მოგესალმებით თამუნა,
მინისტრის შვებულებაში ყოფნის გამო, შესათანხმებლად გიგზავნით ელ. მთავრობის პროგრამის საკითხებს:
- მთავრობა 2059 - ცვლილება შედის საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის დებულებაში, რომლის მიხედვით, საქართველოს პრემიერ-მინისტრის უფლებამოსილებებს ემატება სტაჟირების წესის დამტკიცების უფლებამოსილება.
- გარემო 2057 - მტკიცდება „საქართველოში იმპორტისა და ტრანზიტისთვის განკუთვნილი ზოგიერთი ცოცხალი ჩლიქოსანი ცხოველის ჯანმრთელობის წესის დამტკიცების შესახებ“, „ცხოველის საკვების ჰიგიენის წესის“ დამტკიცების შესახებ“, „სალმონელასა და სხვა სპეციფიკური
საკვებისმიერი ზოონოზური აგენტების კონტროლის წესის დამტკიცების შესახებ“ და მათგან გამომდინარე ცვლილებების პაკეტი.
პროექტი შეთანხმებულია ჯანდაცვის პოლიტიკის სამმართველოსთან შენიშვნები არ გააჩნიათ. - გარემო 2012 - ცვლილება შედის ვეტერინარულ კონტროლს დაქვემდებარებული პროდუქტების ექსპორტის დროს გამოსაყენებელი ვეტერინარული სერტიფიკატების ფორმებსა და მათი გაცემის წესში, ახლებურად ყალიბდება ვეტერინარული სერტიფიკატი ადამიანის მიერ სურსათად
მოხმარებისათვის განკუთვნილი გაციებული, გაყინული, ნიჟარიანი, მომზადებული, დამზადებული ან დაკონსერვებული ლოკოკინების ევროკავშირში ექსპორტისათვის ვეტერინარული სერტიფიკატი.
- რეგიონული 2008 - შპს „საქართველოს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიისთვის“ შესაბამისი საბიუჯეტო სახსრების გადარიცხვის პროცედურების განსახორციელებლად, საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრო, უზრუნველყოფს შპს
„საქართველოს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიასთან“ თანხების გადარიცხვის შესახებ ადმინისტრაციული ხელშეკრულების გაფორმებას.
- რეგიონული 1985 - ძალადაკარგულად ცხადდება „ანაკლიის ღრმაწყლოვან პორტთან დაკავშირებული საკითხების განმხილველი კომისიის შექმნისა და დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2016 წლის 30 დეკემბრის №2738 განკარგულება, რომლის საფუძველზეც
კომისია შეწყვეტს ფუნქციონირებას.
- რეგიონული 1957 - სსიპ - ანაკლიის ღრმაწყლოვანი ნავსადგურის განვითარების სააგენტო, ანაკლიის ღრმაწყლოვანი ნავსადგურის განვითარების პროექტთან დაკავშირებული სხვადასხვა სახის საკონსულტაციო ან/და საკონტროლო მომსახურებების შესყიდვას განახორციელებს
გამარტივებული შესყიდვის საშუალებით.
- გარემო 2018 - „ბორჯომ-ხარაგაულის დაცული ტერიტორიების შექმნისა და მართვის შესახებ“ ცვ პროექტი
პროექტის მიხედვით, ბორჯომ-ხარაგაულის ეროვნული პარკის ფართობი გაიზრდება 4179,6 ჰა-თი და ადიგენის მუნიციპალიეტეტში მდებარე ტერიტორიის ნაწილს მიენიჭება „დაცული ტერიტორიების სისტემის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-5 მუხლით განსაზღვრული
ეროვნული პარკის სტატუსი. გაფართოებული ტერიტორია შევა ბორჯომ-ხარაგაულის ეროვნული პარკის შემადგელობაში და მასზე გავრცელდება ეროვნული პარკის მართვასთან დაკავშირებული რეგულაციები, რომლებიც განსაზღვრულია „დაცული ტერიტორიების სისტემის შესახებ“ საქართველოს კანონით
და მოქმედი კანონმდებლობით, მათ შორის, საქართველოს მთავრობის მიერ 2014 წლის 3 იანვრის №13 დადგენილებით დამტკიცებული ბორჯომ-ხარაგაულის დაცული ტერიტორიების მენეჯმენტის გეგმით.
პატივისცემით,
ნათია
Sincerely,
Natia Khmaladze
Ministry of Internally Displaced Persons, Labour, Health and Social Affairs of Georgia
Head of the Legal department
144, Tsereteli Ave., Tbilisi, Georgia, 0119
Tel: 577 288800
E_mail:natkhmaladze@moh.gov.ge