From : Natia Khmaladze <natkhmaladze@moh.gov.ge>
To : Giorgi Tsotskolauri <gtsotskolauri@moh.gov.ge>; tikhardziani@gmail.com
Subject : ელ.მთავრობის საკითხები_14.11.19
Received On : 14.11.2019 07:57

           მოგესალმებით ბატონო გიორგი,


შესათანხმებლად გიგზავნით ელ. მთავრობის პროგრამის საკითხებს:

  1. გარემო 45505 - პროექტის მიხედვით, „მცენარეული და ცხოველური წარმოშობის სურსათ(ზე)ში/ცხოველის საკვებ(ზე)ში პესტიციდების ნარჩენების მაქსიმალური დონის შესახებ ტექნიკური რეგლამენტის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2016 წლის 29 დეკემბრის N623 დადგენილების ამოქმედება გადავადდება 2022 წლის პირველ იანვრამდე.
  2. გარემო 45504 - პროექტის მიხედვით, „ტექნიკური რეგლამენტის – მცენარეული და ცხოველური წარმოშობის პროდუქტებ(ზე)ში პესტიციდების ნარჩენების მაქსიმალური დონის განსაზღვრისათვის სახელმწიფო კონტროლის განხორციელებისას ნიმუშის აღების მეთოდების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2018 წლის 31 ოქტომბრის №516 დადგენილების ამოქმედება გადავადდება 2022 წლის პირველ იანვრამდე.
  3. შსს 45503 - საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო განახორციელებს საოჯახო ტექნიკის სახელმწიფო შესყიდვას.
  4. რეგიონული 45603 - საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრო განახორციელებს საოჯახო ტექნიკის სახელმწიფო შესყიდვას.
  5. გარემო 45500 - სსიპ ღვინის ეროვნული სააგენტო, „მევენახეობა-მეღვინეობის განვითარების“ პროგრამის „ქართული ვაზის წარმოშობის პოპულარიზაციის“ ქვეპროგრამით გამოყოფილ ასიგნებათა ფარგლებში განსახორციელებელი ღონისძიებებისათვის საჭირო მომსახურების სახელმწიფო შესყიდვას განახორციელებს გამარტივებული შესყიდვის საშუალებით.
  6. გარემო 45499 - მტკიცდება „ტექნიკური რეგლამენტი-ადამიანის მოხმარებისათვის განკუთვნილი კაკაოსა და შოკოლადის  პროდუქტების შესახებ“.

    პროექტი ადგენს მოთხოვნებს კაკაოსა და შოკოლადის პროდუქტის მიმართ და აწესრიგებს ბიზნესოპერატორის მიერ კაკაოსა და შოკოლადის პროდუქტების წარმოების, გადამუშავების, დისტრიბუციისა და   ბაზარზე განთავსების  პირობებს და   მიზნად ისახავს რეგულირების ერთიანი პრინციპების განსაზღვრას და მომხმარებელთა უფლებების დაცვას, ამასთან, ადგენს მოთხოვნებს: კაკაოს და შოკოლადის პროდუქტების დასახელების  ადამიანის მოხმარებისათვის განკუთვნილი კაკაოსა და შოკოლადის  პროდუქტების    ბაზარზე განთავსების პირობების შესახებ, ნებაყოფლობითი დასაშვები ინგრედიენტების მიმართ, ბიზნესოპერატორის მიმართ, კაკაოსა და შოკოლადის პროდუქტების შესაბამისობის კონტროლის პროცედურების მიმართ.

    პროექტი შეთანხმდა ჯანდაცვის სამმართველოსთან, შენიშვნები არ გააჩნია.

     

    ხელმოსაწერი:

