From : Natia Khmaladze <natkhmaladze@moh.gov.ge>
To : Giorgi Tsotskolauri <gtsotskolauri@moh.gov.ge>
Subject : ელ.მთავრობის საკითხები_19.07.19
Received On : 19.07.2019 10:00

მოგესალმებით ბატონო გიორგი,

შესათანხმებლად გიგზავნით ელ. მთავრობის პროგრამის საკითხებს:

1.      ეკონომიკა 28925 - "საქართველოს სტანდარტის სსტ 85 : 2019 „წყლები ნატურალური მინერალური. საერთო ტექნიკური პირობები“  საქართველოს ტერიტორიაზე სამოქმედოდ დაშვების შესახებ" საქართველოს მთავრობის დადგენილების პროექტი:
პროექტით, საქართველოს ტერიტორიაზე სამოქმედოდ დაშვებულ ხდება   საქართველოს სტანდარტი  სსტ 85 : 2019 „წყლები ნატურალური მინერალური. საერთო ტექნიკური პირობები“;
2.      ფინანსები 28940 - „სსიპ - საქართველოს ფინანსთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს მიერ ქონების განაწილებასთან დაკავშირებით განსახორციელებელი ღონისძიებების შესახებ“ საქართველოს მთავრობის განკარგულების პროექტი:
პროექტით ხდება სსიპ - საქართველოს ფინანსთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოსთვის განსაკარგავად გადაცემული ქონების  თიანეთის მუნიციპალიტეტისათვის უსასყიდლოდ გადაცემის შესახებ ფინანსთა სამინისტროს ინფორმაციის ცნობად მიღება;
3.      განათლება 28984 - "საქართველოს მთავრობასა და სან-დიეგოს სახელმწიფო უნივერსიტეტს შორის გასაფორმებელი ურთიერთგაგების მემორანდუმის პროექტის მოწონების შესახებ" პროექტი:
საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრს, მიხეილ ბატიაშვილს ენიჭება უფლებამოსილება, საქართველოს მთავრობის სახელით, ხელი მოაწეროს საქართველოს მთავრობასა და სან-დიეგოს სახელმწიფო უნივერსიტეტს შორის გასაფორმებელ ურთიერთგაგების მემორანდუმის პროექტს;
4.      ეკონომიკა 28989 -  "სახელმწიფო საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების  ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში ძირითადი (განუსხვისებელი) ქონების სახით გადაცემის შესახებ" პროექტი:
პროექტით, ჩოხატაურის მუნიციპალიტეტში, სოფელ ზემოსურებში მდებარე 1984 კვ.მ. არასასოფლო-სამეურნეო დანისნულების მიწის ნაკვეთი (მიწის (უძრავი ქონების) საკადასტრო კოდი N28.20.21.120) საკუთრებაში ძირითადი (განუსხვისებელი) ქონების სახით გადაეცემა ჩოხატაურის მუნიციპალიტეტს.
5.      ეკონომიკა 28990 - „სახელმწიფო საკუთრებაში არსებული უძრავი ნივთების  შპს „ჩირინასათვის“პირდაპირი მიყიდვის ფორმით პრივატიზების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2017 წლის 21 ივლისის N1522 განკარგულებაში ცვლილების შეტანის შესახებ" პროექტი:
პროექტით, იცვლება პრივატიზების პირობები, ნიადაგის ნაყოფიერების ანალიზის წარმოდგენის კუთხით;
6.      შსს 28991 - „საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სისტემაში სახელმწიფო შესყიდვის გამარტივებული შესყიდვის საშუალებით განხორციელების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2018 წლის 28 დეკემბრის №2483 განკარგულებაში ცვლილების შეტანის თაობაზე“ პროექტი:
ცვლილებით, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო შეძლებს გამარტივებული შესყიდვის საშუალებით, წერილობითი ხელშეკრულების დადების გარეშე, განახორციელოს საჭირო სამედიცინო მომსახურებისა და მედიკამენტების სახელმწიფო შესყიდვა;
7.      ეკონომიკა 28992 - „სახელმწიფო საკუთრებაში არსებული ქონების შპს „პეგასისათვის“ პირდაპირი მიყიდვის ფორმით პრივატიზების შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2012 წლის 20 მარტის №20/03/13 განკარგულებისგან განსხვავებული პირობების დადგენისა და შპს „არენას“ საქმიანობის ხელშესაწყობად რიგ ღონისძიებათა განხორციელების შესახებ" პროექტი:
პროექტით,ზუსტება საპრივატიზაციო პირობები, კერძოდ, ტერმინი „ოლიმპიური სტანდარტები“ შეცვლა „საერთაშორისო სტანდარტ(ებ)ით“.
