From : Natia Khmaladze <natkhmaladze@moh.gov.ge>
To : Giorgi Tsotskolauri <gtsotskolauri@moh.gov.ge>; tikhardziani@gmail.com
Subject : ელ.მთავრობის საკითხები_15.01.20
Received On : 15.01.2020 08:51

           მოგესალმებით ბატონო გიორგი,

შესათანხმებლად გიგზავნით ელ. მთავრობის პროგრამის საკითხებს:

  1. გარემო 1188 - ცვლილება შედის ზედაპირული წყლის ობიექტებში ჩამდინარე წყლებთან ერთად ჩაშვებულ დამაბინძურებელ ნივთიერებათა ზღვრულად დასაშვები ჩაშვების (ზდჩ) ნორმების გაანგარიშების შესახებ ტექნიკური რეგლამენტში, პროექტი ითვალისწინებს ტექნიკური ხასიათის ცვლილებებს: სწორდება სამინისტროს დასახელება და ეკოლოგიურ ექსპერტიზას დაქვემდებარებული საქმიანობის ნაცვლად გამოიყენება ტერმინი გარემოზე ზემოქმედების შეფასებას დაქვემდებარებული საქმიანობა. ამასთან, ემატება ზდჩ-ის ნორმების პროექტის მოქმე­დების ხუთწლიანი ვადა და ცვლილებების შემთხვევაში ნორმების პროექტის ხელახლა შემუშავების და შეთანხმების საკითხი.
  2. გარემო 1189  - ცვლილება შედის  ატმოსფერულ ჰაერში მავნე ნივთიერებათა ზღვრულად დასაშვები გაფრქვევის ნორმების გაანგარიშების ტექნიკურ რეგლამენტში, პროექტი ითვალისწინებს ტექნიკური ხასიათის ცვლილებებს: სწორდება სამინისტროს დასახელება და ეკოლოგიურ ექსპერტიზას დაქვემდებარებული საქმიანობის ნაცვლად გამოიყენება ტერმინი გარემოზე ზემოქმედების შეფასებას დაქვემდებარებული საქმიანობა. ამასთან, „გარემოსდაცვითი შეფასების კოდექსი“ ითვალისწინებს შემთხვევას, როდესაც სამინისტრო უფლებამოსილია საქმიანობის განმახორციელებლის თანხმობით  ცვლილება შეიტანოს შესაბამის  აღმჭურველ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტში, თუ გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსებით სარგებლობის სფეროში სახელმწიფო კონტროლის განმახორციელებელი ორგანოს მიერ ინსპექტირების საფუძველზე დადგინდება, რომ საქმიანობის განხორციელების ადგილზე არსებული მდგომარეობა არ შეესაბამება გზშ-ის ანგარიშში/გზშ-ისგან გათავისუფლების შესახებ დოკუმენტაციაში ასახულ გარემოებებს.
  3. სახელმწიფო მინისტრის აპარატი შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში 1172 - პროექტის თანახმად, შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის აპარატი 5 წლის ვადით ა(ა)იპ -  მშვიდობის ფონდი უკეთესი მომავლისთვის  გადასცემს მის ბალანსზე რიცხულ უძრავ ქონებას (ქ. თბილისი, სანაპიროს ქუჩა N4-ის შენობა-ნაგებობა N2-ის მესამე სართულზე არსებული 58,3 მ2  ფართი,  უსასყიდლო უზუფრუქტის ფორმით. 
    ფონდი მოემსახურება ინიციატივით  გათვალისწინებულ ამოცანებს, მშვიდობის მშენებლობას, გაყოფილ საზოგადოებებს შორის დიალოგს და ნდობის აღდგენას, საერთო ინტერესების გარშემო თანამშრომლობას და მოსახლეობის მდგომარეობის გაუმჯობესებას გამყოფი ხაზების გასწვრივ კონკრეტული სავაჭრო-ეკონომიკური პროექტების/ინიციატივების განხორციელების გზით.
  4. ეკონომიკა 1169  - სს „RMG Copper“-ს შესაბამისი ხელშეკრულების გაფორმებიდან  2041 წლის 16 აპრილამდე, სარგებლობაში გადაცემის წლიურ საფასურად - 699 ლარად, აღნაგობის უფლებით გადაეცემა ბოლნისის მუნიციპალიტეტში, სოფელ ქვეშში მდებარე 2911 კვ.მ. არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი კომპანიის მიერ აღნიშნული ქონება, სავარაუდოდ, გამოყენებული იქნება სასარგებლო წიაღისეულის მოპოვება-გადამუშავებასთან დაკავშირებული საქმიანობის ფარგლებში, კუდსაცავიდან და ფუჭი ქანების სანაყაროებიდან ჩამდინარე წყლების გამწმენდი მოწყობილობის/ნაგებობის მოწყობისა და შესაბამისად, კუდსაცავიდან და სანაყაროებიდან დრენირებული წყლების გარემოში მოხვედრის აღკვეთის მიზნით.
  5. შსს 1140 - საქართველოს სასაზღვრო პოლიციის ბალანსზე არსებული 2 ერთეული შვეულმფრენის (Ми-8МТВ-1 №95487 (GBP-10009) და Ми-8АМТ №59489607174 (GBP-10010)) კაპიტალური სარემონტო სამუშაოებისა და მოდერნიზაციის სახელმწიფო შესყიდვა განხორციელდება გამარტივებული შესყიდვის საშუალებით.
  6. მთავრობა 1138 - მთავრობასთან თანხმდება, სსიპ მეცნიერებათა აკადემიის საშტატო ნუსხა და თანამდებობრივი სარგოები.
  7. განათლება 1115 - საქართველოს განათლების, მეცნიერების კულტურისა და სპორტის სამინისტრო საქართველოს საპატრიარქოს საქველმოქმედო ფონდისთვის „ლაზარე“ ფინანსური დახმარების (224,565.00 ლარით) გაწევის მიზნით განახორციელებს შესაბამის ღონისძიებებს.

