მოგესალმებით ბატონო გიორგი,
შესათანხმებლად გიგზავნით ელ. მთავრობის პროგრამის საკითხებს:
- რეგიონული 17341 - სსიპ - საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდი უზრუნველყოფს ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელებას.
- მთავრობა 17315 - სსიპ - ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიურო განახორციელებს: სახარჯი მასალების სახელმწიფო შესყიდვას 8600 ლარის ფარგლებში და რეაქტივების სახელმწიფო შესყიდვას 9905 ლარის ფარგლებში.
- ეკონომიკა 17309 - ხობის მუნიციპალიტეტის ტერიტორიის ნაწილს მიენიჭება განსაკუთრებული რეგულირების ზონის სტატუსი და ამ ზონაში დამტკიცდება სამრეწველო სტატუსი.
- ეკონომიკა 17300 - თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის მიერ მიღებული გადაწყვეტილებების და საქართველოს უზენაესი სასამართლოს განჩინების შესაბამისად, ფიზიკურ პირებს პირდაპირი მიყიდვის ფორმით, სიმბოლურ ფასად, 1 ლარად
საკუთრებაში გადაეცემათ სახელმწიფო საკუთრებაში არსებული უძრავი ქონება.
- ფინანსები 17366 - რეკონსტრუქციის საკრედიტო ბანკსა (KfW) და საქართველოს შორის გაფორმდება სასესხო შეთანხმება (საქართველოს ენერგეტიკის სექტორის რეფორმა) (სესხის მოცულობა 90 მლ ევრო).
- გარემო 17243 - ბაღდათის მუნიციპალიტეტს გადაეცემა ბაღდათის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მგლის 7, მელას 2 და ტურის 10 ინდივიდის რაოდენობის რეგულირების უფლება, მათი გარემოდან ამოღებით.
- ფინანსები 17223 - მთავრობის ცნობად საქართველოს ფინანსთა სამინისტროს ინფორმაცია, რეკონსტრუქციისა და განვითარების საერთაშორისო ბანკის (IBRD) მიერ „შიდასახელმწიფოებრივი და ადგილობრივი გზების მესამე პროექტ“-თან მიმართებაში განსახორციელებელი
ღონისძიებების თაობაზე.
- გარემო 17148 - სურსათის უვნებლობის სახელმწიფო კონტროლის განხორციელების მიზნით, არამუდმივი ამოცანების შესასრულებლად შრომითი ხელშეკრულებით დასაქმებულ პირთა, მათ შორის, ცხოველთა სასაკლაოებში ვეტერინარული სახელმწიფო კონტროლის - ზედამხედველობის
განმახორციელებელი სახელმწიფო ვეტერინარების რაოდენობა, განისაზღვროს 150 ერთეულით.
- გარემო 17211 - მთავრობასთან თანხმდება, სსიპ - დაცული ტერიტორიების სააგენტოსა და კავკასიის ბუნების ფონდს (CNF) შორის გასაფორმებელი საგრანტო ხელშეკრულება - „სსიპ - დაცული ტერიტორიების სააგენტოს თანამშრომელთა სახელფასო დანამატი".
- განათლება 17191 - სსიპ - საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტს მიეცემა თავის სარგებლობაში არსებული, ქ. თბილისში, კახეთის გზატკეცილი N36–ში N12 შენობის პირველ სართულზე არსებული 425 კვ.მ ფართი და 17/1 შენობის 150 კვ.მ. ფართი აუქციონის გარეშე,
დროებით სარგებლობაში, იჯარის ფორმით, ყოველწლიური საიჯარო ქირით 66 000 ლარი (დღგ-ს ჩათვლით), 3 წლის ვადით გადასცეს შპს „ნიუ ტექნოლოჯი იმპექსს“. შედეგად მოხდება
საქართველოში სამედიცინო დანიშნულების პირბადეების წარმოებისათვის მნიშვნელოვანი მხარდაჭერა, აგრეთვე ასევე სტუდენტებისა და მსმენელების დასაქმების ხელშეწყობა.
- ეკონომიკა 17189 - სახელმწიფო ტყის ფონდიდან ამოირიცხება ზესტაფონის მუნიციპალიტეტში, სოფელ დიდ განთიადში არსებული 24660კვ.მ. (172კვ.მ., 5974კვ.მ. და 18514კვ.მ.) სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთები, რომლებიც შემდგომში სარგებლობის
უფლებით გადაეცემა საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტს, რომელიც უზრუნველყოფს მის გამოყენებას E–60 აღმოსავლეთ-დასავლეთ მაგისტრალის უბისა-შორაპანის (F3) მონაკვეთის მშენებლობის პროექტის განხორციელების ფარგლებში წარმოქმნილი ფუჭი ქანების სანაყარო N13-ის
მოსაწყობად.
