From : Natia Khmaladze <natkhmaladze@moh.gov.ge>
To : Giorgi Tsotskolauri <gtsotskolauri@moh.gov.ge>
Subject : Re: ელ.მთავრობის საკითხები_21.05.20
Cc : Tea Kankia <tkankia@moh.gov.ge>; Marika Ghadua <mghadua@moh.gov.ge>; tikhardziani@gmail.com
Received On : 25.05.2020 07:25

           მოგესალმებით ბატონო გიორგი,

შესათანხმებლად გიგზავნით ელ. მთავრობის პროგრამის საკითხებს:

  1. თავდაცვა 18170 - მთავრობასთან თანხმდება, „GG-B-OAO ამერიკის შეერთებული შტატების მთავრობის მიერ საქართველოს მთავრობისათვის გამოყოფილი გრანტის ხელშეკრულება“, რაც ხელს შეუწყობს საქართველოს თავდაცვის ძალების შესაძლებლობების განვითარებას.
  2. მთავრობა 18175 - სსიპ-ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახური, მისთვის გათვალისწინებული ასიგნებებიდან უზრუნველყოფს 280 000 ლარის გამოყოფას შპს „ვ. სანიკიძის სახელობის ომის ვეტერანთა კლინიკური ჰოსპიტალი“-სთვის გადასაცემად, მისი შეუფერხებელი ფუნქციონირების ხელშეწყობის მიზნით.
  3. ეკონომიკა 18167 - საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო განახორციელებს ქ. ფოთის საზღვაო ნავსადგურის გაფართოების მიზნით იურიდიული მომსახურების შესყიდვას გამარტივებული შესყიდვის საშუალებით, მისთვის გამოყოფილი 2020 წლის საბიუჯეტო ასიგნებების ფარგლებში.
  4. ფინანსები 18165 - საქართველოს პარლამენტში რატიფიცირებისათვის წარდგენილი იქნება 2020 წლის 22 მაისს, საფრანგეთის განვითარების სააგენტოსა (გამსესხებელი) და საქართველოს (მსესხებელი) შორის ხელმოწერილი საკრედიტო შეთანხმება (სოციალური კეთილდღეობის პროგრამა). (პროექტს თან ახლავს სამინისტროს დადებითი დასკვნა ხელმომწერი თ. ბარკალაია)
  5. ფინანსები 18133 - საქართველოს პარლამენტში რატიფიცირებისათვის წარდგენილი იქნება საფრანგეთის განვითარების სააგენტოსა (გამსესხებელი) და საქართველოს შორის 2020 წლის 22 მაისს ხელმოწერილი საკრედიტო შეთანხმება (საქართველოს ენერგეტიკის სექტორის რეფორმა).
  6. ეკონომიკა 18128 - პროექტის მიხედვით, „შპს „ქართული ნატურალური პროდუქტების“  („შპს „ქართული ნატურალური პროდუქტები“ არის სს „საპარტნიორო ფონდის“ 100% (90%-ს ფლობს პირდაპირ ხოლო 10%-ს არაპირდაპირ შვილობილი კომპანიის მეშვეობით) წილობრივი მონაწილეობით ბელარუსის რესპუბლიკაში დაფუძნებული კომპანია,  რომლის საქმიანობის მიზანია ბელარუსის რესპუბლიკაში ქართული პროდუქტების პოპულარიზაცია და რეალიზაცია.) მიერ საქონლისა და მომსახურების შესყიდვების სპეციალურ  წესის მოქმედების ვადა გახანგრძლივდება 2021 წლის 1 ივლისამდე და აგრეთვე იზრდება დადგენილი ლიმიტი გამარტივებულ შესყიდვებთან დაკავშირებით.
  7. ეკონომიკა 18126 - საქართველოს მთავრობასა და შპს „დიღომი ჰესს“ შორის ხელი მოეწერება ხელშეკრულებას სამშენებლო ფაზის დაწყების შესახებ და „დიღომი ჰესის“ პროექტი გადავა სამშენებლო ფაზაზე.
  8. მთავრობა 18107 - სსიპ - ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიურო განახორციელებს შესასყიდი ობიექტების სახელმწიფო შესყიდვებს.
  9. განათლება 18084 - მიეცემათ თანხმობა:
    სსიპ - საგანმანათლებლო და სამეცნიერო ინფრასტრუქტურის განვითარების სააგენტოს, 2020 წლის განმავლობაში ფიზიკური პირისა (მოსწავლეების და მასწავლებლების) და კერძო სამართლის იურიდიული პირისათვის (ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებები) სახელმწიფო ქონების (სახელმძღვანელოები, დამხმარე ლიტერატურა, სტაციონარული კომპიუტერები, პორტაბელური კომპიუტერები, მედლები და სხვა საგანმანათლებლო ინვენტარი) უსასყიდლოდ, აუქციონის გარეშე სარგებლობაში გადაცემის თაობაზე;
    საჯარო სამართლის იურიდიულ პირებს - ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებებს მათ ბალანსზე რიცხული სახელმწიფო ქონება (სახელმძღვანელოები, დამხმარე ლიტერატურა, სტაციონარული კომპიუტერები, პორტაბელური კომპიუტერები, მედლები და სხვა საგანმანათლებლო ინვენტარი) აუქციონის გარეშე დროებით სარგებლობაში გადასცენ ფიზიკურ პირებს.
  10. მთავრობა 18029 - მსოფლიოში განვითარებული ახალი კორონავირუსის (COVID-19) პანდემიიდან გამომდინარე,  მუნიციპალიტეტებს, რომლებსაც 2020 წელს წარმოექმნებათ ფულადი სახსრების დეფიციტი ბიუჯეტით დაგეგმილი ვალდებულებების დასაფინანსებლად გამოეყოფად  ფინანსური დახმარება.
  11. გარემო 18014 - თელავის მუნიციპალიტეტს გადაეცემა თელავის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მგლის 5 ინდივიდის რაოდენობის რეგულირების უფლება, მათი გარემოდან ამოღებით.
  12. ეკონომიკა 18004 - შპს „არ ემ ჯი აურამაინს“ სარგებლობაში გადაეცემა უძრავი ქონება. კომპანიის მიერ აღნიშნული ქონება, სავარაუდოდ, გამოყენებული იქნება სასარგებლო წიაღისეულის მოპოვება-გადამუშავებასთან დაკავშირებული საქმიანობის ფარგლებში სამსხვრევის, საწყობის/საამქროსა და გეოლოგიური ლაბორატორიის მოწყობის მიზნით.
  13. ეკონომიკა 17958 - „სოკარ ჯორჯია გაზს‘‘  გადაეცემა უძრავი ქონება, რაც ხელს შეუწყობს საქართველოს სხვადასხვა მუნიციპალიტეტში მოსახლეობის გაზიფიცირების შეუფერხებლად წარმოებას.
  14. ფინანსები 17957 - თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის მიერ, გამოტანილი გადაწყვეტილების აღსრულების მიზნით, წინა წლებში წარმოქმნილი დავალიანების დაფარვისა და სასამართლო გადაწყვეტილებების აღსრულების ფონდიდან ყოფილი სამხრეთ ოსეთის ავტონომიური ოლქის ტერიტორიაზე დროებითი ადმინისტრაციულ-ტერიტორიული ერთეულის ადმინისტრაცია - სამხრეთ ოსეთის ადმინისტრაციას გამოუყოფს 10 000  ლარს.
  15. ფინანსები 17917 - საქართველო გაწევრიანდა მსოფლიო ბანკის საერთაშორისო განვითარების ასოციაციაში (IDA) 1993 წელს. მას შემდეგ, მსოფლიო ბანკი წარმოადგენს საქართველოსთვის ერთ-ერთ ყველაზე მნიშვნელოვან განვითარების პარტნიორს. 1994 წლიდან IDA აფინანსებს საინვესტიციო პროექტებს და ბიუჯეტის მხარდამჭერ პროგრამებს შეღავათიანი კრედიტების და გრანტების მეშვეობით. 2009 წლიდან საქართველო ასევე სარგებლობს მსოფლიო ბანკის რეკონსტრუქციის და განვითარების საერთაშორისო ბანკის (IBRD) სესხებით.

