მოგესალმებით ბატონო გიორგი,
შესათანხმებლად გიგზავნით ელ. მთავრობის პროგრამის საკითხებს:
1.
ეკონომიკა 22583 -
ცვლილება შედის იზოლაცია/კარანტინის წესებში, რომლის მიხედვით, მოხდება ტრანზიტულად მოძრავი სატვირთო ავტოსატრანსპორტო საშუალების მძღოლების (რომლებიც საქართველოს საზღვარს კვეთენ საქართველოს მოქალაქეობის
დამადასტურებელი დოკუმენტით) ახალ კორონავირუსზე (SARS-CoV-2) სწრაფი მარტივი ტესტირება საქართველოში შემოსვლის შემდეგ.
(პროექტი გაიგზავნა ჯანდაცვის პოლიტიკის სამმართველოსთან შესათანხმებლად)
2. ეკონომიკა 22533 -
„კირნათი ჰესის“ II ეტაპის (23,781 მგვტ.) ექსპლუატაციაში მიღების ვადა გაგრძელდება 2020 წლის 31 დეკემბრამდე. ამასთან, პროექტის ფარგლებში კომპანიის მიერ წარმოდგენილი საბანკო გარანტიის ოდენობა შემცირდება 1,192,289,66 აშშ დოლარამდე.
3. ეკონომიკა 22526 -
ხელი ეწერება შეთანხმებას საქართველოს მთავრობას, შპს „აად“-სა და სს „ელექტროენერგეტიკული სისტემის კომერციულ ოპერატორს“ შორის 2017 წლის 30 ოქტომბერს დადებული ურთიერთგაგების მემორანდუმით გათვალისწინებული ტარიფის უცვლელად დატოვების თაობაზე.
4. გარემო 22504 -
მთავრობასთან თანხმდება სსიპ − სურსათის ეროვნული სააგენტოს 2020 წლის ბიუჯეტი, საშტატო ნუსხა და სახელფასო ფონდი.
5. რეგიონული 22302 -
ახმეტის მუნიციპალიტეტი განახორციელებს ქალაქ ახმეტაში წყაროების გზის ასფალტ-ბეტონის საფარით მოპირკეთებას.
6. რეგიონული 22300 -
ხარაგაულის მუნიციპალიტეტი განახორციელებს სოფელ ზვარეს და დაბა ხარაგაულის №1 საბავშვო ბაღებში საპირფარეშოების სარეაბილიტაციო სამუშაოების დაფინანსებას.
7. გარემო 22586 -
სსიპ - სოფლის მეურნეობის სამეცნიერო-კვლევით ცენტრს მიეცემა თანხმობა განახორციელოს სასასუქე და მცენარეთა დაცვისთვის განკუთვნილი პრეპარატების (სასუქები და ნიტროგენული ნაერთები) შესყიდვა.
ხელმოსაწერი:
- 22582 - მტკიცდება „განახლებადი წყაროებიდან მიღებული ენერგიის გამოთვლის მეთოდოლოგია “. განისაზღვრება მეთოდოლოგია კონკრეტული ფორმულებით, რომლის გამოყენებით შესაძლებელი იქნება განახლებადი წყაროებიდან მიღებული ელექტროენერგიის მთლიანი საბოლოო
მოხმარების წილის, გათბობისა და გაგრილებისათვის განახლებადი წყაროებიდან მიღებული ენერგიის საბოლოო მოხმარების წილისა და ტრანსპორტის მიერ განახლებადი წყაროებიდან მიღებული ენერგიის საბოლოო მოხმარების წილის გამოთვლა.
- 22536 - პროექტის ითვალისწინებს
საქართველოს ადამიანის უფლებათა დაცვის სამთავრობო სამოქმედო გეგმის (2018 წლისთვის) შესრულების შუალედური ანგარიშის ანგარიშის საკითხზე საქართველოს პარლამენტის საკომიტეტო სხდომებზე მომხსენებლად საქართველოს პრემიერ-მინისტრის მრჩეველი ადამიანის უფლებათა დაცვისა
და გენდერული თანასწორობის საკითხებში - ლელა აქიაშვილის დანიშვნას.
- 22535 - პროექტის ითვალისწინებს
„ქალებზე, მშვიდობასა და უსაფრთხოებაზე გაეროს უშიშროების საბჭოს რეზოლუციების განხორციელების 2018-2020 წლების საქართველოს ეროვნული სამოქმედო გეგმის შესრულების ყოველწლიური (2018 წლის) ანგარიშის
საკითხზე საქართველოს პარლამენტის საკომიტეტო სხდომებზე მომხსენებლად საქართველოს პრემიერ-მინისტრის მრჩეველი ადამიანის უფლებათა დაცვისა და გენდერული თანასწორობის საკითხებში - ლელა აქიაშვილის დანიშვნას.