- ეკონომიკა 17157 - მთავრობასთან თანხმდება, საქართველოს მთავრობასა და შპს „RASEBETON“-ს შორის „სკურჰესის“ ელექტროსადგურის მშენებლობის ტექნიკურ-ეკონომიკური განხორციელებადობის საკითხების შესწავლის, ელექტროსადგურის
მშენებლობის, ფლობისა და ოპერირების შესახებ დასადები ხელშეკრულების პროექტი.
- გარემო 17150 - ცვლილება შედის „იმ ბიზნესოპერატორის აღიარების წესში, რომლის საქმიანობა დაკავშირებულია მცენარეთა დაცვის სფეროსთან“. პესტიციდებისა და აგროქიმიკატების ყველა სარეალიზაციო ობიექტი ეწევა სეზონურ საქმიანობას, პროექტის მიზანია, ბიზნესოპერატორს
უვადო აღიარების მინიჭებამდე, პირობითი აღიარების ვადად განესაზღვროს 1 თვე (ნაცვლად 6 თვისა).
- განათლება 17098 - მიეცემათ თანხმობა:
სსიპ - საგანმანათლებლო და სამეცნიერო ინფრასტრუქტურის განვითარების სააგენტოს, 2020 წლის განმავლობაში ფიზიკური პირისა (მოსწავლეების და მასწავლებლების) და კერძო სამართლის იურიდიული პირისათვის (ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებები) სახელმწიფო ქონების (სახელმძღვანელოები,
დამხმარე ლიტერატურა, სტაციონარული კომპიუტერები, პორტაბელური კომპიუტერები, მედლები და სხვა საგანმანათლებლო ინვენტარი) უსასყიდლოდ, აუქციონის გარეშე სარგებლობაში გადაცემის თაობაზე;
საჯარო სამართლის იურიდიულ პირებს - ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებებს მათ ბალანსზე რიცხული სახელმწიფო ქონება (სახელმძღვანელოები, დამხმარე ლიტერატურა, სტაციონარული კომპიუტერები, პორტაბელური კომპიუტერები, მედლები და სხვა საგანმანათლებლო ინვენტარი) აუქციონის
გარეშე დროებით სარგებლობაში გადასცენ ფიზიკურ პირებს. - გარემო 17044 - სსიპ გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრს მიეცემა თანხმობა, განახორციელოს ქსელებისა და კომპიუტერული მოწყობილობებისა და აქსესუარების სახელმწიფო შესყიდვა.
- განათლება 16992 - სსიპ შოთა მესხიას ზუგდიდის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტი განახორციელებს სსიპ - კოლეჯ „ლაკადას“ სახელმწიფო კონტროლს.
- განათლება 16991 - სსიპ - საგანმანათლებლო და სამეცნიერო ინფრასტრუქტურის განვითარების სააგენტო (ბეჭდვა და მასთან დაკავშირებული მომსახურებები) განახორციელებს სახელმწიფო შესყიდვას.
- გარემო 16949 - ცვლილება შედის ფიტოსანიტარიული სერტიფიკატისა და რეექსპორტის ფიტოსანიტარიული სერტიფიკატის ფორმებსა და გაცემის წესში, რომლის მიხედვით, ექსპორტიორმა ექსპორტის სერტიფიკატის მისაღებად, განცხადებას უნდა დაურთოს ამონაწერი ეკონომიკური
საქმიანობის რეესტრიდან. თუმცა, პროექტის თანახმად, განისაზღვრა გამონაკლისიც, რომლის თანახმად, ამონაწერი ეკონომიკური საქმიანობის რეესტრიდან არ დაერთვება განცხადებას, თუ პირს ფიტოსანიტარიულ კონტროლს დაქვემდებარებული პროდუქციის ექსპორტი არ განუხორციელებია ერთი
წლის განმავლობაში ან/და თუ პირი, ახორციელებს არაკომერციული დანიშნულების ფიტოსანიტარიულ კონტროლს დაქვემდებარებული პროდუქციის ექსპორტს.
- რეგიონული 16902 - მტკიცდება ყაზბეგის მუნიციპალიტეტში, გუდაურის სარეკრეაციო ტერიტორიაზე მდებარე მიწის ნაკვეთების კორექტირებული განაშენიანების რეგულირების გეგმა.