8.      ეკონომიკა 28994 -  "სახელმწიფო საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების სააქციო საზოგადოება „ენერგო-პრო ჯორჯიასათვის” პირდაპირი მიყიდვის ფორმით პრივატიზების შესახებ":
პროექტით, სახელმწიფო საკუთრებაში არსებული, ქ. ჭიათურაში, 26 მაისის ქუჩა N10-ის მიმდებარედ არსებული 12 კვ.მ. არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი (მიწის (უძრავი ქონების) საკადასტრო კოდი N38.10.31.309) პირდაპირი მიყიდვის ფორმით,  700 (შვიდასი) ლარად საკუთრებაში გადაეცემა სააქციო საზოგადოება „ენერგო-პრო ჯორჯიას“ (საიდენტიფიკაციო კოდი №205169066), შემდეგი პირობებით:
ა) საპრივატიზებო თანხის გადახდა შესაბამისი ხელშეკრულების გაფორმებიდან  ერთი თვის  ვადაში;
ბ) N38.10.31.309 საკადასტრო კოდით რეგისტრირებულ უძრავ ქონებაზე ან მის ნაწილზე, პირადად ან მესამე პირის მეშვეობით, შესაბამისი ხელშეკრულების გაფორმებიდან 12 (თორმეტი) თვის ვადაში სატრანსფორმატორო პუნქტის განთავსება. 
9.      შსს 28995 - „საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სისტემაში ზოგიერთი სახელმწიფო შესყიდვის განხორციელებაზე თანხმობის მიცემის შესახებ“ პროქტი:
პროექტით, სსიპ – საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს ეძლევა თანხმობა, ელექტროძრავების, გენერატორების და ტრანსფორმატორების (კლასიფიკატორის კოდი: CPV - 31100000) სახელმწიფო შესყიდვაზე;
10.     შსს 28996 - „საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სტრუქტურული ქვედანაყოფების, ტერიტორიული ორგანოებისა და სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალი სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულებების - საქართველოს სასაზღვრო პოლიციისა და საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის საშტატო ნუსხების, თანამდებობრივი სარგოებისა და შრომის ანაზღაურების ფონდების შეთანხმების შესახებ“ საქართველოს მთვარობის 2018 წლის 22 იანვრის №155 განკარგულებაში ცვლილების შეტანის თაობაზე“ პროექტი:
პროექტით, საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ზედამხედველობის დეპარტამენტში განხორციელდება საშტატო-საორგანიზაციო ცვლილებები;
11.     შსს 28998 - „საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სისტემაში ზოგიერთი სახელმწიფო შესყიდვის განხორციელებაზე თანხმობის მიცემის შესახებ“ პროექტი:
პროექტით, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ეძლევა თანხმობა კომპიუტერული მოწყობილობების და აქსესუარების (კლასიფიკატორის კოდი: CPV - 30200000) სახელმწიფო შესყიდვაზე;
12.     შსს 28999 - „საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სისტემაში ზოგიერთი სახელმწიფო შესყიდვის განხორციელებაზე თანხმობის მიცემის შესახებ“ პროექტი:
პროექტით, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ეძლევა თანხმობა შეიძინოს:
ა) კომპიუტერული მოწყობილობების და აქსესუარების (კლასიფიკატორის კოდი: CPV – 30200000) სახელმწიფო შესყიდვაზე;
ბ) ტელე და რადიოსიგნალის მიმღებების და აუდიო ან ვიდეოგამოსახულების ჩამწერის ან აღწარმოების აპარატურის (კლასიფიკატორის კოდი: CPV - 32300000) სახელმწიფო შესყიდვაზე;
გ) საოჯახო ტექნიკის (კლასიფიკატორის კოდი:  CPV - 39700000) სახელმწიფო შესყიდვაზე;
13.     შსს 29000 - „საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სისტემაში ზოგიერთი სახელმწიფო შესყიდვის განხორციელებაზე თანხმობის მიცემის შესახებ“ პროექტი:
პროექტით, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სისტემაში ზოგიერთი სამსახურს ეძლევა თანხმობა:
ა) სსიპ – საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს ჰაერის კონდიცირების საშუალებების (კლასიფიკატორის კოდი: CPV  –  42512000) სახელმწიფო შესყიდვაზე;
ბ) საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება – საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურს ავეჯის (კლასიფიკატორის კოდი: CPV – 39100000) სახელმწიფო შესყიდვაზე;
14.     განათლება 29012 - „მასწავლებლის პროფესიული განვითარებისა და კარიერული წინსვლის სქემის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2019 წლის 23 მაისის N241 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს მთავრობის დადგენილების პროექტს.
პროექტით, განისაზღვრება  მასწავლებლის შეფასების და სქემით გათვალისწინებული სტატუსის მინიჭების წესი და საპენსიო ასაკს მიღწეული პედაგოგების წახალისების პროცედურები;
15.     სოფელი 29020 - „საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს საჯარო სამართლის იურიდიული პირის – სურსათის ეროვნული სააგენტოს მიერ სახელმწიფო შესყიდვის გამარტივებული შესყიდვის საშუალებით განხორციელების შესახებ“ პროექტი:
პროექტით, სსიპ – სურსათის ეროვნულმა სააგენტოს ეძლევა თანხმობა ცხოველური წარმოშობის სურსათში (თაფლსა და თევზში) ვეტერინარული პრეპარატებისა და სხვა დამაბინძურებლების ნარჩენი ნივთიერებების, ასევე სურსათში სხვადასხვა საღებავის შემცველობის ლაბორატორიული კვლევის მომსახურების  სახელმწიფო შესყიდვა განახორციელოს გამარტივებული შესყიდვის საშუალებით;
16.     სოფელი 29023 – „გაეროს განვითარების პროგრამასა და საჯარო სამართლის იურიდიულ პირს - გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრს შორის  ქვეყნის სათბური გაზების ინვენტარიზაციის ანგარიშისა და BUR-ის შესაბამისი თავის მომზადებაზე UNDP/GEF პროექტის „გაეროს კლიმატის ცვლილების ჩარჩო კონვენციის მიმართ საქართველოს მეოთხე ეროვნული შეტყობინებისა და მეორე ორწლიური განახლებული ანგარიშის შემუშავება“ ფარგლებში  გასაფორმებელი დოკუმენტის მოწონების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის განკარგულების პროექტს და მისგან გამომდინარე  „საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს საჯარო სამართლის იურიდიული პირისთვის - გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრისათვის ,,საქართველოს 2019 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის კანონის შესახებ“ საქართველოს კანონის 25-ე მუხლით გათვალისწინებულ შეზღუდვებზე გამონაკლისის დაშვების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2019 წლის 8 თებერვლის N177 განკარგულებაში ცვლილების შეტანის შესახებ“ პროექტი:
პროექტით, სსიპ - გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრზე არ გავრცელდება საქართველოს 2019 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ საქართველოს კანონითა და ,,საჯარო დაწესებულებაში შრომის ანაზღაურების შესახებ” საქართველოს კანონით გათვალისწინებული შეზღუდვები და დამხმარე და არამუდმივი ამოცანების შესასრულებლად შრომითი ხელშეკრულებით დასაქმებულ პირთა რაოდენობა განისაზღვრება არაუმეტეს 66 (სამოცდაექვსი) ერთეულით. ამჟამად განსაზღვრული არის 51 ერთეულით.
