From : Natia Khmaladze <natkhmaladze@moh.gov.ge>
To : Giorgi Tsotskolauri <gtsotskolauri@moh.gov.ge>; tikhardziani@gmail.com
Subject : ელ.მთავრობის საკითხები_22.10.19
Received On : 22.10.2019 10:08


           მოგესალმებით,

შესათანხმებლად გიგზავნით ელ. მთავრობის პროგრამის საკითხებს:

  1. ფინანსები 41639 - მთავრობის ცნობად საქართველოს ფინანსთა სამინისტროს ინფორმაცია ბათუმი-სარფის შემოვლითი გზის პროექტის მოსამზადებლად აზიის განვითარების ბანკის (ADB) ტექნიკური დახმარების თაობაზე.
  2. გარემო 41614 -  ცვლილება შედის ტყითსარგებლობის წესში, რომლის მიხედვით, დაცული ტერიტორიის მენეჯმენტის გეგმით გათვალისწინებულ შემთხვევებში, შესაძლებელი იქნება სოციალური ჭრებით მერქნის გაცემა არამარტო ადგილობრივ მოსახლეობაზე, არამედ სხვა შემთხვევაშიც (მაგ: სასაზღვრო პოლიციის სასაზღვრო სექტორების სათბობი შეშით უზრუნველსაყოფად). ასევე, დაცული ტერიტორიის მიმდებარედ მაცხოვრებლებს მიეცემათ შესაძლებლობა, ერთჯერადად, გააგრძელონ ხე-ტყის დამზადების ბილეთის მოქმედების ვადა და შესაბამისად, ტყეკაფიდან შეუფერხებლად გამოიტანონ შეძენილი I ხარისხის მერქნული რესურსი.
  3. გარემო 41604 - მთავრობასთან თანხმდება, გაეროს განვითარების პროგრამასა და სსიპ გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრს შორის გასაფორმებელი სტანდარტული წერილი შეთანხმებაზე ,,ყველა დონეზე საზოგადოების ცნობიერების ასამაღლებელი და შესაძლებლობების განვითარების პროგრამის შემუშავების თაობაზე კლიმატის რისკის შესახებ ტრენინგებისა და ინფორმაციის ეფექტიანად მიწოდებისთვის თემებისა და ადგილობრივ დონეზე პირველადი რეაგირების უზრუნველმყოფთათვის“ UNDP/GCF პროექტის - ,,მრავალმხრივი საფრთხეების ადრეული გაფრთხილების სისტემის გაფართოება და კლიმატთან დაკავშირებული ინფორმაციის გამოყენება საქართველოში” ფარგლებში”.
  4. შსს 41601 - სსიპ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს, შრომითი ხელშეკრულებით დასაქმებულ პირთა რაოდენობა განისაზღვრება არა უმეტეს 139 ერთეულით.
  5. ფინანსები 41591 - სსიპ - შემოსავლების სამსახური ელექტრონული ტენდერის გზით განახორციელებს უწყვეტი კვების წყაროების (UPS) სახელმწიფო შესყიდვას.
  6. რეგიონული 41548 - სამთავრობო ცვლილებებიდან გამომდინარე, ახალი შემადგენლობით მტკიცდება სსიპ საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდის სამეთვალყურეო საბჭო.
    სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარედ მამუკა ბახტაძეს ნაცვლად განისაზღვრება საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი, ვიცე-პრემიერი - მაია ცქიტიშვილი,  სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარის მოადგილედ მაია ცქიტიშვილის ნაცვლად განისაზღვრება საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის პირველი მოადგილე - ირაკლი ქარსელაძე და სამეთვალყურეო საბჭოს წევრად გრიგოლ კაციას ნაცვლად განისაზღვრება საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის მოადგილე - ილია ბეგიაშვილი.
    მოქმედ შემადგენლობაში წევრის სტატუსით შედის ეკატერინე ტიკარაძე – საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი.
  7. შსს 41544 - საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ქ. თბილისის პოლიციის დეპარტამენტი განახორციელებს ავეჯის სახელმწიფო შესყიდვას.
  8. შსს 41541 - შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ გამარტივებული შესყიდვის საშუალებით განხორციელდება სხვადასხვა ენოვანი თარჯიმნების მომსახურების სახელმწიფო შესყიდვა.
  9. გარემო 41514 - მთავრობასთან თანხმდება, სსიპ დაცული ტერიტორიების სააგენტოს, 2019 წლის ბიუჯეტი, საშტატო ნუსხა და სახელფასო ფონდი.
  10. მთავრობა 41510 -  ცვლილება შედის, 2019 წლის კონსოლიდირებული ტენდერების სატენდერო კომისიების შემადგენლობაში, მათ შორის:
    სამედიცინო მოწყობილობების; ფარმაცევტული პროდუქტების; ნავთობპროდუქციის (საწვავის); სატრანსპორტო საშუალებების ძრავის ზეთებისა და ზეთის ფილტრების; ფიჭური სატელეფონო მომსახურების; სატრანსპორტო საშუალებების ძრავის ზეთებისა და ზეთის ფილტრების; ფიჭური სატელეფონო მომსახურების; „სხვადასხვა სახის პრინტერებისა და კარტრიჯების; საბურავების; უწყვეტი კვების წყაროების; სატელევიზიო საეთერო დროის (wGRP); A4 ფორმატის საბეჭდი ქაღალდის; სატრანსპორტო საშუალებების დაზღვევის;  ავტოსატრანსპორტო საშუალებების სახელმწიფო შესყიდვის; ავტოსატრანსპორტო საშუალებების  შეკეთებისა და ტექნიკური მომსახურების; სატრანსპორტო საშუალებების აკუმულატორების; სტანდარტული პერსონალური და სტანდარტული პორტაბელური/სატარებელი კომპიუტერების; სხვადასხვა სახის კვების პროდუქტების; სტანდარტული პერსონალური და სტანდარტული პორტაბელური/სატარებელი კომპიუტერების სატენდერო კომისიების შემადგენლობაში.
  11. ფინანსები 41503 - საქართველოს ფინანსთა სამინისტრო მსოფლიო გადასახადთა შემსწავლელ ონლაინ პაკეტზე მიერთების მიზნით ფისკალური დოკუმენტაციის საერთაშორისო ბიუროსაგან (IBFD) მომსახურების შესყიდვას, 2020 წლის 30 სექტემბრის ჩათვლით განახორციელებს გამარტივებული შესყიდვის საშუალებით.

