მოგესალმებით ბატონო გიორგი,
შესათანხმებლად გიგზავნით ელ. მთავრობის პროგრამის საკითხებს:
- საგარეო 46709 - პროექტის მიხედვით, შვეიცარიის კონფედერაციის მოქალაქეებს მიეცემათ უფლება საქართველოში პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის საფუძველზე მგზავრობის (მსგავსად ევროკავშირის წევრი ქვეყნების მოქალაქეებისა).
- ეკონომიკა 46707 - ცვლილება შედის „შპს „გარდაბნის თბოსადგურის“ მიერ საქონლისა და მომსახურების შესყიდვების სპეციალური წესში, რომლის მიხედვით კომპანიას მიენიჭება უფლებამოსილება შესაბამისი საქონელი და მომსახურება, გადაუდებელი აუცილებლობის შემთხვევების
გარდა, ამავე დადგენილებით განსაზღვრულ შემთხვევებში შეისყიდოს უშუალოდ მწარმოებლისაგან ან მწარმოებლის უფლებამოსილი პირისაგან, ერთ პირთან მოლაპარაკების საშუალებით.
- მთავრობა 46676 - სსიპ - ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიურო განახორციელებს ქსელური მოწყობილობების სახელმწიფო შესყიდვებს.
- ეკონომიკა 46572 - სსიპ აწარმოე საქართველო განახორციელებს ქსელური მოწყობილობების სახელმწიფო შესყიდვებს.
- გარემო 46491 - საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტი გათავისუფლდეს „შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ჟინვალი-ბარისახო-შატილის საავტომობილო გზის კმ 30 - კმ 55 მონაკვეთზე სახიდე გადასასვლელების რეაბილიტაციის/მშენებლობის“ პროექტის
გარემოზე ზემოქმედების შეფასებისაგან.
ხელმოსაწერი:
- 46667 -
ხელი ეწერება სსიპ - ლ. საყვარელიძის სახელობის დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ერონვულ ცენტრსა და აშშ-ს თავდაცვის საფრთხეების შემცირების სააგენტოს (შემდგომში DTRA) შორის,
გასაფორმებელი საგრანტო დოკუმენტის პროექტს თემაზე - „რიკეტსიებისა და კოქსიელას ინფექციების ზედამხედველობა საქართველოსა და აზერბაიჯანში“.
- 46666 -
ხელი ეწერება სსიპ – ლ. საყვარელიძის სახელობის დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის რიჩარდ ლუგარის საზოგადოებრივი ჯანმრთელობის კვლევითი ცენტრის ექსპლუატაციისა
და ტექმომსახურების სერვისების სახელმწიფო შესყიდვის გამარტივებული შესყიდვის საშუალებით განხორციელების შესახებ
საქართველოს მთავრობის განკარგულების პროექტს.
- 46639 -
ხელი ეწერება სსიპ – ლ. საყვარელიძის სახელობის დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნულ ცენტრსა (NCDC) და არამომგებიანი ახალი ინოვაციური დიაგნოსტიკის განვითარების ფონდ FIND-ს
შორის გასაფორმებელი საგრანტო დოკუმენტი თემაზე – ,,C ჰეპატიტზე სკრინინგით დადებითი პირების დაკავშირება შემდგომ დიაგნოსტიკურ კვლევებსა და მკურნალობასთან“.
- 46671 - სსიპ აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტი, სააგენტოების/ორგანიზაციების მომსახურების (სტუდენტების მოზიდვასთან დაკავშირებული მომსახურება) სახელმწიფო შესყიდვას, 2019 წლის განმავლობაში განახორციელებს გამარტივებული შესყიდვის საშუალებით.
- 46669 - მესტიის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მდინარე ნენსკრას ხეობაში ნენსკრა ჰესის მშენებლობისა და ექსპლუატაციის მიზნით, სს „ნენსკრა ჰიდრო“-ს მიეცემა თანხმობა, ბუნებრივი გარემოდან ამოიღოს საქართველოს წითელ ნუსხაში შეტანილი მცენარეები
და შესაბამისად, შეუფერხებლად განაგრძოს ჰიდროელექტროსადგურების მშენებლობა.
- 46668 - სსიპ ,,საქართველოს სახელმწიფო ჰიდროგრაფიულ სამსახური“, განახორციელებს შიდა კომპიუტერული ქსელის გაყვანის სახელმწიფო შესყიდვას.
- 46664 - საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრო განახორციელებს საოჯახო ტექნიკის სახელმწიფო შესყიდვას.
- 46663 - ბაღდათის მუნიციპალიტეტი, მისთვის საბიუჯეტო სახსრებიდან დარჩენილ ეკონომიას ჯამში 36 948 ლარს, მიმართავს
ქ. ბაღდათში, სოფელ წითელხევსა და სოფელ ფერსათში ადგილობრივი მნიშვნელობის საავტომობილო გზების და სანიაღვრე სისტემების სარეაბილიტაციო სამუშაოების განსახორციელებლად.
