From : Natia Khmaladze <natkhmaladze@moh.gov.ge>
To : Giorgi Tsotskolauri <gtsotskolauri@moh.gov.ge>; tikhardziani@gmail.com
Subject : ელ.მთავრობის საკითხები_22.11.19
Received On : 22.11.2019 11:59

           მოგესალმებით ბატონო გიორგი,

შესათანხმებლად გიგზავნით ელ. მთავრობის პროგრამის საკითხებს:

  1. მთავრობა 46991 - სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს მიერ უსასყიდლოდ განხორციელდება სსიპ ,,საზოგადოებრივი მაუწყებლისთვის" საექსპორტო მომსახურება.
  2. ეკონომიკა 46935 - სსიპ წიაღის ეროვნული სააგენტო განახორციელებს ავეჯის სახელმწიფო შესყიდვას.
  3. ეკონომიკა 46932 - სს „საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემა“ განახორციელებს დონორი ორგანიზაციების მეშვეობით დაფინანსებულ შემდეგ პროექტებს: 220 კვ ხაზის „ახალციხე-ბათუმი“ მშენებლობა (ADB IBRD WB) და 500 კვ ეგხ-ის მშენებლობა ქსანი-სტეფანწმინდა (EBRD, EC, KfW).   
  4. ეკონომიკა 46907 - მცხეთის მუნიციპალიტეტში, სოფელ ცხვარიჭამიაში მდებარე 1219 კვ.მ. არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი, პირდაპირი მიყიდვის ფორმით, 1 ლარად, საკუთრებაში გადაეცემა საქართველოს სამოციქულო ავტოკეფალურ მართლმადიდებელ ეკლესიას.
  5. ეკონომიკა 46895 - მთავრობის ცნობად, ინფორმაცია საქართველოს მთავრობასა და შპს „უსასრულო ენერგიას“ შორის 2015 წლის 16 ნოემბერს დადებული ურთიერთგაგების მემორანდუმიდან (მისი ცვლილებების გათვალისწინებით) გამომდინარე, შპს „უსასრულო ენერგიამ“ საჯარო და კერძო თანამშრომლობის შესახებ საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად, წარმოადგინა „იმერეთი 1“ ქარის ელექტროსადგურის მშენებლობის, ფლობისა და ოპერირების წინადადება ელექტროენერგიის გარანტირებული შესყიდვის პირობით („საინიციატივო შეთავაზება“).
  6. განათლება 46835 - პროექტის მიხედვით, საჭიროების შემთხვევაში, სსიპ - განათლების საერთაშორისო ცენტრის რეორგანიზაციას განახორციელებს საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით.
  7. მთავრობა 46785 - სსიპ საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახური (საქსტატი) განახორციელებს პლანშეტური კომპიუტერების სახელმწიფო შესყიდვას.
  8. მთავრობა 46783 - სსიპ საქართველოს მეცნიერებათა ეროვნულ აკადემიას მიეცემა თანხმობა, მის თანამშრომლებზე დაკისრებული ფუნქციების ზედმიწევნით და სამაგალითოდ შესრულებისათვის გადასცეს ფულადი ჯილდო.
  9. მთავრობა 46782 - სსიპ ათასწლეულის გამოწვევის ფონდი რომელიც წარმოადგენს საქართველო (MCA-Georgia) საქართველოსა და აშშ-ს შორის გაფორმებული საერთაშორისო ხელშეკრულების ათასწლეულის გამოწვევის მეორე კომპაქტით გათვალისწინებული პროექტის განმახორციელებელ დაწესებულებას, დასრულდა ხელშეკრულებით გათვალისწინებული პროგრამა, აღნიშნულის შედეგად, ძალადაკარგულად ცხადდება ,,საჯარო სამართლის იურიდიული პირის-ათასწლეულის გამოწვევის ფონდი-საქართველოს (MCA-Georgia) დებულების დამტკიცებისა და სამეთვალყურეო საბჭოს შექმნის შესახებ" საქართველოს მთავრობის 2012 წლის 12 აპრილის N137 დადგენილება.
  10. მთავრობა 46781 - პროექტი ითვალისწინებს, სსიპ ახალგაზრდობის სააგენტოს მიერ, ახალგაზრდული პოლიტიკის განვითარების პროგრამის - "ახალგაზრდული საქმიანობის განვითარების ხელშეწყობის" ქვეპროგრამის ფარგლებში დაგეგმილი ღონისძიების უზრუნველსაყოფად სათანადო კვლევების/სტრატეგიების შემუშავებისათვის შესაბამისი სახელმწიფო შესყიდვების  გამარტივებული შესყიდვის საშუალებით განხორციელებას.
  11. შსს 46770 - მთავრობასთან თანხმდება, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს ბიუჯეტი.
  12. განათლება 46747 - ახალი შემადგენლობით მტკიცდება სპორტის მთლიანობის დაცვის უწყებათაშორისი კომისიის უნივერსალური შემადგენლობა, სადაც წევრის სტატუსით ასევე შედის საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის პირველი მოადგილე ან მოადგილე.
  13. განათლება 46726 - სსიპ საგანმანათლებლო და სამეცნიერო ინფრასტრუქტურის განვითარების სააგენტო, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით უზრუნველყოფს სსიპ ბათუმის საზღვაო აკადემიის დაფინანსებას 5 876 164.75 ლარით, აკადემიის ფილიალის დაარსებასთან დაკავშირებით შესაბამისი შენობა-ნაგებობის (ქ. ფოთი, წმინდა გიორგის ქუჩა N24-ში მდებარე, ყოფილი ჰიდრო-მელიორაციული ტექნიკუმის შენობა) რეაბილიტაციის  მიზნით.

