მოგესალმებით ბატონო გიორგი,
შესათანხმებლად გიგზავნით ელ. მთავრობის პროგრამის საკითხებს:
- საგარეო 40706 - პროექტის მიხედვით, სუდანის რესპუბლიკის დიპლომატიური გადაფარვა განხორციელდება თურქეთის რესპუბლიკაში საქართველოს საელჩოდან.
- თავდაცვა 40688 - იქმნება ნატო-საქართველოს არსებითი პაკეტის (SNGP) უწყებათაშორისი საბჭო, რომელიც განახორციელებს ნატო-საქართველოს არსებითი პაკეტის (SNGP) ფარგლებში გასატარებელი ღონისძიებების დაგეგმვას, მათი აღსრულების კოორდინაციასა და მონიტორინგს, ასევე ნატო-საქართველოს არსებითი პაკეტის (SNGP) ფარგლებში განსაზღვრული ვალდებულებების იმპლემენტაციას.
- განათლება 40676 - მთავრობასთან თანხმდება, ევროკავშირსა (რომელსაც წარმოადგენს ევროკომისია) და სსიპ - შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნულ სამეცნიერო ფონდს შორის გასაფორმებელი საგრანტო ხელშეკრულების (ნომერი 870232 — EuGeNeS) პროექტი, რომლის ფარგლებში მკვლევარებსა და კვლევებზე ორიენტირებულ ანტრეპრენერებს მიეცემათ შესაძლებლობა ისარგებლონ მობილობით, განავითარონ კარიერა, გაიმდიდრონ გამოცდილება, გააღრმავონ საერთაშორისო კვლევითი თანამშრომლობა.
- ეკონომიკა 40593 - ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტს საკუთრებაში ძირითადი (განუსხვისებელი) ქონების სახით გადაეცემა უძრავი ქონება, რომელიც გამოყენებული იქნება მუნიციპალიტეტის საჯარო ფუნქციების შესრულებისა და უფლებამოსილების განსახორციელებლად.
- ეკონომიკა 40591 - ეკონომიკის სამინისტროს მიერ ანაზღაურდება რუსეთის ფედერაციის მიერ განხორციელებული სამხედრო აგრესიის შედეგად ოკუპირებულ ტერიტორიებზე გორის, საჩხერისა და ახალგორის მუნიციპალიტეტების სოფლებში (ზემოარცევი, ახმაჯი, ქარძმანი, სინაგური და თედელეთი) არსებული აბონენტების მიერ, 2018 წლის ნოემბრის თვიდან 2019 წლის ნოემბრის ჩათვლით მოხმარებული ელექტროენერგიის ღირებულება.
- რეგიონული 40572 - სიღნაღის მუნიციპალიტეტი მისთვის გამოყოფილი სახსრებიდან დარჩენილი ეკონომიით - ჯამში 64 763 ლარს მიმართავს სოფელ ანაგაში სტიქიური მოვლენების შედეგად დაზიანებული შიდა საუბნო გზების მოხრეშვისა და მთავარანგელოზის ხევზე წყალსადენი ქსელების რეაბილიტაციის სამუშაოების დასაფინანსებლად.
- გარემო 40558 - ჯვარი-ხორგას შემაერთებელი ელექტროგადამცემი ხაზის პროექტის ფარგლებში განსათავსებელი ანძების ადგილის ცვლილებიდან გამომდინარე 2015 წლის 29 ივლისს შპს „ენერგოტრანსი“-სა და ეროვნულ სატყეო სააგენტოს შორის გაფორმებული ხელშეკრულებით გადაცემულ 979 კვ.მ მიწის ფართობზე შპს „ენერგოტრანსს“ არ განუხორციელებია არსებული ხე-მცენარეების ჭრა, შესაბამისად, ხელშეკრულების პირობების თანახმად, ასევე არ დამდგარა საკომპენსაციო ღონისძიების სახით სპეციალური დანიშნულებით სარგებლობაში გადაცემული ფართობის ტოლფას 979 კვ.მ ფართობზე აღდგენის ხელშეწყობის ღონისძიების (შეღობვით) განხორციელების საჭიროება.
ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, ძალადაკარგულად ცხადდება ,,შპს ,,ენერგოტრანსისთვის“ სახელმწიფო ტყის ფონდით სპეციალური დანიშნულებით სარგებლობის ვადის განსაზღვრისა და საქართველოს ,,წითელი ნუსხით“ დაცული მცენარეთა სახეობების ბუნებრივი გარემოდან ამოღებაზე თანხმობის მიცემის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2015 წლის 17 ივლისის N1560 განკარგულება. - გარემო 40556 - განსაკუთრებული სირთულისა და მნიშვნელობის სამსახურებრივი დავალებების სანიმუშოდ შესრულებისათვის, სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების - გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის თანამშრომლებზე გაიცემა ფულადი ჯილდო - ჯამურად 15 500 ლარის ოდენობით.