- 46662 - საჩხერის მუნიციპალიტეტში განხორციელდება სოფელ კორბოულში ძლევის წმინდა გიორგის ეკლესიიდან გორაძირის მიმართულებით საავტომობილო გზაზე ასფალტ-ბეტონის საფარის მოწყობისა და ქ. საჩხერეში 25 ჩიხში საავტომობილო გზების რეაბილიტაციის სამუშაოები.
- 46660 - მთავრობასთან თანხმდება, სსიპ - შემოსავლების სამსახურსა და S&P Global Platts-ს შორის, მონაცემთა ბაზისა და ოპერაციული პროგრამული პაკეტების მომსახურების მიზნით, გასაფორმებელი აბონენტის გენერალური შეთანხმება.
- 46653 - სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურს საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული საგამოძიებო ქვემდებარეობის ფარგლებში, საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ შემთხვევებში და დადგენილი წესით, ექნება უფლებამოსილება სრული მოცულობით ჩაატაროს
გამოძიება და განახორციელოს ოპერატიულ-სამძებრო საქმიანობა.
- 46651 - სახელმწიფო ინსპექტორს მიეცემა შესაძლებლობა, განსაკუთრებული დამსახურებისათვის სამსახურებრივ-საშტატო იარაღი ჯილდოდ გადასცეს საქართველოს მოქალაქეებს, რომლებმაც გამოიჩინეს მამაცობა, თავდადება და მაღალი პროფესიონალიზმი სამსახურებრივი
მოვალეობის შესრულებისას, აგრეთვე, მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანეს კანონიერების, მართლწესრიგის განმტკიცებაში, მართლმსაჯულების განხორციელებასა და დამნაშავეობასთან ბრძოლაში.
- 46650 - პროექტის თანხმდება, საქართველოს მთავრობასა და შპს „ტაბას“ შორის გაფორმდება შეთანხმება 2015 წლის 16 ნოემბერს დადებულ ურთიერთგაგების მემორანდუმში ცვლილების შეტანის თაობაზე და ელექტროსადგურ(ებ)ის მშენებლობის მიზანშეწონილობის თაობაზე
საკითხის საჯარო და კერძო თანამშრომლობის შესახებ საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად განხილვისთვის მემორანდუმის მოქმედი რედაქციით განსაზღვრული ვადა (2019 წლის 1 სექტემბერი) გაგრძელდება 7 თვით და განისაზღვრება 2020 წლის 1 აპრილით. პირველ ეტაპზე დავიზებულია
- 46649 - სახელმწიფო ინსპექტორის შესაბამის მოადგილეს, სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის გამომძიებელს (გარდა სტაჟიორ-გამომძიებლისა) და ოპერატიულ-სამძებრო საქმიანობის განმახორციელებელ თანამშრომელს უფლება აქვთ, სათანადო კურსის გავლის შემდეგ,
საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით გამოიყენონ სამსახურებრივ-საშტატო ცეცხლსასროლი იარაღი.
- 46648 - მთავრობის ცნობად საქართველოს ფინანსთა სამინისტროს ინფორმაცია, აზიის განვითარების ბანკის (ADB) დაფინანსებით მიმდინარე „ურბანული მომსახურების გაუმჯობესების საინვესტიციო პროგრამა, პროექტი 6”-ის ფარგლებში განსახორციელებელ ღონისძიების
თაობაზე.
პროგრამა ითვალისწინებს წყალმომარაგებისა და კანალიზაციის სისტემის გასაუმჯობესებლად პროექტების განხორციელებას ქვეყნის 7 ტურისტულ ცენტრსა და მსხვილ ურბანულ დასახლებაში (მესტია, ანაკლია, ქუთაისი, ფოთი, ურეკი,ზუგდიდი, მარნეული). - 46644 - მთავრობის ცნობად ინფორმაცია საქართველოს მთავრობასა და შპს „მტ გრიინ ენერჯის“ შორის „ახალდაბა ჰესის“ შესახებ 2015 წლის 4 ნოემბერს დადებული ურთიერთგაგების მემორანდუმის 2017 წლის 5 მარტს შეწყვეტის თაობაზე. პირველ ეტაპზე
დავიზებულია
- 46642 - სსიპ - საქართველოს ფინანსთა სამინისტროს მომსახურების სააგენტო ქ. რუსთავის მუნიციპალიტეტის მერიას უსასყიდლოდ გადაცემს მოძრავ ქონებას (სკამი, კონდიციონერი, სამზარეულო).
- 46641 - საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური ხელის საშრობების შესყიდვის პროცედურებს განახორციელებს კანონმდებლობით დადგენილი წესის შესაბამისად.
