| From : | Natia Khmaladze <natkhmaladze@moh.gov.ge> |
| To : | Giorgi Tsotskolauri <gtsotskolauri@moh.gov.ge> |
| Subject : | ელ.მთავრობის საკითხები_17.07.19 |
| Received On : | 17.07.2019 07:55 |
ბატონო გიორგი,
შესათანხმებლად გიგზავნით ელ. მთავრობის პროგრამის საკითხებს:
1. გარემო 28645 - სსიპ - ღვინის ეროვნული სააგენტო, 2019 წლის სახელმწიფო ბიუჯეტით გათვალისწინებული „მევენახეობა-მეღვინეობის განვითარების“ პროგრამის „ღვინის ლაბორატორიული კვლევის“ ქვეპროგრამით გამოყოფილ ასიგნებათა ფარგლებში განსახორციელებელი ღონისძიებებისათვის საჭირო მომსახურების სახელმწიფო შესყიდვას განახორციელებს გამარტივებული შესყიდვის საშუალებით.
2. გარემო 28644 - 2019 წლის რთვლის ორგანიზებულად წარმართვის მიზნით, იქმნება სამუშაო ჯგუფი/რთვლის საკოორდინაციო შტაბი, საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროსა და მის სისტემაში შემავალი უწყებების, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს, აგრეთვე კახეთის, რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის რეგიონებში სახელმწიფო რწმუნებულების ადმინისტრაციის წარმომადგენელთა მონაწილეობით.
3. ეკონომიკა 28636 - მტკიცდება შპს „გარდაბნის თბოსადგური 2“-ის მიერ საქონლისა და მომსახურების შესყიდვების სპეციალური წესი, რომლის მიხედვით, შპს „გარდაბნის თბოსადგურ 2“-ს მიენიჭება უფლებამოსილება, „სპეციალური წესით“ განსაზღვრული საქონელი და მომსახურება, განსაზღვრულ შემთხვევებში შეისყიდოს უშუალოდ მწარმოებლისაგან ან მწარმოებლის უფლებამოსილი პირისაგან, ერთ პირთან მოლაპარაკების/პირდაპირი შესყიდვის საშუალებით ან/და შესყიდვის ელექტრონული პროცედურით შესასყიდი საქონლის კონკრეტული სასაქონლო ნიშნის ან/და მოდელის მითითების საშუალებით.
4. ეკონომიკა 28635 - სახელმწიფო ქონების ეროვნულ სააგენტოს, მიეცემა თანხმობა განახორციელოს საქართველოს მთავრობის მიერ განსაზღვრულ სარეკრეაციო ტერიტორიაზე არსებული, ბორჯომის მუნიციპალიტეტში, სოფელ ციხისჯვარში მდებარე 11343.00 კვ.მ. არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთისა და 5138.00 კვ.მ. არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთის პრივატიზება ელექტრონული აუქციონის ფორმით (ბორჯომის მუნიციპალიტეტში შეიქმნება დასასვენებელი კომპლექსი).
5.
ეკონომიკა 28634 -
ქ. თბილისში, ნუცუბიძის ქუჩა N3-ში მდებარე 5088 კვ.მ. არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი და მასზე მასზე განთავსებული N1-N9 შენობა-ნაგებობები პირდაპირი მიყიდვის ფორმით, 1000 ლარად საკუთრებაში
გადაეცემა შპს „ბაუჰაუსს“, რაც ხელს შეუწყობს აღნიშნულ უძრავ ქონებაზე მრავალფუნქციური კომპლექსის შექმნას და ამ მიზნით 12 712 000 ლარის (დამატებული ღირებულების გადასახადის გათვალისწინების გარეშე) ინვესტიციის განხორციელებას.
