From : Natia Khmaladze <natkhmaladze@moh.gov.ge>
To : Giorgi Tsotskolauri <gtsotskolauri@moh.gov.ge>
Subject : ელ.მთავრობის საკითხები_22.07.19
Received On : 22.07.2019 08:54

ბატონო გიორგი,

გიგზავნით ელ. მთავრობის პროგრამის საკითხებს:

1.      ფინანსები 28925 – „საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან შექმნილი ვადაგადაცილებული საგადასახადო დავალიანებებისა და სასესხო დავალიანებების რესტრუქტურიზაციის მიზანშეწონილობის საკითხის შემსწავლელი კომისიის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2011 წლის 14 ივნისის №236 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე“ პროექტი:
წარმოდგენილი ცვლილება ითვალისწინებს საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან შექმნილი ვადაგადაცილებული საგადასახადო დავალიანებებისა და სასესხო დავალიანებების რესტრუქტურიზაციის მიზანშეწონილობის საკითხის შემსწავლელი კომისიის შემადგენლობაში ცვლილების შეტანას. კერძოდ, საქართველოს ფინანსთა სამინისტროს სისტემაში განხორციელებული საკადრო/სტრუქტურული ცვლილებებიდან გამომდინარე სსიპ - შემოსავლების სამსახურის უფროსი იმავდროულად აღარ იკავებს საქართველოს ფინანსთა მინისტრის პირველი მოადგილის თანამდებობას, ხოლო საქართველოს ფინანსთა სამინისტროს სახაზინო სამსახურის უფროსი იმავდროულად წარმოადგენს საქართველოს ფინანსთა მინისრტრის მოადგილეს.  ამასთან, კომისიის შემადგენლობაში აღარ შევა საქართველოს ფინანსთა სამინისტროს სახაზინო სამსახურის უფროსის მოადგილე;

2.      ეკონომიკა 29109 - „სახელმწიფო საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების მცხეთის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში ძირითადი (განუსხვისებელი) ქონების სახით გადაცემის შესახებ“ პროექტი:
პროექტით, ხდება მცხეთის მუნიციპალიტეტში, სოფელ ციხისძირში არსებული 439.0კვ.მ. არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთისა (მიწის (უძრავი ქონების) საკადასტრო კოდი: №72.10.03.335) და მცხეთის მუნიციპალიტეტში, სოფელ ციხისძირში არსებული 225.0კვ.მ. არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთის (მიწის (უძრავი ქონების) საკადასტრო კოდი: №72.10.03.336), მცხეთის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში ძირითადი (განუსხვისებელი) ქონების სახით გადაცემა;

3.      მთავრობა 29137 - ,,საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის საშტატო ნუსხის, თანამდებობრივი სარგოს და შრომის ანაზღაურების ფონდის შესახებ'' პროექტი:
პროექტის მომზადება განპირობებულია საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში განსახორციელებელი საშტატო ცვლილებებით;

4.      ეკონომიკა 29151 - "საჯარო სამართლის იურიდიული პირის – აწარმოე საქართველოში მიერ სახელმწიფო პროგრამის „აწარმოე საქართველოში“ კინოინდუსტრიის ხელშეწყობის ნაწილის ბენეფიციარი შპს „სტუდია სარკე“-სთვის მთლიანი კვალიფიციური ხარჯის მაქსიმალური ოდენობის განსზღვრის შესახებ" პროექტი:
პროექტით ისაზღვრება „აწარმოე საქართველოში“ სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში,  შპს „სტუდია სარკე“-ს (ს/კ 402128363) მიერ საქართველოს ტერიტორიაზე დახარჯული მთლიანი კვალიფიციური ხარჯის მაქსიმალურ ოდენობა 12, 375, 000 (თორმეტი მილიონ სამას სამოცდათხუთმეტი ათასი) ლარი;

5.      რეგიონული 29167 - „ოზურგეთის მუნიციპალიტეტში, ურეკი-შეკვეთილის სარეკრეაციო ტერიტორიაზე მდებარე 7206.00 კვ.მ გეგმარებითი არეალის განაშენიანების რეგულირების გეგმის დამტკიცების შესახებ“ პროექტი:
პროექტით, მრკიცდება „ურეკი შეკვეთილის სარეკრეაციო ტერიტორიაზე     მდებარე 7206.00 კვ.მ გეგმარებითი არეალის (მიწის (უძრავი ქონების) საკადასტრო კოდები: №26.28.16.513; №26.28.16.514; №26.28.16.182; №26.28.16.183) განაშენიანების რეგულირების გეგმა თანდართული რუკების სახით;

6.      სოფელი 29222 - „საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს სსიპ - გარემოს ეროვნულ სააგენტოსა და გაეროს განვითარების პროგრამას (UNDP) შორის გასაფორმებელი ქვე-საგრანტო ხელშეკრულების პროექტის - ,,სტანდარტული შეთანხმების წერილი გაეროს განვითარების პროგრამასა და სსიპ - გარემოს ეროვნულ სააგენტოს შორის საქმიანობების განხორციელების შესახებ, რა დროსაც გაეროს განვითარების პროგრამა უზრუნველყოფს პროექტის ,,მრავალმხრივი საფრთხეების ადრეული გაფრთხილების სისტემის გაფართოება და კლიმატთან დაკავშირებული ინფორმაციის გამოყენება საქართველოში” მხარდაჭერას“ მოწონების თაობაზე“ პროექტი:
პროექტით ხდება საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს სსიპ - გარემოს ეროვნულ სააგენტოსა და გაეროს განვითარების პროგრამას (UNDP) შორის გასაფორმებელი ქვე-საგრანტო ხელშეკრულება ,,სტანდარტული შეთანხმების წერილი გაეროს განვითარების პროგრამასა და სსიპ - გარემოს ეროვნულ სააგენტოს შორის საქმიანობების განხორციელების შესახებ, რა დროსაც გაეროს განვითარების პროგრამა უზრუნველყოფს პროექტის მრავალმხრივი საფრთხეების ადრეული გაფრთხილების სისტემის გაფართოება და კლიმატთან დაკავშირებული ინფორმაციის გამოყენება საქართველოში” მხარდაჭერას“მოწონება;

7.      რეგიონული 29233 – "საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს მიერ სახელმწიფო შესყიდვის გამარტივებული შესყიდვის საშუალებით განხორციელების შესახებ" პროექტი:
პროექტით, საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს ეძლევა უფელება 2019 წლის განმავლობაში არქიტექტურული საკონსულტაციო მომსახურებების შესყიდვა, 24 450 (ოცდაოთხო ათას ოთხას ორმოცდათი) ლარის ფარგლებში, განახორციელოს გამარტივებული შესყიდვის საშუალებით.



ხელმოსაწერი:

1.      რეგიონული 28184 – საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს მიერ განსახორციელებელი ღონისძიებების შესახებ  საქართველოს მთავრობის განკარგულების პროექტი:
ელექტროენერგიის გარეშე არსებულ დასახლებებში მაცხოვრებლებისათვის მზის პანელების საშუალებით ელექტროენერგიის მიწოდებისათვის, საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს ტექნიკურ მხარდაჭერას უწევს აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს ენერგეტიკის პროგრამა (USAID Energy Program), რომლის ფარგლებშიც ხორციელდება საქართველოს მასშტაბით ელექტროენერგიის მიწოდების გარეშე არსებული დასახლებების (ოჯახების) ინვენტარიზაცია.

პატივისცემით,  
ნათია