From : Natia Khmaladze <natkhmaladze@moh.gov.ge>
To : Giorgi Tsotskolauri <gtsotskolauri@moh.gov.ge>
Subject : ელ.მთავრობის საკითხები_15/07/19
Received On : 15.07.2019 07:39

           მოგესალმებით ბატონო გიორგი,

გიგზავნით ელ. მთავრობის პროგრამის საკითხებს:

  1. ეკონომიკა 28250 - შპს „პრესტიჯლანდ გეორგიას“ საკუთრებაში გადაეცემა სახელმწიფო საკუთრებაში არსებული, ბაღდათის მუნიციპალიტეტში, სოფელ დიმში მდებარე 3014.00 კვ.მ. არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი და მასზე მდებარე შენობა-ნაგებობები, რაც სავარაუდოდ, ხელს შეუწყობს არაალკოჰოლური სასმელების მწარმოებელი საწარმოს შექმნას და ამ მიზნით 676 000 ლარის ინვესტიციის განხორციელებას.
  2. ეკონომიკა 28234 - თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტს საკუთრებაში ძირითადი (განუსხვისებელი) ქონების სახით გადაეცემა, თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის, სოფელ სამღერეთში  არსებული 104.0კვ.მ. არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი (სკვერი), უძრავი ქონება (სკვერი) გამოყენებული იქნება საზოგადოების თავშეყრისა და დასვენების ადგილად. 
  3. ეკონომიკა  28233 - ქალაქ ბათუმში, ანგისას დასახლებაში მდებარე 4796 კვ.მ. არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი გადაეცემა, ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის მერიას ძირითადი (განუსხვისებელი) ქონების სახით. ადგილობრივი მნიშვნელობის უძრავი ქონების ნაწილი წარმოადგენს ადგილობრივი მნიშვნელობის შიდა სარგებლობის გზას, ნაწილი - სკვერს, ხოლო ნაწილი - ბულვარის ტერიტორიას.
  4. ეკონომიკა 28214 - მთავრობასთან თანხმდება, შპს „საქაერონავიგაციას“ და Frequentis-ს შორის სტატიკური და დინამიური სააერნაოსნო მონაცემების მიღება-გადაცემის ხელშეკრულების პროექტი. 
  5. ეკონომიკა 28168 - ცვლილება შედის შპს „საქართველოს აეროპორტების გაერთიანების‘‘ მიერ საქონლისა და მომსახურების შესყიდვის  სპეციალურ წესში.
    პროექტის მიღებით, შესაძლებელი გახდება საქართველოს აეროპორტებში ავიამიმართულებების, სიხშირეების ან/და მგზავრთნაკადის ზრდის უზრუნველყოფისათვის საჭირო მარკეტინგული მომსახურების ხელშეკრულებების გაფორმება, რაც დადებითად აისახება საქართველოს სამოქალაქო აეროპორტების განვითარებაზე.
  6. რეგიონული 28065 - საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტი, 2019-2020 წლებში უზრუნველყოს ბაღდათის მუნიციპალიტეტში, მდინარე ხანისწყალზე არსებული, ექვსი სოფლის დამაკავშირებელი საავტომობილო ხიდის და მასთან მისასვლელი ადგილობრივი მნიშვნელობის საავტომობილო გზის სამშენებლო სამუშაოების და მასთან დაკავშირებული საპროექტო მომსახურების სახელმწიფო შესყიდვებს.

ხელმოსაწერი:

