From : Tamar Gabunia <tgabunia@moh.gov.ge>
To : Natia Khmaladze <natkhmaladze@moh.gov.ge>; Giorgi Tsotskolauri <gtsotskolauri@moh.gov.ge>
Subject : RE: ელ.მთავრობის საკითხები_18.09.19
Received On : 18.09.2019 09:37
Attachments :

ქალბატონო ნათია

დიდი მადლობა! მოგახსენებთ რომ წარმოდგენილი საკითხების მთვრობის სხდომაზე განსახილველად წარდგენასთან დაკავშირებით წინააღმდეგობრივი პოზიცია არ გამაჩნია.

 

პატივისცემით,

თამარ გაბუნია

მინისტრის პირველი მოადგილე

 

Sincerely,

Tamar Gabunia, MD, MPH

First Deputy Minister

 

cid:image001.jpg@01D50033.645805C0

 

 

 

From: Natia Khmaladze
Sent: 18 September, 2019 11:55
To: Tamar Gabunia ; Giorgi Tsotskolauri
Subject: ელ.მთავრობის საკითხები_18.09.19

 

           მოგესალმებით ქალბატონო თამუნა, ბატონო გიორგი,

შესათანხმებლად გიგზავნით ელ. მთავრობის პროგრამის საკითხებს:

1.    ფინანსები 35928 - მთავრობასთან თანხმდება, საქართველოს 2020 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის პროექტის ძირითად პარამეტრები.

პროექტი შეთანხმდა ეკონომიკურ დეპარტამენტთა, შენშვნები არ გააჩნია

2.    ეკონომიკა 36508 - საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სისტემაში დასაქმებულთა წახალისებისა და მოტივაციის გაზრდის მიზნით,  ფიზიკურ პირებს საკუთრებაში გადაეცემათ ქონება.

3.    განათლება 36507 - პროექტი ითვალისწინებს, საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს ფინანსურ ანგარიშგებაში (ბალანსზე) რიცხული არაფინანსური აქტივებისა და მცირეფასიანი ინვენტარის ბუნების დაცვის მსოფლიო ფონდზე გადაცემას.

4.    გარემო 36476 - მთავრობასთან თანხმდება, სსიპ - დაცული ტერიტორიების სააგენტოსა და გაეროს განვითარების პროგრამას (UNDP) შორის გასაფორმებელი ქვესაგრანტო ხელშეკრულება „სტანდარტული შეთანხმების წერილი გაეროს განვითარების პროგრამასა (UNDP) და სსიპ - დაცული ტერიტორიების სააგენტოს შორის მმართველობის რეფორმის ფონდის (GRF) პროექტის ,,დაცული ტერიტორიების სისტემის შესაძლებლობათა გაძლიერება სამუშაოს ეფექტიანობის გაუმჯობესებისა და ცნობიერების ამაღლების მიზნით“ განხორციელების შესახებ, სადაც გაეროს განვითარების პროგრამა განმახორციელებელი პარტნიორია“.

5.    გარემო 36474 - სს „აკურა“, 2019 წლის რთვლისათვის საჭირო საქონლის და მომსახურების სახელმწიფო შესყიდვებს განახორციელებს გამარტივებული შესყიდვის საშუალებით.

6.    განათლება 36462  - სსიპ - საქართველოს ეროვნული მუზეუმი, „მეცნიერების პოპულარიზაციის“ ფარგლებში ღონისძიებების შეუფერხებლად ჩატარების მიზნით განახორციელებს: გამოფენის „შუა საუკუნეების საქართველოს საგანძური, მეფე დავით აღმაშენებლის მონეტა, ბრიტანეთის მუზეუმის კოლექციიდან“; „თანამედროვე ტექნოლოგიები სამუზეუმო სივრცეში“ უზრუნველყოფისათვის საჭირო სამუზეუმო ვიტრინის დამზადებისა და განათების მონტაჟის სახელმწიფო შესყიდვას.

7.    იუსტიცია 36523 - საქართველოს იუსტიციის სამინისტრო განახორციელებს საბეჭდი მოწყობილობების  სახელმწიფო შესყიდვას.

8.    ფინანსები 36522 - 6 მეწარმე სუბიექტს მიენიჭება მაღალმთიანი დასახლების საწარმოს სტატუსი, რის საფუძველზეც ისინი გათავისუფლდებიან გადასახადებისაგან, საქართველოს საგადასახადო კოდექსით განსაზღვრული ვადითა და წესით.     

9.     ეკონომიკა 36422 -    სიღნაღის მუნიციპალიტეტში, ქედელის დასხლებაში მდებარე 6 ერთეული მიწის ნაკვეთი (ჯამში 4495 კვ.მ. არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი) პირდაპირი მიყიდვის ფორმით, 1 ლარად, საკუთრებაში გადაეცემა საქართველოს სამოციქულო ავტოკეფალურ მართლმადიდებელ ეკლესიას ბოდბის წმ. ნინოს სახელობის დედათა მონასტრის ინფრასტრუქტურის განვითარებისთვის.  

10.  მთავრობა 36418 - საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური განახორციელებს ავეჯის სახელმწიფო შესყიდვას.

11.  მთავრობა 36351 - 2019 წლის 19 მაისის საქართველოს პარლამენტის შუალედური, მუნიციპალიტეტების მერების რიგგარეშე, საკრებულოების შუალედური არჩევნებისა და 2019 წლის 27 ოქტომბერს გასამართი საკრებულოების შუალედური არჩევნების დაფინანსების მიზნით, საქართველოს მთავრობის სარეზერვო ფონდიდან საქართველოს ცენტრალურ საარჩევნო კომისიას გამოეყოფა 4 466 910 ლარი.

 

 

კანონპროექტი:

  1. გარემო 36514 – „გრანტების შესახებ“ ცვ პროექტი

    პროექტის მიხედვით, საქართველოს მთავრობის მიერ განსაზღვრულ სსიპ „კულტურის ეროვნულ ფონდს“ მიეცემა კულტურის სფეროში პროექტების ხელშეწყობის მიზნით გრანტების გაცემის შესაძლებლობა.
  2. 36477 - „კოლხეთის დაცული ტერიტორიების შექმნისა და მართვის შესახებ“ ცვ პროექტი

    პროექტი ითვალისწინებს, დაცული ტერიტორიების გაფართოებასა და ეკოტურიზმის ხელშეწყობას.

    პროექტის მიხედვით, იზრდება კოლხეთის ეროვნული პარკის საერთო ფართობი 705,5 ჰექტარით და შეადგენს - 45 014 ჰექტარს. საერთო მომატებული ფართობიდან 705,5 ჰა-დან: სახმელეთო ფართობი გაიზრდება - 195,5 ჰექტარით და გახდება - 29 228 ჰექტარი, ხოლო ზღვის აკვატორია გაიზრდება 510 ჰექტარით და გახდება - 15 786 ჰექტარი.

 

პატივისცემით,  

ნათია