From : Natia Khmaladze <natkhmaladze@moh.gov.ge>
To : Giorgi Tsotskolauri <gtsotskolauri@moh.gov.ge>
Subject : ელ.მთავრობის საკითხები_15.04.20
Cc : tikhardziani@gmail.com; Marika Ghadua <mghadua@moh.gov.ge>; Tea Kankia <tkankia@moh.gov.ge>
Received On : 15.04.2020 09:20

მოგესალმებით ბატონო გიორგი,

შესათანხმებლად გეგზავნებათ ელ. მთავრობის საკითხები:


13831 - ეკონომიკა - „ტყითსარგებლობის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2010 წლის 20 აგვისტოს №242 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე“. პროექტის მიზანია განისაზღვროს მერქნული რესურსის მოჭრისათვის საკომპენსაციო თანხის გადახდის წესი სახელმწიფო საკუთრებაში არსებულ მიწებზე, ისეთი შემთხვევებისათვის, როდესაც სახელმწიფო საკუთრებაში არსებულ მიწებზე გაცემულია სასარგებლო წიაღისეულის მოპოვების ლიცენზია,  ტერიტორია  არაა სახელმწიფო ტყის ფონდის საზღვრებში, თუმცა დაფარულია მერქნული მცენარეული საფარით.

13824 - ფინანსები - „რეკონსტრუქციის და განვითარების საერთაშორისო ბანკის (IBRD) კაპიტალის გაზრდაში საქართველოს მონაწილეობის შესახებ“ საქართველოს მთავრობის განკარგულების პროექტი:პროექტის მიღების შემდეგ საქართველო გამოიწერს რეკონსტრუქციის და განვითარების საერთაშორისო ბანკის (IBRD)დამატებით 315 აქციას და მის ხელთ არსებული აქციების ჯამური რაოდენობა შეადგენს 2,590 აქციას, რაც მმართველთა საბჭოს გადაწყვეტილებებში შეესაბამება მთლიანი ხმების 0.12%-ს.

13822 - ფინანსები - „სსიპ - შემოსავლების სამსახურის მიერ სახელმწიფო შესყიდვის განხორციელებისათვის წინასწარი თანხმობის მიცემა -  ეხება საფოსტო და საკურიერო მომსახურების სახელმწიფო შესყიდვის განხორციელებას

13814 - სოფელი - პირველადი მოხმარების სასურსათო პროდუქტებზე ფასების შენარჩუნების  სახელმწიფო პროგრამის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2020 წლის  23 მარტის N185 დადგენილებაში ცვლილების შეტანის  თაობაზე“ საქართველოს მთავრობის დადგენილების პროექტი - ცვლილების შეტანა  განპირობებულია, პროგრამის განხორციელების პროცესში წარმოშობილი გარემობებით. აღნიშნული ცვლილებებით, პროგრამა  უფრო  მოქნილი და სრულყოფილი გახდება განხორციელების კუთხით როგორც ა(ა)იპ სოფლისა და სოფლის მეურნეობის განვითარების სააგენტოსათვის (შემდგომში - სააგენტო), ასევე ყველა იმ სტრუქტურული ერთეულისათვის, რომელიც ჩართულია  პროცესში.

 

 

 პატივისცემით,

ნათია