- 22534 - პროექტის ითვალისწინებს „ქალთა მიმართ ძალადობის და ოჯახში ძალადობის წინააღმდეგ ბრძოლისა და მსხვერპლთა (დაზარალებულთა) დასაცავად გასატარებელ ღონისძიებათა 2018-2020 წლების სამოქმედო გეგმის შესრულების ყოველწლიური (2018
წლის) ანგარიშის საკითხზე საქართველოს პარლამენტის საკომიტეტო სხდომებზე მომხსენებლად საქართველოს პრემიერ-მინისტრის მრჩეველი ადამიანის უფლებათა დაცვისა და გენდერული თანასწორობის საკითხებში - ლელა აქიაშვილის დანიშვნას.
- 22474 - ცვლილება შედის სურსათის/ცხოველის საკვების უვნებლობის სახელმწიფო კონტროლის განხორციელების წესში, რომლის მიხედვით, ახლებურად განისაზღვრა ინსპექტირების და დოკუმენტური შემოწმების დროს განსახორციელებელი სახელმწიფო კონტროლის პროცედურები.
- 22471 - საქართველოს მთავრობას, შპს „აისს“, სს „ელექტროენერგეტიკული სისტემის კომერციული ოპერატორს“, სს „საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემას“, სს „გაერთიანებულ ენერგეტიკულ სისტემა საქრუსენერგოსა“ და შპს „ენერგოტანსს“ შორის გაფორმდება შეთანხმება
„ახალქალაქი ჰესის“ შესახებ 2016 წლის 7 ოქტომბერს გაფორმებულ ურთიერთგაგების მემორანდუმში ცვლილების შეტანის თაობაზე და ხელი მოეწერება ხელშეკრულებას აღნიშნული პროექტის სამშენებლო ფაზის დაწყების შესახებ, რის შედეგადაც, პროექტი გადავა სამშენებლო ფაზაზე.
- 22449 - საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო განახორციელებს შესასყიდი ობიექტების სახელმწიფო შესყიდვას.
- 22447 - შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ გამარტივებული შესყიდვის საშუალებით განხორციელდება შარვლებისა და ქვედაბოლოების სახელმწიფო შესყიდვა.
- 22446 - საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის მიერ გამარტივებული შესყიდვის საშუალებით განხორციელდება ზღვაზე მაშველებისთვის ფორმების (მაისური, შორტი, კეპი, სანაპიროზე სასიარულო ფეხსაცმელი) სამაშველო აღჭურვილობის/ინვენტარის (მალიბუ, ტივტივა,
სასტვენი, დურბინდი, ქოლგა, სამაშველო ჟილეტის განახლება, სამაშველო თოკების) სახელმწიფო შესყიდვა.
- 22445 - შინაგან საქმეთა სამინისტრო სახელმწიფო შესყიდვის პროცედურებს განახორციელებს საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესის შესაბამისად.
- 22443 - საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სამცხე-ჯავახეთის პოლიციის დეპარტამენტს მიეცემა თანხმობა, განახორციელოს საკანცელარიო მომსახურებებისა და საოფისე მანქანები, კომპიუტერების, პრინტერებისა და ავეჯის გარდა სახელმწიფო შესყიდვა.
- 22441 - საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურს მიეცემა თანხმობა, საქართველოს კანონით მისთვის გამოყოფილი ასიგნებების ფარგლებში, განახორციელოს ტუმბოების, სარქველების, ონკანებისა და ლითონის კონტეინერების, ასევე, მანქანა-დანადგარების
შეკეთება და ტექნიკური მომსახურების სახელმწიფო შესყიდვა.
- 22439 - შინაგან საქმეთა სამინისტრო სახელმწიფო შესყიდვის პროცედურებს განახორციელებს საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესის შესაბამისად.
- 22432 - სსიპ საგანმანათლებლო და სამეცნიერო ინფრასტრუქტურის განვითარების სააგენტო (ბაზრის კვლევა და ეკონომიკური კვლევა; გამოკითხვები და სტატისტიკა) განახორციელებს სახელმწიფო შესყიდვას.
- 22430 - ვანის მუნიციპალიტეტს გადაეცემა ვანის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მგლის 5 ინდივიდის რაოდენობის რეგულირების უფლება, მათი გარემოდან ამოღებით.
- 22428 - ხონის მუნიციპალიტეტს გადაეცემა ხონის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მგლის 5 ინდივიდის რაოდენობის რეგულირების უფლება, მათი გარემოდან ამოღებით.
- 22427 - მთავრობასთან თანხმდება, საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს, საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს სსიპ - დაცული ტერიტორიების სააგენტოსა და კავკასიის ბუნების ფონდს (CNF) შორის გასაფორმებელი
„COVID-19-თან დაკავშირებული გადაუდებელი საგრანტო ხელშეკრულება".
