From : Natia Khmaladze <natkhmaladze@moh.gov.ge>
To : Giorgi Tsotskolauri <gtsotskolauri@moh.gov.ge>
Subject : ელ.მთავრობის საკითხები_21.05.20
Cc : Tea Kankia <tkankia@moh.gov.ge>; Marika Ghadua <mghadua@moh.gov.ge>; tikhardziani@gmail.com
Received On : 21.05.2020 10:28

           მოგესალმებით ბატონო გიორგი,

შესათანხმებლად გიგზავნით ელ. მთავრობის პროგრამის საკითხებს:

  1. ეკონომიკა 17851 - სახელმწიფო ტყის ფონდიდან ამოირიცხება სენაკის მუნიციპალიტეტის სოფელ ლეძაძამეში მდებარე 8739 კვ.მ. არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი, რომელიც შემდგომში სენაკის მუნიციპალიტეტს გადაეცემა საკუთრებაში.
  2. ეკონომიკა 17850 - შპსაჭარისწყალი ჯორჯიასიჯარის უფლების ვადა სახელმწიფო საკუთრებაში არსებული, ხულოს რაიონში, სოფელ ღურტაში მდებარე 8493 კვ.. არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთსა და სოფელ დიაკონიძეებში მდებარე 200 კვ.. არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთზე განისაზღვრება 2021 წლის 1 ივლისის ჩათვლით, რაც, სავარაუდოდ, ხელს შეუწყობს შპსაჭარისწყალი ჯორჯიასმიერ BOO შეთანხმებით განსაზღვრული ვალდებულების შესრულებას, აჭარაში, მდინარე აჭარისწყალზე, ჰიდროელექტროსადგურის კასკადის მშენებლობასთან და ექსპლუატაციასთან დაკავშირებით.
  3. გარემო 17828 - მთავრობასთან თანხმდება სსიპ - გარემოს ეროვნულ სააგენტოსა და გაეროს განვითარების პროგრამას (UNDP) შორის გასაფორმებელი ქვესაგრანტო ხელშეკრულება “სტანდარტული შეთანხმების წერილი გაეროს განვითარების პროგრამასა და სსიპ - გარემოს ეროვნულ სააგენტოს შორის საქმიანობების განხორციელების შესახებ, რა დროსაც გაეროს განვითარების პროგრამა უზრუნველყოფს პროექტის“ მრავალმხრივი საფრთხეების ადრეული გაფრთხილების სისტემის გაფართოება და კლიმატთან დაკავშირებული ინფორმაციის გამოყენება საქართველოში” მხარდაჭერას“.
  4. ფინანსები 17760 - ცვლილება შედის გზათსარგებლობის საფასურის ოდენობისა და მის გადახდასთან დაკავშირებული პროცედურებსა და პირობებში, რომლის მიხედვით, ტერმინოლოგიური თანხვედრის თვალსაზრისით შესაბამისობაში მოვა საქართველოს მოქმედ კანონმდებლობასთან და დაზუსტდება რიგი საკითხები ((მათ შორის, გზათსარგებლობის საფასურის ბარათის შეძენის ადგილების/რეალიზატორი პირების ჩამონათვალი).  