  1. 28263 - პროექტი ითვალისწინებს, „ქსანი-სტეფანწმინდის 500 კვ. ელექტროგადამცემი ხაზის“ მშენებლობის დროულად დაწყებისა და შემდგომში მისი შეუფერხებლად განხორციელების მიზნით შესაბამისი ღონისძიებების გატარებას.
  2. 28197 - ცვლილება შედის შპს საქართველოს აეროპორტების გაერთიანების მიერ საქონლისა და მომსახურების შესყიდვის  სპეციალურ წესში.
    სპეციალური წესის მოქმედი რედაქცია ითვალისწინებს სტიმულირების 3 პროგრამას. ესენია: ახალი სტრატეგიული მიმართულების, ახალი პრიორიტეტული მიმართულებისა და ავიაკომპანიის ბაზირების სტიმულირების პროგრამები. ცვლილების პროექტით შემოთავაზებულია სპეციალურ წესში კიდევ 1 ახალი, კერძოდ, სტრატეგიული მიმართულების სტიმულირების პროგრამის დამატება. პროექტი პირველ ეტაპზე დავიზებულია
  3. 28194 - მთავრობასთან თანხმდება, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროსა და ლატვიის რესპუბლიკის შინაგან საქმეთა სამინისტროს სახელმწიფო საზღვრის დაცვის კოლეჯს შორის გასაფორმებელი ხელშეკრულება -„ხელშეკრულება გრანტისა და პარტნიორობის შესახებ“. პროექტის ფარგლებში მოხდება საქართველოს სასაზღვრო პოლიციის კინოლოგიის სამმართველოს ინსტრუქტორ-კინოლოგთა კვალიფიკაციის ამაღლება, კინოლოგიურ სფეროში წვრთნის ახალი/თანამედროვე მეთოდების შესახებ გამოცდილების გაზიარება, საქართველოს სასაზღვრო პოლიციისათვის კინოლოგიური აღჭურვილობისა და 4 პორტატული კომპიუტერის შესყიდვა.
  4. 28193 - მოსწავლე მოკრივეთა შორის 2019 წლის ევროპის ჩემპიონატში (ქ. თბილისი, 2019 წლის 2-12 აგვისტო) მონაწილეობასთან დაკავშირებით, 2019 წლის 1 აგვისტოდან 2019 წლის 13 აგვისტოს ჩათვლით პერიოდში საქართველოში უვიზოდ შემოსვლისა და ყოფნის უფლება მიეცეთ აღნიშნული შეჯიბრების მონაწილე კოსოვოს დელეგაციის წევრებს. პროექტი პირველ ეტაპზე დავიზებულია
  5. 28192 - საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროში, დამხმარე და არამუდმივი ამოცანების შესასრულებლად შრომითი ხელშეკრულებით დასაქმებულ პირთა რაოდენობა განისაზღვრება არა უმეტეს 79 ერთეულით.
  6. 28189 - შპს „როსტერს", 2016 წელს 1 ლარად საკუთრებაში გადაეცა გარდაბნის მუნიციპალიტეტში, სოფელ თელეთში მდებარე 4358 კვ.მ. არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი და მასზე განთავსებული შენობა-ნაგებობები. კომპანიამ იკისრა რიგი ვალდებულებები, მათ შორის: ხელშეკრულებით გათვალისწინებულ ქონებაზე მაღალტექნოლოგიური და ინტენსიური ტიპის მეფრინველეობის ფაბრიკის (მხოლოდ მეხორცული მიმართულების გამოსაზრდელი და სანაშენე დანიშნულების მქონე) შექმნა და წარმოების დაწყება, ამ მიზნით, არანაკლებ 143 120 ლარის ინვესტიციის განხორციელება.
    იცვლება სახელშეკრულებო პირობები, კერძოდ ვალდებულების შინაარსიდან ამოღებულ იქნა სიტყვები მაღალტექნოლოგიური და ინტენსიური, საპრივატიზებო ვალდებულებების შესრულების პირობით კომპანია გათავისუფლდება დაკისრებული პირგასამტეხლოსაგან.
  7. 28181 - ცვლილება შედის სამხრეთ კავკასიის მილსადენის კომპანია ლიმიტედი საქართველო“-სთვის  სახელმწიფო ტყის ფონდით სპეციალური დანიშნულებით სარგებლობის ვადის განსაზღვრისა და წითელი ნუსხით დაცული სახეობების გარემოდან ამოღებაზე ნებართვის მიცემის წესში, რომლის მიხედვით, ,,სამხრეთ კავკასიის მილსადენის კომპანია“-ს სახელმწიფო ტყის ფონდში მდებარე 4327 კვ.მ მიწის ფართობზე შეუწყდება სპეციალური დანიშნულებით სარგებლობის უფლება და  შესაბამისად, ტყის მართვის ორგანოს მიეცემა შესაძლებლობა, აღნიშნული ტერიტორია გამოიყენოს საკუთარი ფუნქციების განსახორციელებლად. პროექტი პირველ ეტაპზე დავიზებულია
