From : Natia Khmaladze <natkhmaladze@moh.gov.ge>
To : Giorgi Tsotskolauri <gtsotskolauri@moh.gov.ge>; tikhardziani@gmail.com
Subject : ელ.მთავრობის საკითხები_23.12.19
Received On : 23.12.2019 07:06

           მოგესალმებით ბატონო გიორგი,

შესათანხმებლად გიგზავნით ელ. მთავრობის პროგრამის საკითხებს:

  1. მთავრობა 52368 - ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს აპარატში 2020 წლისთვის შრომითი ხელშეკრულებით დასაქმებულთა რაოდენობა განისაზღვრება 8 ერთეულით.
  2. განათლება 52359 - მტკიცდება მუნიციპალიტეტის მიერ ადრეული და სკოლამდელი აღზრდისა და განათლების დაწესებულებათა რეესტრის წარმოების წესი და ამ რეესტრში შესატანი მონაცემებისა და ინდიკატორების ჩამონათვალი.
    პროექტი შეთანხმდა სოციალურ სფეროს მიკუთვნებულ პოლიტიკის განმსაზღვრელ კომპეტენტურ სამსახურთან, შენიშვნები არ გააჩნია.
    შეთანხმების პროცედურის რამდენჯერმე გაუვლელობის გამო ინიციატორი უწყების მიერ პროექტი იტვირთება განმეორებით.
  3. მთავრობა  52309 -  პროექტის მიხედვით სსიპ - ახალგაზრდობის სააგენტო განისაზღვრება გრანტის გამცემად.
  4. ეკონომიკა 52283 - საქართველოს მთავრობასა და შპს „უსასრულო ენერგიას“ შორის გაფორმდება შეთანხმება 2015 წლის 16 ნოემბერს დადებულ ურთიერთგაგების მემორანდუმში ცვლილების შეტანის თაობაზე და ელექტროსადგურის მშენებლობის მიზანშეწონილობის თაობაზე საკითხის  საჯარო და კერძო თანამშრომლობის შესახებ საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად განხილვისთვის მემორანდუმის მოქმედი რედაქციით განსაზღვრული ვადა (2019 წლის 1 სექტემბერი) გაგრძელდება 7 თვით და განისაზღვრება 2020 წლის 1 აპრილით.
  5. მთავრობა 52276 - სახელისუფლებო სპეციალური კავშირგაბმულობის სისტემის აბონენტთა უწყვეტი სატელეკომუნიკაციო კავშირით უზრუნველყოფისთვის, სსიპ - „სახელისუფლებო სპეციალური კავშირგაბმულობის სააგენტო“, 2020 წლის საბიუჯეტო წლის განმავლობაში, სატელეკომუნიკაციო მომსახურების მიწოდების სახელმწიფო შესყიდვას შპს „კავკასიის ციფრული ქსელის“, შპს „09 Tech“-ის და შპს „კვესი ჯგუფი“ განახორციელებს გამარტივებული შესყიდვის საშუალებით.
  6. მთავრობა 52275 - ცვლილება შედის კრიტიკული ინფრასტრუქტურის შესახებ საკანონმდებლო ჩარჩოს შემუშავების მიზნით უწყებათაშორისი კომისიაში, სადაც კრიტიკული ინფრასტრუქტურის შესახებ საკანონმდებლო ჩარჩოს შემუშავების პროცესის კოორდინაციას განახორციელებს ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს აპარატი.


