მოგესალმებით ბატონო გიორგი,
შესათანხმებლად გიგზავნით ელ. მთავრობის პროგრამის საკითხებს:
- ფინანსები 21691 - სსიპ - შემოსავლების სამსახური განახორციელებს გათბობა-გაგრილება-ვენტილაციის სისტემის სახელმწიფო შესყიდვას.
- ეკონომიკა 21639 -
ცვლილება შედის იზოლაციისა და კარანტინის წესებში, ტრენინგები, რომელთა უზრუნველყოფა აუცილებელია ფრენების და სააეროპორტო მომსახურების შეუფერხებელი განხორციელებისათვის, აგრეთვე მეზღვაურების მომზადებისათვის,
თავდაცვის ძალებსა და სამართალდამცავ უწყებებში განხორციელებულ სასწავლო-საწვრთნელ ღონისძიებებისათვის დაშვებული იქნება გამონაკლისი და არ გავრცელდება დისტანციური ფორმით ჩატარების წესი. აღნიშნული ტრენინგები ჩატარდება საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა,
შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს რეკომენდაციების შესაბამისად.
-გადაგზავნილია შრომის ინსპექტირებაში და ჯანდაცვის პოლიტიკაში პოზიციისთვის
- ფინანსები 21630 –
ცვლილება შედის ახალი კორონავირუსით (SARS-COV-2) გამოწვეული ინფექციის (COVID-19) შედეგად მიყენებული ზიანის შემსუბუქების მიზნობრივი სახელმწიფო პროგრამაში, ზუსტდება „ახალი კორონავირუსით (SARS-COV-2)
გამოწვეული ინფექციის (COVID-19) შედეგად მიყენებული ზიანის შემსუბუქების მიზნობრივი სახელმწიფო პროგრამის“ დებულებები, აგრეთვე, გაფართოვდება კომპენსაციის მიღებაზე უფლებამოსილ პირთა წრე.
ზუსტდება, რომ სახელმწიფო პროგრამის მიზანია
ეპიდემიის/პანდემიის გავრცელების
პერიოდში შემოსავლების მიუღებლობით გამოწვეული პრობლემების დაძლევა და კრიზისის შედეგად მიყენებული ზიანის შემსუბუქება. კომპენსაციის მიღებაზე უფლებამოსილ პირთა წრეს ემატება ის პირები, რომლებიც დაქირავებით საქმიანობას ეწეოდნენ 2019 წლის ივლისი-დეკემბრის თვეებიდან
ნებისმიერ უწყვეტ სამ თვეს, ამ პერიოდში იღებდნენ ხელფასს და ხელფასის მიუღებლობა უფიქსირდებათ 2020 წლის 1 ივლისამდე. ამასთან, 2020 წლის 1 ივლისამდე ხელფასის მიუღებლობის კრიტერიუმი ასევე გავრცელდება მოქმედი რედაქციით სახელმწიფო პროგრამის მეორე მუხლის ,,ა“ ქვეპუნქტის
საფუძველზე კომპენსაციის მიმღებ პირებთან მიმართებითაც (დაქირავებულები, რომლებიც დაქირავებით საქმიანობას ეწეოდნენ 2020 წლის პირველი სამი თვიდან რომელიმე ერთ თვეს მაინც, იღებდნენ ხელფასს (გარდა, პირის ორსულობის, მშობიარობისა და ბავშვის მოვლის, ან ახალშობილის
შვილად აყვანის გამო შვებულებაში ყოფნის შემთხვევისა) და 2020 წლის 1 ივნისამდე შეუწყდათ/შეუჩერდათ შრომითი ურთიერთობა დამქირავებელთან ან/და დამქირავებლისგან არ იღებენ ხელფასს).
გადაგზავნილია დასაქმების დეპარმენტში შესათანხმებლად. - ეკონომიკა 21618 - საქართველოს მთავრობას, შპს „აისს“, სს „ელექტროენერგეტიკული სისტემის კომერციული ოპერატორს“, სს „საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემას“, სს „გაერთიანებულ ენერგეტიკულ სისტემა საქრუსენერგოსა“ და შპს „ენერგოტანსს“ შორის გაფორმდება
შეთანხმება „ახალქალაქი ჰესის“ შესახებ 2016 წლის 7 ოქტომბერს გაფორმებულ ურთიერთგაგების მემორანდუმში ცვლილების შეტანის თაობაზე და ხელი მოეწერება ხელშეკრულებას აღნიშნული პროექტის სამშენებლო ფაზის დაწყების შესახებ, რის შედეგადაც, პროექტი გადავა სამშენებლო ფაზაზე.
