From : Natia Khmaladze <natkhmaladze@moh.gov.ge>
To : Giorgi Tsotskolauri <gtsotskolauri@moh.gov.ge>; tikhardziani@gmail.com
Subject : ელ.მთავრობის საკითხები_17.01.20
Received On : 17.01.2020 06:52


           მოგესალმებით ბატონო გიორგი,

შესათანხმებლად გიგზავნით ელ. მთავრობის პროგრამის საკითხებს:

  1. რეგიონული 1523 - მარნეულის მუნიციპალიტეტი 54 805 ლარს მიმართავს მარნეულის მუნიციპალიტეტის სოფელ ბურმაში სასმელი წყლის ჭაბურღილის მოწყობის სამუშაოების დასაფინანსებლად.
  2. რეგიონული 1522 - მარნეულის მუნიციპალიტეტი 217 216 ლარს მიმართავს ქ. მარნეულში და მარნეულის მუნიციპალიტეტის სოფლებში აზიზკენდი და წერაქვი მინი სტადიონების მოწყობის სამუშაოების დასაფინანსებლად.
  3. რეგიონული 1521 - ლენტეხის მუნიციპალიტეტი 14 121 ლარს მიმართავს ლენტეხის მუნიციპალიტეტის სოფელ ლეუშერში და სოფელ საყდარში მდინარე ჩოლშურაზე, სტიქიის პრევენციის მიზნით, კალაპოტის გასაწმენდი სამუშაოების დასაფინანსებლად.
  4. განათლება 1520 - ცვლილება შედის საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს დებულებაში, რომლის თანახმად, კულტურის ეროვნული ფონდი 2020 წლის 1 მარტიდან აისახება სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედ საჯარო სამართლის იურიდიული პირად.
    სსიპ − შემოქმედებითი საქართველოს რეორგანიზაციისა და მის ბაზაზე  სსიპ − კულტურის ეროვნული ფონდის შექმნისათვის საჭირო  კანონმდებლობით გათვალისწინებული ღონისძიებების განხორციელების ვადა ნაცვლად 2019 წლის 1 აგვისტოდან  2019  წლის  1 ოქტომბრამდე, განისაზღვრება  2019 წლის 1 აგვისტოდან  2020 წლის  1 მარტამდე. 
  5. განათლება 1504 - მტკიცდება მუნიციპალიტეტის მიერ ადრეული და სკოლამდელი აღზრდისა და განათლების დაწესებულებათა რეესტრის წარმოების წესი და ამ რეესტრში შესატანი მონაცემებისა და ინდიკატორების ჩამონათვალი.
    პროექტი შეთანხმდა სოციალურ სფეროს მიკუთვნებულ პოლიტიკის განმსაზღვრელ კომპეტენტურ სამსახურთან, შენიშვნები არ გააჩნია.
    შეთანხმების პროცედურის რამდენჯერმე გაუვლელობის გამო ინიციატორი უწყების მიერ პროექტი იტვირთება განმეორებით.
  6. ფინანსები 1480 - საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამშრომელთა კვებითი მომსახურებას განახორციელებს შპს „სამთავრობო ღონისძიებათა მომსახურების ბიურო‘‘.
  7. შსს 1474 - პროექტი ითვალისწინებს, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სისტემაში დამხმარე ამოცანების შესასრულებლად შრომითი ხელშეკრულებით დასაქმებულ პირთა რაოდენობის განსაზღვრას.
  8. მთავრობა 1406 - სსიპ - საერთო სასამართლოების დეპარტამენტში დამხმარე ამოცანების შესრულების მიზნით შრომითი ხელშეკრულებით დასაქმებულ საჯარო მოსამსახურეთა რიცხოვნობა განისაზღვრება არა უმეტეს 20 ერთეულით.
  9. მთავრობა 1403 - საქართველოს საერთო სასამართლოების სისტემაში დამხმარე ამოცანების შესრულების მიზნით მიღებულ შრომითი ხელშეკრულებით დასაქმებულ საჯარო მოსამსახურეთა რიცხოვნობა განისაზღვრება არა უმეტეს 323 ერთეულით.
  10. მთავრობა 1402 - მთავრობასთან თანხმდება, სსიპ საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის საშტატო ნუსხა და თანამდებობრივი სარგოები.
  11. მთავრობა 1399 - მთავრობასთან თანხმდება, სსიპ საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის 2020 წლის სახელმწიფო ბიუჯეტი, შრომის ანაზღაურების დაფინანსების გაზრდის მიზნით.
  12. მთავრობა 1392 - პროექტი ითვალისწინებს, საქართველოს იუსტიციის უმაღლეს საბჭოში დამხმარე ამოცანების შესასრულებლად შრომითი ხელშეკრულებით დასაქმებულ პირთა რაოდენობის განსაზღვრას.

    ხელმოსაწერი:
  1. 1456 -  მტკიცდება სტატისტიკური სამუშაოების 2020 წლის პროგრამა.
    პროექტი შეთანხმდა პოლიტიკის დეპარტამენტთან, NCDC -თან, შენიშვნები არ გააჩნიათ.
  2. 1450 - შპს „თბილსერვის ჯგუფს“, მიეცემა უფლება, საგზაო მარკირების საღებავების და გზის საფარის გამშრობი-დამათბუნებელი მანქანა-დანადგარის სახელმწიფო შესყიდვა განახორციელოს გამარტივებული შესყიდვის საშუალებით, 1 332 000.00 ლარის ფარგლებში, შპს „თბილსერვის ჯგუფს“-ის 2020 წლის საკუთარი სახსრებით.
  3. 1407 - პროექტით განისაზღვრება სსიპ ახალგაზრდობის სააგენტოში    შრომითი ხელშეკრულებით დასაქმებულ პირთა რაოდენობა.
  4. 1401- ცვლილება შედის სასარგებლო წიაღისეულის მოპოვების ლიცენზიას დაქვემდებარებული მიწისქვეშა წყლის ობიექტების სანიტარიული დაცვის ზონების განსაზღვრისა და დამტკიცების წესში, პროექტის მიხედვით  საჭიროების შემთხვევაში, ლიცენზიის გამცემი ადმინისტრაციული ორგანოს მხრიდან განხორციელდება მიწისქვეშა წყლის საბადოს სანიტარიული დაცვის ზონების პროექტის შედგენა და მისი დამტკიცებისთვის საჭირო პროცედურების წარმართვა, რაც ხელს შეუწყობს იმ სახელმწიფოებრივი/ადგილობრივი მნიშვნელობის პროექტების განხორციელებას, რომლის ფარგლებშიც არსებობს მიწისქვეშა წყლის საბადოს სანიტარიული დაცვის ზონების განსაზღვრის აუცილებლობა.

 

პატივისცემით,  

ნათია



Sincerely,

Natia Khmaladze

Ministry of Internally Displaced Persons, Labour, Health and Social Affairs of Georgia
Head of the Legal department
144, Tsereteli Ave., Tbilisi, Georgia, 0119
Tel: 577 288800
E_mail:natkhmaladze@moh.gov.ge