| From : | Natia Khmaladze <natkhmaladze@moh.gov.ge> |
| To : | Giorgi Tsotskolauri <gtsotskolauri@moh.gov.ge> |
| Subject : | ელ.მთავრობის საკითხები_16.07.19 |
| Received On : | 16.07.2019 11:25 |
ბატონო გიორგი,
შესათანხმებლად გიგზავნით ელ. მთავრობის პროგრამის საკითხებს:
1. ეკონომიკა 27524 - საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს 27.12.2016 წლის წერილით წარდგენილ შუამდგომლობაზე დაყრდნობით, გამოცემული იქნა „სახელმწიფო საკუთრებაში არსებული უძრავი ნივთების უსასყიდლოდ საკუთრებაში გადაცემის ფორმით პრივატიზების შესახებ” საქართველოს მთავრობის 2017 წლის 24 იანვრის N86 განკარგულება), რომელიც ითვალისწინებდა დევნილ ოჯახთათვის ამავე განკარგულებით გათვალისწინებული უძრავი ნივთების საკუთრებაში გადაცემას.
ზემოხსენებული სამინისტროს მიერ სააგენტოსთვის მიწოდებული ინფორმაციის თანახმად, 2011 წლის 09 აგვისტოს საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს წარმომადგენელსა და ფიზიკურ პირს - დალი გახარიას (პ/ნ 01001042129) შორის გაფორმდა უძრავი ნივთის ნასყიდობის ხელშეკრულება, აღნიშნული ნასყიდობის ხელშეკრულების საფუძველზე ხსენებულმა სამინისტრომ, შემდგომში დევნილთა განსახლების მიზნით შეიძინა უძრავი ნივთები. საქართველოს მთავრობის N86 განკარგულების საფუძველზე, 2017 წლის 17 თებერვალს გაფორმებული ნასყიდობის ხელშეკრულებით ნუგზარ სამსიანსა და ბროლისა ლუხუტაშვილს საკუთრებაში გადაეცათ 1085 კვ.მ. საკარმიდამო მიწის ნაკვეთი, საცხოვრებელ სახლთან ერთად. ამასთან, საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს ხსენებული შუამდგომლობის დანართში დაშვებული იქნა ხარვეზი, კერძოდ, ნუგზარ სამსიანს და ბროლისა ლუხუტაშვილს დამატებით საკუთრებაში უნდა გადასცემოდათ გურჯაანის მუნიციპალიტეტში, სოფელ ვაზისუბანში მდებარე, ჯამში 10 536.00 კვ.მ. სასოფლო-სამეურნეო (სახნავი) დანიშნულების მიწის ნაკვეთები.
სსიპ - სოციალური მომსახურების სააგენტოს 30.01.2019 წლის წერილით, ასევე, წარდგენილია ნუგზარ სამსიანისა და ბროლისა ლუხუტაშვილის ერთობლივი განცხადება, რომლითაც ისინი ითხოვენ 2017 წლის 24 იანვრის N86 განკარგულებაში დაშვებული ხარვეზის აღმოფხვრასა და უძრავი ნივთების დამატებით თანასაკუთრებაში გადაცემას, მომზადდა შესაბამის განკარგულების პროექტი.
პროექტი შეთანხმდა დევნილთა დეპარტამენტთან, შენიშვნები არ აქვთ.
2. შპს „რებასს“ (უფლებამონაცვლე: შპს „ბაზალტ ფაიბერსი“) 2015 წელს მყიდველს ნაკისრი ვალდებულებების შესრულების პირობით, 1 ლარად საკუთრებაში გადაეცა: ქ. რუსთავში, მშვიდობის ქ. N2-ის მიმდებარედ არსებული 60 127 კვ.მ. არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი და მასზე დამაგრებული შენობა ნაგებობები ხელშეკრულების თანახმად, კომპანიამ იკისრა ვალდებულებები: ქონებაზე სამშენებლო მასალების მწარმოებელი საწარმოს შექმნა და წარმოების დაწყება, არანაკლებ 1 444 136 ლარის ინვესტიციის განხორციელება.
პროექტის მიხედვით, მყიდველს ნაკისრი ვალდებულება გადაუვადდება 10 თვით 2020 წლის 14 აპრილამდე. ამასთან, 2017 წლიდან 5 წლით კერძოდ, 2022 წლამდე შეინარჩუნებს საწარმოს პროფილს. გათავისუფლდება დაკისრებული პირგასამტეხლოსაგან, დარჩენილი ვალდებულების შესრულების პირობით.