- 22424 - მთავრობის ცნობად, საქართველოს ფინანსთა სამინისტროს ინფორმაცია საქართველოსა და ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკს (EBRD) შორის 2018 წლის 27 ნოემბერს გაფორმებული „თბილისის მყარი ნარჩენების პროექტი“-ს ფარგლებში დამატებითი
დაფინანსების მოზიდვის თაობაზე.
- 22422 - მთავრობის ცნობად საქართველოს ფინანსთა სამინისტროს ინფორმაცია თბილისის მეტროს სადგურების რეაბილიტაციისთვის დაფინანსების მოზიდვის თაობაზე.
- 22421 - სსიპ - საქართველოს ფინანსთა სამინისტროს მომსახურების სააგენტო, სსიპ - სოფლის მეურნეობის სახელმწიფო ლაბორატორიას უსასყიდლოდ გადაცემს სახელმწიფო საკუთრებაში მიქცეულ ქონებას.
- 22419 - სსიპ - საფინანსო-ანალიტიკური სამსახური განახორციელებს 2 წლიანი, 1 ცალი ქსელური სისტემის მართვის მონიტორინგის/ადმინისტრირების პროგრამის ელექტრონული ტენდერის საშუალებით სახელმწიფო შესყიდვას.
- 22418 - სსიპ − ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახური განახორციელოს საფოსტო და საკურიერო მომსახურების სახელმწიფო შესყიდვა.
- 22415 - შპს ,,საქართველოს საშენიმასალებს“ სასარგებლო წიაღისეულის მოპოვების ლიცენზიის ფარგლებში, სახელმწიფო ტყის ფონდით სარგებლობის ვადა განესაზღვრება 2031 წლის 4 თებერვლამდე და შესაბამისად, მიეცემა შესაძლებლობა, განახორციელოს სასარგებლო
წიაღისეულის მოპოვების ლიცენზიით გათვალისწინებული საქმიანობა.
- 22414 - მთავრობასთან თანხმდება, საქართველოს მთავრობასა და შპს „ახალ ენერგიას“ შორის „ღესკური ჰესი“ ელექტროსადგურის მშენებლობის ტექნიკურ-ეკონომიკური განხორციელებადობის საკითხების შესწავლის, ელექტროსადგურის მშენებლობის, ფლობისა და ოპერირების
შესახებ დასადები ხელშეკრულება.
- 22412 - საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სამცხე-ჯავახეთის პოლიციის დეპარტამენტს მიეცემა თანხმობა, სამინისტროსთვის გამოყოფილი ასიგნებებიდან მისთვის დამტკიცებული ბიუჯეტის ფარგლებში განახორციელოს პირადი ჰიგიენის პროდუქტების სახელმწიფო
შესყიდვა.
- 22411 - შინაგან საქმეთა სამინისტრო სახელმწიფო შესყიდვის პროცედურებს განახორციელებს საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესის შესაბამისად.
- 22409 - საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო გამარტივებული შესყიდვის საშუალებით განახორციელებს შინაგან საქმეთა სამინისტროს სხვადასხვა დანაყოფის მოსამსახურეებისთვის შარვლებისა და ქვედაბოლოების შესყიდვას.
- 22408 - სსიპ - გარემოს ეროვნულ სააგენტოს მიეცემა თანხმობა, განახორციელოს განცხადებების ბეჭდურ პრესაში გამოქვენების მომსახურების სახელმწიფო შესყიდვა.
- 22406 - მთავრობის ცნობად საქართველოს ფინანსთა სამინისტროს ინფორმაცია „თბილისის ავტობუსების პროექტის გაგრძელების“ ფარგლებში განსახორციელებელი ღონისძიებების თაობაზე.
- 22405 - მედიაციის სისტემის შეუფერხებელი ფუნქციონირებისათვის, სსიპ - საქართველოს მედიატორთა ასოციაციის პირველადი ხარჯების დაფინანსების მიზნით, საქართველოს მთავრობის სარეზერვო ფონდიდან, საქართველოს იუსტიციის უმაღლეს საბჭოს გამოეყოფა 200 000
ლარი.
- 22404 - სსიპ - საფინანსო-ანალიტიკური სამსახური განახორციელებს 2 წლიანი, 1 ცალი კრიპტოგრაფიული უსაფრთხოების SSL - სერტიფიკატის ელექტრონული ტენდერის საშუალებით სახელმწიფო შესყიდვას.
- 22400 - საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო განახორციელებს დეზინფექცია, დეზინსექცია და დერატიზაციის მომსახურების სახელმწიფო შესყიდვას.
