From : Natia Khmaladze <natkhmaladze@moh.gov.ge>
To : Giorgi Tsotskolauri <gtsotskolauri@moh.gov.ge>; tikhardziani@gmail.com
Subject : ელ.მთავრობის საკითხები_21.01.20
Received On : 21.01.2020 06:59

           მოგესალმებით ბატონო გიორგი,

შესათანხმებლად გიგზავნით ელ. მთავრობის პროგრამის საკითხებს:

  1. მთავრობა 1941 - სსიპ − საქართველოს ინტელექტუალური საკუთრების ეროვნულ ცენტრში − „საქპატენტი“ შრომითი ხელშეკრულებით დასაქმებულთა რაოდენობა განისაზღვრება 25 ერთეულით.
  2. მთავრობა 1940 - სსიპ - საქართველოს ოპერატიულ-ტექნიკურ სააგენტოში შრომითი ხელშეკრულებით დასაქმებულთა რაოდენობა განისაზღვრება 120 ერთეულით.
  3. მთავრობა 1939 - საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში შრომითი ხელშეკრულებით დასაქმებულთა რაოდენობა განისაზღვრება 265 ერთეულით.
  4. მერია 1937 – ცვლილება შედის მშენებლობის ნებართვის გაცემისა და შენობა-ნაგებობის ექსპლუატაციაში მიღების წესსა და პირობებში, წესით გათვალისწინებული რეგულაციები შესაბამისობაში მოვა მოქმედ კანონმდებლობასთან, მათ შორის, საქართველოს სივრცის დაგეგმარების, არქიტექტურული და სამშენებლო საქმიანობის კოდექსთან. ასევე, მშენებლობის ნებართვის გაცემის პროცედურულ ნაწილში და ნებართვის მიღებისათვის შესაბამის ადმინისტარციულ ორგანოში წარსადგენი დოკუმენტაციის განსაზღვრაში შეტანილი ცვლილებებით მოწესრიგდება მშენებლობის ნებართვის გაცემის პროცესში წლების განმავლობაში არსებული გარკვეული პრობლემები და თავიდან იქნება აცილებული შემდგომში ასეთი პრობლემების წარმოქმნა. პროექტით გათვალისწინებულია წესის მოქმედი რედაქციის დანართის ჩანაცვლება, რის შედეგადაც გამარტივდება შენობა-ნაგებობის კლასის განსაზღვრა.
    ძალადაკარგულად ცხადდება ,,მშენებლობის ნებართვის გაცემის წესისა და სანებართვო პირობების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2009 წლის 24 მარტის №57 დადგენილება.
    ყველა საკითხი რომელიც მოწესრიგებულია №57 დადგენილებით მოწესრიგებული იქნება „მშენებლობის ნებართვის გაცემისა და შენობა-ნაგებობის ექსპლუატაციაში მიღების წესისა და პირობების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2019 წლის 31 მაისის №255 დადგენილებით დამტკიცებული წესის შესაბამისად.
  5. განათლება 1929 - საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს მიეცემა თანხმობა, 2020 წლის სახელმწიფო ბიუჯეტით გათვალისწინებული ხარჯების ეკონომიკური კლასიფიკაციის „შრომის ანაზღაურების“ მუხლით დამტკიცებული ასიგნება გაზარდოს  212 460 ლარის ოდენობით მის მმართველობის სფეროში შემავალი ზოგიერთ საჯარო სამართლის იურიდიულ პირში დასაქმებულ თანამშრომელთა თანამდებობრივი სარგოს მოწესრიგების მიზნით.
  6. ეკონომიკა 1814 - გაფორმდება უძრავი ქონების ურთიერთგადაცემის ხელშეკრულება 3 ფიზიკურ პირთან, უფლებრივი ტვირთისაგან, მათ შორის, მესამე პირის იპოთეკის უფლებისაგან თავისუფალ მდგომარეობაში სახელმწიფო საკუთრებაში გადაცემის სანაცვლოდ.
  7. ეკონომიკა 1808 - გაფორმდება უძრავი ქონების ურთიერთგადაცემის ხელშეკრულება 6 ფიზიკურ პირთან, უფლებრივი ტვირთისაგან, მათ შორის, მესამე პირის იპოთეკის უფლებისაგან თავისუფალ მდგომარეობაში სახელმწიფო საკუთრებაში გადაცემის სანაცვლოდ.
  8. რეგიონული 1775 - პროექტი ითვალისწინებს საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს დებულებაში ცვლილების შეტანას, რომლის თანახმადაც სამინისტროს ერთ-ერთ ფუნქციად, საინვესტიციო ხელშეკრულების მონიტორინგისა და მისგან გამომდინარე უფლება-მოვალეობების განხორციელების ნაცვლად, განისაზღვრება ანაკლიის ღრმაწყლოვანი ნავსადგურის განვითარების პროექტის განხორციელება და მასთან დაკავშირებული ღონისძიებების კოორდინაცია. 
    პროექტი ითვალისწინებს „საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ანაკლიის ღრმაწყლოვანი ნავსადგურის განვითარების სააგენტოს შექმნის შესახებ“ მთავრობის დადგენილებაში ცვლილების შეტანას, რომლის თანახმადაც სააგენტოს ფუნქციებიდან ამოღებულ იქნება საინვესტიციო ხელშეკრულების მონიტორინგისა და მისგან გამომდინარე უფლება-მოვალეობების განხორციელების ფუნქციები და სააგენტოს ძირითად საქმიანობად განისაზღვრება ანაკლიის ღრმაწყლოვანი ნავსადგურის განვითარების პროექტის განხორციელება და მასთან დაკავშირებული ღონისძიებების კოორდინაცია.   
  9. რეგიონული 1731 - პროექტი ითვალისწინებს, ვანის მუნიციპალიტეტში,  სპორტული მოედნის ირგვლივ სარბენი სექტორის რეაბილიტაციას, მოეწყობა მოედნის სადრენაჟე არხი და დამონტაჟდება ღამის დეკორატიული განათება, შედეგად დასრულდება ვანის ცენტრალური სტადიონის სრული რეაბილიტაციის პროექტი.