    ხელმოსაწერი:
  1. 46796 - მთავრობასთან თანხმდება, სსიპ – ლ. საყვარელიძის სახელობის დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნულ ცენტრსა (NCDC) და არამომგებიანი ახალი ინოვაციური დიაგნოსტიკის განვითარების ფონდ FIND-ს შორის გასაფორმებელი საგრანტო დოკუმენტი – „ნარკოტიკების ინექციური გზით მომხმარებლებში დაავადების კონფირმაციისა და მკურნალობისას HCV ვირემიაზე ტესტირების მოდელების განხორციელების შესაძლებლობის, მიმღებლობის, ეფექტურობისა და ხარჯთეფექტურობის შეფასება საქართველოში“.
  2. 46930 - მთავრობასთან თანხმდება, საქართველოს პრეზიდენტის 2019 წლის 19 ნოემბრის N546 ბრძანებულება „საჯარო სამართლის იურიდიული პირის - ათასწლეულის გამოწვევის ფონდის - „საქართველოს“ (MCA - Georgia) შექმნის შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2012 წლის 31 მაისის N441 ბრძანებულების ძალადაკარგულად გამოცხადების თაობაზე“.
  3. 46925 - პროექტის მიხედვით, საქართველოს მთავრობასა და შპს „ბერალი ჰესს“ შორის დაიდება „ბერალი ჰესი“ ელექტროსადგურის მშენებლობის ტექნიკურ-ეკონომიკური განხორციელებადობის კვლევის ჩატარების, ელექტროსადგურის მშენებლობის, ფლობისა და ოპერირების შესახებ ხელშეკრულება. პირველ ეტაპზე დავიზებულია
  4. 46924 - მთავრობასთან თანხმდება,  საქართველოს მთავრობასა და „საქენერგოს“ შორის დაიდება „ხრამი 7 ჰესი“ ელექტროსადგურის მშენებლობის ტექნიკურ-ეკონომიკური განხორციელებადობის კვლევის ჩატარების, ელექტროსადგურის მშენებლობის, ფლობისა და ოპერირების შესახებ ხელშეკრულება. პირველ ეტაპზე დავიზებულია
  5. 46923 - პროექტის მიხედვით, საქართველოს მთავრობასა და შპს „ჰებუ ჯგუფს“ შორის დაიდება „ბარი ჰესის“ ელექტროსადგურის მშენებლობის ტექნიკურ-ეკონომიკური განხორციელებადობის კვლევის ჩატარების, ელექტროსადგურის მშენებლობის, ფლობისა და ოპერირების შესახებ ხელშეკრულება. პირველ ეტაპზე დავიზებულია
  6. 46906 - საქართველოს მთავრობის სარეზერვო ფონდიდან, საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს გამოეყოფა 83 718  ლარი. პირველ ეტაპზე დავიზებულია
  7. 46904 - მთავრობასთან თანხმდება, საქართველოს მთავრობასა და შპს „ელ პი ჯის“ შორის დაიდება „ტაშისკარის“ ელექტროსადგურის მშენებლობის ტექნიკურ-ეკონომიკური განხორციელებადობის კვლევის ჩატარების, ელექტროსადგურის მშენებლობის, ფლობისა და ოპერირების შესახებ ხელშეკრულება. პირველ ეტაპზე დავიზებულია
  8. 46893 - საქართველოს მთავრობას, შპს „კამარა ენერჯისა“ და სს „ელექტროენერგეტიკული სისტემის კომერციულ ოპერატორს“ შორის დაიდება შეთანხმება „ნაროვან ჰესი“ ჰიდროელექტროსადგურის შესახებ 2017 წლის 21 მარტს დადებულ ურთიერთგაგების მემორანდუმში ცვლილების შეტანის თაობაზე, რომლის საფუძველზეც, შეიცვლება ელექტროსადგურის ტექნიკური პარამეტრები (მათ შორის, სავარაუდო დადგმული სიმძლავრე შემცირდება 0,6 მგვტ-მდე მემორანდუმის მოქმედი რედაქციით