    პროექტის მიზანია ხელი შეუწყოს მდგრადი მშვიდობის მშენებლობას ქვეყანაში, ახალგაზრდებში ტოლერანტობის და სამშვიდობო სულისკვეთების გაღვივების საშუალებით, ასევე პროექტის მთავარ აქტივობას წარმოადგენს საზაფხულო ბანაკი, სადაც მონაწილეობას მიიღებენ ეთნიკურად ქართველი და ოსი 14-დან 18 წლამდე მოზარდები, რომლებითაც ჩაუტარდებათ სხვადასხვა ტიპის სესიები კონფლიქტის ტრანსფორმაციისა და მშვიდობის მშენებლობის შესახებ ცნობიერების ამაღლებისათვის.
  8. განათლება 1114 - საქართველოს განათლების, მეცნიერების კულტურისა და სპორტის სამინისტრო ა(ა)იპ − მართლმადიდებლური საღვთისმეტყველო უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებისათვის - გიორგი მთაწმინდელის სახელობის საეკლესიო გალობის უმაღლესი სასწავლებლისათვის ფინანსური დახმარების (149,328.00 ლარით) გაწევის მიზნით განახორციელოს შესაბამის ღონისძიებებს.

    უნივერსიტეტში სწავლა უფასოა, წარმატებულ სტუდენტებს ენიშნებათ სტიპენდიები და ეძლევათ საშუალება მონაწილეობა მიიღონ სტუდენტური დასაქმების პროექტებში. უნივერსიტეტში ყოველწლიურად იზრდება სტუდენტებისა და იქ დასაქმებულთა რაოდენობა, ამჟამად უნივერსიტეტში ფუნქციონირებს 4 სახელოსნო, ბიჭებისა და გოგონების გუნდი, თანამედროვე ტექნიკით აღჭურვილი ხმის ჩამწერი სტუდია, ბიბლიოთეკა და მდიდარი ფონოთეკა. უნივერსიტეტი ეწევა ფართო საკონცერტო და სამეცნიერო საქმიანობას, ასევე განახორციელა მნიშვნელოვანი პროექტები, რომლის საშუალებითაც გაიზარდა უნივერსიტეტის ცნობადობა, როგორც საქართველოში, ასევე მის ფარგლებს გარეთაც.
  9. ფინანსები 1206 - სსიპ - საქართველოს ფინანსთა სამინისტროს მომსახურების სააგენტო საქართველოს უზენაესი სასამართლოს უსასყიდლოდ გადაცემს ქონებას (LEXUS-ის მარკის ავტომანქანა).
  10. განათლება 1109 - საქართველოს განათლების, მეცნიერების კულტურისა და სპორტის სამინისტრო ა(ა)იპ − მცხეთის წმინდა ათორმეტ მოციქულთა სახელობის მართლმადიდებლური საშუალო სკოლისთვის ფინანსური დახმარების (120,000.00 ლარით) გაწევის მიზნით განახორციელებს შესაბამის ღონისძიებებს.
  11. განათლება 1108 - ფუტსალში 2022 წლის ევროპის  ჩემპიონატის შესარჩევ ტურნირში (ქ. თბილისი, 2020 წლის 27 იანვრიდან 2020 წლის 2 თებერვლის ჩათვლით) მონაწილეობასთან დაკავშირებით, 2020 წლის 26 იანვრიდან 2020 წლის 3 თებერვლის ჩათვლით პერიოდში საქართველოში უვიზოდ შემოსვლისა და ყოფნის უფლება მიეცეთ აღნიშნული შეჯიბრების მონაწილე კოსოვოს დელეგაციის წევრებს.
