| From : | Natia Khmaladze <natkhmaladze@moh.gov.ge> |
| To : | Giorgi Tsotskolauri <gtsotskolauri@moh.gov.ge> |
| Subject : | ელ.მთავრობის საკითხები_17.06.20 |
| Cc : | Tea Kankia <tkankia@moh.gov.ge>; Marika Ghadua <mghadua@moh.gov.ge>; tikhardziani@gmail.com |
| Received On : | 17.06.2020 08:26 |
მოგესალმებით ბატონო გიორგი,
შესათანხმებლად გიგზავნით ელ. მთავრობის პროგრამის საკითხებს:
1. ეკონომიკა 22260 - მტკიცდება „სამშენებლო სექტორის ხელშეწყობის“ სახელმწიფო პროგრამა, რომლის ფარგლებში, სახელმწიფოს მიერ კონკურსში გამარჯვებულ მენაშენეებთან დაიდება გაყიდვის ოფციის ხელშეკრულება მათ მიერ აშენებულ მრავალბინიან სახლ(ებ)ში არსებული საცხოვრებელი ფართების, მაგრამ არაუმეტეს თითოეული მრავალბინიანი სახლის მთლიანი საცხოვრებელი ფართის 30%-ის, კონკურსში გამარჯვებული მენაშენისაგან შეთავაზებულ ფასად, გამოსყიდვასთან დაკავშირებით.
იქმნება უწყებათაშორისი საკონკურსო კომისია, რომლის უნივერსალურ შემადგენლობაში წევრის სტატუსით შედის საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის მოადგილე.
2. გარემო 22277 - გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტს მიეცემა თანხმობა, განახორციელოს 7 000 ცალი ადმინისტრაციული სამართალდარღვევის შესახებ ოქმის, 5000 ცალი საჯარიმო ქვითრისა და 5000 ცალი სატრანსპორტო, მათ შორის, მცურავი საშუალებების დათვალიერების შესახებ აქტის სახელმწიფო შესყიდვა.
3. ფინანსები 22275 - სსიპ - საფინანსო-ანალიტიკური სამსახური განახორციელებს 1 წლიანი, 1 ცალი, TOAD FOR ORACLE DBA EDITION პროგრამული მხარდაჭერის ლიცენზიის ელექტრონული ტენდერის საშუალებით სახელმწიფო შესყიდვას.
4. მთავრობა 22285 - სსიპ - ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიურო განახორციელებს რეაქტივების სახელმწიფო შესყიდვას.
5. მთავრობა 22283 - სსიპ საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემია მის სარგებლობაში არსებულ ფართს აუქციონის გარეშე, კომერციული გამოყენების მიზნით, იჯარით გადასცემს შპს კოფისტას.
6. გარემო 22271 - ქუთაისის საუნივერსიტეტო კომპლექსისთვის საგზაო ინფრასტრუქტურის სამშენებლო სამუშაოების განსახორციელებლად, ა(ა)იპ – ასოციაცია ატუს მიეცემა თანხმობა, ბუნებრივი გარემოდან ამოიღოს საქართველოს წითელ ნუსხაში შეტანილი მცენარეები და შესაბამისად, შეუფერხებლად განაგრძოს სამშენებლო სამუშაოები.
7. გარემო 22268 - სსიპ - სურსათის ეროვნული სააგენტოს მიეცემა თანხმობა განახორციელოს საინფორმაციო სააგენტოების მომსახურების სახელმწიფო შესყიდვა.
8. გარემო 22267 - სსიპ - სურსათის ეროვნული სააგენტოს მიეცემა თანხმობა განახორციელოს აზიური ფაროსანას საწინააღმდეგო ღონისძიებებისთვის საჭირო მაღალი წარმადობის რეგულირებადი დისპერსიულობის აეროზოლურ გენერატორის მომსახურების სახელმწიფო შესყიდვა.
9. ეკონომიკა 22243 - შპს „პალიასტომი-2004“-ს შორის 2019 წლის 04 დეკემბერს გაფორმებული ნასყიდობის ხელშეკრულების თანახმად, მყიდველს 1 ლარად, ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების შესრულების პირობით, საკუთრებაში
გადაეცა ხობის მუნიციპალიტეტში, სოფელ ყულევში მდებარე არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი, კომპანიამ იკისრა რიგი ვალდებულებები, მათ შორის: ქონებაზე საკვები პროდუქტების მწარმოებელი საწარმოს შექმნა, ამ მიზნით, 3 806 000 ლარის ინვესტიციის განხორციელება.
პროექტი ითვალისწინებს განსაზღვრული ვალდებულებების შესრულების ვადის ცვლილებას.
10. ფინანსები 22289 - ცვლილება შედის სსიპ შემოსავლების სამსახურის მიერ მომსახურების გაწევისათვის საფასურებსა და მათ განაკვეთებში, რომლის მიხედვით, ვადაგასული ან/და გამოსაყენებლად ან შემდგომი მიწოდებისათვის უვარგისი სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების ჩამოწერის დოკუმენტის, ასევე სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების გამარტივებული წესით ჩამოწერის შესახებ შეტყობინების დადასტურება ერთ ობიექტზე დღეში ერთხელ 100 ლარამდე ღირებულების სასაქონლო-მატერიალური ფასეულობისას განხორციელდება უფასოდ.