გათვალისწინებული 0,84 მგვტ-ის ნაცვლად); შემცირდება სამშენებლო საბანკო გარანტიის ოდენობა ჰიდროელექტროსადგურის სიმძლავრის პროპორციულად, 42 000 აშშ დოლარიდან 30 000 აშშ  დოლარამდე; 27 თვით გაიზრდება სამშენებლო ფაზის ვალდებულებების შესასრულებლად გათვალისწინებული ვადები, კერძოდ, მშენებლობის ნებართვის საფუძველზე მშენებლობის დაწყების ვადა განსაზღვრება მემორანდუმის ხელმოწერიდან 39 თვით (ნაცვლად მემორანდუმის მოქმედი რედაქციით გათვალისწინებული 12 თვისა), ხოლო  ჰესის ექსპლოატაციაში მიღების ვადა განსაზღვრება მემორანდუმის ხელმოწერიდან 57 თვით (ნაცვლად მემორანდუმის მოქმედი რედაქციით გათვალისწინებული 30 თვისა). პირველ ეტაპზე დავიზებულია
  9. 46892 - მთავრობის ცნობად, შეწყდება საქართველოს მთავრობასა და შპს „დვზ ენერჯის“ შორის 2016 წლის 21 ოქტომბერს „მაშავერა 2015 ჰესი“ ჰიდროელექტროსადგურის თაობაზე დადებული ურთიერთგაგების მემორანდუმი და ამის შესახებ შეტყობინება გაეგზავნება კომპანიას. პირველ ეტაპზე დავიზებულია
  10. 46800 - პროექტი ითვალისწინებს, მთავრობის საკანონმდებლო ინიციატივის წესით საქართველოს პარლამენტში წარდგენილ ,,საქართველოს სახელმწიფო საზღვრის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ და ,,საქართველოს საზღვაო სივრცის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის პროექტებზე საქართველოს პარლამენტის პლენარულ სხდომებზე მომხსენებელი პირების დანიშვნას. პირველ ეტაპზე დავიზებულია
  11. 46798 - ცალკეული საშიში ქიმიური ნივთიერებების და პესტიციდების ექსპორტ-იმპორტის წესსა და წინასწარ დასაბუთებული თანხმობის პროცედურებს დაემატება ქიმიური ნივთიერებები: კარბოფურანი, ტრიქლორფონი, ფორატი, მოკლეჯაჭვიანი ქლორირებული პარაფინები; ტრიბუთილკალის ნაერთები და ჰექსაბრომოციკლოდოდეკანი. რის შედეგადაც, ქიმიური ნივთიერებების და პესტიციდების ნუსხა შესაბამისობაში მოვა როტერდამის კონვენციის მესამე დანართით განსაზღვრულ ნუსხასთან.
  12. 46748 - საქართველოს მთავრობის საპარლამენტო მდივანს ბექა დოჭვირს, მიეცემა თანხმობა, საქართველოს პარლამენტიდან გამოითხოვოს საქართველოს მთავრობის საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარდგენილი  ,,ელექტროენერგეტიკისა და ბუნებრივი გაზის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის პროექტები.
  13. 46731 - საფრანგეთის განვითარების სააგენტოსა და საქართველოს შორის გაფორმდება „სოციალური კეთილდღეობის პროგრამა“ საკრედიტო შეთანხმება (სესხი: 35 მილიონი ევროს ოდენობით).
    პროექტი შეთანხმებული იყო სამინისტროსთან, შენიშვნები არ გააჩნია.

 

             პატივისცემით,  

             ნათია




Sincerely,

Natia Khmaladze

Ministry of Internally Displaced Persons, Labour, Health and Social Affairs of Georgia
Head of the Legal department
144, Tsereteli Ave., Tbilisi, Georgia, 0119
Tel: 577 288800
E_mail:natkhmaladze@moh.gov.ge