From : Natia Khmaladze <natkhmaladze@moh.gov.ge>
To : Giorgi Tsotskolauri <gtsotskolauri@moh.gov.ge>; tikhardziani@gmail.com
Subject : ელ.მთავრობის საკითხები_16.12.19
Received On : 16.12.2019 07:45

           მოგესალმებით ბატონო გიორგი,

შესათანხმებლად გიგზავნით ელ. მთავრობის პროგრამის საკითხებს:

  1. ეკონომიკა 51246 - შპს „მთის კურორტების განვითარების კომპანია“  უზრუნველყოფს 2019-2020 წლის ზამთრის სამთო-სათხილამურო სეზონის გახსნის ღონისძიების ჩატარებას კურორტ გუდაურში არაუგვიანეს 2020 წლის 19 იანვრისა.
  2. ეკონომიკა 51243 - მტკიცდება შპს „საქაერონავიგაციაში“ დასაქმებული პერსონალის სწავლებასთან, მომზადება/გადამზადებასთან დაკავშირებული მომსახურებისა და საქონლის შესყიდვის სპეციალური წესი.
  3. რეგიონული 51233 - რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრო უზრუნველყოფს ქალაქ წყალტუბოს განვითარებისათვის, განკარგულების პროექტის დანართით განსაზღვრული დასაგეგმარებელი ტერიტორიის საორიენტაციო საზღვრებში, ქალაქთმშენებლობითი დოკუმენტაციის შემუშავებას.
  4. ეკონომიკა 51231 - „დაბა გუდაურში, სეთურებში საბაგიროს ქვედა სადგურის, სასრიალო გზისა და ავტოსადგომის მოწყობის სამუშაოებისთვის საჭირო, კერძო საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების გამოსყიდვისა და კომპენსაციის მიდგომების განმსაზღვრელი სახელმძღვანელო“, რომლის შესაბამისად განხორციელდება დაბა გუდაურში, სეთურებში საბაგიროს ქვედა სადგურის, სასრიალო გზისა და ავტოსადგომის მოწყობის სამუშაოებისთვის საჭირო კერძო საკუთრებაში არსებული ქონების შესყიდვასთან და პროექტის ზემოქმედების ქვეშ მყოფი პირების სასარგებლოდ, საკომპენსაციო ზომების მიღებასთან დაკავშირებული ღონისძიებები.
  5. საგარეო 51213 - საპატიო კონსულის ხელმძღვანელობით გაიხსნება   სერბეთის რესპუბლიკის საკონსულო დაწესებულება ქ. თბილისში (საკონსულო ოლქით - საქართველოს მთელი ტერიტორია).
  6. შსს 51185 - 2021 წლის პირველ იანვრამდე კვალიფიციური ელექტრონული ხელმოწერის შესრულების ან/და კვალიფიციური ელექტრონული შტამპის დასმის ვალდებულებისგან გათავისუფლდებიან ფიზიკური პირები და სსიპ - საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტო მომსახურების გაწევისას ფიზიკური პირების მიერ სააგენტოში ვებგვერდის ან/და მობილური აპლიკაციის მეშვეობით განაცხადის წარდგენის შემთხვევებში.
  7. მთავრობა 51120 - მტკიცდება საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახურის დებულება.
  8. მთავრობა 51116 - ფიზიკურ ან კერძო სამართლის იურიდიულ პირ(ებ)ს 2020 წლის  1  იანვრიდან  2020 წლის  31  დეკემბრის ჩათვლით  უზუფრუქტის უფლებით გადაეცემა უძრავი და მოძრავი ქონება, რომელიც გამოყენებული იქნება საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების  სამსახურის თანამშრომელთა  კვებითი მომსახურების უზრუნველყოფისთვის.
  9. ფინანსები 51305 - გამყოფი ხაზის მიმდებარე სოფლებში დაზარალებული მოსახლეობის საჭიროებებზე რეაგირების დროებითმა სამთავრობო კომისიამ 2019 წლის 31 ოქტომბერს მიიღო გადაწყვეტილება ოკუპირებულ ტერიტორიებთან გამყოფი ხაზის მიმდებარე სოფლებში მცხოვრები ოჯახებისათვის ზამთრის პერიოდში გათბობით უზრუნველყოფის მიზნით თითოეულ ოჯახზე 200 ლარის გამოყოფის თაობაზე.
  10. საგარეო 51303 - პროექტის მიხედვით,  ერთმანეთისაგან დამოუკიდებლად ჩამოყალიბდება საქართველოს საელჩო დიდი ბრიტანეთისა და ჩრდილოეთ ირლანდიის გაერთიანებულ სამეფოში და საქართველოს მუდმივი წარმომადგენლობა საერთაშორისო საზღვაო ორგანიზაციაში. ამასთანავე, სან-ტომე და პრინსიპის დემოკრატიული რესპუბლიკის დიპლომატიური გადაფარვა  განხორციელდება პორტუგალიის რესპუბლიკაში საქართველოს საელჩოდან.

