| From : | Natia Khmaladze <natkhmaladze@moh.gov.ge> |
| To : | Tamar Gabunia <tgabunia@moh.gov.ge> |
| Subject : | ელ.მთავრობის საკითხები_24.01.20 |
| Cc : | Giorgi Tsotskolauri <gtsotskolauri@moh.gov.ge>; tikhardziani@gmail.com |
| Received On : | 24.01.2020 08:41 |
მოგესალმებით, მინისტრის შვებულებაში ყოფნის გამო, შესათანხმებლად გიგზავნით ელ. მთავრობის პროგრამის საკითხებს:
1. რეგიონული 1961 - პროექტის მიხედვით, განისაზღვრა სამხედრო სავალდებულო სამსახურში მოქალაქეთა 2020 წლის საგაზაფხულო გაწვევის მიზნით უწყებების მიერ განსახორციელებელი ღონისძიებები, მათ შორის საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრომ, დადგენილების ამოქმედებიდან 10 დღის ვადაში, უნდა განსაზღვროს ის სამედიცინო დაწესებულებები, რომლებშიც გაიგზავნებიან წვევამდელები დამატებითი სამედიცინო გამოკვლევისათვის.
პროექტი შეთანხმდა პოლიტიკის დეპარტამენტთან შენიშვნები არ გააჩნია.
2. მერია 2457 - მტკიცდება „უნებართვოდ ან/და პროექტის დარღვევით აშენებული ობიექტის ან მისი ნაწილის ლეგალიზების წესი და პირობები, აგრეთვე 2007 წლის 1 იანვრამდე დაწყებული და დაუმთავრებელი ობიექტის დასრულების ვადა და მისი ლეგალიზების წესი და პირობები“.
3. განათლება 2426 - საქართველოს განათლების, მეცნიერების კულტურისა და სპორტის სამინისტრო ა(ა)იპ − მცხეთის წმინდა ათორმეტ მოციქულთა სახელობის მართლმადიდებლური საშუალო სკოლისთვის ფინანსური დახმარების (120,000.00 ლარით)
გაწევის მიზნით განახორციელებს შესაბამის ღონისძიებებს.
ფინანსური დახმარება მოხმარდება სკოლის მასწავლებელთა შრომის ანაზღაურების მოწესრიგებას, სპორტული მოედნის საჭირო ინვენტარით აღჭურვასა და ავტორიზაციის დაფინანსებას.
4. განათლება 2424 - საქართველოს განათლების, მეცნიერების კულტურისა და სპორტის სამინისტრო საქართველოს საპატრიარქოს საქველმოქმედო ფონდისთვის „ლაზარე“ ფინანსური დახმარების (224,565.00 ლარით) გაწევის მიზნით განახორციელებს
შესაბამის ღონისძიებებს.
ფონდი ახორციელებს პროექტს „ახალგაზრდები მშვიდობისთვის სამხრეთ კავკასიაში". პროექტის მიზანია ხელი შეუწყოს მდგრადი მშვიდობის მშენებლობას ქვეყანაში, ახალგაზრდებში ტოლერანტობის და სამშვიდობო სულისკვეთების გაღვივების საშუალებით, ასევე პროექტის მთავარ აქტივობას წარმოადგენს
საზაფხულო ბანაკი, სადაც მონაწილეობას მიიღებენ ეთნიკურად ქართველი და ოსი 14-დან 18 წლამდე მოზარდები, რომლებთაც ჩაუტარდებათ სხვადასხვა ტიპის სესიები კონფლიქტის ტრანსფორმაციისა და მშვიდობის მშენებლობის შესახებ ცნობიერების ამაღლებისათვის.
5. ეკონომიკა 2409 - პროექტი ითვალისწინებს შპს „ფუდ ფართის“ შორის 2018 წლის 12 ნოემბერს გაფორმებული იჯარის ხელშეკრულების მოქმედების ვადის 1 წლით გაგრძელების თაობაზე, მოიჯარის მიერ ყოველთვიური საიჯარო ქირის - 700 ლარის გადახდის პირობით. შპს „ფუდ ფართის“ იჯარის უფლებით გადაცემული აქვს საქართველოს მთავარი პროკურატურის ადმინისტრაციული შენობის (შენობა N1) პირველ სართულზე არსებული 340 კვ.მ. ფართი, კვების ობიექტი, რომელიც გათვალისწინებულია მხოლოდ საქართველოს გენერალური პროკურატურისა და საქართველოს იუსტიციის სამინისტროს თანამშრომელთა მომსახურებისთვის.
6. ფინანსები 2264 - მთავრობასთან თანხმდება, სსიპ - საფინანსო - ანალიტიკური სამსახურის 2020 წლის ბიუჯეტი, საშტატო ნუსხა და სახელფასო ფონდი.
7. ეკონომიკა 2237 - მთავრობის ცნობად საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ინფორმაცია, რომლის თანახმადაც, შპს „ჰიდროლეა“ საქართველოს მთავრობას, სს „ელექტროენერგეტიკული სისტემის კომერციულ ოპერატორს“, შპს „ჰიდროლეასა“ და შპს „დარჩს“ შორის 2014 წლის 17 თებერვალს დადებული ხელშეკრულების საფუძველზე შპს „ჰიდროლეას“ მიერ წარმოდგენილი საბანკო გარანტია ჩანაცვლებულ იქნება ანალოგიური პირობების მქონე, ახალი საბანკო გარანტიით.
8. ფინანსები 2229 - სსიპ - საქართველოს ფინანსთა სამინისტროს მომსახურების სააგენტო საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულებას გარემოსდაცვით ზედამხედველობის დეპარტამენტს უსასყიდლოდ გადაცემს 270 ლარის ღირებულების 2 ცალ ნავს - "ნლ-8".
9. ფინანსები 2224 - საქართველოს მთავრობის ცალკეული უწყებების აშშ-ის ადმინისტრაციასთან ურთიერთობის უკეთ წარმართვის, საქართველოში ამერიკული ინვესტიციების მოზიდვისა და ქვეყნის საერთაშორისო და რეგიონული პოზიციონირების საკითხებზე ხელშეწყობის მიზნით აუცილებელი საკონსულტაციო მომსახურების შეძენის ხარჯების დასაფინანსებლად, საქართველოს მთავრობის სარეზერვო ფონდიდან, საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციას გამოეყოფა 1 363 556 აშშ დოლარის ეკვივალენტი ლარი.
10. ფინანსები 2187 - მთავრობასთან თანხმდება, სსიპ - შემოსავლების სამსახურის ბიუჯეტი, საშტატო ნუსხა და სახელფასო ფონდი.
11. მთავრობა 2163 - მთავრობასთან თანხმდება, სსიპ სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს ბიუჯეტი, საშტატო ნუსხა და სახელფასო ფონდი.
12. მთავრობა 2161 - მთავრობასთან თანხმდება, სსიპ - სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს მიერ შესაძენი საწვავისა და საკომუნიკაციო მომსახურების ხარჯები.
პატივისცემით,
ნათია