3. პროექტი ითვალისწინებს დაზარალებულად ცნობილი პირისათვის სახელმწიფო საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების პირდაპირი მიყიდვის ფორმით სიმბოლურ ფასად, 1 ლარად საკუთრებაში გადაცემას, იმ პირობით, რომ სახელმწიფო ქონების შემძენი უარს განაცხადებს სახელმწიფოს მიმართ ქონებრივი ან სხვა სახის ზიანის ანაზღაურებაზე, ასევე, ყოველგვარ მოთხოვნაზე, საჩივარზე, სარჩელზე, როგორც საქართველოს საერთო სასამართლოებში, ისე, ნებისმიერი სხვა ქვეყნის, მათ შორის, ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში ან/და არბიტრაჟში.
4. ეკონომიკა 28524 - ფ/პ პაატა პაპავაძეს საკუთრებაში გადაეცემა მცხეთის მუნიციპალიტეტში, მუხათწყაროს მიმდებარედ 28000 კვ.მ. არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი, პაატა პაპავაძის საკუთრებაში არსებული, ქ. თბილისში, სოფელ ქვემო ლისში, ვარდისწყაროში მდებარე, 8000 კვ.მ. სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთის სანაცვლოდ უფლებრივი ტვირთისაგან, მათ შორის, მესამე პირ(ებ)ის იპოთეკის უფლებისაგან თავისუფალ მდგომარეობაში სახელმწიფო საკუთრებაში გადაცემის სანაცვლოდ იმ პირობით, რომ პაატა პაპავაძე დაფარავს უძრავი ქონების საბაზრო ღირებულებებს შორის არსებულ სხვაობას (43495 ლარს) შესაბამისი ხელშეკრულების გაფორმებიდან 30 კალენდარული დღის ვადაში.
5. მთავრობა 28497 - სსიპ - ვეტერანების სახელმწიფო სამსახური უზრუნველყოფს საკუთარი სახსრებიდან, 50000 ლარის სსიპ ვ. სანიკიძის სახელობის ომის ვეტერანთა კლინიკური ჰოსპიტლისათვის გადაცემას, მისი შეუფერხებელი ფუნქციონირების ხელშეწყობის უზრუნველყოფის მიზნით.
6. გარემო 28459 - პროექტის მიხედვით, ძალადაკარგულად გამოცხადდება ,,სს ,,სვანეთი ჰიდროსთვის“ სახელმწიფო ტყის ფონდით სპეციალური დანიშნულებით სარგებლობისთვის და 35 გრადუსამდე დაქანების ფერდობებზე სპეციალური ჭრების განხორციელებაზე ნებართვის მიცემის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2016 წლის 29 დეკემბრის N2692 განკარგულება და ,,სს ,,სვანეთი ჰიდროსთვის“ სახელმწიფო ტყის ფონდით სარგებლობის ვადის განსაზღვრის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2018 წლის 15 მარტის №603 განკარგულება, რის შემდეგაც გაუქმდება აღნიშნული განკარგულებებით გათვალისწინებულ ტერიტორიებზე არსებული სახელმწიფო ტყის ფონდით სპეციალური დანიშნულებით სარგებლობა.
7. გარემო 28458 - ცვლილება შედის ჯავახეთის დაცული ტერიტორიების მენეჯმენტის გეგმაში. პროექტის მიხედვით, შესაძლებელი გახდება ჯავახეთის ეროვნული პარკის ტრადიციული გამოყენების ზონაში ადგილობრივი მოსახლეობის საჭიროებიდან გამომდინარე სასმელი და სარწყავი სისტემის მშენებლობა/რეაბილიტაციის სამუშაოების განხორციელება.
8. განათლება 28424 - პროექტის მიხედვით, ქვემო ბოლნისის სამეკლესიან ბაზილიკას განესაზღვრება ეროვნული მნიშვნელობის კატეგორია.
9. ფინანსები 28389 - აზიის განვითარების ბანკის (ADB) დაფინანსებით მიმდინარე „მდგრადი ურბანული ტრანსპორტის საინვესტიციო პროგრამის“ განხორციელების მიზნით, საქართველოსა და ADB-ს შორის 2010 წლის 21 ივნისს გაფორმდა ჩარჩო ხელშეკრულება (შემდგომში FFA). FFA ითვალისწინებს საქართველოსთვის 2010-2020 წლებში 300 მილიონი აშშ დოლარის ოდენობის დაფინანსების პროგრამის შექმნას ურბანული ტრანსპორტის ინფრასტრუქტურის სრულყოფის, რეკონსტრუქციისა და რეაბილიტაციისათვის.
