From : Natia Khmaladze <natkhmaladze@moh.gov.ge>
To : Giorgi Tsotskolauri <gtsotskolauri@moh.gov.ge>; tikhardziani@gmail.com
Subject : ელ.მთავრობის საკითხები_17.12.19
Received On : 17.12.2019 08:01

           მოგესალმებით ბატონო გიორგი,

შესათანხმებლად გიგზავნით ელ. მთავრობის პროგრამის საკითხებს:

  1. ეკონომიკა 51384  - მთავრობასთან თანხმდება, შპს „ენგურჰესის“ მიერ ენგურის ჰიდროელექტროსადგურის რეაბილიტაციის პროექტის ფარგლებში, ენგურის ჰიდროელექტროსადგურთან მისასვლელი გზების რეაბილიტაციის ტენდერის პროცესში კომპანია „General Mechanic Co.”-სთვის შეთავაზებული ხელშეკრულების მოშლის გადაწყვეტილება.
  2. რეგიონული 51379 - პროექტი ითვალისწინებს დუშეთის მუნიციპალიტეტში ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელებას.
  3. რეგიონული 51361 - პროექტის მიხედვით, მუნიციპალიტეტებისთვის შესყიდული იქნება 207 ცალი მზის პანელი, ნაცვლად 193 -ისა.
  4. რეგიონული 51358 - პროექტის მიხედვით, ფინანსთა სამინისტრო უზრუნველყოფს ა(ა)იპ - სოფლისა და სოფლის მეურნეობის განვითარების სააგენტოსთვის, არაუმეტეს 3 755 000 ლარის გამოყოფას.
  5. ფინანსები 51347 -  პროექტის მიხედვით, საქართველოს რეგიონებში განსახორციელებელი პროე­ქ­­­ტების ფონდიდან მუნიციპალიტეტებს გამოეყოფად 128 831 879  ლარი.
  6. საგარეო 51332 - საგარეო საქმეთა სამინისტრო მისთვის გამოყოფილი საბიუჯეტო სახსრებიდან არაუმეტეს 716 000 ლარს მიმართავს, საზღვარგარეთ გარდაცვლილ  თანამემამულეთა სამშობლოში გადმოსვენების ხარჯების ასანაზღაურებლად და საზღვარგარეთ საქართველოს დიპლომატიური წარმომადგენლობებისა და საკონსულო დაწესებულებების მიერ მიმდინარე წლის დეკემბრის თვეში გასაწევი  ხარჯების დაფინანსების  განსახორციელებლად.
  7. ფინანსები 51309 - პროექტი ითვალისწინებს შპს „მემო“ - სთვის  მაღალმთიანი დასახლების საწარმოს სტატუსის შეწყვეტას.



    ხელმოსაწერი:
  1. 51376 - 2020 წლის 1 თებერვლიდან ელგუჯა ხოკრიშვილი გათავისუფლდება გერმანიის ფედერაციულ რესპუბლიკაში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩის თანამდებობიდან.
  2. 51304 - ძალაში შესვლის მიზნით, მტკიცდება, 2019 წლის 15 ივლისს ხელმოწერილი „საქართველოს მთავრობასა და სენტ-კრისტოფერისა (სენტ-კიტსისა) და ნევისის ფედერაციის მთავრობას შორის ორდინალური პასპორტების მფლობელთა ვიზის მიღების ვალდებულებისაგან გათავისუფლების შესახებ“ შეთანხმება.
  3. 51301 - ძალაში შესვლის მიზნით, მტკიცდება, 2019 წლის 15 ივლისს ხელმოწერილი „საქართველოს მთავრობასა და სენტ-კრისტოფერისა (სენტ-კიტსისა) და ნევისის ფედერაციის მთავრობას შორის დიპლომატიური, სამსახურებრივი და ოფიციალური პასპორტების მფლობელთა ვიზის მიღების ვალდებულებისაგან გათავისუფლების შესახებ“ შეთანხმება.

 

 

 

პატივისცემით,   ნათია




Sincerely,

Natia Khmaladze

Ministry of Internally Displaced Persons, Labour, Health and Social Affairs of Georgia
Head of the Legal department
144, Tsereteli Ave., Tbilisi, Georgia, 0119
Tel: 577 288800
E_mail:natkhmaladze@moh.gov.ge