11. ეკონომიკა 22242 - „ა(ა)იპ - სოფლისა და სოფლის მეურნეობის განვითარების სააგენტოს“ გადაეცემა 30 ერთეული ინფრაწითელი დისტანციური თერმომეტრი „ALPHAMED UFR 106“, რაც ხელს შეუწყობს „ა(ა)იპ - სოფლისა და სოფლის მეურნეობის განვითარების სააგენტოს“, ახალი კორონავირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით, განახორციელოს მის ადმინისტრაციულ შენობებში მისული პოტენციური ბენეფიციარების თერმოსკრინინგის პროცედურა.
12. ეკონომიკა 22240 - სსიპ - სახელმწიფო ქონების ეროვნულ სააგენტოსა და სს „ენერგო - პრო ჯორჯიას“ შორის გაფორმდება უძრავი ქონების გაცვლის ხელშეკრულება.
13. საგარეო 22239; 22200 - სსიპ „საინფორმაციო ცენტრი ნატოსა და ევროკავშირის შესახებ“ დამხმარე ამოცანების შესასრულებლად შრომითი ხელშეკრულებით დასაქმებულ პირთა რაოდენობა განსაზღვრება 12 ერთეულით.
14. გარემო 22233 - პროექტის მიხედვით, თელავის, სიღნაღის, დედოფლისწყაროს, ლაგოდეხის, გურჯაანისა და ყვარლის მუნიციპალიტეტებში სააგენტოს მიერ ჩატარდება კოღოს წინააღმდეგ შეწამვლითი სამუშაოები, რის შედეგადაც, თავიდან იქნება აცილებული მოსახლეობაში ტრანსმისიური დაავადებების გავრცელების რეალური საშიშროება.
15. საგარეო 22229 - საპატიო კონსულის ხელმძღვანელობით გაიხსნება ტაილანდის სამეფოს საკონსულო დაწესებულება ქ. თბილისში (საკონსულო ოლქით - საქართველოს მთელი ტერიტორია).
16. განათლება 22173 - ცვლილება შედის საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს დებულებაში, კერძოდ, შეიცვლება სამინისტროს სტრუქტურა და ნაცვლად საერთაშორისო ურთიერთობების და სტრატეგიული განვითარების დეპარტამენტებისა, იქნება საერთაშორისო ურთიერთობებისა და სტრატეგიული განვითარების დეპარტამენტი.
17. განათლება 22099 - სსიპ - შეფასებისა და გამოცდების ეროვნულ ცენტრს მიეცემა თანხმობა, პირებისთვის, რომელთა შრომის ანაზღაურების გაანგარიშება დაკავშირებულია შესრულებული სამუშაოს მოცულობასთან/ღირებულებასთან (ნამუშევარი საათების, მომსახურების საფასურის წილის ან/და სხვა მაჩვენებლის მიხედვით), დაადგინოს ,,საჯარო დაწესებულებაში შრომის ანაზღაურების შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრულისაგან განსხვავებული წესი, ამ განკარგულების დანართის შესაბამისად.
18. გარემო 22097 - პროექტის მიხედვით, განისაზღვრება ფშავ-ხევსურეთის ეროვნული პარკის ტერიტორიაზე ასაშენებელი ინფრასტრუქტურის საბაზისო არქიტექტურულ-სამშენებლო და ტექნიკური პარამეტრები და დამტკიცდება ბორჯომ-ხარაგაულისა და ვაშლოვანის დაცული ტერიტორიების ფუნქციონირების დროებითი რეგულირების წესები.
19. შსს 22084 - საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ გამარტივებული შესყიდვის საშუალებით განხორციელდება მაისურებისა და კეპების სახელმწიფო შესყიდვა.
20. შსს 22083 - ქალაქ თბილისის პოლიციის დეპარტამენტი სახელმწიფო შესყიდვის პროცედურებს განახორციელებს საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესის შესაბამისად.
21. შსს 22082 - დაცვის პოლიციის დეპარტამენტი სახელმწიფო შესყიდვის პროცედურებს განახორციელებს საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესის შესაბამისად.
22. შსს 22081 - სსიპ - საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტო სახელმწიფო შესყიდვის პროცედურებს განახორციელებს საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესის შესაბამისად.
23. ფინანსები 22245 - სსიპ - შემოსავლების სამსახურსა და 7 გადასახადის გადამხდელს შორის გაფორმდება საგადასახადო შეთანხმების აქტი, რომლითაც აღნიშნულ გადასახადის გადამხდელებს შეუმცირდებათ საგადასახადო დავალიანების ოდენობა.
1. შპს "ჩვენი ეზო" (ს/ნ 402025296)
2. ი/მ "ზაურ ორაგველიძე - ზუზაგი" (ს/ნ 26001004335)
3. ი/მ "ნანა ბაძაღუა" (ს/ნ 39001024845)
4. შპს "ელ ჯი გრუპი" (ს/ნ 204871763)
5. შპს "ლილო სითი" (ს/ნ 204464338)
6. ფ/პ ლაურა ღაჭავა (პ/ნ 01017003216)
7. შპს "ემჯიაი" (ს/ნ 205197865)
კანონპროექტი:
პატივისცემით,
ნათია ხმალაძე