- 46638 - სსიპ ღვინის ეროვნული სააგენტო, „მევენახეობა-მეღვინეობის განვითარების“ პროგრამის „ქართული ვაზის წარმოშობის პოპულარიზაციის“ ქვეპროგრამით გამოყოფილ ასიგნებათა ფარგლებში განსახორციელებელი ღონისძიებებისათვის საჭირო მომსახურების სახელმწიფო
შესყიდვას განახორციელებს გამარტივებული შესყიდვის საშუალებით.
- 46637 - შპს „ღვინის ლაბორატორია“, შპს „ღვინის ლაბორატორიაში“ ჩატარებული გამოცდის შედეგების ხარისხის (შედეგების სიზუსტე და ცდომილებები) კონტროლის მიზნით, ყურძნისა და ყურძნისეული პროდუქტების ფიზიკურ–ქიმიური ანალიზების სფეროში, საერთაშორისო
პროფესიულ ტესტირებებში და ლაბორატორიათშორის შედარებით გამოცდებში მონაწილეობის მიღების მომსახურების სახელმწიფო შესყიდვას განახორციელებს გამარტივებული შესყიდვის საშუალებით. პირველ ეტაპზე დავიზებულია
- 46616 - მუნიციპალიტეტებში სტიქიის პრევენციის მიზნით, საქართველოს რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან მუნიციპალიტეტებს გამოეყოფად 16 959 846 ლარი. პირველ ეტაპზე დავიზებულია
- 46596 - ჯანმრთელობისათვის უსაფრთხო გარემოს ხელშეწყობის მიზნით, რეგიონული განვითარების სამთავრობო კომისიამ მიმდინარე წლის 18 ნოემბერს მიიღო გადაწყვეტილება აღნიშნულ განკარგულებაში არსებული ზოგიერთი მუნიციპალიტეტისათვის გამოყოფილი თანხების
დაზუსტებაზე, რაც ჯამში გამოიწვევს გამოყოფილი თანხის 17 099 ლარით შემცირებას. სულ მუნიციპალიტეტებზე გამოყოფილი თანხა იქნება 22 978 110 ლარი. პირველ ეტაპზე დავიზებულია
- 46594 – მუნიციპალიტეტებში არსებული ინფრასტრუქტურული ობიექტების რეაბილიტაციის მიზნით რეგიონული განვითარების სამთავრობო კომისიამ მიმდინარე წლის 18 ნოემბერს მიიღო გადაწყვეტილება აღნიშნულ განკარგულებაში არსებული ზოგიერთი მუნიციპალიტეტისათვის
გამოყოფილი თანხების დაზუსტებაზე, რაც ჯამში გამოიწვევს გამოყოფილი თანხის 883 ლარით შემცირებას.სულ მუნიციპალიტეტებზე გამოყოფილი თანხა იქნება 269 999 117 ლარი. პირველ ეტაპზე დავიზებულია
- 46553 - ძალაში შესვლის მიზნით, მტკიცდება 2019 წლის 26 სექტემბერს ხელმოწერილი „საქართველოს მთავრობასა და პარაგვაის რესპუბლიკის მთავრობას შორის ორდინალური პასპორტის მფლობელთა ვიზის მიღების ვალდებულებისაგან გათავისუფლების შესახებ“ შეთანხმება.
- 46516 - საქართველოს იუსტიციის სამინისტრო და მისი მმართველობის სფეროში მოქმედი საჯარო სამართლის იურიდიული პირები შესყიდვის ობიექტების სახელმწიფო შესყიდვებს განახორციელებენ საქართველოს კანონის მოთხოვნათა შესაბამისად.
კანონპროექტები:
1. გარემო 46493 - ცვლილება შედის
„რეგულირების საფასურის შესახებ“ საქართველოს კანონში, რომლის მიხედვით, 2022 წლის 1 იანვრამდე სსიპ - წიაღის ეროვნული სააგენტოს მიერ ამ კანონის საფუძველზე მიღებული რეგულირების საფასურის ნაწილი, სახელმწიფო კონტროლის განმახორციელებელ ორგანოსთან შეთანხმებით,
ამ კანონის მე-3 მუხლის პირველი პუნქტის საფუძველზე მიიმართება სსიპ - გარემოს ეროვნული სააგენტოს ანგარიშზე, მისი ბიუჯეტების ფორმირების მიზნებისათვის, მისივე ფუნქციების განსახორციელებლად.“.
პატივისცემით,
ნათია
Sincerely,
Natia Khmaladze
Ministry of Internally Displaced Persons, Labour, Health and Social Affairs of Georgia
Head of the Legal department
144, Tsereteli Ave., Tbilisi, Georgia, 0119
Tel: 577 288800
E_mail:natkhmaladze@moh.gov.ge