  12. გარემო 1073 - შპს „საქართველოს საერთაშორისო ენერგეტიკული კორპორაციას“ სახელმწიფო ტყის ფონდით სპეციალური დანიშნულებით სარგებლობის უფლება (მიწისქვეშა წყლის გამოსავალის მიმდებარედ განსაზღვრული ტერიტორიისა და წყალაღების წერტილიდან წყალსარგებლობის წერტილამდე მილსადენის (D2,54 სმ) განთავსებისთვის, სახელმწიფო ტყის ფონდში მდებარე 406 კვ.მ ფართობით (ხე-ტყის ჭრის უფლების გარეშე), განესაზღვრება 2041 წლის 9 ნოემბრამდე და შესაბამისად, მიეცემა შესაძლებლობა, შეუფერხებლად განახორციელოს ლიცენზიით მინიჭებული საქმიანობა.
  13. გარემო 1072 - იქმნება კლიმატის ცვლილების საბჭო, რომლის შემადგენლობაში წევრის სტატუსით შედის საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი.
  14. გარემო 1071 - ცვლილება შედის საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების − გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის მიერ სახელმწიფო კონტროლის განხორციელების წესში, რომლის მიხედვით, დეპარტამენტს მიენიჭება უფლებამოსილება, საქართველოში წარმოებული პლასტიკის პარკების, ბიოდეგრადირებადი ან/და კომპოსტირებადი პარკების დადგენილ მოთხოვნებთან შესაბამისობის დადგენის მიზნით, რეგულირების ობიექტ(ებ)ის ტერიტორიაზე სინჯები აიღოს (სახელმწიფო კონტროლისთვის) და გაზომვები ჩაატაროს დათვალიერების წესით.
  15. გარემო 1068 - ცვლილება შედის ვეტერინარულ კონტროლს დაქვემდებარებული პროდუქტების ექსპორტის დროს გამოსაყენებელი ვეტერინარული სერტიფიკატების ფორმებსა და  მათი გაცემის  წესში, რომლის მიხედვით განისაზღვრა ბიზნესოპერატორის ვალდებულებები, ბიზნესოპერატორი რომელიც ახორციელებს ვეტერინარულ კონტროლს დაქვემდებარებული პროდუქტების ექსპორტს, არის ბიზნესოპერატორი, რომელიც  ვალდებულია დარეგისტრირდეს ეკონომიკურ საქმიანობათა რეესტრში.
  16. ფინანსები 1067 - სსიპ შემოსავლების სამსახურში 2020 წლისთვის დამხმარე ამოცანების შესასრულებლად შრომითი ხელშეკრულებით დასაქმებულ პირთა რაოდენობა განისაზღვრება 520 ერთეულით.
  17. ფინანსები 1041 - ცვლილება შედის მაღალმთიანი დასახლების საწარმოს სტატუსის მინიჭების, შეჩერებისა და შეწყვეტის წესში, პროექტის მომზადების მიზანია მაღალმთიანი დასახლების საწარმოს სტატუსის მქონე პირთა რეესტრის მუდმივად განახლებული ინფორმაციით უზრუნველყოფა.
    მაღალმთიანი დასახლების საწარმოს სტატუსის მქონე პირთა რეესტრს აწარმოებს სსიპ - შემოსავლების სამსახური. პროექტის მიხედვით, მეწარმე სუბიექტი, რომელსაც მინიჭებული აქვს მაღალმთიანი დასახლების საწარმოს სტატუსი და შეტანილია ამგვარ პირთა რეესტრში, ვალდებულია საქმიანობის სახის ან/და განხორციელების ადგილის ცვლილების შემთხვევაში, აღნიშნულის თაობაზე 10 დღის ვადაში აცნობოს შემოსავლების სამსახურს, რათა აღნიშნული ინფორმაცია აისახოს მაღალმთიანი დასახლების საწარმოს სტატუსის მქონე პირთა რეესტრში.

