From : Natia Khmaladze <natkhmaladze@moh.gov.ge>
To : Giorgi Tsotskolauri <gtsotskolauri@moh.gov.ge>
Subject : ელ.მთავრობის საკითხები_15.10.19
Cc : tikhardziani@gmail.com
Received On : 15.10.2019 10:22

           მოგესალმებით ბატონო გიორგი,

გიგზავნით ელ. მთავრობის პროგრამის საკითხებს:

  1. სახელმწიფო მინისტრის აპარატი შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში 40457 - იქმნება შეიარაღებული კონფლიქტების შედეგად უგზო-უკვლოდ დაკარგული პირების მოძიებისა და გადმოსვენების უწყებათაშორისი კომისია და მტკიცდება კომისიის დებულება. კომისიის უნივერსალურ შემადგენლობაში, წევრის სტატუსით შედის საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის მოადგილე.
  2. შსს 40446 - პროექტი ითვალისწინებს, საქართველოს მთავრობის საკანონმდებლო ინიციატივის წესით საქართველოს პარლამენტში წარდგენილ საქართველოს კანონის პროექტზე „იარაღის შესახებ“ და მისგან გამომდინარე კანონპროექტებზე მომხსენებელი პირების დანიშვნას.
  3. შსს 40445 - პროექტი ითვალისწინებს, საქართველოს მთავრობის საკანონმდებლო ინიციატივის წესით საქართველოს პარლამენტში წარდგენილ საქართველოს კანონის პროექტზე „საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსში  და მისგან გამომდინარე კანონპროექტზე მომხსენებელი პირების დანიშვნას.
  4. შსს 40444 - პროექტი ითვალისწინებს, საქართველოს მთავრობის საკანონმდებლო ინიციატივის წესით საქართველოს პარლამენტში წარდგენილ საქართველოს კანონის პროექტზე „უმაღლესი განათლების შესახებ“ და მისგან გამომდინარე კანონპროექტებზე მომხსენებელი პირების დანიშვნას.
  5. შსს 40439 - პროექტი ითვალისწინებს, საქართველოს მთავრობის საკანონმდებლო ინიციატივის წესით საქართველოს პარლამენტში წარდგენილ საქართველოს კანონის პროექტზე „სქესობრივი თავისუფლებისა და ხელშეუხებლობის წინააღმდეგ მიმართულ დანაშაულთან ბრძოლის შესახებ“ და მისგან გამომდინარე კანონპროექტებზე მომხსენებელი პირების დანიშვნას.
  6. განათლება 40417 - სსიპ მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნულ ცენტრში, შრომითი ხელშეკრულებით დასაქმებულ პირთა რაოდენობა განსაზღვრება არა უმეტეს 1843 ერთეულით, მათ შორის, არამუდმივი ამოცანების შესასრულებლად - 40 ერთეულით.
  7. განათლება 40389 - განათლება 38548 - მტკიცდება „ადრეული აღზრდისა და განათლების მომსახურების ან/და სკოლამდელი აღზრდისა და განათლების მომსახურების მიმწოდებელი ან/და მხოლოდ სასკოლო მზაობის პროგრამის განმახორციელებელი იურიდიული პირის ავტორიზაციის წესი“.

    პროექტი შეთანხმდა  ჯანდაცვისა და სოციალურ დეპარტამენტებთან, შენიშვნები არ გააჩნიათ. პროექტი აიტვირთა განმეორებით.
  8. ეკონომიკა 40341 - ცაგერის მუნიციპალიტეტს მიეცემა შესაძლებლობა   მოიპოვოს   10 860  მ³   სასარგებლო    წიაღისეული  (5550 საყორე ქვა და 5310 კირქვის ღორღი) სტიქიის შედეგად დაზიანებული ადგილობრივი მნიშვნელობის გზების სარეაბილიტაციო სამუშაოების განხორციელების მიზნით.
  9. ეკონომიკა 40339 - ონის  მუნიციპალიტეტს მიეცემა შესაძლებლობა   მოიპოვოს   4 050 მ³   სასარგებლო წიაღისეული  ქვიშა-ხრეში ადგილობრივი მნიშვნელობის გზების რეაბილიტაციის მიზნით.
  10. ეკონომიკა 40338 - შპს „დაუთას“ 2017 წელს იჯარის ხელშეკრულების საფუძველზე, 25 წლის ვადით, სარგებლობის უფლებით გადაეცა ონის მუნიციპალიტეტის სოფელ შქმერში მდებარე 64.0664 ჰა სასოფლო-სამეურნეო (სათიბი) დანიშნულების მიწის ნაკვეთი.

    კომპანიამ იკისრა რიგი ვალდებულებები, მათ შორის: ყოველწლიური საიჯარო ქირის (768 ლარი) გადახდა ყოველი წლის 20 აპრილამდე, ონის მუნიციპალიტეტის სოფელ პიპილეთში მდებარე 623.00 კვ.მ. სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთზე ან ონის მუნიციპალიტეტის სოფელ პიპილეთში მდებარე 3308.00 კვ.მ. სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთზე ან მათ ნაწილზე არანაკლებ 45 სულ მსხვილფეხა რქოსან პირუტყვზე გათვლილი ფერმ(ებ)ის აშენება, მოწყობა და ამ მიზნით არანაკლებ 95 000 ლარის ოდენობის ინვესტიციის განხორცილება.