17.     საგარეო 29034 - ,,საქართველო-აზერბაიჯანის ეკონომიკური თანამშრომლობის ერთობლივი სამთავრობათაშორისო კომისიის საქართველოს მხარის შემადგენლობის დამტკიცების შესახებ“ პროექტი:
პროექტით, მტკიცდება საქართველო-აზერბაიჯანის ეკონომიკური თანამშრომლობის ერთობლივი სამთავრობათაშორისო კომისიის საქართველოს მხარის შემადგენლობა.

კანონპროექტები:

1.      ეკონომიკა 28917 - „სახელმწიფო ქონების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის პროექტსა და მისგან გამომდინარე:  „მკაცრი აღრიცხვის ფორმების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“, „საჯარო დაწესებულებაში ინტერესთა შეუთავსებლობისა და კორუფციის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ და „იარაღის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ კანონპროექტები:
ცვლილებების მიხედვით, თუ საჯარო მოსამსახურე ან მისი ოჯახის წევრი საჩუქრის მიღების შემდეგ დაადგენს, რომ ამ საჩუქრის ღირებულება აღემატება კანონით დასაშვებ ოდენობას, ან/და თუ გარკვეული მიზეზით შეუძლებელი იყო მის მიღებაზე უარის თქმა, იგი ვალდებულია კანონით აკრძალული საჩუქარი გადასცეს სსიპ – სახელმწიფო ქონების ეროვნულ სააგენტოს; ამასთან, მკაცრი აღრიცხვის ფორმების ნუსხის დამტკიცებასთან, მათ დამზადებასთან, შენახვასთან და გამოყენებასთან დაკავშირებული ფუნქციები გადაეცემა საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროსა და მის სისტემაში შემავალ სსიპ - სახელმწიფო ქონების ეროვნულ სააგენტოს;

ხელმოსაწერი:

1.      ეკონომიკა 28925 – „რეკონსტრუქციის საკრედიტო ბანკსა (KfW), მაინის ფრანკფურტი, და საქართველოს, წარმოდგენილს საქართველოს ფინანსთა სამინისტროს მიერ („მსესხებელი“), შორის სასესხო შეთანხმების (პროფესიული განათლების პროგრამა 1)“ საქართველოს პარლამენტში რატიფიცირებისათვის წარდგენისა და მომხსენებლებად გ. კაკაურიძისა და ნ. გაგუას დანიშვნის შესახებ'' საქართველოს მთავრობის განკარგულების პროექტი“
საქართველოს პარლამენტში რატიფიცირებისათვის წარდგენილ სასესხო შეთანხმებაზე, საქართველოს პარლამენტის საკომიტეტო და პლენარულ სხდომებზე მომხსენებლებად ინიშნებიან საქართველოს ფინანსთა მინისტრის მოადგილეები: გიორგი კაკაურიძე და ნიკოლოზ გაგუა;
2.      განათლება 28955 - ,,საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალი სსიპ − საგანმანათლებლო და სამეცნიერო ინფრასტრუქტურის განვითარების სააგენტოსთვის სახელმწიფო შესყიდვის განსახორციელებლად წინასწარი თანხმობის მიცემის შესახებ'' პროექტი:
პროექტით, სსიპ − საგანმანათლებლო და სამეცნიერო ინფრასტრუქტურის განვითარების სააგენტოს ეძლევა თანხმობა განახორციელოს ავეჯის შესყიდვა;
