საკითხებში კომპეტენტურ ორგანოს წარმოადგენს საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს  სახელმწიფო ზრუნვისა და ტრეფიკინგის, დაზარალებულთა დაცვის სააგენტო. შესაბამისად, მიზანშეწონილია ბავშვთა დახმარების ცხელი ხაზი შეიქმნას აღნიშნულ სააგენტოში, რისთვისაც შემუშავებულ იქნა „საქართველოს ელექტრონული საკომუნიკაციო ქსელების ნუმერაციის ეროვნული სისტემის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2010 წლის 18 ნოემბრის №355 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს მთავრობის დადგენილების პროექტი, რომლიც თანახმადაც  ერთიანი სამნიშნა ნომერი - 111 დროებით სარგებლობისთვის 1 წლის ვადით გადაეცემა საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს სსიპ - „სახელმწიფო ზრუნვისა და ტრეფიკინგის მსხვერპლთა, დაზარალებულთა დახმარების სააგენტოს“, ბავშვთა დახმარების დროებითი ცხელის ხაზის შესაქმნელად.

დ) 13699 - ეკონომიკა - „ელექტროენერგიის ბაზრის მოდელის კონცეფციის დამტკიცების შესახებ“ - მოიცავს საქართველოს ელექტროენერგიის ბაზრის ფორმირების, მოწყობისა და ფუნქციონირების წესებს. კერძოდ,კონცეფცია განსაზღვრავს  ელექტროენერგიის საბითუმო ბაზრის სეგმენტებს, აყალიბებს ბაზრის ორგანიზებისა და ფუნქციონირების სახელმძღვანელო პრინციპებს იმ ფარგლებში, რომელიც აუცილებელია ბაზრის სტრუქტურისზოგადი არსის განსასაზღვრად. ასევე,კონცეფციააყალიბებს ბაზრის მონაწილეების ძირითად უფლებებსა და მოვალეობებს.

ე) 13689 -  განათლება - 2020 წლის განმავლობაში ფიზიკური პირისა და კერძო სამართლის იურიდიული პირისათვის სახელმწიფო ქონების უსასყიდლოდ, აუქციონის გარეშე სარგებლობაში გადაცემის თაობაზე საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის  სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალი სსიპ - საგანმანათლებლო და სამეცნიერო ინფრასტრუქტურის განვითარების სააგენტოსთვისა და საჯარო სამართლის იურიდიული პირების ზოგადსაგანმანათლებლო  დაწესებულებებისათვის თანხმობის მიცემის შესახებ“ -  ითვალისიწნებს მოსწავლეებისათვის სახელმძღვანელოების, დამხმარე ლიტერატურის, სტაციონარული კომპიუტერების, პორტაბელური კომპიუტერების, მედლებისა და სხვა საგანმანათლებლო ინვენტარის დარიგებას.

 

 

 პატივისცემით,

ნათია

 

 




Sincerely,

Natia Khmaladze

Ministry of Internally Displaced Persons, Labour, Health and Social Affairs of Georgia
Head of the Legal department
144, Tsereteli Ave., Tbilisi, Georgia, 0119
Tel: 577 288800
E_mail:natkhmaladze@moh.gov.ge