საქართველოს საბაჟო ტერიტორიის გავლით ტვირთების ტრანზიტულად გადაზიდვისას სატვირთო ავტოსატრანსპორტო საშუალების მფლობელთა/მძღოლების ხელშეწყობის მიზნით, გზათსარგებლობის საფასურის გადახდა, საბანკო დაწესებულებებთან ერთად, შესაძლებელი იქნება საქართველოს სახმელეთო სახელმწიფო საზღვრის მონაკვეთის საბაჟო გამშვებ პუნქტთან განთავსებულ M2, M3, N2 და N3 კატეგორიის ავტოსატრანსპორტო საშუალებების (ცალკე, ნახევარმისაბმელით ან მისაბმელით) ავტოსადგომებში, „საქართველოს ტერიტორიაზე მოძრავი უცხო სახელმწიფოში რეგისტრირებული ავტოსატრანსპორტო საშუალების მფლობელის სამოქალაქო პასუხისმგებლობის სავალდებულო დაზღვევის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებულ ა(ა)იპ „სავალდებულო დაზღვევის ცენტრის“ პუნქტებში და საქართველოს ტერიტორიაზე განთავსებულ ავტოგასამართ სადგურებში.
  5. ეკონომიკა 17758 - სსიპ − საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს  მიეცემა თანხმობა, შორ მანძილზე გემების იდენტიფიკაციის და მონიტორინგის სისტემის ევროპული  სახელმწიფო კოლექტიური მონაცემთა ბაზის გამოყენებასთან დაკავშირებული მომსახურების შესაძენად სახელმწიფო შესყიდვა 2020 წლის განმავლობაში განახორციელოს გამარტივებული შესყიდვის საშუალებით.
  6. ფინანსები 17698 - ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მიერ საქმეზე „საყვარელიძე საქართველოს წინააღმდეგ“ 2020 წლის 6 თებერვალს გამოტანილი გადაწყვეტილების აღსრულებისა და საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული გადასახადის დასაფინანსებლად, წინა წლებში წარმოქმნილი დავალიანების დაფარვისა და სასამართლო გადაწყვეტილებების აღსრულების ფონდიდან საქართველოს იუსტიციის სამინისტროს გამოეყოფა 31 250 ევროს ეკვივალენტი ლარი.
  7. ფინანსები 17687 - სსიპ - საქართველოს ფინანსთა სამინისტროს მომსახურების სააგენტო ქ. თბილისში, ვაჟა-ფშაველას გამზირზე IV კვარტალში და ჩიქოვანის ქ. #14-ში მდებარე ქონებას  უსასყიდლოდ გადაცემს საქართველოს საპატრიარქოს (ტაძრების მშენებლობისთვის).
  8. ეკონომიკა 17683 - სს „რუსთავოილს“, მყიდველს 1 ლარად, საკუთრებაში გადაეცა: ქალაქ რუსთავში მდებარე 97 621.00 კვ.მ არასასოფლო - სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი და მასზე განთავსებულ შენობა ნაგებობები. მყიდველმა იკისრა შემდეგი ვალდებულებები მინერალური საწვავის, ნავთობისა და მათი გამოხდის პროდუქტების, ბიტუმოვანი ნივთიერებების მწარმოებელი საწარმოს შექმნა და წარმოების  დაწყება საპრივატიზებო პირობის შესრულების მიზნით, 2 342 904 ლარის ინვესტიციის განხორციელება.