    მთავრობა 41499 - პროექტი ითვალისწინებს, 2020 წლის კონსოლიდირებული ტენდერების ჩატარებას რათა უზრუნველყოფილ იქნეს შემსყიდველი ორგანიზაციების მიერ 2020 წლის განმავლობაში რაც ხელს შეუწყობს:

    სამედიცინო მოწყობილობების; ფარმაცევტული პროდუქტების; ნავთობპროდუქციის (საწვავის); სატრანსპორტო საშუალებების ძრავის ზეთებისა და ზეთის ფილტრების; ფიჭური სატელეფონო მომსახურების; სატრანსპორტო საშუალებების ძრავის ზეთებისა და ზეთის ფილტრების; ფიჭური სატელეფონო მომსახურების; „სხვადასხვა სახის პრინტერებისა და კარტრიჯების; საბურავების; უწყვეტი კვების წყაროების; სატელევიზიო საეთერო დროის (wGRP); A4 ფორმატის საბეჭდი ქაღალდის; სატრანსპორტო საშუალებების დაზღვევის;  ავტოსატრანსპორტო საშუალებების სახელმწიფო შესყიდვის; ავტოსატრანსპორტო საშუალებების  შეკეთებისა და ტექნიკური მომსახურების; სატრანსპორტო საშუალებების აკუმულატორების; სტანდარტული პერსონალური და სტანდარტული პორტაბელური/სატარებელი კომპიუტერების; სხვადასხვა სახის კვების პროდუქტების; სტანდარტული პერსონალური და სტანდარტული პორტაბელური/სატარებელი კომპიუტერების სახელმწიფო შესყიდვის განხორციელებას შეუფერხებლად და რაციონალური ხარჯვის პრინციპის სრული დაცვით.
  12. განათლება 41470 - სსიპ შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრი, განახორციელებს ქსელების, ინტერნეტისა და ინტრანეტის პროგრამული პაკეტების  სახელმწიფო შესყიდვას.
  13. რეგიონული 41465 - სენაკის მუნიციპალიტეტი, 2019 წლის 2 ნოემბერს „ეგრისობა 2019“ სახალხო დღესასწაულთან დაკავშირებით დაგეგმილი ღონისძიებისათვის საჭირო საქონლისა და მომსახურების სახელმწიფო შესყიდვას, 19 040 ლარის ფარგლებში, განახორციელებს გამარტივებული შესყიდვის საშუალებით.
  14. თავდაცვა 41356 - მთავრობასთან თანხმდება, საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სამოქალაქო ოფისის საშტატო ნუსხა, თანამდებობრივი სარგო და შრომის ანაზღაურების ფონდი.
  15. თავდაცვა 41354 - მთავრობასთან თანხმდება, ,,გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის ფედერალურ თავდაცვის სამინისტროსა და საქართველოს თავდაცვის სამინისტროს შორის ტრაქტორებისა და სატვირთო ავტომანქანების შესასყიდად თანხების დონაციის შესახებ" შეთანხმების ცვლილების პროექტი, რომლის მიხედვით, მომწოდებელი, ნაცვლად 20 ტონიანი ამწე მოწყობილობისა უზრუნველყოფს, 21 ტონიანი ამწე მოწყობილობის მოწოდებას.