- ეკონომიკა 21616 - სსიპ – საქართველოს სტანდარტებისა და მეტროლოგიის ეროვნული სააგენტო თავის კომპეტენციაში შემავალი ეროვნული ეტალონების (მუშა ეტალონების და სანიმუშაო გაზომვის საშუალებების) მოვლა- შენახვისა და საერთაშორისო დონეზე მიკვლევადობის
უზრუნველყოფისათვის აუცილებელ დაკალიბრებასთან დაკავშირებული მომსახურების სახელმწიფო შესყიდვას 2020 წლის განმავლობაში განახორციელებს გამარტივებული შესყიდვის საშუალებით.
- ფინანსები 21472 - მთავრობის ცნობად საქართველოს ფინანსთა სამინისტროს ინფორმაცია თბილისის მეტროს სადგურების რეაბილიტაციისთვის დაფინანსების მოზიდვის თაობაზე.
- გარემო 21454 - სს „ნენსკრა ჰიდრო“-ს მიეცემა უფლება, მესტიის მუნიციპალიტეტში, ბუნებრივი გარემოდან ამოიღოს საქართველოს წითელ ნუსხაში შეტანილი მცენარეები და შესაბამისად, შეუფერხებლად განაგრძოს ჰიდროელექტროსადგურის მშენებლობა.
- განათლება 21445 - ცვლილება შედის მასწავლებლის პროფესიული განვითარებისა და კარიერული წინსვლის სქემაში, რომლის შედეგად დარეგულირდება სქემით გათვალისწინებული საგნობრივი და პროფესიული კომპეტენციების დადასტურებისას კრედიტქულების დაგროვების საკითხი.
- რეგიონული 21444 - სსიპ - საქართველოს მუნიციპალური განვითარების
ფონდს დაევალა ახმეტის მუნიციპალიტეტის სოფელ ჯოყოლოში სოფლის სკოლასა და ჯოყოლო-დუმასტურის ხიდსა და სოფელ ბირკიანში სოფლის სკოლასთან მისასვლელი საავტომობილო გზების რეაბილიტაციისათვის საჭირო სამშენებლო სამუშაოების შესყიდვა. ფონდის მიერ განხორციელებული
სატენდერო პროცედურების შედეგად შეირჩა გამარჯვებული კომპანია შპს „გზამშენ გრუპი“, რომელმაც ვერ შეასრულა ვალდებულებები, აღნიშნულიდან გამომდინარე
ძალადაკარგულად ცხადდება „სსიპ - საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდის მიერ განსახორციელებელი ღონისძიებების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2017 წლის 14 მარტის №482 განკარგულება.
- მთავრობა 21364 - სიპ - ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიურო განახოციელებს შესასყიდი ობიექტების სახელმწიფო შესყიდვებს.
- შსს 21325 - საქართველოს სასაზღვრო პოლიცია, საპატრულო პოლიციის დეპარტამენტი და ქალაქ თბილისის პოლიციის დეპარტამენტი სახელმწიფო შესყიდვის პროცედურებს განახორციელებენ საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესის შესაბამისად.
- შსს 21324 - შინაგან საქმეთა სამინისტრო სახელმწიფო შესყიდვის პროცედურებს განახორციელებს საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესის შესაბამისად.
- შსს 21323 - შინაგან საქმეთა სამინისტრო სახელმწიფო შესყიდვის პროცედურებს განახორციელებს საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესის შესაბამისად.
- შსს 21322 - შინაგან საქმეთა სამინისტრო სახელმწიფო შესყიდვის პროცედურებს განახორციელებს საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესის შესაბამისად.