- 22391 - მთავრობასთან თანმხდება, „GG-B-UCF ამერიკის შეერთებული შტატების მთავრობის მიერ საქართველოს მთავრობისათვის გამოყოფილი გრანტის „თავდაცვის მრჩეველთა ჯგუფის შესახებ“ ხელშეკრულების დამატება 8“.
გრანტის საერთო მოცულობა განისაზღვრა 15 469 014 აშშ დოლარით. დღეის მდგომარეობით, ხელშეკრულებით გათვალისწინებული ღონისძიებები/პროგრამები შესრულებულია, ხოლო ხელშეკრულების საერთო ღირებულებიდან (15 469 014 აშშ დოლარი) აუთვისებელია გარკვეული ოდენობის თანხა (აშშ-ს
მხარის მიერ ელექტრონული ფოსტის საშუალებით მოწოდებული ინფორმაციის თანახმად დარჩენილი თანხა შეადგენს 100 000 აშშ დოლარს). წარმოდგენილი პროექტის თანახმად, განხორციელდება ხელშეკრულების მიზნობრიობის კორექტირება, რაც გულისხმობს აუთვისებელი თანხის ფარგლებში (გრანტის
ღირებულება რჩება უცვლელი) მრჩეველთა ჯგუფის მიერ ხელშეკრულებით განსაზღვრული ღონისძიებების/პროგრამების მიმდინარეობისა და შესრულების/მონიტორინგის განხორციელებას. - 22352 - მთავრობასთან თანხმდება, საქართველოს მთავრობასა და შპს „ახალი ენერგიას“ შორის „ნოწარული 1 ჰესი“ ელექტროსადგურის მშენებლობის ტექნიკურ-ეკონომიკური განხორციელებადობის საკითხების შესწავლის, ელექტროსადგურის მშენებლობის,
ფლობისა და ოპერირების შესახებ დასადები ხელშეკრულება.
- 22351 - მთავრობასთან თანხმდება, საქართველოს მთავრობასა და შპს „ახალი ენერგიას“ შორის „ნოწარული 3 ჰესი“ ელექტროსადგურის მშენებლობის ტექნიკურ-ეკონომიკური განხორციელებადობის საკითხების შესწავლის, ელექტროსადგურის მშენებლობის,
ფლობისა და ოპერირების შესახებ დასადები ხელშეკრულება.
- 22349 - მთავრობასთან თანხმდება, საქართველოს მთავრობასა და შპს „ახალი ენერგიას“ შორის „ნოწარული 2 ჰესი” ელექტროსადგურის მშენებლობის ტექნიკურ-ეკონომიკური განხორციელებადობის საკითხების შესწავლის, ელექტროსადგურის მშენებლობის, ფლობისა და ოპერირების
შესახებ დასადები ხელშეკრულება.
- 22341 - მთავრობასთან თანხმდება, საქართველოს მთავრობასა და შპს „პარვუს ჯგუფს“ შორის „ურაველი 1“, „ურაველი 2“, „ურაველი 3“ და „ურაველი 4“ ჰესების მშენებლობის ტექნიკურ-ეკონომიკური განხორციელებადობის საკითხების შესწავლის, ელექტროსადგურის მშენებლობის,
ფლობისა და ოპერირების შესახებ დასადები ხელშეკრულებების პროექტები.
კანონპროექტი:
- შსს 22515 - „საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს მიერ გაწეული მომსახურებისათვის დაწესებული საფასურისა და ვადების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“
არსი: 2020 წლის 1 სექტემბრამდე 539 739 პირი ვალდებული იყო შეეცვალა ძველი ნიმუშის რეგისტრაციის ნომერი, რომლისთვისაც დაწესებულის შესაბამისი საფასურები (სატრანსპორტო საშუალების რეგისტრაციის ნომრის გაცემა 35 ლარი, სარეგისტრაციო მოწმობის გაცემა
- 35 ლარი). წარმოდგენილი პროექტის შესაბამისად, ასეთ პირებს აღარ ეკისრებათ ვალდებულება შეცვალონ ასეთი სანომრე ნიშნები 2020 წლის 1 სექტემბრამდე და აღნიშნული ვადა გახანგრძლივდება 2021 წლის 31 მარტის ჩათლით. - ეკონომიკა 22454 - "საქართველოს საჰაერო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ" და „აუცილებელი საზოგადოებრივი საჭიროებისათვის საკუთრების ჩამორთმევის წესის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე" საქართველოს კანონის პროექტები
არსი: მოწესრიგდება აეროდრომის და ვერტოდრომის შექმნის, აგრეთვა მათი დაცვის არეში შენობა-ნაგებობების და დაბრკოლების შემქმნელი სხვა ობიექტების განთავსების საკითხი, აგრეთვე შეიქმნება სამართლებირივი საფუძვლები კანონქვემდებარე აქტების მიღებისთვის.
პატივისცემით,
ნათია