- ეკონომიკა 39250 - ქ. თბილისში, თბილისის ზღვის მიმდებარედ (ნაკვეთი 03/049) 4035 კვ.მ. არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი, პირდაპირი მიყიდვის ფორმით, 1 ლარად, საკუთრებაში გადაეცემა საქართველოს სამოციქულო ავტოკეფალურ მართლმადიდებელ ეკლესიას.
- ეკონომიკა 39280 - ფიზიკურ პირს ალექსანდრე ხარებავას საკუთრებაში გადაეცემა უძრავი ნივთები, შესაბამისი ხელშეკრულების გაფორმებიდან 2 და 5 წლის ვადაში მათ ნაწილზე მრავალწლიანი ნარგავების გაშენებისა და ამავე მიზნით არანაკლებ 340 000 ლარის ინვესტიციის განხორციელების პირობით, ასევე 49 წლის ვადით, იჯარის უფლებით გადაეცემა თერჯოლის მუნიციპალიტეტში მდებარე 45133 კვ.მ. სასოფლო-სამეურნეო (სახნავი) დანიშნულების მიწის ნაკვეთი2 წლის ვადაში ქარსაფარი ზოლის მოწყობის პირობით, რითაც ხელი შეეწყობა სენაკის, ჩხოროწყუს, წალენჯიხის, თერჯოლის და ზუგდიდის მუნიციპალიტეტებში სოფლის მეურნეობის განვითარებას.
- ფინანსები 40586 - სსიპ - შემოსავლების სამსახურსა და 20 გადასახადის გადამხდელს შორის გაფორმდება საგადასახადო შეთანხმების აქტი, რომლითაც აღნიშნულ გადასახადის გადამხდელებს შეუმცირდებათ საგადასახადო დავალიანების ოდენობა.
1. შპს "ძია" (ს/ნ 423098141)
2. ფ/პ დავით ხუნაშვილი (პ/ნ 40001007403)
3. შპს "კარდელენ ჯორჯია" (ს/ნ 445429778)
4. შპს "გოლდ დისტრუბუცია" (ს/ნ 448396806)
5. ფ/პ ვალერიან თურმანიძე (პ/ნ 59001032487)
6. ი/მ "სულხანი პაპავა" (ს/ნ 48001004127
7. შპს "მ.ლ ვეი" (ს/ნ 441557655
8. შპს "აითი ფიქს კორპორეით" (ს/ნ 404891818)
9. შპს "ჰიდრო ემ" (ს/ნ 406103327
10. შპს "აშენდი პლიუსი" (ს/ნ 416325596)
11. ფ/პ ზურაბი სომხიშვილი (პ/ნ 22001003369)
12. შპს "ნატალი" (ს/ნ 205125407)
13. შპს "ბილდინგი" (ს/ნ 431166034)
14. ფ/პ ეკატერინე ჩაჩიბაია (პ/ნ 42001009650)
15. ი/მ "დათიკო ორველაშვილი" (ს/ნ 01013019180)
16. შპს "ძამა" (ს/ნ 201952609)
17. ი/მ "ბესიკი მჭედლიშვილი" (ს/ნ 01023010398)
18. შპს "ქალაქური" (ს/ნ 400079669)
19. შპს "Fin-Estate" (ს/ნ 401959136)
20. შპს "არენა ლუქსი" (ს/ნ 426111441)
ხელმოსაწერი:
- 40686 - სსიპ ბირთვული და რადიაციული უსაფრთხოების სააგენტოში დამხმარე ამოცანების შესასრულებლად შრომითი ხელშეკრულებით დასაქმებულ პირთა რაოდენობა განისაზღვრება არა უმეტეს 6 ერთეულით.
- 40685 - მთავრობასთან თანხმდება, ევროკავშირსა და უკრაინის სამეცნიერო ტექნიკურ ცენტრს შორის გაფორმებული ხელშეკრულების „ბირთვული ავარიის შემთხვევაში საქართველოს ბირთვული და რადიაციული უსაფრთხოების სააგენტოს (ANRS) მზადყოფნის გაძლიერება: მობილური ლაბორატორიის მოწოდება - G 4.01/19B“ ფარგლებში სსიპ - ბირთვული და რადიაციული უსაფრთხოების სააგენტოსათვის მობილური ლაბორატორიის მოწოდებაზე საპროექტო შეთავაზება.
პატივისცემით,
ნათია