| From : | Natia Khmaladze <natkhmaladze@moh.gov.ge> |
| To : | Giorgi Tsotskolauri <gtsotskolauri@moh.gov.ge>; tikhardziani@gmail.com |
| Subject : | ელ.მთავრობის საკითხები_20.12.19 |
| Received On : | 20.12.2019 08:37 |
მოგესალმებით ბატონო გიორგი,
შესათანხმებლად გიგზავნით ელ. მთავრობის პროგრამის საკითხებს:
1. ეკონომიკა 51948 - „რეგიონული ჯანდაცვის ცენტრის” სახელმწიფო საკუთრებაში არსებული 100% წილი მართვის უფლებით, პირდაპირი გადაცემის ფორმით უსასყიდლოდ გადაეცემა, საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს შესაბამისი ხელშეკრულების გაფორმებიდან 5 წლის ვადით.
პროექტს თან ახლავს სამინისტროს თანხმობა 29.10.19 გ. წოწკოლაურის ხელმოწერით.
2. ეკონომიკა 51945 - საქართველოს მთავრობასა და შპს „საერთაშორისო ენერგო კორპორაციას“ შორის გაფორმდება ურთიერთგაგების მემორანდუმი „ლუხუნი 2“ ჰიდროელექტროსადგურის მშენებლობის, ფლობისა და ოპერირების თაობაზე.
3. ეკონომიკა 52041 - სახელმწიფო ტყის ფონდიდან ამოირიცხება დუშეთის მუნიციპალიტეტში, ჭონქაძის ადმინისტრაციულ ერთეულში, სოფელ ბოდორნას მიმდებარედ არსებული 7732კვ.მ. არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი, რომელიც შემდგომ გადაეცემა დუშეთის მუნიციპალიტეტს საკუთრებაში, სოფლის სასაფლაოს რეაბილიტაციის მიზნით.
4. ეკონომიკა 52040 - ცვლილება შედის შპს „აიდიეს ბორჯომი ბევერიჯიზ კომპანი“-ზე გაცემულ სასარგებლო წიაღისეულის მოპოვების ლიცენზიაში, მოსაპოვებელი სასარგებლო წიაღისეულის ოდენობას ემატება B სამრეწველო კატეგორიაში დამტკიცებული მარაგი 34 მ3 დღე-ღამეში (რაც შეადგენს წელიწადში - 12 410 კუბურ მეტრს, ხოლო ნაკიან წლებში - 12 444 კუბურ მეტრს წელიწადში) და შესაბამისად, საბადოზე მინერალური წყლის მოსაპოვებელი ოდენობა განსაზღვრება წელიწადში - 307 184 კუბური მეტრის, ხოლო ნაკიან წლებში წელიწადში - 308 025,6 კუბური მეტრის მოცულობით.
5. ეკონომიკა 52038 - მთავრობის ცნობად ინფორმაცია საქართველოს მთავრობას, შპს „ენერგო ინვესტსა“ და სს „ელექტროენერგეტიკული სისტემის კომერციულ ოპერატორს“ შორის 2015 წლის 31 მარტს დადებული ურთიერთგაგების მემორანდუმით განსაზღვრული „ავანი ჰესი“ ჰიდროელექტროსადგურის მშენებლობის დასრულებისა და ექსპლუატაციაში მიღების შესახებ.
6. ეკონომიკა 52014 - „თბილისის ქარის ელექტროსადგურის“ პროექტის კონცეფციის მოწონების შედეგად, პროექტი, საჯარო და კერძო თანამშრომლობის კანონმდებლობის შესაბამისად, გადავა პროექტის მომზადების ეტაპზე, რაც გულისხმობს კომპანიის მიერ სრულყოფილი ფინანსური, ტექნიკური და ეკონომიკური კვლევების მომზადებას, პროექტის განხორციელებადობის შეფასების მიზნით.
7. შსს 52007 - პროექტის მიღებით გამარტივებული შესყიდვით განხორციელდება: კრიმინალური დოკუმენტალური მინი სერიალის გადასაღებად საჭირო საქონლისა და მომსახურების სახელმწიფო შესყიდვა.
