From : Natia Khmaladze <natkhmaladze@moh.gov.ge>
To : Giorgi Tsotskolauri <gtsotskolauri@moh.gov.ge>; tikhardziani@gmail.com
Subject : ელ.მთავრობის საკითხები_16.01.2020
Received On : 16.01.2020 07:01

           მოგესალმებით ბატონო გიორგი,

შესათანხმებლად გიგზავნით ელ. მთავრობის პროგრამის საკითხებს:

  1. ფინანსები 1364 - სსიპ - საქართველოს ფინანსთა სამინისტროს მომსახურების სააგენტო სსიპ ,,ველური ბუნების ეროვნული სააგენტოს“ უსასყიდლოდ გადაცემს 3289 ლარის ღირებულების დეკორატიულ მცენარეებს.
  2. ფინანსები 1362 - მთავრობასთან თანხმდება, ბუღალტრული აღრიცხვის, ანგარიშგებისა და აუდიტის ზედამხედველობის სამსახურის საშტატო ნუსხა, თანამდებობრივი სარგოები და შრომის ანაზღაურების ფონდი.
  3. თავდაცვა 1359 - მთავრობასთან თანხმდება, „GG-B-DAF ამერიკის შეერთებული შტატების მთავრობის მიერ საქართველოს მთავრობისათვის გამოყოფილი გრანტის ხელშეკრულების დამატება 1“ .
    ამერიკის შეერთებული შტატების კონგრესი ყოველწლიურად ამტკიცებს „სახელმწიფო დეპარტამენტის, საგარეო ოპერაციებისა და დაკავშირებული პროგრამების ასიგნებების აქტს“, რომელიც განსაზღვრავს საგარეო სამხედრო დაფინანსების საკითხებს პარტნიორი ქვეყნებისათვის, მათ შორის, საქართველოსთვისაც. ცვლილებით იზრდება GG-B-DAF გრანტის ხელშეკრულების  მოცულობა 2 092 478 აშშ დოლარით და შეადგენს 3 952 477 აშშ დოლარს.
  4. თავდაცვა 1358 - თავდაცვის სამინისტრო საქართველოს 2020 წლის სახელმწიფო ბიუჯეტით მისთვის გათვალისწინებული ასიგნებების ფარგლებში, 2020 წლის განმავლობაში პროთეზირების სფეროში მომსახურების სახელმწიფო შესყიდვას განახორციელებს გამარტივებული შესყიდვის საშუალებით, შპს „შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა სოციალური რეაბილიტაციის ცენტრისგან“.
  5. იუსტიცია 1346 - მტკიცდება 2020 წელს სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოში ასარჩევად საქართველოდან წარსადგენი მოსამართლეობის კანდიდატის შერჩევის წესი, რომელიც უზრუნველყოფს საქართველოდან წარსადგენი კანდიდატის შერჩევას რომის სტატუტის მოთხოვნათა სრული დაცვით.
  6. რეგიონული 1338 - მტკიცდება ჩოხატაურის მუნიციპალიტეტში, ბახმაროს სარეკრეაციო ტერიტორიაზე მდებარე 13805.00 კვ.მ გეგმარებითი არეალის განაშენიანების  რეგულირების გეგმა.
  7. ფინანსები 1333 - პროექტი ითვალისწინებს ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის მიერ 2020 წლის ბიუჯეტით გათვალისწინებული მიმდინარე ვალდებულების დაფინანსებას.
  8. ფინანსები 1284 - ცვლილება შედის დავის განმხილველი ორგანოების რეგლამენტში, სადაც ზუსტდება საქართველოს ფინანსთა სამინისტროს სისტემაში არსებული დავის განმხილველი ორგანოების მიერ მიღებული შუალედური ან/და საბოლოო გადაწყვეტილების მომჩივანისათვის გაგზავნის წესი.
  9. ფინანსები 1219 - სსიპ - საქართველოს ფინანსთა სამინისტროს მომსახურების სააგენტო საქართველოს ეროვნული ბოტანიკურ ბაღს უსასყიდლოდ გადაცემს 1,805.00 ლარის ღირებულების დეკორატიულ მცენარეებს.

     

    ხელმოსაწერი:
  1. 1366 - ხელი ეწერება საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს სახელმწიფო კონტროლს დაქვემდებარებულ სსიპ − საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრში შრომითი ხელშეკრულებით დასაქმებულ პირთა რიცხოვნობის განსაზღვრის თაობაზე"   საქართველოს  მთავრობის  განკარგულების პროექტს.



პატივისცემით,  

ნათია




Sincerely,

Natia Khmaladze

Ministry of Internally Displaced Persons, Labour, Health and Social Affairs of Georgia
Head of the Legal department
144, Tsereteli Ave., Tbilisi, Georgia, 0119
Tel: 577 288800
E_mail:natkhmaladze@moh.gov.ge