From : Natia Khmaladze <natkhmaladze@moh.gov.ge>
To : Giorgi Tsotskolauri <gtsotskolauri@moh.gov.ge>; tikhardziani@gmail.com
Subject : ელ.მთავრობის საკითხები_14.101.20
Received On : 14.01.2020 07:01

           მოგესალმებით ბატონო გიორგი,

შესათანხმებლად გიგზავნით ელ. მთავრობის პროგრამის საკითხებს:

1.    ფინანსები 1025-  ფინანსთა სამინისტრო მიმართავს აზიის განვითარების ბანკს აზიის განვითარების ბანკის (ADB) მიერ დაფინანსებული „მდგრადი ურბანული ტრანსპორტის საინვესტიციო პროგრამის“ ფარგლებში ბათუმის ბულვარის ტერიტორიის გასაგრძელებლად (გონიო-კვარიათის დასახლებამდე) და მდინარე ჭოროხზე ხიდის მშენებლობისთვის (გონიოს ყოფილი პოლიგონის ტერიტორიიდან ბათუმთან დაკავშირების მიზნით) ტექნიკურ-ეკონომიკური კვლევის ჩატარების, სოციალური და გარემოსდაცვითი გარემოებების დეტალური შესწავლისა და საპროექტო და სატენდერო დოკუმენტაციის მომზადების დაფინანსების გაუქმებასთან დაკავშირებით.

2.    ეკონომიკა 1022 - პროექტით განისაზღვრება საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სისტემაში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიულ პირებში შრომითი ხელშეკრულებით დასაქმებულ პირთა რაოდენობა.

3.    განათლება 995 - პროექტით განისაზღვრება საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს სისტემაში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიულ პირებში შრომითი ხელშეკრულებით დასაქმებულ პირთა რაოდენობა.

4.    ფინანსები 983 - 2 მეწარმე სუბიექტს მიენიჭება მაღალმთიანი დასახლების საწარმოს სტატუსი, რის საფუძველზეც ისინი გათავისუფლდებიან გადასახადებისაგან, საქართველოს საგადასახადო კოდექსით განსაზღვრული ვადითა და წესით.  

5.    მთავრობა 963 - პროექტით განისაზღვრება სსიპ ახალგაზრდობის სააგენტოში    შრომითი ხელშეკრულებით დასაქმებულ პირთა რაოდენობა.

 

ხელმოსაწერი:

 

1.    1007 - სახელმწიფო ქონების ეროვნულ სააგენტოს მიეცემა თანხმობა, განახორციელოს საქართველოს მთავრობის მიერ განსაზღვრულ სარეკრეაციო ტერიტორიაზე არსებული, ბორჯომის მუნიციპალიტეტში, დაბა წაღვერში მდებარე  25 კვ.მ. არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთის (საკადასტრო კოდი: N64.26.04.930) პრივატიზება ელექტრონული აუქციონის ფორმით.

6.    944 - პროექტით განისაზღვრება საქართველოს სახალხო დამცველის აპარატში შრომითი ხელშეკრულებით დასაქმებულ პირთა რაოდენობა.

2.    938 - საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო გამარტივებული შესყიდვის საშუალებით განახორციელებს სარემონტო სამუშაოების სახელმწიფო შესყიდვა.

3.    936 - სსიპ  საგანმანათლებლო დაწესებულების მანდატურის სამსახური სატრენინგო მომსახურების შესყიდვას განახორციელებს გამარტივებული შესყიდვით.

4.    886 - გადამტკიცდება თავისუფალი ზონის შექმნის პირობების, მისი შექმნისთვის წარსადგენი გარანტიის ოდენობის, თავისუფალი ზონის ფუნქციონირების, მასში საქონლის შენახვისა და საბაჟო კონტროლის განხორციელების წესები.

ვინაიდან საქართველოს საგადასახადო კოდექსის ნაცვლად, საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე საქონლის შემოტანასთან და საქართველოს საბაჟო ტერიტორიიდან საქონლის გატანასთან დაკავშირებული წესები და ფორმალობები გათვალისწინებულია საბაჟო კოდექსის რეგულირებად სფეროდ, 2019 წლის 1 სექტემბრიდან გაუქმდა „თავისუფალი ზონის შექმნისათვის წარსადგენი გარანტიის ოდენობის, თავისუფალი ზონის შექმნის პირობებისა და საქონლის შენახვის წესის შესახებ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2011 წლის 5 იანვრის №11 დადგენილების გამოცემის საფუძველი.

დადგენილების გამოცემის საფუძვლის კორექტირებასთან ერთად,  აქტი ტერმინოლოგიური თანხვედრის თვალსაზრისით შესაბამისობაში მოვა საქართველოს საბაჟო კოდექსთან და მოქმედ კანონმდებლობასთან.

5.    879 - ცვლილება შედის თავისუფალი ინდუსტრიული ზონის შექმნის, მოწყობისა და ფუნქციონირების წესებში,  რომლის მიხედვით, აქტი ტერმინოლოგიური თანხვედრის თვალსაზრისით შესაბამისობაში მოვა საქართველოს საბაჟო კოდექსთან და მოქმედ კანონმდებლობასთან.

 

პატივისცემით,  

ნათია




Sincerely,

Natia Khmaladze

Ministry of Internally Displaced Persons, Labour, Health and Social Affairs of Georgia
Head of the Legal department
144, Tsereteli Ave., Tbilisi, Georgia, 0119
Tel: 577 288800
E_mail:natkhmaladze@moh.gov.ge