     
  1. 45565 - სსიპ წიაღის ეროვნული სააგენტო, განახორციელებს ქსელების სახელმწიფო შესყიდვას.
  2. 45564 - პროექტი ითვალისწინებს, ონის მუნიციპალიტეტში  სოციალურად შეჭირვებული პირების 234,698 მ3 II ხარისხის  (საშეშე) ხე-ტყით უზრუნველყოფას. პირველ ეტაპზე დავიზებულია
  3. 45563 - შპს „კამარა ენერჯის“ აღნაგობის უფლებით, 49  წლის ვადით გადაეცემა, ყაზბეგის მუნიციპალიტეტში, სოფელ სიონში არსებული 16974 კვ.მ. არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი  რაც, სავარაუდოდ, უზრუნველყოფს კომპანიის მიერ მემორანდუმით ნაკისრი ვალდებულების შესრულებას, ჰიდროელექტროსადგურის - „კამარა ჰესის“ აშენების და ექსპლუატაციაში მიღებას. პირველ ეტაპზე დავიზებულია
  4. 45562 - ელექტროსადგურის - „სადმელი 2 ჰესის“ პროექტის განხორციელების მიზნით, შპს „იბერჰესს“ აღნაგობის უფლებით, 49 წლის ვადით გადაეცემა, ამბროლაურის მუნიციპალიტეტში, სოფელ სადმელში, მიმდებარედ 19943 კვ.მ. არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი.
  5. 45561 - საქართველოს მთავრობასა და სს „კავკასიის ქარის კომპანიას“ შორის, 2017 წლის 15 მარტს დადებულ ურთიერთგაგების მემორანდუმში, რომლის მიხედვით ელექტროსადგურ(ებ)ის მშენებლობისთვის გათვალისწინებული ვადა (2019 წლის 1 სექტემბერი) გაგრძელდება 7 თვით და განისაზღვრება 2020 წლის 1 აპრილით.
  6. 45559 - საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო, განახორციელებს კომპიუტერული მოწყობილობებისა და აქსესუარების სახელმწიფო შესყიდვას, ელექტრონული ტენდერის საშუალებით.
  7. 45557 - საქართველოს მთავრობას, შპს „კამარა ენერჯის“, სს „საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემას“, სს „გაერთიანებულ ენერგეტიკულ სისტემა საქრუსენერგოს“, შპს „ენერგოტრანსსა“ და სს „ელექტროენერგეტიკული სისტემის კომერციულ ოპერატორს შორის დაიდება  შეთანხმება შემდეგი პირობებით: წინასამშენებლო ფაზისთვის განსაზღვრული 25-თვიანი ვადის გახანგრძლივდება 50 თვემდე, საიდანაც მემორანდუმის მე-6 მუხლით გათვალისწინებული პერიოდი იქნება 4 თვე, ნაცვლად 2018 წლის 15 ივნისის შეთანხმებით განსაზღვრული 13 თვისა; შეიცვლება ასევე ჰესის ტექნიკური პარამეტრები (მათ შორის, ჰესის სავარაუდო წლიური გამომუშავება განისაზღვრება 63,55 მლნ.კვტ.სთ-ით მოქმედი მემორანდუმით გათვალისწინებული 65,18 მლნ.კვტ.სთ-ის ნაცვლად). პირველ ეტაპზე დავიზებულია
  8. 45551 - სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტო განახორციელებს საქართველოს მთავრობის მიერ განსაზღვრულ სარეკრეაციო ტერიტორიაზე არსებული, ბორჯომის მუნიციპალიტეტში, დაბა ბაკურიანში, მზიური ველის მიმდებარედ არსებული 328.00 კვ.მ. არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთის პრივატიზება ელექტრონული აუქციონის ფორმით.
  9. 45549 - სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტო,  განახორციელებს საქართველოს პრეზიდენტის მიერ განსაზღვრულ სარეკრეაციო ტერიტორიაზე არსებული, ყაზბეგის მუნიციპალიტეტში, დაბა გუდაურში მდებარე 469.00 კვ.მ. არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთის პრივატიზებას ელექტრონული აუქციონის ფორმით.
  10. 45547 - ახმეტის მუნიციპალიტეტი დარჩენილი ეკონომიით - 57022 ლარით განახორციელებს ქალაქ ახმეტაში წყაროების გზის ასფალტ-ბეტონის საფარით მოპირკეთებას. 
  11. 45545 - პროექტი ითვალისწინებს, 2020 წლის კონსოლიდირებული ტენდერების ჩატარებას რათა უზრუნველყოფილ იქნეს შემსყიდველი ორგანიზაციის მიერ 2020-2021 წლების განმავლობაში მზის ელექტროსადგურის სისტემების სახელმწიფო შესყიდვის კონსოლიდირებული ტენდერ(ებ)ის საშუალებით განხორციელება
  12. 45451 - სახელმწიფო ტყის ფონდიდან ამოირიცხება თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტში, დაბა მანგლისში, კურორტის ქუჩა №4-ში არსებული 8276კვ.მ. მიწის ნაკვეთი, რომელზეც რეგისტრირებული იქნება სსიპ - დაცული ტერიტორიების სააგენტოს სარგებლობის უფლება. პირველ ეტაპზე დავიზებულია