  16. ეკონომიკა 41351 - ფიზიკურ პირებს საკუთრებაში გადაეცემათ მათ ფაქტობრივ მფლობელობაში არსებული, უძრავი ქონება, ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში არაპრივატიზებული საცხოვრებელი და არასაცხოვრებელი (იზოლირებული და არაიზოლირებული) ფართები.
  17. გარემო 41314 - ცვლილება შედის ბორჯომ-ხარაგაულის დაცული ტერიტორიების მენეჯმენტის გეგმაში, რომლის მიხედვით განხორციელდება აბასთუმნის შემოვლითი გზის მშენებლობა, ასევე, ვიზიტორთა ზონაში და ტრადიციული გამოყენების ზონაში დაშვებული საქმიანობების ჩამონათვალს ემატება დაცვისა და ეკოტურიზმისთვის აუცილებელი ინფრასტრუქტურის შექმნასა და სარგებლობასთან დაკავშირებული შესაბამისი საქმიანობები.
  18. ეკონომიკა 41301 - მთავრობასთან თანხმდება, „საქართველოს მთავრობას, „Clean Energy Invest AS“-სა და შპს „აჭარისწყალი ჯორჯიას“ შორის 2014 წლის 13 ოქტომბერს დადებულ ხელშეკრულებაში ცვლილების შეტანის თაობაზე“ ამავე მხარეებს შორის დასადები შეთანხმების პროექტი. რომელიც ითვალისწინებს კომპანიის ვალდებულებას განახორციელოს „შუახევი“ ჰესის გვირაბის შესაკეთებელი სამუშაოები 2020 წლის 1 ივლისამდე და უზრუნველყოს ჰიდროელექტროსადგურის ექსპლუატაციაში მიღება 2020 წლის 1 სექტემბრამდე, ასევე „შუახევი“ და „სხალთა“ ჰესების სიმძლავრეების ცვლილებას 178,7 მგვტ.-მდე და 9 მგვტ.-მდე შესაბამისად. შეთანხმების პროექტი, ასევე ითვალისწინებს ჰიდროელექტროსადგურების მიერ გამომუშავებული ელექტროენერგიის რეალიზაციის პირობების ცვლილებას.
  19. რეგიონული 41258 - წალენჯიხის მუნიციპალიტეტი მისთვის გამოყოფილი ასიგნებებიდან დარჩენილ ეკონომიას ჯამში 33 836 ლარს მიმართავს სტიქიის შედეგების სალიკვიდაციო პროექტების განსახორციელებლად: ჭალეს ადმინისტრაციულ ერთეულში, სოფელ ფოცხო-ეწერში სტიქიის შედეგად დაზიანებული სათემო სახლის გადახურვა; ნაკიფუს ადმინისტრაციულ ერთეულში, სოფელ ნაკიფუში სააბულაძოს უბანში სტიქიის შედეგად დაზიანებული მილხიდის რეაბილიტაცია.
  20. რეგიონული 41246 - მტკიცდება დუშეთის მუნიციპალიტეტში, გუდაურის სარეკრეაციო ტერიტორიაზე, სოფელ კაიშაურებში, „მთა ვარცლაზე“, კორექტირებული განაშენიანების რეგულირების გეგმა.
  21. რეგიონული 41221 - მტკიცდება ბაკურიანის სარეკრეაციო ტერიტორიაზე N18 თემატური გეგმა.

 

ხელმოსაწერი:

1.    41662 - საქართველოს პარლამენტს რატიფიცირებისათვის წარედგინება „საქართველოსა და დიდი ბრიტანეთისა და ჩრდილოეთ ირლანდიის გაერთიანებულ სამეფოს შორის სტრატეგიული პარტნიორობისა და თანამშრომლობის შეთანხმება“.