3.      განათლება 28958 - ,,საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი საჯარო სამართლის იურიდიული პირის − საგანმანათლებლო და სამეცნიერო ინფრასტრუქტურის განვითარების სააგენტოს მიერ სახელმწიფო შესყიდვის გამარტივებული შესყიდვის საშუალებით განხორციელების შესახებ'' პროექტი:
სსიპ - საგანმანათლებლო და სამეცნიერო ინფრასტრუქტურის განვითარების სააგენტოს ეძლევა თანხმობა გამარტივებული შესყიდვის საშუალებით განხორციელოს სახელმძღვანელოებისა და რვეულების შესყიდვა;
4.      ფინანსები 28986 - „მაღალმთიანი დასახლებების განვითარების ფონდიდან მუნიციპალიტეტებისათვის თანხის  გამოყოფის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2019 წლის 12 აპრილის N815 განკარგულებაში ცვლილების შეტანის თაობაზე“ პროექტი:
საქართველოს მთავრობის 2016 წლის 6 ივნისის N249 დადგენილების შესაბამისად და რეგიონული განვითარების სამთავრობო კომისიის მიერ მიღებული გადაწყვეტილებების საფუძველზე, საქართველოს მთავრობის 2019 წლის 12 აპრილის N815 განკარგულების შესაბამისად 10 მუნიციპალიტეტს, სამშენებლო სამუშაოების განსახორციელებლად, გამოეყო სულ 6 491 015  ლარი.
რეგიონული განვითარების სამთავრობო კომისიამ მიმდინარე წლის 17 ივლისს მიიღო გადაწყვეტილება განკარგულებაში 6 მუნიციპალიტეტის დამატებაზე და განკარგულებაში არსებული ზოგიერთი მუნიციპალიტეტისათვის გამოყოფილი თანხის დაზუსტებაზე, რაც ჯამში გამოიწვევს დამატებით 2 978 985 ლარის გამოყოფას.
განკარგულებაში არსებულ ცაგერის მუნიციპალიტეტს ემატება 752 960 ლარი.
განკარგულებაში არსებულ მუნიციპალიტეტს აკლდება თანხები:
საჩხერის მუნიციპალიტეტი - 241 705 ლარი;
გორის მუნიციპალიტეტი - 5 990 ლარი;
გურჯაანის მუნიციპალიტეტი - 40 773 ლარი;
ბაღდათის მუნიციპალიტეტი - 24 730 ლარი;
ჩოხატაურის მუნიციპალიტეტი - 2 185 ლარი;
განკარგულებაში ემატება:
ახალციხის მუნიციპალიტეტი თანხით - 653 332 ლარი;
ამბროლაურის მუნიციპალიტეტი თანხით - 305 104 ლარი;
თელავის მუნიციპალიტეტი თანხით - 336 287 ლარი;
ჭიათურის მუნიციპალიტეტი თანხით - 696 500 ლარი;
ტყიბულის მუნიციპალიტეტი თანხით - 212 600 ლარი;
ონის მუნიციპალიტეტი თანხით - 337 585 ლარი;
გამომდინარე აქედან, მომზადდა წარმოდგენილი განკარულების პროექტი, რომელიც ითვალისწინებს საქართველოს მთავრობის 2019 წლის 12 აპრილის N815 განკარგულებაში ცვლილების შეტანას და დამატებით 2 978 985 ლარის გამოყოფას, რომლის გათვალისწინებითაც აღნიშნული განკარგულებით სულ  მუნიციპალიტეტებზე გამოყოფილი თანხა იქნება 9 470 000 ლარი, იმ პროექტების განხორციელებისათვის რომლებზედაც უკვე არსებობს საპროექტო დოკუმენტაცია ან მათზე სამუშაოები დაწყებულია გასულ წლებში.