  13. 45435  - შინაგან საქმეთა სამინისტრო, საოჯახო ტექნიკის სახელმწიფო შესყიდვის პროცედურებს განახორციელებს საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესის შესაბამისად. პირველ ეტაპზე დავიზებულია
  14. 45432 - პროექტის მიხედვით, განხორციელდება საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროსა და საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ზოგიერთი დანაყოფის მოსამსახურეთა კვებითი უზრუნველყოფა.
  15. 45431 - თერჯოლის მუნიციპალიტეტის მერიას გადაეცემა თერჯოლის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მგლის 10  და ტურის 10 ინდივიდის რაოდენობის რეგულირების უფლება, მათი გარემოდან ამოღებით.
  16. 45430 - ცვლილება შედის საქართველოს მთავრობასა და სს „კავკასიის ქარის კომპანიას“ შორის, 2017 წლის 4 მაისს დადებულ ურთიერთგაგების მემორანდუმში, რომლის მიხედვით  მშენებლობისთვის გათვალისწინებული ვადა (2019 წლის 1 სექტემბერი) გაგრძელდება 7 თვით და განისაზღვრება 2020 წლის 1 აპრილით.
  17. 45428 - პროექტი ითვალისწინებს, დუშეთის მუნიციპალიტეტში  სოციალურად შეჭირვებული პირების 126 მ3 II ხარისხის  (საშეშე) ხე-ტყით უზრუნველყოფას. პირველ ეტაპზე დავიზებულია
  18. 45427 - შპს „ალტერ ენერჯის“, იჯარის უფლებით, 4 წლის ვადით გადაეცემა, შუახევის მუნიციპალიტეტში მდებარე 3  ერთეული, ჯამში 3226 კვ.მ. არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი, რაც, სავარაუდოდ, ხელს შეუწყობს კომპანიის მიერ მემორანდუმით ნაკისრი ვალდებულების შესრულებას, აჭარის რეგიონში, „გოგინაური ჰესის“ ჰიდროელექტროსადგურის მშენებლობასთან დაკავშირებით.
  19. 45426 - საქართველოს საერთო სასამართლოების სისტემაში დამხმარე ამოცანების შესრულების მიზნით მიღებულ შრომითი ხელშეკრულებით დასაქმებულ საჯარო მოსამსახურეთა  რიცხოვნობა  განისაზღვრება არაუმეტეს 323 ერთეულით.
  20. 45425 - საქართველოს იუსტიციის უმაღლეს საბჭოში დამხმარე ამოცანების შესრულების მიზნით მიღებულ შრომითი ხელშეკრულებით დასაქმებულ საჯარო მოსამსახურეთა  რიცხოვნობა  განისაზღვრება არაუმეტეს 75 ერთეულით.
  21. 45414 - სსიპ – საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტო განახორციელებს ელექტროძრავების, გენერატორების და ტრანსფორმატორების სახელმწიფო შესყიდვას.
  22. 45413 - საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო და სსიპ – საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტო, განახორციელებენ კომპიუტერული მოწყობილობებისა და აქსესუარების სახელმწიფო შესყიდვას.
  23. 45412 - ქ. თბილისის პოლიციის დეპარტამენტს დაემატა ანალიტიკური ფუნქციები და შესაბამისად სტრუქტურული ერთეულები გაფართოვდა და მის შემადგენლობას დაემატა საინფორმაციო-ანალიტიკური სამმართველო. აღნიშნულის შედეგად, სამინისტროს ქ. თბილისის პოლიციის დეპარტამენტში გაჩნდა ანალიტიკოსის შტატი, აღნიშნულიდან გამომდინარე ცვლილება შედის, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს დებულებაში, რომლის მიხედვით, საპოლიციო თანამდებობების ჩამონათვალს ემატება ანალიტიკოსის შესახებ ჩანაწერი, რათა შესაძლებელი იქნეს მინისტრის ბრძანებით ასევე დადგინდეს ანალიტიკოსების საქმიანობის წესი. პირველ ეტაპზე დავიზებულია

კანონპროექტი:

  1. 42899 - „წიაღის შესახებ“ ცვ. პროექტი

პროექტით განისაზღვრა მიწის მესაკუთრის მოვალეობები.

კანონპროექტი უზრუნველყოფს ლიცენზიის გამცემი ადმინისტრაციული ორგანოს მიერ გაწეული მომსახურებების სახეებისა და ოდენობის დამტკიცების შესახებ ნორმატიული აქტისთვის საკანონმდებლო საფუძვლის შექმნას.

წიაღით სარგებლობის პროექტების, წიაღით სარგებლობის ობიექტის დამუშავების ტექნოლოგიური სქემებისა და სამთო სამუშაოთა განვითარების გეგმების შედგენის წესს, განსაზღვრავს მთავრობა. ატვირთულია განმეორებით.



პატივისცემით,  

ნათია

 




Sincerely,

Natia Khmaladze

Ministry of Internally Displaced Persons, Labour, Health and Social Affairs of Georgia
Head of the Legal department
144, Tsereteli Ave., Tbilisi, Georgia, 0119
Tel: 577 288800
E_mail:natkhmaladze@moh.gov.ge