From : Natia Khmaladze <natkhmaladze@moh.gov.ge>
To : Giorgi Tsotskolauri <gtsotskolauri@moh.gov.ge>
Subject : ელ.მთავრობის საკითხები_23.07.19
Received On : 23.07.2019 08:30

მოგესალმებით ბატონო გიორგი,

გიგზავნით ელ. მთავრობის პროგრამის საკითხებს:


1.      ეკონომიკა 29267 -  „სახელმწიფოს საკუთრებაში არსებული შპს „აკად. ბ. ნანეიშვილის სახელობის ფსიქიკური ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის“ 95%-იანი წილის შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოება „ბ&ნ“-ისათვის პირდაპირი მიყიდვის ფორმით პრივატიზების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2015 წლის 22 ოქტომბრის №2248 განკარგულებაში ცვლილების შეტანის თაობაზე":
პროექტით იცვლება საპრივატიზაციო პირობები, მათ შორის, იცვლება საწოლების რაოდენობა, შესრულების ვადები და ა.შ. კერძოდ, ახალი პროექტით საპრივატიზაციო პირობებად ისაზღვერება შემდეგი:
“3.1.1. ხელშეკრულების დადებიდან, 2022 წლის 1 ივლისამდე პირადად ან მესამე პირის მეშვეობით უზრუნველყოს, „საწარმოს“ საკუთრებაში არსებულ №37.10.33.011 საკადასტრო კოდით რეგისტრირებულ უძრავ ქონებაზე (შემდგომში „ქონება“) არანაკლებ 454 საწოლზე გათვლილი სამედიცინო დაწესებულებ(ებ)ის შექმნის მიზნით, სამშენებლო/სარეკონსტრუქციო სამუშაოების განხორციელება (რაც შეიძლება მოიცავდეს „ქონების“ ნაწილის შესაბამისი კომპეტენტური ორგანო(ები)ს თანხმობით განხორციელებულ დემონტაჟს), კანონმდებლობით გათვალისწინებული წესით, ექსპლუატაციაში მიღება და საწოლების ზემოხსენებული რაოდენობის შესაბამისად, ფუნქციონირების დაწყება.
3.1.2. ხელშეკრულების დადებიდან, 2019 წლის 31 დეკემბრამდე, პირადად ან მესამე პირის მეშვეობით უზრუნველყოს, №37.10.33.011 საკადასტრო კოდით რეგისტრირებულ უძრავ ქონებაზე მდებარე  №08/2, №04/2 შენობებზე სარემონტო/სარეაბილიტაციო სამუშაოების ჩატარება.
3.1.3. ხელშეკრულების დადებიდან, 2022 წლის 1 ივლისამდე, პირადად ან მესამე პირის მეშვეობით ქუთაისში 2 (ორი), ფოთში 1 (ერთი), სენაკში 1 (ერთი), ჯამში არანაკლებ 96 (ოთხმოცდათექვსმეტი) ბენეფიციარზე გათვლილი 4 (ოთხი) (თითოეული არაუმეტეს 24 ბენეფიციარზე გათვლილი) საცხოვრისის შექმნის მიზნით, სამშენებლო/სარეკონსტრუქციო სამუშაოების განხორციელება, კანონმდებლობით გათვალისწინებული წესით, შესაბამისი შენობა-ნაგებობების ექსპლუატაციაში მიღება და, ბენეფიციარების ზემოხსენებული რაოდენობის მიხედვით, საცხოვრისების ფუნქციონირების დაწყება.
3.1.4. ხელშეკრულების 3.1.1, 3.1.2 და 3.1.3 მუხლებით ნაკისრი ვალდებულებების შესრულების მიზნით, პირადად ან მესამე პირის მეშვეობით არანაკლებ 6 000 000 (ექვსი მილიონი) ლარის ინვესტიციის განხორციელება.
3.1.5. საწარმოში არსებული სერვისების მიწოდების შენარჩუნება, მათ შორის, 3.1.1, 3.1.2, 3.1.3 და 3.1.4. - მუხლებით ნაკისრი ვალდებულებების შესრულებისას;
3.1.6. ქონებისთვის სამედიცინო პროფილის შენარჩუნება, შენობა-ნაგებობების არსებობის ვადით, მაგრამ არანაკლებ „ხელშეკრულების“ გაფორმებიდან 50 (ორმოცდაათი) წლის განმავლობაში, მათ შორის:
ა) უზრუნველყოს „ტუბერკულოზის მართვისა“ და „ფსიქიკური ჯანმრთელობის“ სფეროში არსებული შესაბამისი სერვისების მიწოდება;
ბ) უზრუნველყოს „ფსიქიკური ჯანმრთელობის“ სახელმწიფო პროგრამით (ასეთის არსებობის შემთხვევაში) გათვალისწინებული სრული პაკეტის განხორციელება, ამბულატორიული და სტაციონარული მომსახურება;
გ) უზრუნველყოს იძულებითი ან არანებაყოფლობითი ფსიქიატრიული სტაციონარული მომსახურების სერვისისა და ალკოჰოლის მიღებით გამოწვეული ფსიქიკური და ქცევითი აშლილობ(ებ)ის სტაციონარული მომსახურების შენარჩუნება.
3.1.7. ქუთაისში, სენაკსა და ფოთში უზრუნველყოს „ფსიქიკური ჯანმრთელობის“ სახელმწიფო პროგრამით გათვალისწინებული (ასეთის არსებობის შემთხვევაში) საცხოვრისის პროფილის სერვისების მიწოდება საცხოვრისების ფუნქციონირების დაწყებიდან არანაკლებ 50 (ორმოცდაათი) წლის განმავლობაში;
3.1.8. ზემოაღნიშნული ვალდებულებების შესრულება, არ გამოიწვევს საწარმოში („შპს „აკად. ბ. ნანეიშვილის სახელობის ფსიქიკური ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრი“ (ს/ნ №244969370)) სახელმწიფოს წილის შემცირებას.
3.1.9. ქონებაზე „ფსიქიატრიული დახმარების შესახებ“ საქართველოს კანონის 22-ე მუხლით განსაზღვრული ფსიქიატრიული დახმარების გაწევისთვის შესაბამისი ინფრასტრუქტურის მოწყობა, საზოგადოების და პაციენტების უსაფრთხოების უზრუნველყოფა, მათ შორის, პაციენტის იზოლირებით, და გარე სამყაროსთან საქართველოს კანონმდებლობით აკრძალული კომუნიკაციის შეზღუდვის უზრუნველყოფა; ასევე, საჭიროების შემთხვევაში პაციენტის სხვა სამედიცინო დაწესებულებაში გაყვანა/გადაყვანა და უკან დაბრუნება, შესაბამისი ღონისძიებების უზრუნველყოფით.“.


