From : Natia Khmaladze <natkhmaladze@moh.gov.ge>
To : Giorgi Tsotskolauri <gtsotskolauri@moh.gov.ge>; tikhardziani@gmail.com
Subject : ელ.მთავრობის საკითხები_20.11.19
Received On : 20.11.2019 10:34

           მოგესალმებით ბატონო გიორგი,

შესათანხმებლად გიგზავნით ელ. მთავრობის პროგრამის საკითხებს:

  1. შსს 46473 - პროექტი ითვალისწინებს, მთავრობის საკანონმდებლო ინიციატივის წესით საქართველოს პარლამენტში წარდგენილ ,,საგზაო მოძრაობის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ და საკანონმდებლო პაკეტზე საქართველოს პარლამენტის პლენარულ სხდომებზე მომხსენებელი პირების დანიშვნას.
  2. შსს 46472 - პროექტი ითვალისწინებს, მთავრობის საკანონმდებლო ინიციატივის წესით საქართველოს პარლამენტში წარდგენილ „საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ საქართველოს პარლამენტის პლენარულ სხდომებზე მომხსენებელი პირების დანიშვნას.
  3. შსს 46471 - პროექტი ითვალისწინებს, მთავრობის საკანონმდებლო ინიციატივის წესით საქართველოს პარლამენტში წარდგენილ „საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ და „საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ საქართველოს პარლამენტის პლენარულ სხდომებზე მომხსენებელი პირების დანიშვნას.
  4. გარემო 46456 - სსიპ გარემოს ეროვნულ სააგენტო განახორციელებს ქსელური მოწყობილობებისა და კომპიუტერთან დაკავშირებული მოწყობილობების სახელმწიფო შესყიდვას.
  5. განათლება 46412 - ქ. თბილისში, ვარკეთილი-3 დასახლება, III მიკრო/რაიონში მდებარე უძრავი ქონების ნაწილი, კერძოდ, N02 შენობის პირველ სართულზე მდებარე სპორტული დარბაზის 293.04 კვ. მ ფართი, აუქციონის გარეშე, დროებით სარგებლობაში - 5 წლის ვადით, გადაეცემა შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოებას „ცისკარს“ კრივის კლუბის ფუნქციონირების მიზნით.
  6. განათლება 46404 - ა(ა)იპ სარკინიგზო ტრანსპორტის კოლეჯი განახორციელებს გამაგრილებელი და სავენტილაციო მოწყობილობების  სახელმწიფო შესყიდვას.
  7. შსს 46368 - პროექტი ითვალისწინებს, მთავრობის საკანონმდებლო ინიციატივის წესით საქართველოს პარლამენტში წარდგენილ „იარაღის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ და საკანონმდებლო პაკეტზე საქართველოს პარლამენტის პლენარულ სხდომებზე მომხსენებელი პირების დანიშვნას.
  8. შსს 46353 - პროექტი ითვალისწინებს, მთავრობის საკანონმდებლო ინიციატივის წესით საქართველოს პარლამენტში წარდგენილ „უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებების შეტანის თაობაზე“ საქართველოს პარლამენტის პლენარულ სხდომებზე მომხსენებელი პირების დანიშვნას.
  9. შსს 46349 - პროექტი ითვალისწინებს, მთავრობის საკანონმდებლო ინიციატივის წესით საქართველოს პარლამენტში წარდგენილ  „ოპერატიულ-სამძებრო საქმიანობის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ და საკანონმდებლო პაკეტზე საქართველოს პარლამენტის პლენარულ სხდომებზე მომხსენებელი პირების დანიშვნას.
  10. შსს 46348 - პროექტი ითვალისწინებს, მთავრობის საკანონმდებლო ინიციატივის წესით საქართველოს პარლამენტში წარდგენილ  „საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საჯარო სამართლის იურიდიული პირის - საზოგადოებრივი უსაფრთხოების მართვის ცენტრის „112“-ის შესახებ“ და საკანონმდებლო პაკეტზე საქართველოს პარლამენტის პლენარულ სხდომებზე მომხსენებელი პირების დანიშვნას.
  11. რეგიონული 46304 - სენაკის მუნიციპალიტეტი განახორციელებს ინფრასტრუქტურული პროექტების საპროექტო - სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციის შესყიდვას.
  12. ფინანსები 46299 - საფრანგეთის განვითარების სააგენტოსა და საქართველოს შორის გაფორმდება „სოციალური კეთილდღეობის პროგრამა“ საკრედიტო შეთანხმება (სესხი: 35 მილიონი ევროს ოდენობით).