    ხელმოსაწერი:
  1. 1948 - მუნიციპალიტეტებში განხორციელდება ინფრასტრუქტურული ობიექტების რეაბილიტაციის მიზნით რეგიონული განვითარების სამთავრობო კომისიამ მიმდინარე წლის 20 იანვარს მიიღო გადაწყვეტილება აღნიშნულ განკარგულებაში არსებული ზოგიერთი მუნიციპალიტეტისათვის გამოყოფილი თანხების დაზუსტებაზე, რაც ჯამში გამოიწვევს დამატებით 12 895 007 ლარის გამოყოფას.
  2. 1943 - წარედგინება საქართველოს პრეზიდენტს წინადადება 2020 წლის 1 მარტიდან თამარ ბერუჩაშვილის დიდი ბრიტანეთისა და ჩრდილოეთ ირლანდიის გაერთიანებულ სამეფოში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩის თანამდებობიდან გათავისუფლების შესახებ.
  3. 1890 - სახელმწიფო პროგრამის „აწარმოე საქართველოში“ ფარგლებში  განსახორციელებელი  ღონისძიებ(ებ)ის  ორგანიზებისთვის  საჭირო,  ასევე  სსიპ-ის „აწარმოე საქართველოში“ საქმიანობასთან დაკავშირებული სარეკლამო-საინფორმაციო და მარკეტინგული საქონლისა და მომსახურების შესყიდვას სსიპ - აწარმოე  საქართველოში      განახორციელებს      გამარტივებული      შესყიდვის      საშუალებით.
  4. 1887  - მთავრობასთან თანხმდება, სსიპ - ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის 2020 წლის სახელმწიფო ბიუჯეტი.
  5. 1838 - პროექტით განისაზღვრება საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ცენტრალურ აპარატში 2020 წლის განმავლობაში შრომითი ხელშეკრულებით დასაქმებულ პირთა რაოდენობა.
  6. 1819 - შპს „სახელმწიფო კვებითი უზრუნველყოფა“  2020 წელს უზრუნველყოფს სამხედრო მოსამსახურეთა (მათ შორის სხვადასხვა ქვეყნის სამხედრო მოსამსახურეთა) უწყვეტი კვებით მომარაგებას.
  7. 1816 - საქართველოში ინოვაციების ეკოსისტემისა და ცოდნაზე დაფუძნებული ეკონომიკის განვითარების ხელშეწყობის მიზნით, სსიპ – საქართველოს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტო მის მიერ ორგანიზებული საერთაშორისო ღონისძიებების, ტრენინგების, კურსების, ბანაკების, სკოლების, ინოვაციების ეკოსისტემების ფორმირებასთან და ასევე  საქართველოს ტექნოლოგიური პარკების მუშაობასთან დაკავშირებული სატრენინგო და საკონსულტაციო მომსახურების და ამ ღონისძიებებისათვის აუცილებელი მომსახურებების სახელმწიფო  შესყიდვას 2020 წლის განმავლობაში განახორციელებს გამარტივებული შესყიდვის  საშუალებით.