საკითხი გაგზავნილია ჯანმრთელობის დაცვის დეპარტამენტში შესათანხმებლად.



2.      ეკონომიკა 29265 - "სახელმწიფო საკუთრებაში არსებული უძრავი ნივთების უსასყიდლოდ საკუთრებაში გადაცემის ფორმით პრივატიზების შესახებ" (დევნილთა ოჯახები) პროექტი:
პროექტით, დევნილთა ოჯახებს საკუთრებაში, უსასიყდლოდ გადაეცემთ უძრავი ნივთები - 412 ოჯახს გადაეცემა 472 უძრავი ნივთი;
საკითხი გადაგზავნილია დევნილთა დეპარტამენტში შესათანხმებლად.


3.      ეკონომიკა 29263 -"შპს „ენგურჰესის“ მიერ განსახორციელებელი ღონისძიებების თაობაზე" პროექტი:
პროექტით ხდება შპს „ენგურჰესსა“ და ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკს (EBRD) შორის დასადები შეთანხმების (Waiver Letter) პროექტი ვარდნილის ჰიდროელექტროსადგურების (მე-2, მე-3 და მე-4) რეაბილიტაციის პროექტისთვის საკონსულტაციო მომსახურებასთან დაკავშირებით გასაფორმებელი ხელშეკრულების მოწონება;