    პროექტი შეთანხმებული იყო სამინისტროსთან, შენიშვნები არ გააჩნია.
  13. შსს 46261 - პროექტი ითვალისწინებს, მთავრობის საკანონმდებლო ინიციატივის წესით საქართველოს პარლამენტში წარდგენილ ,,საქართველოს სახელმწიფო საზღვრის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ და ,,საქართველოს საზღვაო სივრცის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის პროექტებზე საქართველოს პარლამენტის პლენარულ სხდომებზე მომხსენებელი პირების დანიშვნას.
  14. შსს 46260 - პროექტი ითვალისწინებს, მთავრობის საკანონმდებლო ინიციატივის წესით საქართველოს პარლამენტში წარდგენილ  „სქესობრივი თავისუფლებისა და ხელშეუხებლობის წინააღმდეგ მიმართულ დანაშაულთან ბრძოლის შესახებ“ და მისგან გამომდინარე კანონის პროექტებზე საქართველოს პარლამენტის პლენარულ სხდომებზე მომხსენებელი პირების დანიშვნას.
  15. შსს 46257 - პროექტი ითვალისწინებს, მთავრობის საკანონმდებლო ინიციატივის წესით საქართველოს პარლამენტში წარდგენილ „ქალთა მიმართ ძალადობის ან/და ოჯახში ძალადობის აღკვეთის, ძალადობის მსხვერპლთა დაცვისა და დახმარების შესახებ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ და მისგან გამომდინარე კანონის პროექტებზე საქართველოს პარლამენტის პლენარულ სხდომებზე მომხსენებელი პირების დანიშვნას.
  16. გარემო 46207 - სსიპ დაცული ტერიტორიების სააგენტო განახორციელოს 11  ერთეული ციფრული DMR სტანდარტის ხელით სატარებელი რადოსადგურის (მათ შორის, ერთი - რეტრანსლაციის ფუნქციით), 2 ერთეული ციფრული DMR სტანდარტის რეტრანსლატორის, 4 ერთეული მიმღებ-გადამცემი ანტენის, 2 ერთეული აკუმულატორის, 1  ერთეული უკაბელო მიმღებ-გადამცემების კომპლექტისა და თანმდევი მომსახურების სახელმწიფო შესყიდვას.
  17. განათლება 46188 - პროექტის მიხედვით, სსიპ ქუთაისის საუნივერსიტეტო კომპლექსის წესდებით დადგენილი წესით რექტორის არჩევამდე არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის – ქუთაისის საუნივერსიტეტო კომპლექსის  რექტორის მოვალეობის შემსრულებლად დაინიშნება მაგდა ალანია.
  18. განათლება 46183 - სსიპ სარკინიგზო ტრანსპორტის კოლეჯი განახორციელებს ავეჯის სახელმწიფო შესყიდვას.
  19. ეკონომიკა 46176 - სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტო, განახორციელებს საქართველოს პრეზიდენტის მიერ განსაზღვრულ სარეკრეაციო ტერიტორიაზე არსებული, ყაზბეგის მუნიციპალიტეტში, დაბა გუდაურში მდებარე 1020.00 კვ.მ. არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთის პრივატიზებას ელექტრონული აუქციონის ფორმით.
  20. ეკონომიკა 46166 - სსიპ ტექნიკური და სამშენებლო ზედამხედველობის სააგენტო, ბეტონის არმირებისათვის განკუთვნილი არმატურის, ელექტროკაბელისა და პლასტმასის მილის ლაბორატორული კვლევის მომსახურების სახელმწიფო შესყიდვას განახორციელებს გამარტივებული შესყიდვის საშუალებით.
  21. ფინანსები 46144 - სსიპ - საქართველოს ფინანსთა სამინისტროს მომსახურების სააგენტო, საქართველოს საპატრიარქოს უსასყიდლოდ გადასცემს 2765 ლარის ღირებულების სათესლე ხორბალს.
  22. ფინანსები 46143 - სსიპ - საქართველოს ფინანსთა სამინისტროს მომსახურების სააგენტო, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს გადასცემს 42500 ლარის ღირებულების 3 ავტომანქანას.

 

ხელმოსაწერი:

  1. 46454 - გაიმართება მოლაპარაკება საფრანგეთის განვითარების სააგენტოსა და საქართველოს შორის საკრედიტო ხაზის შეთანხმების (ქალაქ ხაშურის და მიმდებარე დასახლებების წყალმომარაგებისა და წყალარინების სისტემების მომსახურების გაუმჯობესება) ტექსტის მიღების მიზნით. პირველ ეტაპზე დავიზებულია.
  2. 46448 - საქართველოს მთავრობის სარეზერვო ფონდიდან, საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს გამოეყოფა 500 000 ევროს კვივალენტი ლარი.
  3. 46406 - გაიმართება მოლაპარაკება „საქართველოს მთავრობასა ისლანდიის მთავრობას შორის საჰაერო მიმოსვლის შესახებ“ შეთანხმების ტექსტის მიღების მიზნით.
  4. 46300 - სსიპ ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი თავის სარგებლობაში არსებულ 4RUNER ტიპის ერთი ერთეული ავტოსატრანსპორტო საშუალებას უსასყიდლოდ, აუქციონის გარეშე სარგებლობაში, გადასცემს ა(ა)იპ - კოლეჯ „პრესტიჟს“ სამსახურებრივი საჭიროებიდან გამომდინარე.
  5. 46297 - ცვლილება შედის საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს დებულებაში, რომლის მიხედვით, რეორგანიზაციის სსიპ  − შემოქმედებითი საქართველოს ბაზაზე სსიპ − კულტურის ეროვნული ფონდის შექმნა განხორციელდება 2020 წლის 1 იანვრიდან.

პატივისცემით,  

ნათია




Sincerely,

Natia Khmaladze

Ministry of Internally Displaced Persons, Labour, Health and Social Affairs of Georgia
Head of the Legal department
144, Tsereteli Ave., Tbilisi, Georgia, 0119
Tel: 577 288800
E_mail:natkhmaladze@moh.gov.ge