- შსს 21320 - საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის მიერ გამარტივებული შესყიდვის საშუალებით განხორციელდება ზღვაზე მაშველებისთვის ფორმების (მაისური, შორტი, კეპი, სანაპიროზე სასიარულო ფეხსაცმელი) სამაშველო აღჭურვილობის/ინვენტარის (მალიბუ,
ტივტივა, სასტვენი, დურბინდი, ქოლგა, სამაშველო ჟილეტის განახლება, სამაშველო თოკების) სახელმწიფო შესყიდვა.
- შსს 21319 - გამარტივებული შესყიდვის საშუალებით შინაგან საქმეთა სამინისტრო განახორციელებს სხვადასხვა დანაყოფის მოსამსახურეებისთვის მაისურების სახელმწიფო შესყიდვას.
- რეგიონული 21292 - ადიგენის მუნიციპალიტეტის დაბა აბასთუმანში მრავალფუნქციური ავტოსადგომის და მისი ცენტრალურ საავტომობილო გზასთან დამაკავშირებელი ორი სახიდე გადასასვლელის მოსაწყობად სამშენებლო სამუშაოებისათვის საჭირო ტექნიკურ-ეკონომიკური
დასაბუთებისა და აღნიშნული ტექნიკურ-ეკონომიკური დასაბუთების შესაბამისად, სამშენებლო სამუშაოების განხორციელების მიზანშეწონილად მიჩნევის შემთხვევაში, განხორციელდება სამშენებლო სამუშაოებისათვის საჭირო საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციის მოსამზადებლად საჭირო
მომსახურების შესყიდვა.
- ფინანსები 21272 - მედიაციის სისტემის შეუფერხებელი ფუნქციონირებისათვის, სსიპ - საქართველოს მედიატორთა ასოციაციის პირველადი ხარჯების დაფინანსების მიზნით, საქართველოს მთავრობის სარეზერვო ფონდიდან, საქართველოს იუსტიციის უმაღლეს
საბჭოს გამოეყოფა 200 000 ლარი.
- განათლება 21238 - სსიპ საგანმანათლებლო და სამეცნიერო ინფრასტრუქტურის განვითარების სააგენტო (ბაზრის კვლევა და ეკონომიკური კვლევა; გამოკითხვები და სტატისტიკა) განახორციელებს სახელმწიფო შესყიდვას.
- განათლება 21235 - საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს მიეცემა თანხმობა, ტვირთის გადაზიდვისა და შენახვის მომსახურებების ფარგლებში განახორციელოს სახელმწიფო შესყიდვა.
ხელმოსაწერი:
- 21781 - პროექტის მიხედვით, „შპს „ქართული ნატურალური პროდუქტების“ („შპს „ქართული ნატურალური პროდუქტები“ არის სს „საპარტნიორო ფონდის“ 100% (90%-ს ფლობს პირდაპირ ხოლო 10%-ს არაპირდაპირ შვილობილი კომპანიის მეშვეობით) წილობრივი
მონაწილეობით ბელარუსის რესპუბლიკაში დაფუძნებული კომპანია, რომლის საქმიანობის მიზანია ბელარუსის რესპუბლიკაში ქართული პროდუქტების პოპულარიზაცია და რეალიზაცია.) მიერ საქონლისა და მომსახურების შესყიდვების სპეციალურ წესის მოქმედების ვადა გახანგრძლივდება 2021
წლის 1 ივლისამდე და აგრეთვე იზრდება დადგენილი ლიმიტი გამარტივებულ შესყიდვებთან დაკავშირებით.
- 21570 - 2020 წლის 20 მაისს ,,კორპორაციასა“ და შვეიცარიის კონფედერაციის კანტონ ცუგში დაფუძნებულ შპს „გაზპრომ ექსპორტის“ შვილობილ კომპანიას - GAZPROM Schweiz AG-ს შორის გაფორმდა ხელშეკრულება „საქართველოში გაზის მიწოდების შესახებ“, პროექტის
მიხედვით კომერციულ საიდუმლოებად იქნება მიჩნეული წინამდებარე განკარგულების გამოცემის მიზნით საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროში წარდგენილი ინფორმაცია (გარდა განკარგულების პროექტისა) და დოკუმენტაცია.
- 21565 - მთავრობის ცნობად , „საქართველოს ნავთობისა და გაზის კორპორაციის“ მიერ 2020 წლის 20 მაისს გაფორმებული ხელშეკრულების თაობაზე.
პატივისცემით,
ნათია