  8. 28180 - ფინანსთა  სამინისტრო განახორციელებს კომპაქტური დისკების და კომპაქტური დისკების წამკითხველის და/ან ჩამწერის სახელმწიფო შესყიდვას. პროექტი პირველ ეტაპზე დავიზებულია
  9. 28169 - სსიპ ეროვნულ სატყეო სააგენტოში, 2019 წლის განმავლობაში დამხმარე ამოცანების შესასრულებლად შრომითი ხელშეკრულებით დასაქმებულ პირთა რაოდენობა განისაზღვრება არა უმეტეს 378 ერთეულით. პროექტი პირველ ეტაპზე დავიზებულია
  10. 28158 - ზურაბ ბაჩიაშვილს საკუთრებაში გადაეცემა სახელმწიფო საკუთრებაში არსებული, ყაზბეგის მუნიციპალიტეტში, დაბა გუდაურში მდებარე 1190 კვ.მ. არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი და 3540 კვ.მ. არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი, ზურაბ ბაჩიაშვილის საკუთრებაში არსებული, დუშეთის მუნიციპალიტეტში, ქვეშეთში ("სათიბი ჯაღმიანთას")  მდებარე 4730 კვ.მ. სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთის უფლებრივი ტვირთისაგან, მათ შორის, მესამე პირ(ებ)ის იპოთეკის უფლებისაგან თავისუფალ მდგომარეობაში სახელმწიფო საკუთრებაში გადაცემის სანაცვლოდ იმ პირობით, რომ ზურაბ ბაჩიაშვილი უარს იტყვის, გაცვლის ობიექტების საბაზრო ღირებულებებს შორის არსებული სხვაობის (967 ლარის) ანაზღაურების მოთხოვნაზე.
  11. 28155 - სსიპ - ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახური, მის ბალანსზე რიცხულ მოძრავ ქონებას (უჟანგავი ლითონი 450 კგ. ჯამური საბალანსო ღირებულება 675 ლარი) განსაკარგავად გადაცემს სსიპ - საქართველოს ფინანსთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს. პროექტი პირველ ეტაპზე დავიზებულია
  12. 28152 - სსიპ - საგანმანათლებლო და სამეცნიერო ინფრასტრუქტურის განვითარების სააგენტო განახორციელებს ავეჯის (მოსწავლისთვის განკუთვნილი მერხი და სკამი) სახელმწიფო შესყიდვას. პროექტი პირველ ეტაპზე დავიზებულია
  13. 28151 - ფ/პ ლია ლომსაძეს - მყიდველს 90 531 გადაეცა: ქალაქ თბილისში, ჭიაურელის ქუჩა №15-ის მიმდებარედ 189.00 კვ.მ არასასოფლო - სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი და მასზე განთავსებული შენობა-ნაგებობა №1 (აუზი). მყიდველმა იკისრა რიგი ვალდებულებები, პირადად ან მესამე პირის მეშვეობით, ღია/დახურული ტიპის კვების ობიექტ(ებ)ის შექმნა, ფუნქციონირების დაწყება და ამ მიზნით, არანაკლებ 100 000 ლარის ოდენობის ინვესტიციის განხორციელება.
    პროექტი ითვალისწინებს საპრივატიზებო პირობის ღია/დახურული ტიპის კვების ობიექტ(ებ)ის შექმნისა და ფუნქციონირების დაწყების ვალდებულების ნაცვლად, საპრივატიზებო პირობად ახალი ვალდებულების განსაზღვრას, კერძოდ: 2019 წლის 31 დეკემბრამდე, გადაცემულ ქონებაზე და მის მომიჯნავედ შპს „აღმაშენებლის 51“-ის საკუთრებაში არსებულ მიწის ნაკვეთზე ან მათ ნაწილზე, არანაკლებ 400 კვ.მ რეკრეაციული/გამწვანების ღია სივრცის შექმნას და ამ მიზნით არანაკლებ 100 000 ლარის ინვესტიციის განხორციელებას.