უძრავი ქონების საპრივატიზებო
პირობებად
განისაზღვრა:
ქ. თბილისში, ლუბლიანას ქუჩა N21ვ-ში მდებარე 1596 კვ.მ. არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთზე სსიპ - ადამიანით ვაჭრობის (ტრეფიკინგის) მსხვერპლთა, დაზარალებულთა დაცვისა და დახმარების სახელმწიფო ფონდისათვის
შესაბამისი ხელშეკრულების გაფორმებიდან 24 თვის ვადაში, პირადად ან მესამე პირის მეშვეობით, ფონდთან შეთანხმებული პროექტით ქ. თბილისში, ლუბლიანას ქუჩა N21ვ-ში მდებარე 1596 კვ.მ. არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთზე ან მის ნაწილზე ორი ერთეული
შენობა-ნაგებობის (თითოეული არანაკლებ 350 კვ.მ. ფართის მქონე) აშენება და კანონმდებლობით დადგენილი წესით ექსპლუატაციაში მიღება; ამავე შენობა-ნაგებობების საცხოვრებლად მზა, გარემონტებულ მდგომარეობაში მოყვანა (რაც მოიცავს (მაგრამ შესაძლოა, არ შემოიფარგლებოდეს)
პანდუს(ებ)ით აღჭურვას, ელექტროგაყვანილობას, ბუნებრივი აირის გაყვანილობას, სველ წერტილებს (მოპირკეთებული ფილებით, მოწყობილი ხელსაბან(ებ)ით და უნიტაზ(ებ)ით)) და სახელმწიფოსათვის უსასყიდლოდ საკუთრებაში გადაცემა.
ასევე, 2021 წლის 31 დეკემბრამდე შპს „ბაუჰაუსი“ პირადად ან მესამე პირის მეშვეობით, უზრუნველყოფს ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ ტერიტორიაზე, ერთ ოთახიანი (30-40 კვ.მ. ფართის მქონე) და ორ ოთახიანი
(45-60 კვ.მ. ფართის მქონე) საცხოვრებელი ბინების (ჯამური ფართი არანაკლებ 2900 კვ.მ.) სახელმწიფოსათვის უსასყიდლოდ საკუთრებაში გადაცემას საცხოვრებლად მზა, გარემონტებულ მდგომარეობაში (რაც მოიცავს (მაგრამ შესაძლოა არ შემოიფარგლებოდეს) ელექტროგაყვანილობას, ბუნებრივი
აირის გაყვანილობას, სველ წერტილებს (მოპირკეთებული ფილებით, მოწყობილი ხელსაბან(ებ)ით და უნიტაზ(ებ)ით)).
პროექტს თან ახლავს ტრეფიკინგის ფონდის ა/წ
3 მაისის,
4 ივნისის და სამინისტროს ა/წ 17 ივნისის
წერილები.
თანდართული კორესპოდენციის მიხედვით ირკვევა, რომ რომ ქ. თბილისში, ნუცუბიძის ქ. N3-ში განთავსებულია ფონდის ფილიალი ,,თბილისის ჩვილ ბავშვთა სახლი“, რომელიც ახორციელებს ბავშვთა 24 საათიან მომსახურებას 0-დან 11 წლამდე
ასაკის ბენეფიციარებისათვის.
სამინისტრო თანახმაა განხილულ იქნას ქ. თბილისში, ნუცუბიძის ქ.
N3-ში არსებული 5088 კვ.მ არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთისა და მასზე
განთავსებული შენობა-ნაგებობების სანაცვლოდ ქ. თბილისში, ლუბლიანას ქუჩა N21ვ-ში სახელმწიფო
საკუთრებაში არსებული 1596 კვ.მ მიწის ნაკვეთის ან სახელმწიფო საკუთრებაში არსებული ალტერნატიული სხვა ქონების ფონდისათვის უსასყიდლოდ სარგებლობის უფლებით გადაცემის საკითხი შემდეგი პირობებით: ინვესტორმა უნდა უზრუნველყოს: ა) სახელმწიფო ფონდთან შეთანხმებული პროექტით,
შესაბამისი ხელშეკრულების გაფორმებიდან არაუმეტეს 24 თვის ვადაში, ქ. თბილისში, ლუბლიანას ქ. N21 ვ-ში, 1596 კვ.მ. არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთზე ორი ერთეული შენობა-ნაგებობის (თითოეული არანაკლებ 350 კვ.მ.ფართის მქონე) აშენება, კანონმდებლობით
დადგენილი წესით ექსპლოატაციაში მიღება და შემდგომ (არაუმეტეს 3 თვის ვადაში) სახელმწიფოსათვის (შემდგომში აღნიშნული შენობა-ნაგებობებისა და მასზე დამაგრებული 1596 კვ.მ. არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთის ტრეფიკინგის მსხვერპლთა სახელმწიფო ფონდისათვის
არსებობის ვადით უსასყიდლოდ სარგებლობის უფლებით გადაცემის მიზნით) გარემონტებულ მდგომარეობაში უსასყიდლოდ საკუთრებაში გადაცემა; ბ) სახელმწიფო ფონდისათვის ალტერნატიული ქონების უსასყიდლოდ სარგებლობაში გადმოცემამდე საპრივატიზებო ქონებით უსასყიდლოდ სარგებლობის უფლების
შენარჩუნება.