8. ფინანსები 51994 - საქართველოს მთავრობის ცალკეული უწყებების აშშ-ს ადმინისტრაციასთან ურთიერთობის უკეთ წარმართვის, საქართველოში ამერიკული ინვესტიციების მოზიდვის, საქართველო-აშშ-ის თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმებისა და ქვეყნის საერთაშორისო და რეგიონული პოზიციონირების საკითხებზე ხელშეწყობის მიზნით აუცილებელი საკონსულტაციო მომსახურების შეძენის ხარჯების დასაფინანსებლად, მთავრობის სარეზერვო ფონდიდან საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციას გამოეყოფა 1 366 179.0 აშშ დოლარის ეკვივალენტი ლარი და 45 900.0 ლარი.
9. ეკონომიკა 51971 - გარდაბნის მუნიციპალიტეტს საკუთრებაში ძირითადი (განუსხვისებელი) ქონების სახით გადაეცემა ადგილობრივი მნიშვნელობის უძრავი ქონება, რომელიც წარმოადგენს შიდა სარგებლობის ტროტუარს.
10. ეკონომიკა 51966 - „კასპის ქარის ელექტროსადგურის“ პროექტის კონცეფციის მოწონების შედეგად, პროექტი, საჯარო და კერძო თანამშრომლობის კანონმდებლობის შესაბამისად, გადავა პროექტის მომზადების ეტაპზე, რაც გულისხმობს კომპანიის მიერ სრულყოფილი ფინანსური, ტექნიკური და ეკონომიკური კვლევების მომზადებას, პროექტის განხორციელებადობის შეფასების მიზნით.
11. ეკონომიკა 51957 -
მთავრობის ცნობად, საქართველოს მთავრობას, შპს „ნიუ ტექნოლოჯი 2014“-სა და სს „ელექტროენერგეტიკული სისტემის კომერციულ ოპერატორს“ შორის „ხრამი
ჰესი“ ჰიდროელექტროსადგურის მშენებლობის, ფლობისა და ოპერირების თაობაზე 2018 წლის 6 ივნისს დადებული ურთიერთგაგების მემორანდუმის შესაბამისად, საინვესტიციო დანახარჯის განსაზღვრის მიზნით, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროში წარსადგენი
აუდიტორული დასკვნის მოსამზადებლად აუდიტორული ფირმის შერჩევა მოხდება წარდგენილი სიიდან.
ხელმოსაწერები:
კანონპროექტი:
პროექტი ითვალისწინებს ცალკეული დებულებების დაზუსტებას, არსებული ხარვეზების აღმოფხვრასა და გადასახადის ადმინისტრირების გამარტივებას. დღგ-სგან გათავისუფლების შემთხვევებს. კანონპროექტის მიხედვით შენარჩუნებულია ამ გადასახადში მოქმედი საგადასახადო შეღავათები. ამასთანავე, დგინდება. ზუსტდება სამედიცინო და საგანმანათლებლო სფეროში არსებული საგადასახადო შეღავათის გამოყენების არეალი, კერძოდ, სამედიცინო და საგანმანათლებლო საქმიანობასთან ერთად დაბეგვრისგან თავისუფლდება მასთან უშუალოდ დაკავშირებული და დამხმარე მომსახურების/საქონლის მიწოდება. ასევე, დაბეგვრისგან თავისუფლდება რელიგიური ორგანიზაციის მიერ პერსონალით უზრუნველყოფის მომსახურება, მათ შორის, სამედიცინო ან საგანმანათლებლო საქმიანობის განხორციელების მიზნით, მომსახურების გაწევა/საქონლის მიწოდება ორგანიზაციის მიერ, სამედიცინო, საგანმანათლებლო და ცალკეული სოციალური ხასიათის საქმიანობისათვის სახსრების მოზიდვის მიზნით და სხვა.
დღგ-სგან ჩათვლის უფლების გარეშე გათავისუფლდება იმ საქონლის მიწოდება, რომელიც გამოყენებულია სამედიცინო, განათლების, კულტურის, სპორტის და სოციალურ სფეროში არსებულ გათავისუფლებულ ოპერაციებში ან მხოლოდ ფინანსურ და უძრავ ქონებასთან დაკავშირებულ დღგ-სგან გათავისუფლებული რომელიმე საქმიანობისთვის, თუ აღნიშნულ საქონელზე არ წარმოშობილა დღგ-ის ჩათვლის უფლება.
პროექტი შეთანხმდა ჯანმრთელობის პოლიტიკის სამმართველოსთან და ეკონომიკურ დეპარტამენტთან, შენიშვნები არ გააჩნიათ.
პატივისცემით,
ნათია