- შსს 16869 - საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო განახორციელებს საკანცელარიო მომსახურებების სახელმწიფო შესყიდვას.
- მთავრობა 16868 - ცვლილება შედის სახელმწიფო შესყიდვების სფეროში განსახორციელებელი ცვლილებების შესახებ საქართველოსა და ევროკავშირს შორის ასოცირების შეთანხმების, ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი სავაჭრო სივრცის შესახებ შეთანხმების (DCFTA)
საფუძველზე ნაკისრი ვალდებულებების შესრულების გზამკვლევში, რომლის მიხედვით, ,,გზამკვლევში‘‘ აისახება საჯარო და კერძო თანამშრომლობის შესახებ კანონით განსაზღვრული პრინციპეპი და სსიპ - საჯარო და კერძო თანამშრომლობის სააგენტოსთან დაკავშირებული დებულებები.
- ეკონომიკა 16798 - შპს „კატევე ხობს“ 200 000 ლარად (გადახდილია) საკუთრებაში გადაეცა: ხობის მუნიციპალიტეტში, სოფელ ნოჯიხევში მდებარე 1 142 024 კვ.მ ფართობის სასოფლო-სამეურნეო (სახნავი) დანიშნულების მიწის ნაკვეთი, მყიდველმა იკისრა შემდეგი
ვალდებულებები: ქონების არანაკლებ 90%-ზე თხილის პლანტაციის გაშენება.
პროექტი ითვალისწინებს კომპანიის გათავისუფლებას დასაკისრებელი/დაკისრებული პირგასამტეხლოსგან (პირგასამტეხლო შეადგენს 185 200 ლარს და ზრდადია ყოველდღიურად 200 ლარით). - გარემო 16755 - სსიპ - ეროვნული სატყეო სააგენტო განახორციელებს ერთი ერთეული ხის დასამუშავებელი მოწყობილობის (ე.წ. ჩოფერი) სახელმწიფო შესყიდვას.
- გარემო 16718 - სს ,,RMG Copper ”-ს სასარგებლო წიაღისეულის მოპოვების ლიცენზიის ფარგლებში, სახელმწიფო ტყის ფონდით სარგებლობის ვადა განესაზღვრება 20 წლით და შესაბამისად, მიეცემა შესაძლებლობა, განახორციელოს სასარგებლო წიაღისეულის მოპოვების
ლიცენზიით გათვალისწინებული საქმიანობა.
- რეგიონული 16696 - გორის მუნიციპალიტეტს მიეცემა შესაძლებლობა მიიღოს გრანტი ევროპის უსაფრთხოებისა და თანამშრომლობის ორგანიზაციისგან და უზრუნველყოს გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ციცაგიაანთკარში სასმელი წყლის სისტემის მოწყობა.
- რეგიონული 16526 - მტკიცდება საქართველოს სივრცის დაგეგმარებაზე ზეგავლენის მქონე ინფრასტრუქტურული ან/და სხვა, მსგავსი სამშენებლო პროექტების კონცეპტუალური შესაბამისობის დადგენის წესი და პირობები.
წესი აზუსტებს საქართველოს სივრცის დაგეგმარების, არქიტექტურული და სამშენებლო საქმიანობის კოდექსის მოთხოვნებს და განსაზღვრავს საქართველოს სივრცის დაგეგმარებაზე ზეგავლენის მქონე ინფრასტრუქტურული ან/და სხვა, მსგავსი სამშენებლო პროექტების წინასწარი შეფასების განხორციელების
წესსა და პირობებს. - გარემო 16233 - სსიპ გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრს მიეცეს წინასწარი თანხმობა, განახორციელოს კრიპტოგრაფიული უსაფრთხოების (SSL) სერტიფიკატების სახელმწიფო შესყიდვა.
- ეკონომიკა 17414 - ცვლილება შედის სასარგებლო წიაღისეულის მოპოვების ლიცენზიის გაცემის წესსა და პირობებში, რომლის მიხედვით, ლიცენზიის მფლობელის მიერ უზრუნველყოფილი იქნება ლიცენზიით განსაზღვრული ბაზალტის (საღორღე) მოპოვება.
- გარემო 17413 - წყალტუბოს მუნიციპალიტეტს გადაეცემა წყალტუბოს მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მგლის 5 ინდივიდის რაოდენობის რეგულირების უფლება, მათი გარემოდან ამოღებით.