პროექტი დამატებით, შესათანხმებლად გაიგზავნა სოციალურ დეპარტამენტში და ტრეფიკინგის ფონდში.
6. იუსტიცია 28605 -
მთავრობასთან თანხმდება, სსიპ „იუსტიციის სახლსა“ და გაერთიანებული ერების განვითარების პროგრამას შორის (წარმოდგენილს საქართველოში გაერთიანებული ერების განვითარების პროგრამის სახით) საგრანტო პროექტის „გაუმჯობესებული სერვისები ყველასთვის − მეორე ეტაპის“
განხორციელების მიზნით დასადები სტანდარტული შეთანხმების პროექტი.
პროექტის განხორციელების შედეგად:
7. ეკონომიკა 28587 - მთავრობასთან თანხმდება, „მესტიაჭალა 1“ ჰესის მშენებლობის დასრულების, ექსპლუატაციაში მიღებისა და ოპერირების დაწყების შესახებ ინფორმაცია და მთავრობის მიერ მოხდება ურთიერთგაგების მემორანდუმის ფარგლებში კომპანიის მიერ წარმოდგენილი სამშენებლო საბანკო გარანტიის დაბრუნება სრული ოდენობით (2 000 000 (ორი მილიონი) აშშ დოლარი).
8. ეკონომიკა 28578 - ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტს საკუთრებაში ძირითადი განუსხვისებელი ქონების სახით გადაეცემა უძრავი ქონება (სოფელ ზედა ჭარნალში მდებარე 12 კვ.მ არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი (მოსაცდელი, სატრანსპორტო ინფრასტრუქტურის სხვა ელემენტი), რომელიც გამოყენებული იქნება მუნიციპალიტეტის ინფრასტრუქტურის განვითარების მიზნით.
9. ეკონომიკა 28542 - ფ/პ ვალერიან ნარიმანიძეს გადაეცემა დუშეთის მუნიციპალიტეტში, სოფელ სოყურიანში მდებარე 727.00 კვ.მ. არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი და მასზე განთავსებული შენობა-ნაგებობა N1 და ამავე მისამართზე არსებული 740.00 კვ.მ არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი და მასზე განთავსებული შენობა-ნაგებობა N1 აღნაგობის უფლებით, 25 წლის ვადით, რაც ხელს შეუწყობს აღნიშნულ ტერიტორიაზე ტურისტული ცენტრის (რომელიც მოიცავს (მაგრამ შესაძლოა, არ შემოიფარგლებოდეს) კვების ობიექტ(ებ)ს; საგამოფენო დარბაზ(ებ)ს; სველ წერტილ(ებ)ს (მათ შორის, საპირფარეშო(ებ)ს)) შექმნას და ამ მიზნით, არანაკლებ 300 000 ლარის ინვესტიციის (დამატებული ღირებულების გადასახადის გათვალისწინების გარეშე) განხორციელებას, შესაბამისი ხელშეკრულების გაფორმებიდან არაუმეტეს 2 წლის ვადაში; ასევე ტურისტულ ცენტრში დასაქმდება 25 ადამიანი არანაკლებ 2 წლის ვადით.
10. ეკონომიკა 28539 - შპს „ჯამპლასტს“ საკუთრებაში გადაეცემა სახელმწიფო საკუთრებაში არსებული, ქალაქ თბილისში, გივი ამილახვარის ქუჩა #17-ში მდებარე 33682.00 კვ.მ. არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი და მასზე მდებარე შენობა-ნაგებობები, რაც სავარაუდოდ, ხელს შეუწყობს ალუმინის ნაკეთობების მწარმოებელი საწარმოს შექმნას და ამ მიზნით 11 294 616 ლარის ინვესტიციის განხორციელებას.
ხელმოსაწერი:
პატივისცემით,
ნათია ხმალაძე