| From : | Natia Khmaladze <natkhmaladze@moh.gov.ge> |
| To : | Giorgi Tsotskolauri <gtsotskolauri@moh.gov.ge> |
| Subject : | ელ.მთავრობის საკითხები_24.07.19 |
| Received On : | 24.07.2019 11:59 |
მოგესალმებით ბატონო გიორგი,
შესათანხმებლად გიგზავნით ელ. მთავრობის პროგრამის საკითხებს:
1. იუსტიცია 26910 - „უცხოელთა და სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ“ საქართველოს კანონში 2019 წლის 30 მაისს განხორციელებული ცვლილების მიხედვით, ცვლილება შედის:
„სსიპ – სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს და დელეგირებული უფლებამოსილების ფარგლებში საკონსულო თანამდებობის პირის მიერ გაწეული მომსახურების ვადებში, ამ მომსახურებისათვის დაწესებული საფასურების ოდენობებსა
და საფასურის გადახდის წესში, რომლის მიხედვით, პროექტი ადგენს მომსახურების საფასურს: შრომითი, სასწავლო, საინვესტიციო, ოჯახის გაერთიანების მიზნით, საქართველოს ყოფილი მოქალაქისა და მოკლევადიანი ბინადრობის ნებართვების მიღების მიზნით, მუდმივი ცხოვრების და უვადო
ბინადრობის ნებართვების მიღების მიზნით.
„შრომითი იმიგრანტის (საქართველოში მუდმივი ბინადრობის ნებართვის არმქონე უცხოელის) ადგილობრივ დამსაქმებელთან შრომითი მოწყობისა და ანაზღაურებადი შრომითი საქმიანობის განხორციელების წესში, რომლის მიხედვით, იმ ბინადრობის
ნებართვების ჩამონათვალს, რომლებზეც არ ვრცელდება აქტის მოქმედება, ემატება უვადო ბინადრობის ნებართვა.
„საქართველოში ბინადრობის ნებართვის გაცემის საკითხის განხილვისა და გადაწყვეტის წესში, რომლის მიხედვით, უვადო ბინადრობის ნებართვამდე ინვესტორზე საინვესტიციო ბინადრობის ნებართვა გაიცემა 5 წლის ვადით. იზრდება, ასევე,
დაწესებული საინვესტიციო თანხა - 300 000 ლარიდან 300 000 აშშ დოლარამდე (ეკვივალენტი ლარში). ამასთან, საინვესტიციო ბინადრობის ნებართვის შენარჩუნებისათვის წარმოდგენილ უნდა იქნეს ცნობა იმისა, რომ ყოველწლიური ბრუნვა შეადგენს არანაკლებ 120 000 აშშ დოლარის ეკვივალენტს
ლარში.
უვადო ბინადრობის ნებართვა მუდმივი ცხოვრების უფლებით გაიცემა მხოლოდ ინვესტიციის განხორციელების საფუძველზე, თუმცა ინვესტორს შესაძლებლობა ექნება, საინვესტიციო ბინადრობის ნებართვის ვადის ამოწურვის შემდეგ მიიღოს
მუდმივი ცხოვრების უფლება, თუკი მას 5 წლის განმავლობაში უდასტურდება არანაკლებ 120 000 აშშ დოლარის ეკვივალენტი ლარის ბრუნვა საქართველოში განხორციელებული სამეწარმეო საქმიანობიდან.
იზრდება აგრეთვე მოკლევადიანი ბინადრობის ნებართვის მისაღებად დაწესებული ქონების საბაზრო ღირებულების მინიმალური ზღვარი - იგი უნდა აღემატებოდეს 100 000 აშშ დოლარის ეკვივალენტს ლარში, ხოლო შრომითი ბინადრობის მისაღებად
მის მიერ საქართველოში სამეწარმეო ან შრომითი საქმიანობიდან მიღებული ყოველთვიური შემოსავალი/შრომის ანაზღაურება, ნაცვლად საქართველოში განსაზღვრული საშუალო მომხმარებლის საარსებო მინიმუმის ორმაგი ოდენობისა, არ უნდა იყოს ხუთმაგ ოდენობაზე ნაკლები.