ხელმოსაწერი:
1. 17396 - მტკიცდება „სასოფლო - სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთების მესაკუთრეთა ხელშეწყობის სახელმწიფო პროგრამა“, რომლის მიზანია სასოფლო - სამეურნეო პროდუქციის პირველადი წარმოების ხელშეწყობა, სსიპ საჯარო
რეესტრის ეროვნულ სააგენტოში რეგისტრირებული სასოფლო - სამეურნეო დანიშნულების (გარდა სათიბი და საძოვრის კატეგორიის) მიწის ნაკვეთების მესაკუთრეების სტიმულირების გზით.
პროგრამის ამოცანას წარმოადგენს, სასოფლო - სამეურნეო საქმიანობის განხორციელებისთვის საჭირო საქონლის ან/და მიწის ნაკვეთ(ებ)ის აგროტექნიკური დამუშავებისათვის მომსახურების ღირებულების სუბსიდირების გზით სასოფლო - სამეურნეო პროდუქციის პირველადი წარმოების ხელშეწყობა.
2. 17333 -
სახელმწიფო ტყის ფონდიდან ამოირიცხება ქალაქ სიღნაღში, ვახტანგ გორგასლის ქუჩის მიმდებარედ არსებული 150
კვ.მ არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი, რომელიც შემდგომში სიღნაღის მუნიციპალიტეტს გადაეცემა საკუთრებაში ე.წ. პანორამული გადასახედის მოსაწყობად.
კანონპროექტი:
- 17137 –2019 წლის 20 სექტემბერს მიღებულ იქნა ბავშვის უფლებათა კოდექსი რომელიც უნდა ამოქმედდეს
2020 წლის 1
ივნისიდან. ქეყანაში მიმდინარე მოვლენების გათვალისწინებით მიჩნეულ იქნა კოდექსის სრულფასოვნად ამოქმედება გადავადდეს და ამოქმედდეს
2020 წლის 1 სექტემბრიდან, იმ გარემოებების გათვალისწინებით, რომ ამ თარიღამდე, შესაბამისმა უწყებებმა შეიმუშავონ და მიიღონ სათანადო კანონქვემდებარე აქტები და პროგრამები და გაატარონ
მთელი რიგი მოსამზადებელი ღონისძიებები.
- განათლება 17334 - „განათლების ხარისხის განვითარების შესახებ“ და „უმაღლესი განათლების შესახებ“ ცვ. პროექტები
პროექტის მიხედვით, იზრდება ავტორიზაციის საბჭოს უფლებამოსილებები, კერძოდ, საბჭოს გადაწყვეტილებებს ემატება პროფესიული პროგრამ(ებ)ის განხორციელების უფლების ჩამორთმევის საკითხი; ავტორიზაციის საბჭოები უფლებამოსილნი არიან, შესაბამისი საგანმანათლებლო დაწესებულების
შემოწმების შედეგებისა და შესაბამისი ავტორიზაციის ექსპერტთა ჯგუფის დასკვნის საფუძველზე, მიიღონ გადაწყვეტილება ავტორიზაციის გაუქმების შესახებ, თუ საგანმანათლებლო დაწესებულება არღვევს ავტორიზაციის სტანდარტს ან საგანმანათლებლო სფეროში საქართველოს კანონმდებლობის
ნორმებს საგანმანათლებლო დაწესებულების მოსწავლის, პროფესიული სტუდენტის ან სტუდენტის სტატუსის წარმოშობასთან, შეჩერებასთან ან შეწყვეტასთან დაკავშირებით. საბჭოს გადაწყვეტილებისთვის საჭირო აღარ იქნება ცენტრის შუამდგომლობა; პროექტი ითვალისწინებს ავტორიზაციის საბჭოს
დისკრეციას სასწავლო პროცესის უწყვეტობის მიზნით, სტუდენტებს/მოსწავლეებს დაასრულებინოს მიმდინარე სასწავლო წელი აღნიშნულ საგანმანათლებლო დაწესებულებაში და ავტორიზაციის გაუქმებისა ან ხელახალ ავტორიზაციაზე უარის თქმის შესახებ მიღებული გადაწყვეტილების ძალაში შესვლის
თარიღად მიუთითოს მიმდინარე სასწავლო წლის დასრულების თარიღი, თუ საბჭოს გადაწყვეტილების ძალაში შესვლის თარიღი ემთხვევა დაწყებულ (მიმდინარე) სასწავლო წელს/სემესტრს და სხვა.
პატივისცემით,
ნათია