    იცვლება სახელშეკრულებო პირობები განსაზღვრული საწარმოს პროფილის შენარჩუნების ვალდებულების ვადა 2  წლის ნაცვლად, განისაზღვრება 5 წლით, ასევე, კომპანია თავისუფლდება დაკისრებული პირგასამტეხლოსგან.
  9. ეკონომიკა 17889 - ცვლილება შედის სახელმწიფო პროგრამაში „აწარმოე საქართველოში“, კერძოდ, ცვლილება შედის სახელმწიფო პროგრამის ფინანსებზე ხელმისაწვდომობის ნაწილის ინდუსტრიულ კომპონენტში და მიკრო და მცირე მეწარმეობის ნაწილში, ამასთან დადგენილებას ახალი კორონავირუსის (COVID 19) გავრცელებით გამოწვეული ეკონომიკური სიძნელეების დაძლევის მიზნით, დროებით ემატება გარდამავალი თავი, პანდემიის პერიოდში სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში დაწესებული შეღავათების თაობაზე.
  10. ეკონომიკა 17888 - ცვლილება შედის სახელმწიფო პროგრამაში „თანადაფინანსების მექანიზმი მცირე, საშუალო და საოჯახო სასტუმრო ინდუსტრიის ხელშეწყობისათვის“. ხსენებული სახელმწიფო პროგრამა ახალი კორონავირუსის (COVID 19) პანდემიად გამოცხადების საწყის ეტაპზევე იქნა შემუშავებული საქართველოს მთავრობის მიერ და დღეის მონაცემებით პროგრამით განსაზღვრულ თანადაფინანსებას მიიღებს დაახლოებით 1000-მდე მსესხებელი, რომელთა მიერ კომერციულ ბანკებში აღებულ დაახლოებით 800-მდე კრედიტს მოემსახურება ხსენებული პროგრამა. პროგრამით დაინტერესებულ იმ პირთა რაოდენობის გათვალისწინებით, რომელთაც პირველ ეტაპზე ვერ მოახერხეს თანადაფინანსების მექანიზმით სარგებლობა, წარმოდგენილი პროექტით ცვლილება შედის ხსენებულ პროგრამაში, იზრდება განაცხადების მიღების ვადა, იცვლება და უმჯობესდება პროგრამით დადგენილი კრიტერიუმები.
  11. ეკონომიკა 17681 - შპს „ჰიდროენერგიას“ საკუთრებაში გადაეცემა სახელმწიფო საკუთრებაში არსებული, მცხეთის და დუშეთის მუნიციპალიტეტებში მდებარე 5 ერთეული (ჯამში 3889 კვ.მ.) არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი, კომპანიის საკუთრებაში არსებული, მცხეთის მუნიციპალიტეტში, სოფელ ბიწმენდში მდებარე 4372 კვ.მ. არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთის უფლებრივი ტვირთისაგან, მათ შორის, მესამე პირ(ებ)ის იპოთეკის უფლებისაგან თავისუფალ მდგომარეობაში სახელმწიფო საკუთრებაში გადაცემის სანაცვლოდ. აღნიშნული ხელს შეუწყობს "ახატანა ჰესის" პროექტის განხორციელებას.
  12. გარემო 17641 - მთავრობასთან თანხმდება, სსიპ - საქართველოს სოფლის მეურნეობის სახელმწიფო ლაბორატორიასა და საერთაშორისო ატომური ენერგიის სააგენტოს (IAEA) შორის გასაფორმებელი საგრანტო დოკუმენტი თემაზე - „GEO5001 ტესტირების ეროვნული პროგრამების გაძლიერება და სურსათის დამაბინძურებლებისა და ნარჩენების მონიტორინგი“.
  13. ეკონომიკა 17597 - მტკიცდება ტექნიკური რეგლამენტი „საქართველოს დროშით მცურავ გემებზე ეკიპაჟის მინიმალური  უსაფრთხო რაოდენობით დაკომპლექტების შესახებ“, რომელიც ახლებურად განსაზღვრავს უსაფრთხო ნაოსნობის უზრუნველსაყოფად საჭირო გემის ეკიპაჟის უსაფრთხო რაოდენობით დაკომპლექტებას გემის საერთო ტევადობის, მთავარი ამძრავი მექანიზმის სიმძლავრის, ნაოსნობის რაიონის, გემის მუშაობის პირობებისა და დანიშნულების გათვალისწინებით საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად. რაც შესბამისობაში მოდის საერთაშორისო კონვენციებთან, რეზოლუციებთან და საქართველოს კანონმდებლობასთან.
  14. გარემო 17579 - ყაზბეგის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე,  გუდაურის ჩამდინარე წყლების გამწმენდი ნაგებობების რეაბილიტაციის პროექტის განხორციელების მიზნით,  შპს „საქართველოს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიას მიეცემა თანხმობა, ბუნებრივი გარემოდან ამოიღოს საქართველოს წითელ ნუსხაში შეტანილი მცენარეები  და შესაბამისად, შეუფერხებლად განაგრძოს ჩამდინარე წყლების გამწმენდი ნაგებობის რეაბილიტაცია.
  15.  გარემო 17461 - მთავრობასთან თანხმდება, პროექტი ევროკომისიის ჯანმრთელობისა და სურსათის უვნებლობის გენერალური დირექტორატსა (DG SANTE - Directorate General Health and Food Safety) და სსიპ სურსათის ეროვნულ სააგენტოს შორის მსხვილფეხა პირუტყვის ნოდულარული დერმატიტის საწინააღმდეგო ვაქცინის (შესაბამისი გამხსნელით) მიღების თაობაზე.
  16. შსს 17455 - ცვლილება შედის 181 დადგენილებაში (ახალი კორონა), რომლის მიხედვით, მომსახურების სააგენტოში სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლების მისაღები პრაქტიკული გამოცდის მსვლელობისას შესაბამისი სატრანსპორტო საშუალების წინა სავარძელზე განთავსდნენ როგორც მძღოლობის კანდიდატი, ასევე, გამომცდელი.
  17. გარემო 17424 - სსიპ - შეფასებისა და გამოცდების ეროვნულ ცენტრს, მიეცემა თანხმობა განახორციელოს ტელე და რადიოსიგნალის მიმღებები და აუდიო ან ვიდეოგამოსახულების ჩამწერი ან აღწარმოების აპარატურის სახელმწიფო შესყიდვა.