     

    ხელმოსაწერი:
  1. 1210 - საქართველოს ნავსადგურებში ერთი ფანჯრის პრინციპის (Single Window) კონცეფციის დანერგვის მიზანშეწონილობის კვლევისათვის, იქმნება უწყებათაშორისი საბჭო.
  2. ფინანსები 1094; 1176- მუნიციპალიტეტებში ინფრასტრუქტურული ობიექტების რეაბილიტაციის მიზნით, რეგიონული განვითარების სამთავრობო კომისიამ მიმდინარე წლის 13 იანვარს მიიღო გადაწყვეტილება აღნიშნულ განკარგულებაში საჩხერის მუნიციპალიტეტის დამატებაზე და განკარგულებაში არსებული ზოგიერთი მუნიციპალიტეტისათვის გამოყოფილი თანხების დაზუსტებაზე, რაც ჯამში გამოიწვევს დამატებით 24 362 996 ლარის გამოყოფას.
  3. 1162 - პროექტის მიხედვით, ,,საქართველოს მთავრობასა და ევროპის საბჭოს შორის საქართველოში ევროპის საბჭოს ოფისის და მისი სამართლებრივი სტატუსის შესახებ“ ურთიერთგაგების მემორანდუმის მოქმედება განახლდება ერთი წლით.
  4. 1161 - ნოტების გაცვლის გზით, გაიმართება მოლაპარაკება „საქართველოს მთავრობასა და ერაყის რესპუბლიკის მთავრობას შორის საიდუმლო ინფორმაციის გაცვლისა და ორმხრივად დაცვის შესახებ“ შეთანხმების ტექსტის მიღების მიზნით.
  5. 1124 - საქართველოს პრეზიდენტს მიეცემა თანხმობა ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეაზე სიტყვით გამოსვლისა და სხვა ოფიციალური შეხვედრების გამართვის მიზნით, 2020 წლის 27-29 იანვარს საფრანგეთის რესპუბლიკაში, ქალაქ სტრასბურგში სამუშაო ვიზიტთან დაკავშირებულ 2020 წლის 10 იანვრის N155 წერილით წარმოდგენილ წინადადებაზე.

პატივისცემით,  

ნათია

 

                        

 




Sincerely,

Natia Khmaladze

Ministry of Internally Displaced Persons, Labour, Health and Social Affairs of Georgia
Head of the Legal department
144, Tsereteli Ave., Tbilisi, Georgia, 0119
Tel: 577 288800
E_mail:natkhmaladze@moh.gov.ge