From : Natia Khmaladze <natkhmaladze@moh.gov.ge>
To : Giorgi Tsotskolauri <gtsotskolauri@moh.gov.ge>
Subject : ელ.მთავრობის საკითხები_24.06.20
Cc : Tea Kankia <tkankia@moh.gov.ge>; Marika Ghadua <mghadua@moh.gov.ge>; tikhardziani@gmail.com
Received On : 24.06.2020 08:57

           მოგესალმებით ბატონო გიორგი,

შესათანხმებლად გიგზავნით ელ. მთავრობის პროგრამის საკითხებს:

1.    ეკონომიკა 22680 - ცვლილება შედის, რეგულარული საერთაშორისო საჰაერო მიმოსვლის განსახორციელებლად საქართველოში რეგისტრირებული ავიაგადამზიდველისათვის რეგულარული საერთაშორისო საჰაერო გადამზიდველის სტატუსის მინიჭების (დანიშვნის), დანიშნულ ავიაგადამზიდველებზე ფრენის სიხშირეების განაწილებისა და უცხო სახელმწიფოს მიერ დანიშნული ავიაგადამზიდველის აღიარების წესში.

ცვლილების შემდეგ ავიაკომპანიების დანიშვნა შესაძლებელი იქნება არა მხოლოდ მთავრობათაშორისი ორმხრივი შეთანხმებების, არამედ უწყებათაშორისი შეთანხმებების შესაბამისად.

2.      ეკონომიკა 23505 - მთავრობის ცნობად, ინფორმაცია შპს „ალპანა ენერჯი“-ს („კერძო ინიციატორი“) „საინიციატივო შეთავაზების“ საფუძველზე, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს მიერ „ალპანა ჰესის“ ელექტროსადგურის პოტენციურ საჯარო და კერძო თანამშრომლობის პროექტად იდენტიფიცირების თაობაზე.

3.    ეკონომიკა 23283 - შპს „სიტი ემ“-ს 2006 წლის 04 სექტემბერს, მყიდველს 1000  აშშ დოლარის ეკვივალენტ ლარად (გადახდილია), ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვალდებულებების შესრულების პირობით, საკუთრებაში გადაეცა: ქ. თბილისში, გუდიაშვილის ქ. №3-ში მდებარე შენობა-ნაგებობები (საერთო ფართობით - 1917.51 კვ.მ) და მასზე დამაგრებული 2023 კვ.მ არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი. მყიდველმა იკისრა ქონებაზე მრავალფუნქციური კომპლექსის აშენება, ამ მიზნით არანაკლებ 16 000 000 ლარის ოდენობის ინვესტიციის განხორციელება.
პროექტი ითვალისწინებს საპრივატიზებო ვალდებულებების შესრულების პირობის გადავადებას.

4.      ეკონომიკა 22923 - საქართველოს მთავრობასა და ფ.პ. ზურაბ ედიბერიძეს შორის დაიდება „ბჟინეურა ჰესის“ ელექტროსადგურის მშენებლობის ტექნიკურ-ეკონომიკური განხორციელებადობის კვლევის ჩატარების, ელექტროსადგურის მშენებლობის, ფლობისა და ოპერირების შესახებ ხელშეკრულება.

5.      განათლება 23519 - ცვლილება შედის საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს დებულებაში, რომლის მიხედვით, შეიცვლება სამინისტროს სტრუქტურა და სამინისტროს იურიდიული დეპარტამენტის მეორადი სტრუქტურული ერთეული, ადამიანური რესურსების მართვის სამმართველო, გახდება სამინისტროს ადმინისტრაციის (დეპარტამენტის) მეორადი სტრუქტურული ერთეული.

6.      გარემო 23460 - სსიპ - სოფლის მეურნეობის სამეცნიერო-კვლევით ცენტრს მიეცემა თანხმობა, განახორციელოს აგროტექნიკური სამუშაოების  შესყიდვა.

7.      რეგიონული 23443 - მთავრობასთან თანხმდება, სსიპ - საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდსა და Otokar Otomotiv ve Savunma Sanayi A.S. შორის გასაფორმებელი ხელშეკრულება (საგანი: „საქალაქო ავტობუსებისა და შესაბამისი მომსახურების მიწოდება“).