  14. 28148 - სსიპ - საგანმანათლებლო და სამეცნიერო ინფრასტრუქტურის განვითარების სააგენტოს მიეცემა თანხმობა, 2019 წლის განმავლობაში ფიზიკური პირისა (მოსწავლეების, მასწავლებლებისა და სტუდენტების) და კერძო სამართლის იურიდიული პირისათვის (ზოგადსაგანმანათლებლო და უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებებისათვის) სახელმწიფო ქონების (სტაციონარული კომპიუტერები/პორტაბელური კომპიუტერები და სხვა საგანმანათლებლო ინვენტარი) უსასყიდლოდ, აუქციონის გარეშე სარგებლობაში გადაცემაზე, ასევე ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებების მიერ მოსწავლეთა გაკვეთილზე დასწრების აღრიცხვისა და კერძო სამართლის იურიდიული პირების − ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებების მიერ საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის მიერ განსაზღვრული კატეგორიის მოსწავლეთა სახელმძღვანელოებით უზრუნველყოფის მიზნით სახელმწიფო ქონების (ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულების სახელმძღვანელოები, დამხმარე ლიტერატურა და მოსწავლეთა გაკვეთილზე დასწრების აღრიცხვის ჟურნალი) უსასყიდლოდ, აუქციონის გარეშე, საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის მიერ განსაზღვრული ვადით სარგებლობაში გადაცემაზე. განკარგულების პროექტი ასევე ითვალისწინებს − ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებებისათვის თანხმობის მიცემას მათ ბალანსზე რიცხული სახელმწიფო ქონება − ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულების სახელმძღვანელოები და დამხმარე ლიტერატურა უსასყიდლოდ, აუქციონის გარეშე დროებით სარგებლობაში გადასცენ ფიზიკურ პირებს.
  15. 28147  - პროექტის თანახმად, ამხანაგობა „მთიულურს“ შეუჩერდება მაღალმთიანი დასახლების საწარმოს სტატუსი.
  16. 28144 - სტიქიის შედეგად დაზიანებული ინფრასტრუქტურული ობიექტების რეაბილიტაციის მიზნით, საქართველოს რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან მუნიციპალიტეტებს გამოეყოფად არაუმეტეს 3 460 000 ლარი. პროექტი პირველ ეტაპზე დავიზებულია
  17. 28136 - სახელმწიფო საკუთრებაში არსებული 500 მმ დიამეტრის 2370,41 გრძივი მეტრის მილი პირდაპირი მიყიდვის ფორმით, 1 ლარად, საკუთრებაში გადაეცემა საქართველოს სამოციქულო ავტოკეფალურ მართლმადიდებელ ეკლესიას (სამონასტრო კომპლექსის მშენებლობისა და მონასტერთან სასმელი წყლის მისაყვანად).
  18. 28135 - სსიპ - საჯარო სამსახურის ბიუროსა და გაეროს განვითარების პროგრამას (UNDP) შორის გაფორმებულ ,,საჯარო სამსახურის რეფორმის იმპლემენტაციის პროცესში მმართველობის ახალი გზების დანერგვის ხელშეწყობა“ საგრანტო ხელშეკრულების მიზნებისათვის, სსიპ - საჯარო სამსახურის ბიუროს მიეცემა თანხმობა, არამუდმივი ამოცანების შესასრულებლად შრომითი ხელშეკრულებით დასაქმებული პირების რაოდენობა განსაზღვროს დამატებით არა უმეტეს 18  ერთეულით, 2019 წლის 31 დეკემბრის ჩათვლით. პროექტი პირველ ეტაპზე დავიზებულია
  19. 28134 - მთავრობის ცნობად ფინანსთა სამინისტროს ინფორმაცია საქართველოს ფართოზოლოვანი ინფრასტრუქტურის განვითარების ეროვნული სტრატეგიის 2019-2025 განხორციელებისთვის საჭირო დაფინანსების მოზიდვის თაობაზე.
  20. 28133 - სსიპ - საჯარო სამსახურის ბიურო საგრანტო ხელშეკრულების საფუძველზე გაეროს განვითარების პროგრამისაგან (UNDP) მიიღებს გრანტს 138 977.50 აშშ დოლარის ოდენობით, რითაც ხელს შეუწყობს საჯარო სამსახურის რეფორმის  იმპლემენტაციის პროცესს.


პატივისცემით,  

ნათია