4.      შსს 29287 - „საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალი   სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება - საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის მიერ ზოგიერთი მომსახურების სახელმწიფო შესყიდვის გამარტივებული შესყიდვის საშუალებით განხორციელების შესახებ“ პროექტი:
პროექტით, მოხდება სამსახურის მეხანძრე-მაშველების სასწავლო კურსში მონაწილეობა და მათი მომზადება;

5.      რეგიონული 29291 – "შპს „საქართველოს მყარი ნარჩენების მართვის კომპანიას“ და „Fichtner GmbH & Co. KG“-ს შორის გასაფორმებელი ხელშეკრულების შესახებ" პროექტი:
პროექტით ხდება შპს „საქართველოს მყარი ნარჩენების მართვის კომპანიას“ და „Fichtner GmbH & Co. KG“-ს შორის გასაფორმებელი ხელშეკრულების მოწონება;

6.      რეგიონული 29292 - "საქართველოს მთავრობის განკარგულებების საფუძველზე მუნიციპალიტეტებისათვის გამოყოფილი თანხებიდან დარჩენილი რესურსების გამოყენების შესახებ" პროექტი:
პროექტით, დადგინდება საქართველოს მთავრობის სხვადასხვა განკარგულების საფუძველზე მუნიციპალიტეტებისათვის გამოყოფილი თანხებიდან დარჩენილი რესურსის ეფექტიანად გამოყენების შესახებ გადაწყვეტილების მიღების ფორმები;

7.      მთავრობა 29321 -  ,,სსიპ - საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიისათვის თავის სარგებლობაში არსებული ფართის აუქციონის გარეშე იჯარით გადაცემაზე თანხმობის მიცემის შესახებ" პროექტი:
შესათანხმებლად იგზავნება ,,სსიპ - საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიისათვის თავის სარგებლობაში არსებული ფართის აუქციონის გარეშე იჯარით გადაცემაზე თანხმობის მიცემის შესახებ" პროექტი;

8.      სოფელი 29340 - „მოთხოვნები გენეტიკურად მოდიფიცირებული სურსათისა და ცხოველის საკვების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2018 წლის 16 ნოემბრის  №549 დადგენილებაში ცვლილების  შეტანის შესახებ“  პროექტი:
პროქტით ზუსტდება გენმოდიფიცირებული სურსათისა და ცხოველის საკვების ავტორიზაციასთან დაკავშირებული  პროცესები;

9.      ფინანსები 29365 - „სსიპ - საფინანსო-ანალიტიკური სამსახურის მიერ სახელმწიფო შესყიდვის განხორციელებისათვის წინასწარი თანხმობის მიცემის შესახებ“ პროექტი:
პროექტის მიღების შედეგად, სსიპ - საფინანსო-ანალიტიკური სამსახური განახორციელებს 1 (ერთი) ცალი სამსახურში არსებული EMC VPLEX განაწილებული ვირტუალიზატორის ტექნიკური მხარდაჭერისა და 1 (ერთი) ცალი მონაცემთა შენახვის სისტემის EMC VNX 5600-ს საგარანტიო და ტექნიკური მხარდაჭერის ლიცენზიების ელექტრონული ტენდერის საშუალებით სახელმწიფო შესყიდვას;

10.     რეგიონული 29366 – „ბაკურიანის სარეკრეციო ტერიტორიის მიწათსარგებლობის გენერალური გეგმით განსაზღვრული N9 გეგმარებითი არეალის თემატური გეგმის დამტკიცების შესახებ“ პროექტი:
პროექტით, მტკიცდება ბაკურიანის სარეკრეაციო ტერიტორიაზე N9 გეგმარებითი არეალის თემატური გეგმა.

ხელმოსაწერი:

1.      მთავრობა 29311 – „შპს „საქართველოს აეროპორტების გაერთიანების“ მიერ საქონლისა და მომსახურების შესყიდვის სპეციალური წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2017 წლის 5 სექტემბრის №418 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე'' პროექტი:
პროექტით შესაძლებელი ხდება საქართველოს აეროპორტებში ავიამიმართულებების, სიხშირეების ან/და მგზავრთნაკადის ზრდის უზრუნველყოფისათვის საჭირო მარკეტინგული მომსახურების ხელშეკრულებების გაფორმება.



პატივისცემით,

ნათია ხმალაძე