8.      ფინანსები 2343 - სტიქიური მოვლენების შედეგების სალიკვიდაციო ღონისძიებების განხორციელების მიზნით, რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან მუნიციპალიტეტებს გამოეყოფად არაუმეტეს 10 840 000 ლარი.

9.      გარემო 23411 - ცვლილება შედის  „სასოფლო - სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთების მესაკუთრეთა ხელშეწყობის  სახელმწიფო პროგრამაში, რომლის მიზანია ხელი შეუწყოს რეგიონში და სოფლად მოსახლეობის აგრარული სამუშაოების მიმართულებით აქტივობის გაზრდას და აგროწარმოების კუთხით, რაც შეიძლება მეტი პოტენციური ბენეფიციარის ჩართვას.

10.  ეკონომიკა 23396 - მტკიცდება შპს „ბლექ სი არენა ჯორჯიას“ მიერ საქონლისა და მომსახურების შესყიდვების სპეციალური წესი.

11.  განათლება 23386 - მთავრობასთან თანხმდება, სსიპ - „შემოქმედებით საქართველოსა“ და ევროკომისიის განათლების, აუდიოვიზუალური და კულტურის აღმასრულებელ სააგენტოს შორის „შემოქმედებითი ევროპის“ აქტივობისთვის გასაფორმებელი საგრანტო ხელშეკრულება.

12. განათლება 23381 - სსიპ შეფასებისა და გამოცდების ეროვნულ ცენტრს მიეცემა თანხმობა პირებისთვის, რომელთა შრომის ანაზღაურების გაანგარიშება დაკავშირებულია შესრულებული სამუშაოს მოცულობასთან/ღირებულებასთან (ნამუშევარი საათების, მომსახურების საფასურის წილის ან/და სხვა მაჩვენებლის მიხედვით) დაადგინოს ,,საჯარო დაწესებულებაში შრომის ანაზღაურების შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრულისაგან განსხვავებული წესი.

13. შსს 23331 - საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო განახორციელებს საბარგო ჩანთების, საუნაგირეების, ტომრების და ჩანთების, ავეჯეულობისა და ქსოვილის ნივთების სახელმწიფო შესყიდვას.

14. გარემო 23534 - მტკიცდება „საინვესტიციო გეგმის წარდგენისა და საინვესტიციო გეგმასთან დაკავშირებით გადაწყვეტილების მიღების წესი“.
პროექტის მიღებით საქართველოში რეგისტრირებული კერძო სამართლის იურიდიული პირს, რომლის დომინანტი პარტნიორია უცხოელი ან/და საზღვარგარეთ რეგისტრირებული იურიდიული პირი ან რომლის დომინანტი პარტნიორი  „სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის საკუთრების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-4 მუხლის პირველი პუნქტის „დ“ ქვეპუნქტის შესაბამისად ვერ დგინდება,  შესაძლებლობა მიეცემა შეიძინოს სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწა საინვესტიციო გეგმის საფუძველზე საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით.

 

 

ხელმოსაწერი:

 ჩვენი საკითხებიაააა

  1. 23583 - საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს სახელმწიფო კონტროლს დაქვემდებარებული საჯარო სამართლის იურიდიული პირის  – სახელმწიფო ზრუნვისა და ტრეფიკინგის მსხვერპლთა,  დაზარალებულთა  დახმარების  სააგენტოსთვის  სახელმწიფო შესყიდვის განხორციელებასთან დაკავშირებით წინასწარი თანხმობის მიცემის თაობაზე საქართველოს მთავრობის განკარგულების პროექტს. ((საფოსტო და საკურიერო მომსახურებები)
  2. 23579 - საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან  დევნილთა,  შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური  დაცვის  სამინისტროს სახელმწიფო კონტროლს დაქვემდებარებული   სსიპ – საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრისთვის სახელმწიფო შესყიდვის განხორციელებასთან დაკავშირებით წინასწარი თანხმობის მიცემის თაობაზე   საქართველოს მთავრობის განკარგულების პროექტი (სამედიცინო მანეკენების (მულაჟების) სახელმწიფო შესყიდვა)
  3. 23577 - „საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს სახელმწიფო კონტროლს დაქვემდებარებულ სსიპ – დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოში შრომითი ხელშეკრულებით დასაქმებულ პირთა რიცხოვნობის განსაზღვრის თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2020 წლის 21 იანვრის №123 განკარგულებაში ცვლილების შეტანის შესახებ  საქართველოს მთავრობის განკარგულების პროექტი (სსიპ - დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოში დამხმარე ამოცანების შესრულების მიზნით, შრომითი ხელშეკრულებით დასაქმებულ პირთა რიცხოვნობო იზრდება 8 ერთეულით)
  4. 23569 - საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს სახელმწიფო კონტროლს დაქვემდებარებული სსიპ – ლ. საყვარელიძის სახელობის დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის მიერ სახელმწიფო შესყიდვის განხორციელებასთან დაკავშირებით წინასწარი თანხმობის გაცემის თაობაზე  საქართველოს მთავრობის განკარგულების პროექტს. (საკანცელარიო საქონლის შესყიდვა)


კანონპროექტი:

 

  1. 23516 – „საერთო სასამართლოების შესახებ“ საქართველოს ორგანულ კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ და „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანულ კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ ორგანული კანონის პროექტები
    თამარ ხულორდავას, თამარ ჩუგოშვილის, ირინე ფრუიძის, ნინო გოგუაძისა და დიმიტრი ცქიტიშვილის  საკანონმდებლო ინიციატივა
    არსი: დეტალურად წესრიგდება უზენაესი სასამართლოს პლენუმის მიერ საკონსტიტუციო სასამართლოს წევრად კანდიდატების წარდგენის წესი და არჩევის პროცედურები.

  2. 23515 - ფშავ-ხევსურეთის დაცული ტერიტორიების შექმნისა და მართვის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“
    პარლამენტის გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტის  საკანონმდებლო ინიციატივა
    არსი: სოფლებს უკანაფშავი (ჭალახევი), უკანაფშავი (ვაკის სოფელი), ორბეულთა, ხორიელი, ხოშარა, აყნელი, მისახი, ხიტალე, ბაცალიგო, ჩხუბა, უკანაფშავი (ელიაგზა), უკანხადუ, კარწაულთა, აჭე, ხახმატი, ბისო, ატაბე, წინხადუ (ზეისტეჩო), წინხადუ, უსტამალე, კეო, ბარისახო, ბოქჩვილო, ჭალისოფელი, ბლომო ეხსნება მრვალმხრივი გამოყენების ტერიტორიის სტატუსი და გადაყვანილი იქნება არაგვის დაცული ლანდშაფტის შემადგენლობაში.

  3. 23512 – კანონის პროექტი - „უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“
    გენადი მარგველაშვილისა და ალექსანდრე ქანთარიას საკანონმდებლო ინიციატივა

    არსი: აბიტურიენტი, რომელსაც სურს 2020 წლის ეროვნული გამოცდების საფუძველზე ჩაირიცხოს სახელოვნებო-შემოქმედებით ან სასპორტო საგანმანათლებლო პროგრამის განმახორციელებელ ან სამხედრო უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში შესაბამის კონკურსს გაივლის: ა) სახელოვნებო-შემოქმედებითი ან სასპორტო საგანმანათლებლო პროგრამის განმახორციელებელი უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების მიერ დადგენილი წესით სახელოვნებო-შემოქმედებითი ან სასპორტო უმაღლესი განათლების მისაღებად; ბ) სამხედრო უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების მიერ დადგენილი წესით ამ დაწესებულებაში ჩარიცხვისათვის საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი პროცედურების გავლის უფლების მოსაპოვებლად.

  4. 22515 - „საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს მიერ გაწეული მომსახურებისათვის დაწესებული საფასურისა და ვადების შესახებ“ კანონპროექტი
    არსი: სატრანსპორტო საშუალების ძველი ნიმუშის რეგისტრაციის ნომრის მოქმედების ვადა გადაიწევს 2021 წლის 31 მარტის ჩათვლით.

 

პატივისცემით,  

ნათია