    ხელმოსაწერი:
  1. 51295 - ხელი ეწერება ,,2011 წლის 1 დეკემბრის „საქართველოსა და აზიის განვითარების ბანკს შორის სასესხო ხელშეკრულების (სპეციალური ოპერაციები) (ურბანული მომსახურების გაუმჯობესების საინვესტიციო პროგრამა - პროექტი 2)“ N6 ცვლილების წერილ-შეთანხმებას“.
  2. 51301 - ძალაში შესვლის მიზნით, მტკიცდება 2019 წლის 15 ივლისს ხელმოწერილი „საქართველოს მთავრობასა და სენტ-კრისტოფერისა (სენტ-კიტსისა) და ნევისის ფედერაციის მთავრობას შორის დიპლომატიური, სამსახურებრივი და ოფიციალური პასპორტების მფლობელთა ვიზის მიღების ვალდებულებისაგან გათავისუფლების შესახებ“ შეთანხმება.
  3. 51304 - ძალაში შესვლის მიზნით, მტკიცდება 2019 წლის 15 ივლისს ხელმოწერილი „საქართველოს მთავრობასა და სენტ-კრისტოფერისა (სენტ-კიტსისა) და ნევისის ფედერაციის მთავრობას შორის ორდინალური პასპორტების მფლობელთა ვიზის მიღების ვალდებულებისაგან გათავისუფლების შესახებ“ შეთანხმება.
  4. 51294 - წარედგინება საქართველოს პრეზიდენტს წინადადება 2020 წლის 1 მარტიდან რევაზ ბეშიძის პორტუგალიის რესპუბლიკაში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩის თანამდებობიდან გათავისუფლების შესახებ.
  5. 51292  - წარედგინება საქართველოს პრეზიდენტს წინადადება 2020 წლის 1 მარტიდან დავით დონდუას ავსტრიის რესპუბლიკაში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩისა და ევროპის უსაფრთხოებისა და თანამშრომლობის ორგანიზაციასა და ქ. ვენაში განლაგებულ საერთაშორისო ორგანიზაციებში საქართველოს მუდმივი წარმომადგენლის თანამდებობიდან გათავისუფლების შესახებ.
  6. 51288 - წარედგინება საქართველოს პრეზიდენტს წინადადება 2020 წლის 1 მარტიდან რევაზ გაჩეჩილაძის სლოვაკეთის რესპუბლიკაში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩის თანამდებობიდან გათავისუფლების შესახებ.
  7. 51253 - მთავრობასთან თანხმდება, „შპს „დელტა ინტერნეიშენალისთვის“ საქონლისა და მომსახურების შესყიდვების სპეციალური წესი“. 

    შპს „დელტა ინტერნეიშენალი“, ეწევა მრავალფუნქციურ და განსაკუთრებულად ძვირადღირებულ სამეწარმეო საქმიანობას, რომელიც მოითხოვს განსაკუთრებულ ოპერატიულობასა და მოქნილობას. მაგალითად, საავიაციო ან/და სამხედრო საწარმოო საქმიანობაში ნებისმიერი მიღებული შეკვეთა მოითხოვს სხვადასხვა სპეციფიკაციის (ხშირად ძვირადღირებულ) მრავალი ნივთისა და მომსახურების შესყიდვას.

 

პატივისცემით,  

ნათია




Sincerely,

Natia Khmaladze

Ministry of Internally Displaced Persons, Labour, Health and Social Affairs of Georgia
Head of the Legal department
144, Tsereteli Ave., Tbilisi, Georgia, 0119
Tel: 577 288800
E_mail:natkhmaladze@moh.gov.ge