     

    ხელმოსაწერი:
  1. 17775 - სს ,,RMG Copper”-ს სასარგებლო წიაღისეულის მოპოვების ლიცენზიის ფარგლებში, სახელმწიფო ტყის ფონდით სარგებლობის ვადა განესაზღვრება 20 წლით და შესაბამისად, მიეცემა შესაძლებლობა, განახორციელოს სასარგებლო წიაღისეულის მოპოვების ლიცენზიით გათვალისწინებული საქმიანობა.
  2. 17772 - სს „RMG Copper“-ი მიერ  ბოლნისის მუნიციპალიტეტში, კაზრეთში მდებარე 1564 კვ.მ. არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთსა და ბოლნისის მუნიციპალიტეტში, სოფელ ქვეშში მდებარე 2911 კვ.მ. არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთზე, განსათავსებელი ფუჭი ქანების სანაყარო(ებ)იდან ჩამდინარე წყლების გამწმენდი მოწყობილობის/ნაგებობის მოწყობის ვალდებულება გადავადდება 2020 წლის 30 ნოემბრამდე.
  3. 17764 - მთავრობასთან თანხმდება საქართველოს მთავრობასა და შპს „პარვუს ჯგუფს“ შორის „ლიხეთი 1“ და „ლიხეთი 2“ ჰესების მშენებლობის ტექნიკურ-ეკონომიკური განხორციელებადობის საკითხების შესწავლის, ელექტროსადგურის მშენებლობის, ფლობისა და ოპერირების შესახებ დასადები ხელშეკრულების პროექტი.

     

    კანონპროექტი:

     
  1. 17771 - „სახელმწიფო ქონების შესახებ“, ,,საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“, ,,საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ ცვ პროექტები
     

კანონპროექტის მიღების მიზანია შეიცვალოს უკანონოდ მოპოვებული ხე-ტყის განკარგვის წესი, რაც უფლებამოსილ ორგანოებს მისცემს შესაძლებლობას, მერქნიანი მცენარეები განკარგონ ოპერატიულად, მათი ხარისხობრივი/სასაქონლო ღირებულების დაკარგვის გარეშე. შედეგად, სახელმწიფო თავიდან აირიდებს იმ მატერიალურ ზიანს, რომელსაც ყოველწლიურად განიცდის აღნიშნული მერქნული რესურსების არარაციონალურად განკარგვის (ზოგ შემთხვევაში, საერთოდ დაკარგვის) გამო. ასევე, ახალი წესის მიღების შედეგად, ტყის ფონდის მართვის ორგანოებს გაუჩნდებათ მერქნული რესურსების მიღების დამატებითი წყარო, რის ხარჯზეც შეძლებენ დააკმაყოფილონ მერქნულ რესურსებზე მოსახლეობის სოციალური მოთხოვნილებების გარკვეული ნაწილი და შესაბამისად შეამცირონ ხე-ტყის ჭრის მასშტაბები. 



პატივისცემით,  

ნათია