მოგესალმებით ბატონო გიორგი,
შესათანხმებლად გიგზავნით ელ. მთავრობის პროგრამის საკითხებს:
- რეგიონული 23318 - დმანისის მუნიციპალიტეტი განახორციელებს სოფ. ჯავახში საბავშვო ბაღის სარეაბილიტაციო სამუშაოების დაფინანსებას.
- თავდაცვა 23303 - მთავრობასთან თანხმდება, სსიპ - გიორგი აბრამიშვილის სახელობის საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სამხედრო ჰოსპიტალში დასაქმებული სამედიცინო პერსონალის შრომის ანაზღაურების წესი.
- ფინანსები 23302 - პროექტის მიხედვით, განკარგულებით განსაზღვრულ მუნიციპალიტეტებში განხორციელდება ინფრასტრუქტურული ობიექტების რეაბილიტაცია.
- ფინანსები 23301 - პროექტის მიხედვით, განკარგულებით განსაზღვრულ მაღალმთიან დასახლებებში განხორციელდება ინფრასტრუქტურული ობიექტების რეაბილიტაცია.
- ეკონომიკა 23295 - სსიპ - საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოში დამხმარე ამოცანების შესასრულებლად შრომითი ხელშეკრულებით დასაქმებულ პირთა რაოდენობა განისაზღვრება არა უმეტეს 15 ერთეულით.
- ეკონომიკა 23293 - შპს „All Seasons“-ს მყიდველს 1 ლარად, საპრივატიზებო ვალდებულებების შესრულების პირობით, საკუთრებაში გადაეცა მესტიის მუნიციპალიტეტში, დაბა მესტიაში, მდებარე 1696 კვ.მ არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი. მყიდველმა
იკისრა რიგი ვალდებულებები, მათ შორის: ქონებაზე სასტუმროს მშენებლობა და მისი ექსპლუატაციაში მიღება 2017 წლის 22 ივნისამდე, ამ მიზნით, 2017 წლის 22 ივნისამდე არანაკლებ 2 700 000 ლარის ოდენობის ინვესტიციის განხორციელება.
პროექტი ითვალისწინებს საპრივატიზებო ვალდებულებების შესრულების პირობის გადავადებას. - ეკონომიკა 23283 - შპს „სიტი ემ“-ს 2006 წლის 04 სექტემბერს, მყიდველს 1000 აშშ დოლარის ეკვივალენტ ლარად (გადახდილია), ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვალდებულებების შესრულების პირობით, საკუთრებაში გადაეცა: ქ. თბილისში, გუდიაშვილის ქ. №3-ში
მდებარე შენობა-ნაგებობები (საერთო ფართობით - 1917.51 კვ.მ) და მასზე დამაგრებული 2023 კვ.მ არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი. მყიდველმა იკისრა ქონებაზე მრავალფუნქციური კომპლექსის აშენება, ამ მიზნით არანაკლებ 16 000 000 ლარის ოდენობის ინვესტიციის
განხორციელება.
პროექტი ითვალისწინებს საპრივატიზებო ვალდებულებების შესრულების პირობის გადავადებას. - გარემო 23262 - გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტს მიეცემა თანხმობა, განახორციელოს საკანცელარიო საქონლის სახელმწიფო შესყიდვა.
- რეგიონული 23146 - საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტს მიეცა უფლება 2020 წლის განმავლობაში იურიდიული მომსახურებ(ებ)ის სახელმწიფო შესყიდვები განახორციელოს გამარტივებული შესყიდვის საშუალებით.
პროექტის მიხედვით განკარგულების საფუძველზე გაფორმებული ხელშეკრულებით გათვალისწინებული იურიდიული მომსახურების გაწევის ვადა გადაიწევს და განისაზღვრება 2020 წლის 31 აგვისტოს ჩათვლით.
- გარემო 23088 - ცვლილება შედის „შეღავათიანი აგროკრედიტის პროექტისა და გადამამუშავებელი და შემნახველი საწარმოების თანადაფინანსების წესში, ემატება ხორბლის იმპორტის დაფინანსების, ჩაის გადამამუშავებელი საწარმოების ქვეკომპონენტები.
შეღავათიანი აგროკრედიტის ძირითადი საშუალებებისათვის კომპონენტის ქვეკომპონენტში - „სასურსათო მრეწველობის დაფინანსებისთვის“ იზრდება ბენეფიციარზე გასაცემი შეღავათიანი აგროკრედიტის ლიმიტი და ნაცვლად 5 000 000 მილიონი ლარისა განისაზღვრება 10 000 000 მილიონი ლარით.
პატივისცემით,
ნათია ხმალაძე