    მთავრობასთან თანხმდება, საქართველოს ფინანსთა სამინისტროს ინფორმაცია საერთაშორისო განვითარების ასოციაციის (IDA) კრედიტების მომსახურების დაჩქარების ცვლილების თაობაზე, რაც გულისხმობს, რომ იმ შემთხვევაში თუ საერთაშორისო განვითარების ასოციაცია განსაზღვრავს მსესხებელი ქვეყნის ეკონომიკური პირობების გაუარესებას, შესაძლებელია მსესხებლის მიერ მოთხოვნილ იქნას დაჩქარებული სესხებისთვის თავდაპირველი გადახდის გრაფიკის დაბრუნება 1 წლის ვადით, რაც უზრუნველყოფს ამ პერიოდში გადასახდელი ძირითადი თანხის ნაწილის (დაახლოებით 44 მილიონი აშშ დოლარი) გადავადებას, ხოლო ერთი წლის შემდეგ ისევ დაჩქარებული გრაფიკით მოხდება სესხების ძირითადი ნაწილის მომსახურება, შესაბამისად მოხდება სესხების ვადიანობის ერთი წლით გახანგრძლივება.


    ხელმოსაწერი:
  1. 18131 - ცვლილება შედის 164 განკარგულებაში, რომლის მიხედვით,  ახალი კორონავირუსული დაავადების გავრცელების შემთხვევებზე ეფექტური რეაგირების მიზნით, განკარგულებიდან ამოღებული იქნება ახალი კორონავირუსით გამოწვეული დაავადების შემთხვევებზე ოპერატიული რეაგირების გეგმის სეს ესნ-ის 3808 94 სასაქონლო სუბპოზიციაში კლასიფიცირებული მადეზინფიცირებელი საშუალებები, რაც შესაძლებლობას მისცემს დაინტერესებულ მეწარმეებს მოახდინონ საქართველოდან მადეზინფიცირებელი საშუალებების, პირბადეების და ნიღბების გატანა (ექსპორტი და რეექსპორტი).
  2. 18087 - ხელი ეწერება „საქართველოსა და აზიის განვითარების ბანკს შორის სასესხო შეთანხმებას (ჩვეულებრივი ოპერაციები) (COVID-19-ზე საგანგებო რეაგირებისა და დანახარჯების მხარდამჭერი პროგრამა)“.

     
    კანონპროექტი:
  1. 17965 - „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ საკანონმდებლო წინადადება

პროექტის მიზანია ქ. გორს მიენიჭოს (აღუდგეს) ქალაქის სტატუსი.



პატივისცემით,  

ნათია



Sincerely,

Natia Khmaladze

Ministry of Internally Displaced Persons, Labour, Health and Social Affairs of Georgia
Head of the Legal department
144, Tsereteli Ave., Tbilisi, Georgia, 0119
Tel: 577 288800
E_mail:natkhmaladze@moh.gov.ge