თანამშრომლობა მოიცავს შემდეგი ძირითად მიმართულებებს:

თანამშრომლობას მიგრაციის, თავშესაფრისა და საზღვრის მართვის სფეროებში; მართლმსაჯულება, თავისუფლება და უსაფრთხოება, მათ შორის,  საზღვრის მართვის საკითხებზე თანამშრომლობის გაღრმავება, ფულის გათეთრების, ტერორიზმის, ნარკოტიკებით უკანონო ვაჭრობის, ორგანიზებული დანაშაულისა და ადამიანთა ტრეფიკინგის წინააღმდეგ ბრძოლა; პერსონალურ მონაცემთა დაცვა და სხვა. დარგობრივი პოლიტიკის ყველა სფეროს მოდერნიზება და ევროპული სტანდარტების დანერგვა, მაგ., ისეთ სფეროებში, როგორიც არის ტრანსპორტი, ენერგეტიკა, გარემოს დაცვა, სოფლის მეურნეობა, ტურიზმი, კვლევა და ტექნოლოგიები, დასაქმება და სოციალური პოლიტიკა, ჯანდაცვა, განათლება, კულტურა, სამოქალაქო საზოგადოება, რეგიონალური განვითარება და სხვა. ვაჭრობა და ვაჭრობასთან დაკავშირებული საკითხებს; ფასეულობების განმტკიცებასა და დაცვას; საგარეო და უსაფრთხოების პოლიტიკას.

პროექტი შეთანხმებული იყო სამინისტროსთან, შენიშვნები არ გააჩნია.

2.    41542 - ცვლილება შედის საქართველოს ელექტრონული საკომუნიკაციო ქსელების ნუმერაციის ეროვნულ სისტემაში, რომლის მიხედვით სპეციალური მოკლე ნომრის-199 გამოყენებით, ამოქმედდება სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის ცხელი ხაზი. პირველ ეტაპზე დავიზებულია

 

კანონპროექტი:

1.    გარემო 41621 – „იმერეთის მღვიმეების დაცული ტერიტორიების შექმნისა და მართვის შესახებ“ ცვ პროექტი

„იმერეთის მღვიმეების დაცული ტერიტორიების შექმნისა და მართვის შესახებ“ საქართველოს კანონში აისახება პრომეთეს მღვიმის ბუნების ძეგლის დემარკაციის შედეგები (ახალი ფართობი და კოორდინატები). კერძოდ, ბუნების ძეგლის საზღვრებიდან გამოტანილი იქნება დაცული ტერიტორიისთვის არატიპიური ინფრასტრუქტურა (სახელმწიფო და ადგილობრივი მნიშვნელობის გზები და სხვა ინფრასტრუქტურული ობიექტები) და ფიზიკური და იურიდიული პირების საკუთრებაში არსებული ტერიტორიები, ასევე სახეცვლილი ტერიტორიები, რომლებსაც არ გააჩნიათ კონსერვაციული ღირებულება ან არ შეესაბამებიან „დაცული ტერიტორიების სისტემის შესახებ“ საქართველოს კანონის მოთხოვნებს (საკარმიდო ნაკვეთები, ხეხილის ბაღები და სხვა).

დემარკაციამდე პრომეთეს მღვიმის ბუნების ძეგლის ფართობი შეადგენდა  46,6 ჰა-ს, დემარკაციის შედეგად ბუნების ძეგლის ფართობი შემცირდა 5,6 ჰა-ით და შეადგინა 41  ჰა.

2.    ეკონომიკა 41504 – ,,პროდუქტის უსაფრთხოებისა და თავისუფალი მიმოქცევის კოდექსი",  "საქართველოს  საგადასახადო კოდექსი", „სამეწარმეო საქმიანობის კონტროლის შესახებ“ ცვ პროექტები

პროექტის მიხედვით, პროდუქტის ბაზარზე ზედამხედველობის  ორგანოდ ნაცვლად სსიპ - ტექნიკური და სამშენებლო ზედამხედველობის სააგენტოსი განისაზღვრება სსიპ - ბაზარზე ზედამხედველობის სააგენტო, რომელიც იქნება საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს დაქვემდებარების ქვეშ. კანონპროექტით საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრს ევალება ბაზარზე ზედამხედველობის სააგენტოს დებულებისა საშტატო ნუსხის დამტკიცება და სააგენტოს უფროსის დანიშვნა ასევე სამინისტროს და საქართველოს მთავრობას ევალება სათანადო კანონქვემდებარე ნორმატიული აქტების ამ კანონთან შესაბამისობაში მოყვანა. კანონპროექტით პროდუქტის უსაფრთხოებისა და თავისუფალი მიმოქცევის კოდექსში ბაზარზე ზედამხედველობის კუთხით  ტექნიკური და სამშენებლო ზედამხედველობის სააგენტოს ნაცვლად მიეთითება - ბაზარზე ზედამხედველობის სააგენტო.




პატივისცემით,  

ნათია



Sincerely,

Natia Khmaladze

Ministry of Internally Displaced Persons, Labour, Health and Social Affairs of Georgia
Head of the Legal department
144, Tsereteli Ave., Tbilisi, Georgia, 0119
Tel: 577 288800
E_mail:natkhmaladze@moh.gov.ge