    ხელმოსაწერი:
  1. 52325 - მტკიცდება საქართველოს ენერგოეფექტურობის 2019 - 2020 წლების ეროვნული სამოქმედო  გეგმა.
  2. 52322 - 2019 წლის 31 დეკემბრის ჩათვლით შეუფერხებლად განხორციელდება პენიტენციურ დაწესებულებებში განთავსებული ბრალდებულებისა და მსჯავრდებულებისათვის, ასევე, ქალთა სპეციალურ დაწესებულებაში მყოფი ქალი მსჯავრდებულების 3 წლამდე ასაკის ბავშვებისათვის სამედიცინო მომსახურების მიწოდება.
  3. 52319 - თავდაცვის სამინისტროს დებულებაში განხორციელდება ცვლილება და სამოქალაქო ოფისში არსებულ ერთ სამმართველოს და ერთ სამსახურს (საჯარო დაწესებულების I სტრუქტურული ერთეული) განესაზღვრება დეპარტამენტის სტატუსი, ხოლო მეორე სამმართველო (საჯარო დაწესებულების II სტრუქტურული  ერთეული) გარდაიქმნება დეპარტამენტად (საჯარო დაწესებულების I სტრუქტურულ ერთეულად).
  4. 52318 - ელგუჯა ხოკრიშვილი გათავისუფლდება გერმანიის ფედერაციულ რესპუბლიკაში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩის თანამდებობიდან.
  5. 52317 - რევაზ გაჩეჩილაძე გათავისუფლდება სლოვაკეთის რესპუბლიკაში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩის თანამდებობიდან.
  6. 52314 - დავით დონდუა გათავისუფლდება ავსტრიის რესპუბლიკაში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩისა და ევროპის უსაფრთხოებისა და თანამშრომლობის ორგანიზაციასა და ქ. ვენაში განლაგებულ საერთაშორისო ორგანიზაციებში საქართველოს მუდმივი წარმომადგენლის თანამდებობიდან.
  7. 52313 - რევაზ ბეშიძე გათავისუფლდება პორტუგალიის რესპუბლიკაში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩის თანამდებობიდან.
  8. 52310 - მტკიცდება  შპს „საქართველოს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიის“ სახსრებით საქონლისა და მომსახურების შესყიდვების სპეციალური წესი.
    პროექტის მიზანია შემჭიდროვებულ ვადებში განხორციელდეს შესყიდვები, რაც მიმდინარე წყალმომარაგების სისტემის რეფორმის განხორციელების ერთ-ერთი ძირითადი საფუძველია.
  9. 52301 - იუსტიციისა და სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროების გაერთიანების შედეგად, იუსტიციის სამინისტროს სისტემის სტრუქტურული და ფუნქციური ოპტიმიზაციის პროცესის სრულფასოვნად დასრულების მიზნით ცვლილება შედის:
    საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში საჯარო სამართლის იურიდიული პირების დაფუძნების აქტში, რომლის მიხედვით, იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი საჯარო სამართლის იურიდიული პირების ჩამონათვალიდან ამოღებული იქნება „დანაშაულის პრევენციის ცენტრი“, ხოლო ჩამონათვალს დაემატება „მსჯავრდებულთა პროფესიული მომზადებისა და გადამზადების ცენტრი“. ამასთან, პროექტით განისაზღვრება შესაბამისი საჯარო სამართლის იურიდიული პირების უფლებამონაცვლეობის საკითხიც.
  10. 52300 - ცვლილება შედის „საქართველოს იუსტიციის სამინისტროს დებულებაში იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი საჯარო სამართლის იურიდიული პირების ჩამონათვალიდან ამოღებული იქნება „დანაშაულის პრევენციის ცენტრი“, ხოლო ჩამონათვალს დაემატება „მსჯავრდებულთა პროფესიული მომზადებისა და გადამზადების ცენტრი“. ამასთან, პროექტით განისაზღვრება შესაბამისი საჯარო სამართლის იურიდიული პირების უფლებამონაცვლეობის საკითხიც.
  11. 52298 - ძალადაკარგულად ცხადდება „საჯარო სამართლის იურიდიული პირის – სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სასწავლო ცენტრის დაფუძნების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2014 წლის 26 მარტის №255 დადგენილება.
  12. 52281 - შპს „საქართველოს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიას უსასყიდლო უზუფრუქტის უფლებით, 2 წლის ვადით, სარგებლობაში გადაეცემა ქ. ფოთში, ინდუსტრიულ ზონაში მდებარე 24959 კვ.მ. არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი ქ. ფოთში წყალარინების სისტემის მშენებლობის შეუფერხებლად წარმართვის მიზნით.
  13. 52230 - მტკიცდება პოლიტიკის დოკუმენტების შემუშავების, მონიტორინგისა და შეფასების წესი.
    პროექტი შეთანხმებული იყო სამინისტროს პოლიტიკის განმსაზღვრელ სტრუქტურულ ერთეულებთან და სსიპ-ებთან. შენიშვნები არ გააჩნიათ. ატვირთულია განმეორებით, პირველ ჯერზე დავიზებულია.
  14. 52163 - მტკიცდება „შპს „მარაბდა-კარწახის რკინიგზისათვის“ მომსახურებისა და საქონლის შესყიდვების სპეციალური წესი“, რაც ხელს შეუწყობს „ბაქო-თბილისი-ყარსის ახალი შემაერთებელი სარკინიგზო ხაზის“ პროექტის შეუფერხებელი რეალიზაციის  უზრუნველყოფას. 
  15. 52146 - სსიპ - საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემია განახორციელებს ავეჯის სახელმწიფო შესყიდვას.
  16. 52143 - მტკიცდება „2020-2022 წლების საპილოტე რეგიონების ინტეგრირებული განვითარების პროგრამა“, რომელშიც განსაზღვრული ღონისძიებების განხორციელების შედეგად მოსალოდნელია საპილოტე რეგიონების კონკურენტუნარიანობის ამაღლების ხელშეწყობა, სოციალური თანასწორობის ხელშეწყობა, სახელმწიფო სერვისების გაუმჯობესებული მიწოდება და ევროკავშირის რეგიონული პოლიტიკის დაგეგმვისა და განხორციელების სტანდარტების დანერგვა.
    პროექტი შეთანხმებული იყო პოლიტიკის დეპარტამენტთან შენიშვნები არ გააჩნია.
  17. 52126 - საგარეო საქმეთა სამინისტრო მისთვის გამოყოფილი საბიუჯეტო სახსრებიდან არაუმეტეს 716 000 ლარს მიმართავს, საზღვარგარეთ გარდაცვლილ  თანამემამულეთა სამშობლოში გადმოსვენების ხარჯების ასანაზღაურებლად და საზღვარგარეთ საქართველოს დიპლომატიური წარმომადგენლობებისა და საკონსულო დაწესებულებების მიერ მიმდინარე წლის დეკემბრის თვეში გასაწევი  ხარჯების დაფინანსების  განსახორციელებლად.
  18. 52125 - საქართველოს საელჩოს საფრანგეთის რესპუბლიკაში და საქართველოს მუდმივ წარმომადგენლობას იუნესკოში მიეცემა თანხმობა ლევილის მამულის ტერიტორიის ხეებისა და ბუჩქნარისგან დასუფთავებასთან დაკავშირებული მომსახურების სახელმწიფო შესყიდვა 29 987 ევროს ექვივალენტი ლარის ფარგლებში განახორციელოს გამარტივებული შესყიდვის საშუალებით, 2019 წლის სახელმწიფო ბიუჯეტით მისთვის გამოყოფილი ასიგნებების ფარგლებში.

პატივისცემით,  

ნათია




Sincerely,

Natia Khmaladze

Ministry of Internally Displaced Persons, Labour, Health and Social Affairs of Georgia
Head of the Legal department
144, Tsereteli Ave., Tbilisi, Georgia, 0119
Tel: 577 288800
E_mail:natkhmaladze@moh.gov.ge