5.      ფინანსები 28987 – „საქართველოს რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან მუნიციპალიტეტებისათვის თანხის გამოყოფის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2018 წლის 31 დეკემბრის N2577 განკარგულებაში ცვლილების შეტანის თაობაზე“  პროექტი:
საქართველოს მთავრობის 2013 წლის 7 თებერვლის N23 დადგენილების შესაბამისად და რეგიონული განვითარების სამთავრობო კომისიის მიერ მიღებული გადაწყვეტილებების საფუძველზე, საქართველოს მთავრობის 2018 წლის 31 დეკემბრის N2577 განკარგულების შესაბამისად 57 მუნიციპალიტეტს, სამშენებლო სამუშაოების განსახორციელებლად, გამოეყო სულ 270 000 000  ლარი.
რეგიონული განვითარების სამთავრობო კომისიამ მიმდინარე წლის 17 ივლისს მიიღო გადაწყვეტილება აღნიშნულ განკარგულებაში არსებული ზოგიერთი მუნიციპალიტეტისათვის გამოყოფილი თანხების დაზუსტებაზე. რაც ჯამში გამოიწვევს მუნიციპალიტეტებისათვის გამოყოფილი თანხის 147 259 ლარით შემცირებას.
6.      ფინანსები 28988 - "სტიქიის პრევენციის სახელმწიფო პროგრამის დაფინანსების მიზნით საქართველოს რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან მუნიციპალიტეტებისათვის თანხის გამოყოფის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2019 წლის 15 მარტის N557 განკარგულებაში ცვლილების შეტანის თაობაზე" პროექტი:
საქართველოს მთავრობის 2019 წლის 8 თებერვლის N50 დადგენილების შესაბამისად და რეგიონული განვითარების სამთავრობო კომისიის მიერ მიღებული გადაწყვეტილებების საფუძველზე, საქართველოს მთავრობის 2019 წლის 15 მარტის N557 განკარგულების შესაბამისად 34 მუნიციპალიტეტს გამოეყო სულ 12 508 946  ლარი.
რეგიონული განვითარების სამთავრობო კომისიამ მიმდინარე წლის 17 ივლისს მიიღო გადაწყვეტილება აღნიშნულ განკარგულებაში 3 მუნიციპალიტეტის დამატებაზე და განკარგულებაში არსებული ხარაგაულის მუნიციპალიტეტისათვის დამატებით 81 550 ლარის გამოყოფაზე, რაც გამოიწვევს დამატებით 1 195 762  ლარის გამოყოფას:
განკარგულებაში ემატება:
ქარელის მუნიციპალიტეტი თანხით - 141 493 ლარი;
ამბროლაურის მუნიციპალიტეტი თანხით - 241 992 ლარი;
ხობის მუნიციპალიტეტი თანხით - 730 727 ლარი;
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, მომზადდა წარმოდგენილი განკარულების პროექტი, რომელიც ითვალისწინებს საქართველოს მთავრობის 2019 წლის 15 მარტის N557 განკარგულებაში ცვლილების შეტანას და მუნიციპალიტეტებისათვის დამატებით 1 195 762 ლარის გამოყოფას, რომლის გათვალისწინებითაც აღნიშნული განკარგულებით სულ  მუნიციპალიტეტებზე გამოყოფილი თანხა იქნება 13 704 708 ლარი.
7.      საგარეო 299007 - „საქართველოს მთავრობასა და ნეპალის მთავრობას შორის დიპლომატიური და  ოფიციალური/სამსახურებრივი პასპორტების მფლობელთა ვიზის მიღების ვალდებულებისაგან გათავისუფლების შესახებ“ შეთანხმების ხელმოწერის თაობაზე'' პროექტი:
პროექტით, ხდება „საქართველოს მთავრობასა და ნეპალის მთავრობას შორის დიპლომატიური და  ოფიციალური/სამსახურებრივი პასპორტების მფლობელთა ვიზის მიღების ვალდებულებისაგან გათავისუფლების შესახებ“ შეთანხმების ხელმოწერა;

პატივისცემით,  
ნათია