იმის გათვალისწინებით, რომ „მდგრადი ურბანული ტრანსპორტის საინვესტიციო პროგრამის“ ვადა იწურება 2020 წლის 18 ივლისს, ვეღარ ესწრება არსებული დანაზოგის გამოყენება სხვა პროექტებისთვის, მთავრობასთან თანხმდება საქართველოს ფინანსთა სამინისტროს ინფორმაცია, აზიის განვითარების ბანკის (ADB) მიერ დაფინანსებული „მდგრადი ურბანული ტრანსპორტის საინვესტიციო პროგრამის“ პროექტი 2-ის და პროექტი 3-ის ფარგლებში არსებული დანაზოგების გაუქმების თაობაზე.
10. რეგიონული 28387 - პროექტის მიხედვით, განხორციელდება ელექტროენერგიის გარეშე არსებული დასახლებებისათვის (ოჯახებისათვის) მზის პანელების უზრუნველყოფის დაფინანსება.
მზის თითოეული პანელის ღირებულება შეადგენს 14 300 ლარს, რომლის დაფინანსებაც განხორციელდება „მაღალმთიანი დასახლებების განვითარების ფონდისათვის გათვალისწინებული ასიგნებებიდან თანხის გამოყოფის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2019 წლის 4 აპრილის №751 განკარგულების „დ“ ქვეპუნქტის საფუძველზე, რეგიონული სამინისტროსათვის გამოყოფილი თანხის, 2 000 000 ლარის ფარგლებში, ამასთან საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის და ფინანსთა სამინისტროები მუნიციპალიტეტების მიერ მზის პანელების შეძენის სრულად დაფინანსების მიზნით, განახორციელებს შესაბამის ღონისძიებებს.
11. რეგიონული 28366 - ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტს მიეცემა უფლება წარმოქმნილი ეკონომიების - 422 980 ლარის, ფარგლებში განახორციელოს საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციის შეძენის დაფინანსება.
12. მთავრობა 28326 - საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტი, 2019-2020 წლებში უზრუნველყოფს შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ქუთაისის (ჭომა) - ალპანა - მამისონის უღელტეხილის საავტომობილო გზის არსებული ნამახვანი-ალპანას 27 კმ-იანი მონაკვეთის განვლადობის გაუმჯობესებისა და მოვლა-შენახვის სამუშაოების განხორციელებას.
13. განათლება 28325 - სსიპ განათლების მართვის საინფორმაციო სისტემა ქსელების სახელმწიფო შესყიდვას განახორციელებს, 2 746 444.55 ლარის ფარგლებში.
14. თავდაცვა 28311 - პროექტის მიხედვით, 2019 წელს აქტიურ სარეზერვო სამსახურში მისაღებ პირთა რაოდენობა განისაზღვრება არაუმეტეს 300 პირის ოდენობით.
15. ეკონომიკა 28298 - ცვლილება შედის „აწარმოე საქართველოში“ სახელმწიფო პროგრამაში, რომლის მიხედვით, შპს „პროდაქშენ ჰაუსი“-ს, მიერ ამავე პროგრამის ფარგლებში საქართველოს ტერიტორიაზე დახარჯული მთლიანი კვალიფიციური ხარჯის მაქსიმალურ ოდენობად განისაზღვრება 11255641.59 ლარი.
ხელმოსაწერი:
გ) საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო;
დ) საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სისტემაში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირი - სამოქალაქო ავიაციის სააგენტო (შემდგომ - ავიაციის სააგენტო);
ე) საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სისტემაში შემავალი საჯაროსამართლის იურიდიული პირი - საზღვაო ტრანსპორტის სააგენტო (შემდგომ - საზღვაო სააგენტო);
ვ) საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს შპს „საქაერონავიგაცია“;
ზ) საქართველოს ტერიტორიაზე მოქმედ აეროპორტებთან და აეროდრომებთან არსებული საავარიო სამაშველო სამსახურები;
თ) საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება - საქართველოს სასაზღვრო პოლიცია (შემდგომ - საქართველოს სასაზღვრო პოლიცია);
ი) ავიაკომპანიები და ყველა ის იურიდიული პირი, რომელიც განსაზღვრულია „სამოქალაქო უსაფრთხოების შესახებ“ საქართველოს კანონით.
პატივისცემით,
ნათია ხმალაძე