პროექტი გადაგზავნილი იყო დასაქმების პოლიტიკის დეპარტამენტში და მოსულია დადებითი დასკვნა. იუსტიციამ გვთხოვა, რომ იქნებ პოზიცია დააფიქსიროთო, რომ შენიშვნები არ გაქვთო.
2. რეგიონული 29456 – „ბორჯომის მუნიციპალიტეტში, დაბა ბაკურიანის სარეკრეაციო ტერიტორიაზე მდებარე 5648.83 კვ.მ. გეგმარებითი არეალის განაშენიანების რეგულირების გეგმის დამტკიცების შესახებ“ პროექტი:
პროექტით, მტკიცდება ბორჯომის მუნიციპალიტეტში, დაბა ბაკურიანის სარეკრეაციო ტერიტორიაზე მდებარე 5648.83 კვ.მ. გეგმარებითი არეალის (მიწის (უძრავი ქონების) საკადასტრო კოდი: 64.10.09.087) განაშენიანების რეგულირების გეგმა;
3. რეგიონული 29459 - „ბორჯომის მუნიციპალიტეტში, ბაკურიანის სარეკრეაციო ტერიტორიაზე მდებარე 13415.00 კვ.მ გეგმარებითი არეალის განაშენიანების რეგულირების გეგმის დამტკიცების შესახებ“ პროექტი:
პროექტით, მტკიცდება ბაკურიანის სარეკრეაციო ტერიტორიაზე, მდებარე 13415.00 კვ.მ გეგმარებითი არეალის (მიწის ნაკვეთები საკადასტრო კოდებით კოდებით №64.30.07.298; №64.30.01.772; №64.30.01.771; №64.30.07.381; №64.30.07.382; №64.30.01.071; №64.30.01.070; №64.30.01.454)
განაშენიანების რეგულირების გეგმა;
4. მერია 29465 - „ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის 100%-იანი წილობრივი მონაწილეობით დაფუძნებული შპს „თბილისის სატრანსპორტო კომპანიის“ მიერ მეტროპოლიტენის 40 (ორმოცი) ერთეული ახალი ვაგონის შესყიდვის მიზნით, აზიის განვითარების ბანკის (ADB) შესყიდვის სტანდარტული
დოკუმენტაციის და მსოფლიო ბანკის (WB) ხელშეკრულების სტანდარტული ფორმის გამოყენებაზე თანხმობის მიცემის შესახებ“ პროექტი:
ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის 100%-იანი წილობრივი მონაწილეობით დაფუძნებულ შპს „თბილისის სატრანსპორტო კომპანიას“ ეძლევა თანხმობა, მეტროპოლიტენის 40 (ორმოცი) ერთეული ახალი ვაგონის შესყიდვა განახორციელოს აზიის განვითარების ბანკის (ADB) შესყიდვის სტანდარტული დოკუმენტაციის
და მსოფლიო ბანკის (WB) ხელშეკრულების სტანდარტული ფორმის შესაბამისად;
5. რეგიონული 29496 - „ბორჯომის მუნიციპალიტეტში, დაბა ბაკურიანის სარეკრეაციო ტერიტორიაზე მდებარე 30000.00 კვ. მ მიწის ნაკვეთზე განაშენიანების რეგულირების გეგმის დამტკიცების შესახებ“ პროექტი:
პროექტით, მტკიცდება ბორჯომის მუნიციპალიტეტში, დაბა ბაკურიანის სარეკრეაციო ტერიტორიაზე მდებარე 30000.00 კვ.მ მიწის ნაკვეთზე (მიწის (უძრავი ქონების) საკადასტრო კოდები: №64.30.06.126; №64.30.06.149; №64.30.06.261) განაშენიანების რეგულირების გეგმა;
6. ეკონომიკა 29500 - "სახელმწიფო საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების ფიზიკური პირი ნიკოლოზ კვეზერელისათვის პირდაპირი მიყიდვის ფორმით პრივატიზების შესახებ" პროექტი:
პროექტით, ფორმდება ნასყიდობის ხელშეკრულება, რომლის საფუძველზე განკარგულების პროექტში მითითებულ დაზარალებულ ფიზიკურ პირს საკუთრებაში გადაეცემა ამავე განკარგულების პროექტის დანართში მითითებული ქონება მისთვის მიყენებული ზიანის კომპენსირების მიზნით, რის შედეგადაც,