    პროექტი ითვალისწინებს, მოიჯარეს ხელშეკრულების საფუძველზე დაკისრებული პირგასამტეხლოსგან გათავისუფლებას.
  11. ეკონომიკა 40333 - მთავრობასთან თანხმდება, სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს 2019 წლის ბიუჯეტი, საშტატო ნუსხა და სახელფასო ფონდი.
  12. ეკონომიკა 40331 -  უძრავი ქონება პირდაპირი მიყიდვის ფორმით, 4 854 694.06 ლარად საკუთრებაში გადაეცემა შპს „გასკო+”-ს, რაც უზრუნველყოფს სენაკის მუნიციპალიტეტში სოფლების გაზიფიკაციის მასშტაბური პროექტის განხორციელებას.
  13. ეკონომიკა 40330 - ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიას გადაეცემა უძრავი ქონება, რომელიც გამოყენებული იქნება ქანდაკების განთავსების მიზნით.  
  14. შსს 40264 - პროექტი ითვალისწინებს, საქართველოს მთავრობის საკანონმდებლო ინიციატივის წესით საქართველოს პარლამენტში წარდგენილ საქართველოს კანონის პროექტზე: ,საგზაო მოძრაობის შესახებ“ და მისგან გამომდინარე კანონპროექტებზე მომხსენებელი პირების დანიშვნას.
  15. შსს 40262 - პროექტი ითვალისწინებს, საქართველოს მთავრობის საკანონმდებლო ინიციატივის წესით საქართველოს პარლამენტში წარდგენილ საქართველოს კანონის პროექტზე ,,საქართველოს სახელმწიფო საზღვრის შესახებ“ და მისგან გამომდინარე კანონპროექტებზე მომხსენებელი პირების დანიშვნას.
  16. შსს 40259 - პროექტი ითვალისწინებს, საქართველოს მთავრობის საკანონმდებლო ინიციატივის წესით საქართველოს პარლამენტში წარდგენილ საქართველოს კანონის პროექტზე „საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ და მისგან გამომდინარე კანონპროექტებზე მომხსენებელი პირების დანიშვნას.
  17. შსს 40246 - პროექტი ითვალისწინებს, საქართველოს მთავრობის საკანონმდებლო ინიციატივის წესით საქართველოს პარლამენტში წარდგენილ საქართველოს კანონის პროექტებზე „ოპერატიულ-სამძებრო საქმიანობის შესახებ“ და მისგან გამომდინარე კანონპროექტებზე მომხსენებელი პირების დანიშვნას.
  18. მთავრობა 40503 - სსიპ - საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემია თავის სარგებლობაში არსებულ ფართს აუქციონის გარეშე იჯარით გადაცემს შპს ჰოსფიტალითი მენეჯმენტ გრუპს.
  19. ეკონომიკა 40506 - შპს „პალიასტომი-2004“ - ს საკუთრებაში გადაეცემა სახელმწიფო საკუთრებაში არსებული, ხობის მუნიციპალიტეტში, სოფელ ყულევში მდებარე არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი, რაც ხელს შეუწყობს საკვები პროდუქტების მწარმოებელი საწარმოს შექმნას და ამ მიზნით 3 806 000 ლარის ინვესტიციის განხორციელებას.
  20. რეგიონული 40505 - მტკიცდება ბორჯომის მუნიციპალიტეტში, დაბა ბაკურიანის სარეკრეაციო ტერიტორიაზე, მდებარე მიწის ნაკვეთების -  კორექტირებული განაშენიანების რეგულირების გეგმა.

    ფუნქციურ ზონებად განისაზღვრა: საცხოვრებელი ზონა 2 (სზ2) და სატრანსპორტო ზონა 1 (ტზ1); საპროექტო წინადადება გულისხმობს, ტერიტორიის გამწვანებასა და კეთილმოწყობას.
  21. რეგიონული 40504 - პროექტის მიხედვით, წალენჯიხის მუნიციპალიტეტი განახორციელებს შესაბამისი ინფრასტრუქტურული პროექტების საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაცის შესყიდვას და პროექტების განხორციელებას.
  22. შსს 40243 - ძალადაკარგულად ცხადდება საქართველოს მთავრობის საკანონმდებლო ინიციატივის წესით საქართველოს პარლამენტში წარდგენილ საქართველოს კანონის პროექტებზე მომხსენებელი პირების დანიშვნის შესახებ განკარგულების პროექტები, რაც გამოწვეულია მთავრობაში განხორციელებული საკადრო ცვლილებებით.
  23. შსს 40241 - პროექტი ითვალისწინებს, საქართველოს მთავრობის საკანონმდებლო ინიციატივის წესით საქართველოს პარლამენტში წარდგენილ საქართველოს კანონის პროექტზე „საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საჯარო სამართლის იურიდიული პირის - საზოგადოებრივი უსაფრთხოების მართვის ცენტრის „112“-ის შესახებ“ და მისგან გამომდინარე კანონპროექტებზე მომხსენებელი პირების დანიშვნას.

 

ხელმოსაწერი:

  1. 40463 - საქართველოს პრეზიდენტს მიეცემა თანხმობა მისი აღმატებულების, იაპონიის პრინცის ნარუჰიტოს იმპერატორის ტახტზე ამაღლების ცერემონიაზე დასწრების, ასევე, ტოკიოს მერსა და იაპონიის მთავრობის წევრებთან ოფიციალური შეხვედრების გამართვის მიზნით, 2019 წლის 19-25 ოქტომბერს იაპონიაში, ქ. ტოკიოში სამუშაო ვიზიტთან დაკავშირებულ 2019 წლის 4 ოქტომბრის N 7869 წერილით წარმოდგენილ წინადადებაზე.

 

პატივისცემით,  

ნათია