     

    კანონპროექტი
  1. განათლება 1661  -,,ზოგადი განათლების შესახებ"  "უმაღლესი განათლების შესახებ"
    ცვლილების მიზანია, სტუდენტმა ბაკალავრის ძირითადი საგნობრივი მიმართულებით, საგანმანათლებლო პროგრამის სწავლების პროცესის პარალელურად შეძლოს მასწავლებლის მომზადების 1 წლიანი საგანმანათლებლო პროგრამის გავლა, რაც უფლებას მისცემს მას, ბაკალავრის საგანმანათლებლო პროგრამის წარმატებით დასრულების შემთხვევაში, უმაღლესი განათლების დამადასტურებელ დოკუმენტში - დიპლომში მიეთითოს მასწავლებლის მომზადების 1 წლიანი საგანმანათლებლო პროგრამის ფარგლებში გავლილი საგნის სწავლების უფლების შესახებ. მაგ: ქიმიკოსი, ქიმიის მასწავლებელი. ეს იმას ნიშნავს, რომ უფროსი მასწავლებლის სტატუსის მოსაპოვებლად ასეთ პირებს დასჭირდებათ მხოლოდ საგნის გამოცდის ჩაბარება, რადგან პროფესიული სწავლების უნარები 1 წლიანი მასწავლებლის საგანმანათლებლო პროგრამის ფარგლებში უკვე დადასტურებული ექნებათ.

     

    პროექტი მიზნად ისახავს: დაზუსტდეს სპეციალური მასწავლებლის განათლებისთვის დადგენილი მოთხოვნები და აქ გათვალისწინებული იქნეს მეტი შესაძლო კვალიფიკაციის მქონე პირი, რომელსაც შესაძლებლობა ექნება გახდეს სპეციალური მასწავლებელი; ასევე საშუალება მისცეს მოქმედ სპეციალურ მასწავლებლებს, სპეციალურ განათლებაში კომპეტენციები დაადასტურონ 2022 წლის 1 იანვრამდე; აგრეთვე საშუალება მისცეს 2018 წლის 10 აგვისტომდე დასაქმებულ სპეციალურ პედაგოგს/სპეციალურ მასწავლებელს, რომელიც ვერ აკმაყოფილებს „ზოგადი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის 213 მუხლის მე-3 პუნქტით სპეციალური მასწავლებლის განათლებისათვის დადგენილ მოთხოვნებს, აღიარებული იქნას სპეციალურ მასწავლებლად.

(ატვირთულია განმეორებით)



პატივისცემით,  

ნათია




Sincerely,

Natia Khmaladze

Ministry of Internally Displaced Persons, Labour, Health and Social Affairs of Georgia
Head of the Legal department
144, Tsereteli Ave., Tbilisi, Georgia, 0119
Tel: 577 288800
E_mail:natkhmaladze@moh.gov.ge