დაზარალებული პირი უარს განაცხადებს სახელმწიფოს მიმართ ქონებრივი ან სხვა სახის ზიანის ანაზღაურებაზე, ასევე, ყოველგვარ მოთხოვნაზე, საჩივარზე, სარჩელზე, როგორც საქართველოს საერთო სასამართლოებში, ისე, ნებისმიერი სხვა ქვეყნის, მათ შორის, ადამიანის უფლებათა ევროპულ
სასამართლოში ან/და არბიტრაჟში;
7. ეკონომიკა 29501 - "საჯარო სამართლის იურიდიული პირის - საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის მიერ სახელმწიფო შესყიდვების გამარტივებული შესყიდვის საშუალებით განხორციელების შესახებ":
სსიპ - საქართველოს ტურიზმის ეროვნულ ადმინისტრაციას ეძლევა თანხმობა სატელემაუწყებლო მომსახურების შესყიდვა განახორციელოს გამარტივებული შესყიდვის საშუალებით (ღონისძიებები ხევსურეთში);
8. ფინანსები 29508 - „საქართველოს ფინანსთა სამინისტროს მიმართ შპს „ენერგოტრანსი“-ს ფინანსური ვალდებულებების შესახებ“ პროექტი:
ცვლილება შედის საქართველოს ფინანსთა სამინისტროს, შპს „ენერგოტრანსს“ და სს „საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემას“ შორის გაფორმებულ ქვესასესხო ხელშეკრულებებში;
9. კულტურა 29515 - ,,სსიპ - ქართული ლიტერატურის ეროვნული ფონდის რეორგანიზაციისა და „საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი ზოგიერთი საჯარო სამართლის იურიდიული პირის რეორგანიზაციის გზით ზოგიერთ
საჯარო სამართლის იურიდიულ პირთან მიერთების/შექმნის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2019 წლის 30 აპრილის N213 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ" და „საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს
მთავრობის 2018 წლის 14 სექტემბრის №468 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე" პროექტები:
პროექტით, განხორციელდება საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი საჯარო სამართლის იურიდიული პირის (სსიპ - ქართული ლიტერატურის ეროვნული ფონდი) რეორგანიზაცია, შეეცვლება სახელწოდება და განისაზღვრება ახალი
სახელწოდებით (სსიპ - მწერალთა სახლი);
10. რეგიონული 29561 - „ბორჯომის მუნიციპალიტეტში, ბაკურიანის სარეკრეაციო ტერიტორიაზე მდებარე 16800.00 კვ.მ გეგმარებითი არეალის განაშენიანების რეგულირების გეგმის დამტკიცების შესახებ“ პროექტი:
კანონპროექტები:
1. ეკონომიკა 29489 – „ელექტროენერგეტიკისა და ბუნებრივი გაზის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ კანონპროექტი:
კანონპროექტით, ელექტროენერგიის იმპორტიორებისთვის შეიქმნება მხარეთა შორის შეთანხმებული თავისუფალი ფასით ვაჭრობის შესაძლებლობა;
2. ეკონომიკა 29492 - „ელექტროენერგეტიკისა და ბუნებრივი გაზის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის პროექტსა და ,,დ. თვალაბეიშვილისა და ზ. ჩიხრაძის საქართველოს მთავრობის საკანონმდებლო ინიციატივის წესით საქართველოს პარლამენტში
წარდგენილ კანონპროექტზე მომხსენებლად დანიშვნის შესახებ“ კანონპროექტი:
პროექტით, მოხდება ელექტროენერგიის ტრანზიტის უზრუნველყოფისთვის აუცილებელი ელექტრული ქსელის მოქცევა რეგულირებადი ინფრასტრუქტურის ფარგლებში; ასევე, მოხდება ელექტროენერგიაზე მომუშავე ავტონომიური გადაადგილების საშუალებების დამტენი პუნქტების/სადგურების ელექტროენერგიის
გამანაწილებელ ქსელზე მიერთების განსხვავებული პირობების ფარგლებში რეგულირების ქვეშ მოქცევა.
პატივისცემით,
ნათია